მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს ან რამის დამატება/გამოკლება მომინდეს. ჯეოსტარზე არ არის. არ მქონდა ნაყურები, თუმცა გუშინ სპეციალურად ვუყურე ფინალს, რომ დასკვნები გამეკეთებინა, მაგრამ ისე მომეშალა ნერვები, კინაღამ სულ გადავიფიქრე პოსტის დაწერა..
და რა ბედნიერებაა, როცა მსოფლიოში არსებობს სხვა უკარგესი შოუ, რომლის შესახებაც იმ ჯერ არ გამოქვეყნებულ პოსტში დავწერე :bis:
ეს უნდა გაგიზიაროთ, პეტში სახლების შენება დავიწყე და როგორ მიხარია ეს აღმოჩენა, რომ სხვადასხვა მასალებისგან თურმე რეების გაკეთება შეიძლება. ვამაყობ ჩემი თავით :D


ახალი ოთახები ასე გამოიყურება:



კიდევ ნაკომ მთხოვა რამდენიმე დღის წინ გესტ პოსტის დაწერას და მოვაბი თავი ჩემდა გასაკვირად- რა საყვარელი ვარ, როცა თავის მობილიზაციას ვახერხებ :D აი პოსტის ლინკიც: Make Right Choices
დღეს საჯარო მიხმობს, მაგრამ ეჭვი მეპარება შევძლო ამ გასიებული თავის კარში გატევა:|
პ.ს.

აი ეს სამი მამრი იმდენად მიყვარს, რომ top gear-ს ვუყურებ და ინტერესით ვუსმენ რომელი მანქანის ძრავი რა სიმძლავრისაა:D ამ გადაცემაზე მინდა დავწერო მერე თუ მოვახერხე <3













wow, შენ top gear-ს უყურებ? მე რატო არ ვიცოდი? :D
მეც მიყვარს ეგ სამი მამრი :wub: