ვის ეპრანჭები?
თინეიჯერობის ჟამს, ოდეს მჯეროდა, რომ გაზეთებში დედამიწის ზურგზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებმაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად ყველაფერი იცოდნენ, ერთ-ერთი ყვითელი პრესის იმდროინდელ ვარსკვლავ ჟურნალში ამოვიკითხე ფრაზა, რომ ქალები ყველაზე მეტად ისევ ქალებისთვის იპრანჭებიან. [ეს "გაპრანჭვა" ცუდად ჟღერს რაღაც, მაგრამ.. ]
მაშინ ძალიან ავიტაცე ეს ფრაზა, ეგოისტური სიყვარულის გამო ყველა მდედრი ნერვებს მიშლიდა და რადგან ამას ვამჩნევდი ჩემს თავს, ვიფიქრე ზოგადად ესეა- ქალები ქალებს ეპრანჭებიან ბოღმის გამო მეთქი. ასე მეგონა ყველა ისე ვერ იტანდა ერთმანეთს, როგორც მე ვერ ვიტანდი დანარჩენებს :D
ცოტა რომ გამიარა ანტი ქალურმა გრძნობებმა, აღარც სიყვარული მაწუხებდა და ჯაჭვების ეპოქიდან ქუსლებზე გადავინაცვლე, მაგ დროს ვფიქრობდი, რომ ქალები მაარტო კაცებს ეპრანჭებიან! რის შედეგადაც, თუ მოსალოდნელი არ იყო “ვინმე საინტერესოს” ნახვა, მაგ დღეს ბომჟივით გამოვიყურებოდი :D და ჰმ, რამდენჯერ მინანია ასე სახლიდან გასვლა მოუწესრიგებლად..
მოკლედ, ბოლოს დავადგინე, რომ ქალი პირველ რიგში საკუთარი თავის გამო უნდა იპრანჭებოდეს. ნუ გააჩნია ქალსაც, მაგრამ მე პირადად იმიტომ გავდივარ სახლიდან ნამეტნავად მოწესრიგებული, რომ მე მსიამოვნებს, როცა ვიცი, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს :D როცა ვიცი, რომ ვინ ნაცნობიც არ უნდა შემხვდეს, არ შევაშინებ და აუცილებლად დავიმსახურებ კომპლიმენტებს.
ძალიან ძნელია, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე ახსნა რატომ “იპრანჭები”, არადა გარშემო რატომღაც ყოველთვის ამ კითხვას სვავენ ხოლმე. აი მაგალითად, დღეს დილით ტანსაცმლის ათჯერ გადმოყრის, სამი კაბის დაუთოვების შემდეგ [ერთი დავაუთოვე, გადავიფიქრე ჩაცმა, მეორეზეც მაგრე მომივიდა] და მანიკურის გულდასმით წასმის შემდეგ, დედამ დასვა კითხვა: ვის ეპრანჭები? ვის უნდა შეხვდე? :D როცა ასე მეუბნება, ესე იგი კარგად გამოვიყურები! როცა დედაჩემის ეს ფრაზა ჩემს მამრს გავუზიარე, ვინაიდან დღეის გეგმებში მისი ნახვა არ იყო, იმასაც დედაჩემი დაემართა და დიდი ბრძოლის შედეგად დავარწმუნე, რომ არავის არ ვეპრანჭები! [ჩემი და მყავს კიდევ კარგი შემფასებელი, როცა კარგად გამოვიყურები ყოველთვის მეუბნება: ლა ლამაზი ხალ :D]
მოკლედ, დიდი ახსნა-განმარტებები მჭირდება ხოლმე, რომ არავისაც არ ვხვდები და უბრალოდ დღეს კარგ ხასიათზე ვარ :D ხანდახან მართლა არის, რომ რაც არ უნდა “გამოვიპრანჭო”, მაინც ცუდად გამოვიყურები, თუ უხასიათოდ ვარ. აი დღეს რაც მაცვია, იგივე კაბაში შეიძლება გუშინ თავი ცუდად მეგრძნო და დამტყობოდა კიდეც :D
რაის გაპრანჭვა.. დილით ჩემთვის უმძიმესი რამე შევძელი, ვენიდან სისხლი ამიღეს. მთელი დღეა მიბნედილი ვარ, წნევა მაქვს 85/45 :D პოსტსაც ეტყობა, მაგრამ არაუშავს!
