MONEY ISN’T EVERYTHING
forum.ge-ზე გუშინ ვნახე უსათაუროში აპინული თემა სათაურით “გაიღე სისხლი უანგაროდ”.. იქ ეწერა:
ოთხშაბათს, 27 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში გაიმართება დონორთა კლუბის აქცია. 12 საათიდან ყველა მსურველს შეეძლება მოვიდეს და ჩააბაროს სისხლი.
წამის მეასედის მანძილზე გავბრწყინდი ისე გამიხარდა- რა მაგარია, წავალ და ჩავაბარებ მეთქი, მაგრამ მაშინვე დავეშვი. საქმე ის არის, რომ მჭირს ძალიან სერიოზული ფობიები ავადმყოფობებთან დაკავშირებით. სულ მგონია, რომ რამე მჭირს- არადა არც სიმპტომები მაქვს არაფრის და არც ხშირად ვხდები ავად.
ერთი პერიოდი მჭირდა ასე:
გავიგებდი რამე დაავადების სიმპტომებს და მაშინვე მემართებოდა. მაგის გამო ლამის ექიმ ჰაუსის ყურება შევწყვიტე. უკვე მართლა ვწუხდებოდი საკუთარი შიშებით. თან კი ვიცოდი, რომ ჩემი აკვიატება იყო, მაგრამ სადღაც 1 % ეჭვი რომ არსებობს, უკვე რაღაცას ნიშნავდა.. :D
მერე ცოტა დავწყნარდი და ვსო, სისულელეა მეთქი ვთქვი, დიდხანს ნახვეწნ სისხლის ანალიზზეც დავთანხმდი ჩემებს. ცოტაც და გული წამივიდოდა სანამ ანალიზების პასუხი მოვიდოდა.
ეს ერთი პანიკა რომ გადავლახე და ანალიზმაც არ თქვა – კვდებიო, მერე ცოტა ამოვისუნთქე, მაგრამ მაინც პანიკიორი ვარ და ყოველთვის მეშინია, სულ მგონია რომ არიქა რაღაცა დამემართება. აი ზღვაზე რომ ვიყავი მეგონა, რომ წყლიდან ავიკიდები რამე საოცარ დაავადებას და მერე დიდხანს მოვუნდებოდი მკურნალობას :D
მოკლედ, როგორც კი სისხლის გადასხმაზე მიდგა საქმე, მაშინვე წამოყვეს თავი ამ ჩემმა ფობიემბა და ბახ, დავიხიე უკან. ასე მგონია სისხლის ჩასაბარებლად რომ მივალ მეტყვიან რაღაც გჭირსო და ვერ ჩაგაბარებინებთო :| არადა ძალიან მინდა წასვლა. იქნება დავარწმუნო თავი იქამდე, ან ვინმემ ძალით წამათრიოთ :D
აქცია ტარდება ჯოენის კლინიკასთან ერთად. პროცედურა ჩატარდება ყველა წესის დაცვით. თუ რამე დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ გადადით ამ ლინკზე და გიპასუხებენ. ძირითად ინფორმაციას დავაკოპირებ ფორუმიდან:
დონაციის პროცესის დროს გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და მაღალი ხარისხის ტესტ–სისტემები,რომლებიც მინიმუმამდე ამცირებს სისხლის ინფიცირების რისკს. ყველა დონორი მოწმდება შიდსის BB და C ჰეპატიტის და ათაშანგის გამოსარიცხად. ხდება სისხლის ჯგუფის და რეზუსის დადგენა.
* სისხლის უანგარო დონორობა სისხლის უსაფრთხოების უპირველესი გარანტია.
* თქვენ მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.
* სისხლის დონორობა არამარტო უსაფრთხო არამედ სასარგებლოცაა ჯანმრთველობისთვის.
* სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18–დან 65 წლამდე.
* განმეორებით დონორობა დასაშვებია მხოლო ორ თვეში ერთხელ.
* სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი.
* თუ რომელიმე შეკითხვაზე ან არ ვერ გასცემს პასუხს უმჯობესია სისხლი საერთოდ არ ჩააბაროს.














