მიგვენაგვე-მოგვენაგვე..

“მიგვენაგვე-მოგვენაგვე”..- როგორც ერთ დროს ნაგვის ურნაზე წაწერილი, კოტე ყუბანეიშვილის ფრაზა იტყოდა..

რუსთაველი

ეს სურათი რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზეა გადაღებული.. ნაგვის ურნას ცეცხლი ქონდა მოკიდებული და გიზგიზებდა.  მართალია იმ მომენტში ისე ვიყინებოდი, კინაღამ გამიხარდა ცეცხლის დანახვა(:D), მაგრამ ძალიან გავმწარდი! ადრე ყოველთვის იყო ნაგვის ურნების პრობლემა. შეიძლება კილომეტრები გაგევლო ისე, რომ ერთი ურნა არ შეგხვედროდა.  არც მაშინ მესმოდა იმ ადამიანების, ყველანაირ ნაგავს რომ გზაზე ყრიდნენ, ახლა საერთოდ  თვალები შუბლზე ამდის ხოლმე. თითქმის ყველა ნაბიჯზე დგას ნაგვის ურნა! (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ბედი არ ეწია, როგორიც ამ სურათზე) მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როცა ზედ ნაგვის ურნებთან  მისულები, შიგნით კი არ ყრიან ნაგავს, გარეთ- ნაგვის ურნის ძირში, ან ახლო-მახლო..

არ ვუსვამ ხაზს საკუთარ “ადამიანობას”, მაგრამ ჩემი ყველა ჯიბე, ჩანთის რომელიმე ჯიბე, აუცილებლად გატენილია ხოლმე ნაგვით :D ნაგვით- საღეჭი რეზინის ქაღალდები, ერთჯერადი სალფეტკები, შოკოლადის ქაღალდები და ა.შ. მსგავსი წვრილმანები. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ სხვისი ნაგავიც მე მიტარებია ჯიბეებით, ოღონდ ძირს არ დაგდებულიყო. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ადამიანში, არის ჩვევა, რომ დაუფიქრებლად შეუძლია ძირს დაყაროს ნაგავი.

ხშირად ჩხუბი მეზარება. გარშემომყოფები ძალითაც კი მიკეთებენ ხოლმე- იციან, რომ თუ ჩემს გვერდით დგანან და ძირს აგდებენ ნაგავს, შემიძლია დავიხარო და ავიღო:|

ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რა დღეშია ყველა ე.წ. “ბუნებაში საქეიფო ადგილი”- რასაც ჭამენ,  მენიუ თავის შეფუთვებით მიწაზე იყრება, ხეები კიდევ “ნატვრის ხესავით” პარკებით არის მორთული…. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ სიგარეტის ჩასაქრობად ბოძამდე ხელის მიტანა ეზარებათ, ან ტროტუარზე ჩაქრობა და პირდაპირ ნაგვის ურნაში ისვრიან ანთებულს.. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ მარტო ზრდასრული და იდეაში შეგნებული ადამიანები ყრიან ნაგავს ყველგან, ბავშვებიც ასე იზრდებიან იმათი შემხედვარე.. ლაპარაკი აღარც იმაზეა, რომ მე ამ ერთი პოსტით რამეს შევძლებ, როცა ვერავინ ვერაფერი ვერ უშველა- თვით კოტე ყუბანეშვლის ლექსებმა “მიგვენაგვე, მოგვენაგვე.. ” :D  ვერთობოდი ხოლმე ამ წარწერებით, მაგრამ ყველა ყუთი დახსნენს- ლითონი იყო :D ვეღარც “ამ  მთავრობას” დააბრალებენ, იმიტომ, რომ ნაგვის ურნებიც დადგმულია და მე პირადად, შემიძლია თამამად ვთქვა- თუ არ ვცდები კვირაში ერთხელ, ჩემს კორპუსთან მოდიან ყველაფერს გვიან.

მე არ ვიცი გზა, რომელიც ამ პრობლემას გამოასწორებს.. ან, თუმცა, როგორც ადრე ერთ პოსტში მეწერა, ალბათ გამოსავალი ეს არის:

ასფალტი იქნება, მიწა თუ სხვა ნებისმიერი ზედაპირი, ნაგვის დაგდებისთანავე ხმამაღალ, სახალხო გინებას იწყებდეს იმ ადამიანის მისამართით, ვინც დაანაგვიანა. თუმცა ალბათ იქამდე არ ჩაიყრება ბუნკერებში ნაგავი, სანამ ბუნკერი გულითად მადლობას არ გადაგვიხდის ნაგვისთვის და ფულადი ჯილდოთი არ გამოგვიშვებს.