პ.ს. ხელნაწერების ინსტიტუტში ვიყავით დღეს, ლექციის ფარგლებში მანდ წაგვიყვანეს და უძველესი ხელნაწერები გვაჩვენეს. რა ლამაზი რამეები იყო! განსაკუთრებით აღმოსავლური რამეები მოგვეწონა, მოოქროვილი იყო სულ :user: ქართული სახარებები იყო კიდე ძაალიან ლამაზი. 
















ჰო აბა რა, მევე მსიამოვნებს და უფრო თავდაჯერებულიც ვარ როცა ვიცი კარგად გამოვიყურები :]]
ხოო და უკვე მერამდენეჯერ მიწევს მაგის მტკიცება =)) ამ დილას განსაკუთრებით დავიტანჯე :D
ვაიიიიმე ვენიდან სისხლს თუ არ ჩავთვლით (ღმერთო მადლობ ეგ რომ არა :D ) და ხელნაწერების ინსტიტუტს დანარჩენი უბრალოდ +1. აი ჩემი დაწერილი მეგონა. და ის თბილისელებში ეწერა თუ სწორად მახსოვს :D :D
რავი მე ზუსტად არ მახსოვს, მგონი მანდ, ხო :D ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ბევრგან ეწერებოდა, ერთნაირად წერენ :givi:
ისე ქალები მართლაც ეპრანჭებიან ერთმანეთს :P მე, მაგალითად, ქალის კომპლიმენტს უფრო ვაფასებ. თუ მეუბნება, რომ კარგად გამოვიყურები და ლამაზი ვარ, ესე იგი დაწვრილებით შეისწავლა ჩემი ტანსაცმელი, მაკიაჟი, აქსესუარები და ვარცხნილობა და გულწრფელი აღფრთოვანება გამოხატა :D კაცები უფრო მთლიანობაში აღგიქვამენ, კი, ელამაზები, მაგრამ ისე ვერ გაფასებენ, როგორც ჩასაფრებული და ბოღმიანი ქალები :))
რომელიც შენზე დაბოღმილია, არასოდეს არ გეტყვის კომპლიმენტს :D
ანუ, რომელიც კომპლიმენტს გეუბნება, კარგად არის განწყობილი შენს მიმართ :D ნუ იასნა ქალის კომპლიმენტი უფრო ფასობს იმ მხრივ, რომ როგორც თქვი, ყველა დეტალს აკვირდებიან : ))
ხოდა ბოღმის გარეშეც გავპრანჭვივარ მე ქალებს ისე .. :D
ჩემთვის თავგადაკლულ პრანჭვასთან ასოცირდები პოსტების გამო : )))
აი სულ რომ მანიკურს ისმევენ, თმას ისწორებენ, სარკის წინ იმდენი ხანი დგანან რომ შეიძლება გაჭაღარავდე. : )))
და სურათებიდან საერთოდ არ ტოვებ ასეთ შთაბეჭდილებას, ჩვეულებრივი მოწესრიგებული გოგო ხარ: ))) (ჩვეულებრივი სალანძღავი სიტყვა არაა ) )))
აა არ ვარ ეგეთი :user: ჩემი მოწესრიგება და გაპრანჭვა ნიშნავს, რომ სახლიდან იმ მაისურით არ გავდივარ, რითიც მძინავს :D
ხო, პოსტის მეორე ნაწილი მაგას ნიშნავდა : ))) მოწესრიგებული ხარ თქო : )))
მეც ვიცი ხშირად მაგ კითხვის დასმა :)))
მეგობრებს სულ მაგას ვეკითხები, როცა კარგად გამოიყურებიან “ვის ეპრანჭები?” :)))
ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ კარგ ფორმაში არიან :))
ბიჭები ღიზიანდებიან მაგ კითხვაზე :)) თუმცა რო იგებენ რას ნიშნავს ეშვებათ :))
ნუ რაღაც პონტში ავტომატური კითხვაა ეგ :D პროსტა დედაჩემი ქვეტექსტსაც აქსოვს იასნა :P
“ლა ლამაზი ხალ :D”
ბავშვი რომ “ხ”-ს ამბობს და “რ“-ს ვერა, ის აშკარად თინის ვიღაცაა =)))
ქალის კომპლიმენტი უფრო ფასობს ხო? : )) ლოლ :>
ყველაზე დებილობა ისაა, რომ ქალების უმეტესობას თავი ლამაზი და მომხიბლელი ჰგონია.ღმერთო ჩემო.
მე პირიქით მგონია :D შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი კომპლექსები მაქვს :D მგონია რო სხვებიც ეგრე არიან :D
მე შენ გეპრანჭები ხოლმე – წავა? :D
რა თქმა უნდა ძედგა :evil:
ოჰ ტინი ტინი