დებილი ხარ : )))
ისე რომ იცოდე ფობიებს თU ვერ მოერევი მართლა დაგემართება რაღაც ოღონდ იმიტომ კი არა რომ მართლა დაგემართება იმიტომ რომ ტვინი დაიწყებს უკვე წარმოდგენითი დაავადების განვითარებას და მასთან ბრძოლას და მერე დაგერხა!!
ასე რომ არაფერი არ გჭირს დაიჯერე ეგ და დაიწყე გრძელ და მონოტონურ ცხოვრებასთან ბრძოლა : )))
ჰოდა სისხლის გადასხმა ბლაგაროდნოე ძელო!! მე მართალია ძალიან რთულად გავცემ იმიტომ კი არა რომ არ მინდა უბრალოდ ჩემი სისიხლი ძალიან ნელა ნელა მოედინება და ვერასოდეს ვახერხებ 250მლ-ზე მეტის გაცემას :შ
გოგო ხო,ვიცი, რომ მართლა შეიძლება დავიმართო ტვინის მეშვეობით :|
ხოდა აი მაქსიმალურად ვეცდები 27-ში ვძლიო თავს.
ალბათ ხვდები, რომ ამ კომენტარს დიდი თავშეკავებულობით ვწერ, ვინაიდან ჩემი გონება შენს პანიკიორ და დამფრთხალ ფობიებს პანღურებს ულაწუნებს სახეში :)
…აღარ გავაგრძელებ, თორე, შეიძლება, წყობილებიდან გამოვიდე :)
არ მცემო ოღონდაც :D
სხვათაშორის, ბევრჯერ მიფიქრია სისხლის ჩაბარებაზე, მაგრამ დაზღვეული არა ხარ, რომ იქ ჯანმრთელი შესული ასევე ჯანმრთელი გამოხვალ და რამე დაავადებას არ აიკიდებ..
ასე რომ, თავს ვიკავებ..
:bis:
მეც მეშინია, მე განსაკუთრებით,ფობიის დონეზე მეშინია:D
ბრრ… ბუსუსებმა დამაყარა… სსიიისსხლი… მეშინია სისხლის :@
მეც მეშინია სისხლის, თითიდან რომ იღებენ სისხლის ანალიზს, იმის ყურებასაც ვერ ვუძლებ :D
მიფიქრია მაგაზე, მაგრამ მეშინია ძაან. სისხლის ანალიზს რომ ვიკეთებ, ვენიდან არასოდეს ვაკეტებინებ, ძაან ცუდად ვხდები. ერთხელ ბავშვობაში დამჭირდა, ძალით დამიჭირეს და ისე ამიღეს სისხლი. ძაან საშინელება იყო
სისხლის გაღEბა კი კარგი საქმეა მაგრამ გამოკვლეული ადამიანისაგან რამოდენიმე შემთხვევა იყო ადრე ასეთი აქციების დროს ვიღაც შიდსიანი მისულა თავადაც არ იცოდა და ის ადამიანიც დაღუპა ვისაც მისი სისხლი გადაუსხეს და თავადაც სინდისის მსხვერპლი აღმოჩნდა…
ქუთაისში მოხდა მასეთი რაღაც. მემგონი ეხლა იკვლევენ მაგ სისხლს.
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რანაირადაა? :spy:
რაღაც არ მაქვს მაინცდამაინც დიდი სურვილი :user:
რო მახსენდება ბოლოს სისხლის ანალიზის დროს როგორ ძლივსძლივობით გამომწოვა თითიდან სისხლი (უფრო სწორად ძლივსძლივობით კი არა, ვერ. მეორე თითზე ჩხვეტა დაჭირდა :D) და მერე რაღაც საშინელი დაცლილობის შეგრძნება მქონდა ხელზე (ნეტა რატო? :D)… არა, გმადლობთ :D
იმუნიტეტი დამიქვეითდება :givi:
:ჟმოტი:
http://www.youtube.com/watch?v=rdZM0_u6lpM
აუ რა მაგარია..
მეც მჭირს ეგეთი ფობიები… მაგრამ მე სულ მგონია რაგაც მტკივა და დედაჩემი მეღადავება კიდეც … სისხლს რაც შეეხება ადრე საერთოდ არ მეშინოდა სისხლის აღების და ეგეთი რაღაცეების… მაგრამ 2 თვის წინ დამჭირდა და ვერ ამიღეს სისხლი ისე ვინერვიულეე :))=))