27 Responses to “მიგვენაგვე-მოგვენაგვე..”

  • აბსოლუტური თანადგომა შენ! წარმოიდგინე სიტუაცია, (დღეს შემემთხვა) შენ წინ მიდის ძალიან ლამაზი გოგონა, სასიამოვნო გარეგნობის, უკანასკნელი მოდის ტანისამოსით შემკული, ხსნის საღეჭ რეზინს, ამ უკანასკნელს იქანებს პირში და ხელის მარტივი მოძრაობით გვერდით ისვრის ქაღალდს… ამაზრზენია, ხალხო! ნუთუ მარტო ისეთ ხალხს შეუძლია ამის გაგება, ვინც ვაჟა-ფშაველას მოთხრობებს შეიგრძნობს?!

  • ფინალი მომეწონა :D გეთანხმები ყველაფერში.

  • ჰეჰ..
    ჩემნაიროოო.. :D

    მეც ზუსტად ეგრე ვარ…

    ვერ ვიტან ძირს რომ რამეს აგდებენ და არც მე ვანაგვიანებ არასდროს..

    სხვისი ნაგავი მეც ხშირად მიტარებია ჩანთით.. :)

    • Tiny:

      შენ უნდა ნახო, კვირაში ერთხელ რომ ჩანთის და ჯიბეების დაცლის პროცედურა რომ მაქვს ხოლმე :D სახლი მევსება ნაგვებით :D

  • იცი რა გავუკეთე ერთ იდიოტს რომელიც დიდი ხანი კაიფობდა ჩემი რეაქციით რომელიც ძIრს ნაგვის დაგდებით იყო გამოწვეული? ვიხელთე რა მისი ნოუთბუქის(ნოუთბუქითურთ) ჩანთა ჩუმად გავავსე ყველანაირი ნაგვით (ბანანის ქერქი, ქაღალდები დაჟე დაღეჭIლი საღეჭI რეზინი და ყველაფრი რაც კი ვაგროვე და ხელთ მომხვდა) შედეგი ოო შედეგი გენიალური იყო ჯერ კიოდა მერე იგინებოდა და ბოლოს ჩემი გაღიმებული ბაგეებიდან რომ გაიგო ფრაზა თუ ასე გააგრძელებ ელოდე უფრო მეტს მეთქი გაჩერდა ბოდიში მოიხადა და მეტი ჩემს თანდასწრებით ყოველშემთხვევაში აღარ უქნია . ასე რომ ეგეთI ადამიანები შენს გარშემომაინც შეგიძLია ცოტათი დააშანტაჟო.

  • mr.picasso:

    მართლაც საშინელი პრობლემაა მეც სულ ასე ჯიბეამონაგვიანებული დავდივარ. იშვიათად სიგარეტის ნამწვავს თუ დავაგდებ ისიც თუ ახლომახლო ვერ შევნიშნე ურნა და ამაზეც სინდისი მქენჯნის ხოლმე.

    • Tiny:

      სიგარეტის ნამწვავი კიდე ჯანდაბას, ბანანის ქერქებით და დიიდი პარკებითაა ხოლმე გატენილი ცენტრალური ქუჩებიც კი ))

  • ეს ერთ-ერთი ის პრობლემაა, რომელიც ძალიან მაწუხებს. კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად ნაგვის ყუთები დადგეს თბილისში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
    მე იმაზე მეშლება ნერვები ავტობუსიდან რომ ჩამოდიან და ბილეთებს ძირს აგდებენ, არადა თუ ხართ დაკვირვებული ყველა გაჩერებასთან სანაგვე ყუთია.

    • Tiny:

      ვაიმე,ეგ როგორ გამომრჩა პოსტში, მაგ დროს შემიძლია გადავაყლაპო ის ბილეთი ძირს დამყრელს :D
      მართლა ყველა გაჩერებასთანაა ურნა, მაგრამ არა- მაინცდამაინც ძირს უნდა დააგდონ!

  • 100%-ით გეთანხმები…
    მეც სულ მაგაზე ვჩხუბობ…
    რატომ უნდა დავაბინძურო ის გარემო სადაც მე უნდა ვისუნთქო?!

  • სასინელებაა. მაგაზე არა, მაგრამ ეზოში ხის მოჭრაზე მაქვს ნაჩხუბი მეზობელთან. 2 დიდი ხე მოჭრა და ქვეყანა შევყარე ისეთი ამბავი მოვაწყვე ამ წყნარმა ბავშვმა :D მერე ვაპირებ ამ ამბავზე დაპოსტვას. გარემოს დაცვის მნიშვნელობა ბევრს არ ესმის სამწუხაროდ საქართველოში. :(

  • Tiny:

    @Clown^^

    ვის ახსოვს სუნთქვა, ხელის გაწვდა ეზარებათ ორი ნაბიჯის იქეთ..

