მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D
დღეს სწავლა იწყება :ვაშა:
მიხარია იმიტომ, რომ იძულებული ვიქნებ სახლიდან გავიდე და შესაბამისად ამ ერთთვიან სახლში დაბუდებას ბოლო მოეღება.
არ მიხარია იმიტომ, რომ ზოგიერთი ლექცია დილის 9-10 საათზე მაქვს.მაგრამ მაინც,საბოლოო ჯამში კარგია.
წინა სემესტრი სტიპენდიით არა, მაგრამ ნორმალური ქულებით დავხურე საბედნიეროდ :D
თავს ვერ ვაპატიებდი მასე რომ არ ყოფილიყო. წელს ყველაზე საპასუხისმგებლო წელი მაქვს- ის საგანი უნდა გავიარო, შარშან რომ ისეთ ლექტორთან ჩავაგდე, რომელიც ძალიან მომწონს. თან შევპირდი და პირობა რომ დამერღვეს საერთოდ გამოვალ უნივერსიტეტიდან :D
დღესაც იმდენი გეგმა მაქვს, საიდან დავიწყო არ ვიცი- ჯერ ჩემი და უნდა ვამეცადინო, მერე გავემზადო, სკოლაში წავიყვანო, იქედან მე უნივერსიტეტში წავიდე, დეკანატში გავარკვიო ორი საგნის ამბები (ხოა ნაცნობი ფრაზა თსუ-ელებისთვის :D), მერე თსუ-ს ფორუმის შეკრება გვაქვს, საღამოს კაშე (ალბათ. იმედია წინა კვირასავით თავზე არ დაგვემხობა სამყარო :D )
გაზაფხული უნდა მოგილოცოთ? მე ვერ მელოცვინება, იმიტომ, რომ ჯერ გაოგნებული ვარ რა მალე გავიდა დღეები. ვაბშე, სექტემბრიდან მოყოლებული მაგას განსაკუთრებულად ვგრძნობ o_O
განვედ..














კაშე რა არის???
ხოდა მეც გილოცავ გაზაფხულს და ამასთან ერთად მარტის მოსვლას.
ხოდა ისა… რაღაც უნდა დამეწერა კიდევ :მო:
აააა, ხო.
მე საერთოდაც არ მიხარია 11 მარტს რომ სწავლას ვიწყებ.
5-ში შეტენილი გამოცდა უნდა ჩავაბარო და 6 მარტს რომ დაბადები დღე მაქვს, ჩამშხამდა ფაქტიურად. :(((((((
კაშე არის ნიჭიერის ხალხი ქე რომ იკრიბება ხოლმე საყურებლად, ის კლუბი :D
უი,რა უბედურებაა დაბადების დღის წინ გამოცდა ჰმ :/