    @მარი

    და რატომ მოჭრა? :|

  • ბოლო აბზაცში რო წერია გინებაზე, დასაპატენტებელია ეგ იდეა :D

  • რამდენჯერმე ძირს დამვარდნია ავტობუსის ბილეთი, ხო სიფრიფანაა და ურნას ვერ დავუმიზნე. ჰოდა რა პრობლემაა, ვიხრები, ვიღებ და ვაგდებ შიგნით. უნდა ნახოთ ხალხის თვალები, თითქოს კეთრი მჭირდეს..
    :D
    არა რა, მენტალობა გვაქვს რაღაც სასწაული..
    ჩემი ტკივილი წითელ შუქზე ქუჩის გადაჭრაგადაკვეთგადარბენაგადასეირნებაგადაკუნტრუშებაა..
    სამაგიეროდ ავდექი და საგამოცდო სიუჟეტი გავაკეთე მაგაზე. უჰ.. ჯავრი ვიყარე.. :)
    აუტანელია როცა ხედავ ორი ქალი საბავშვო ეტლებითურთ როგორ ჭრიან რუსთაველის გამზირს “იმენნა” “პადზემკის” ზემოდან..

  • Tiny:

    @sin165

    დავაპატენტებ :D

    @monkey

    აუ გზაზე გადასვლა ხო საერთოდ :( და შუქნიშნები.. ეგ ცალკე საშინელებაა :| მერე, დადე ეგ სიუჟეტი ბლოგზე :P

  • უი მე რატომ ვერ მოვიფიქრე..
    :D
    მმ, არ მომწონს ძალიანაც პრინციპში.. მაგრამ დავდებ მაინც
    :)

  • აი მეც სრულებით გეთანხმები თინი, როცა ნერვები მყოფნის სულ მაგაზე ვჩხუბობ… ერთი “ვაჟბატონი” უკვე ძალით აგდებს ხოლმე ძირს რამეს, როცა ერთად ვართ და მერე მიამიტი სახით მეუბნება “დამივარდა..” :| თან ვერც ვუბრაზდები :)

    მომეწონა ლილიანის იდეა და აუცილებლად გავუჩალიჩებ მეც რამე ეგეთს :P

    ხოდა კდიე ყველაზე მთავარი. ჩემი სკოლის დირექტორი იყო (ეხლაც არის) ძაალიან მაგარი კაცი და ერთხელ ჯიბიდან ამოიღო სიგარეტის ნამწვავები და დავთვალეთ. 49 ნამწვი ედო ჯიბეში იმის გამო რომ ყაზბეგში ვიყავით და ძირს არაფერს გვაყრევინებდა და რა თქმა უნდა არც თვითონ ყრიდა.. )

  • გვირილა:

    ძალიან მომეწონა ამ პოსტის დასასრული, მართლაც სანამ ნაგვისყუთები თვითონ არ გვეტყვიან მადლობას, რომ გავიხსენეთ ისინი და ფულად ჯილდოსაც არ გადმოგვცემენ, მანამდე ვერ გადავეჩვევით ჩვენი ნარჩენების ჰაერში ფანტვას, მა ნქანის და კორპუსის ფანჯრიდან ქაღალდების და ნარჩენების ხალხისთვის თავზე გადმოყრას.ახლა, საწუწუნო არ გვაქვს: ქუჩებს არ გვიან, ნაგავი არ გააქვთ,გზების წყლით სარეცხი მანქანებიც კი მოძრაობს ქუჩებში, მართალია გარეუბნებში არა,მხოლოდ ცენტრალურ უბნებში,მაგრამ…. მაგრამ ჩვენს უჩვეულო ჩვევებს ვერაფერი ვერ შველის.ვერც მეეზოვის ცოცხი,ვერც სტაფილოსფერი მანქანები …. მართლა ნეტა რამ შეილება შეცვალოს ეს უწესობა,თუ ჩვენი ასეთი მენტალიტეტი?..

  • ერთხელ ყვავას მიერ ძირს დაგდებული ბოთლი ვატარე… :|

  • ნენე:

    ძალიან მომეწონა ეს ბლოგი, განსაკუთრებით,ახალგაზრდობის აქტიურობა!
    მე მგონი, ბავშვებიდან და ახალგაზრდებიდან წამოსული ხმამაღალი შეგონებები და მითითებები უფრო ეფექტური იქნება უფროსებისთვის; ჩვენს თაობას არ აქვს მოქალაქეობრივი აქტივობის დიდი გამოცდილება,არც გარემოზე ზრუნვა ყოფილა ჩვენთვის დამახასიათებელი, გთხოვთ, შეგვარცხვინოთ, დაგვამუნათოთ, შეგვაცბუნოთ ჩვენი საქციელის გამო, აუცილებლად უნდა გადაილახოს მორიდების ბარიერი და თამამად მიუთითოთ ყველას სისუფთავისკენ !
    მე მგონი ეს მანკიერება, სწორედ უფროსებისგან მოდის !

  • თითების_ადმირალი:

    შინაგან შეგნებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული , მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და თან იმდენად უხეშია ზოგი , მე პირადად ვერიდები 13-15 წლის ბავშვებს , რადგან მათი მეშინია ვერ ვაჯობებ სიტყვა პასუხში , მხოლოდ პირდაღებული ვრჩები გაოგნებისგან , შენი არ იყოს თინ ასე დამაქვს მეც ნაგავი ჩანთით , მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ )) არაფერი დამშავებია .. ძალიან მომეწონა პოსტი :*:*

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)