management.Ge
რამდენიმე თვის წინ ნიკასგან მომივიდა მაილი, რომ გაიხსნა ახალი ბლოგი, მენეჯმენტის შესახებო. თითოეულ ჩვენგანს, ეჭვი მაქვს ყურები ყოველ დღიურად გვაქვს გამოჭედილი ამ სიტყვით- იმის მენეჯერი, ამის მენეჯერი..მინიმუმ ამით უნდა მიხვდე, რომ მენეჯმენტი ყველა სფეროსთვის აუცილებელია! ასე რომ დავინტერესდი, მივაკითხე ამ ბლოგს და გადავწყვიტე დღეს თქვენთვისაც მეჩვენებინა, იმიტომ, რომ ბევრი რესურსია იმისთვის, რომ ლიდერად ჩამოყალიბდეთ. ძალიან ისე ჟღერს, სარეკლამო სლოგანივით, მაგრამ სხვანაირად არ გამოითქმის უბრალოდ და სიტყვაზე მენდეთ, ფრაზა არ შეიცავს შაბლონს! :Dმაშ ასე:
http://management.ge/
ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ და შესვლისას რომ არ დაიბნეთ სად რა უნდა ნახოთ, მოკლედ გეტყვით კატეგორიების შესახებ:
ჩემი საყვარელი კატეგორიაა GREAT LEADERS
[დაკლიკეთ სურათზე და სია გაიხსნება]
ამ კატეგორიაში არის მსოფლიოში ცნობილი წარმატებული ადამიანების შესახებ სხვადასხვა ცნობები-ბიოგრაფიული და + გვერდით არის მათი ფრაზების “ღრუბელი”, განსაკუთრებით ამ ფრაზების თვალიერება მიყვარს ხოლმე.აი მაგალითად [ფავორიტი ღრუბლები ამოვჭერი]
ბილ გეიტსი:
[ამას ჰკლიკეთ ობეზოწელნო:D]
შემდეგი სასარგებლო და ჩემი საყვარელი კატეგორიაა
ამ კატეგორიაში არის პოლიტიკური მარკეტინგი და Stephen Covey-ს წიგნის, “ძალიან ეფექტური ადამიანის 7 თვისება”-ს თარგმანი.ამ წიგნის 15 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა 70 ქვეყანაში, 38 ენაზე ითარგმნა..#1 წიგნი მე–20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ბიზნეს–წიგნების რიცხვში!
ეს 7 რამე არის :
- იყავი პროაქტიური
- დაიწყე დასასრულით გონებაში
- პირველ რიგში გასაკეთებელ საქმეებს მიუჩინე პირველი ადგილი
- იფიქრე ურთიერთგამარჯვებაზე
- გაუგე, რომ გაგიგონ
- სინერგიზება
- „გალესე ხერხი“ – თვითგანახლების პრინციპები
ამ დღეებში გავალ ბოლოში და იმედი მაქვს კარგად ავითვისებ! აქ აღარ დავლინკე სათითაოდ, პირდაპირ კატეგორიის ლინკს დავდებ და იქ არის შვიდივე: http://management.ge/?cat=336
პოლიტიკურ მენეჯმენტს რაც შეეხება, ვინც პოლიტიკით არის დაინტერესებული, შეუძლიათ გაიგონ, მაგალითად რა არის პოლიტიკური მარკეტინგი, ისწავლონ როგორ უნდა გამოიყენონ ის..
კიდევ ერთი კატეგორია
ეს არის ლიდერობის 21 აუცილებელი კანონი ჯონ მაქსველისგან. ჯერჯერობით 6 დაიდო, ველოდები შემდეგებსაც. ეს არის 6:
- სარქვლის კანონი
- ზეგავლენის კანონი
- პროცესის კანონი
- ნავიგაციის კანონი
- ჰათონის კანონი ~ “როცა ნამდვილი ლიდერი საუბრობს, ხალხი უსმენს”
- მყარი ნიადაგის კანონი
ასევე მომწონს ბიზნესის კატეგორია, საიდანაც მაგალითად ვიგებ, რომ Amazon-ის Kindle-ს აუდიო მენიუ და დიდი ფონტი ემატება ომგ :user:
მემგონი მინი გზამკვლევის როლი შევასრულე, დანარჩენი თქვენ იცით : ))
პ.ს.-ის სახით:


















მმმ მომეწონა ბლოგი, აუცილებლად ვეწვევი ხოლმე
ასეთი კარგი რეკლამისთის რამეს კი მაინც იმსახურებ ბლოგის ავტორებისგან : ) დარწმუნებული ვარ შენი ბლოგიდან ბევრი შევა საიტზე და მისი მკითხვებიც გახდება : )
თვითნებური რეკლამა იყო ეს ^_^ და იმიტომ გამოვიდა ასეთი კარგი :D შეკვეთილი რომ ყოფილიყო, შეიძლება ასე არ გამომსვლოდა :D
ისე კიდე, მე კი არ ვიმსახურებ, ისინი იმსახურებენ ბევრ რეკლამებს ისეთ კარგ რამეებს წერენ :D
პ.ს. მადლობა :wub:
kargi iformaciaa da aucileblad vewvevi xolme :)
რაღაც კაი რაღაცეების აღმოჩენა იცი ხოლმე შენ. მერე მეც აუცილებლად შევივლი მაგ მენეჯმენტზე
საინტერესო პოსტია!აუცილებლად ვნახავ.Tiny დეილ კარნეგის,,როგორ შევიძინოთ მეგობარი წაკითხული გაქვს?
აუ,არა :(
წიგნიც არ შემხვედრია მასეთი არსად მგონი..
კარგია? მოვძებნო?
თინი კი საინტერესო წიგნია და თან საკმაოდ იაფი(როგორც მახსოვს ორი თუ სამი ლარი ღირს).გარეთ გამოშლილი რომ აქვთ წიგნები იქ ყველაზე ხშირად მხვდება ხოლმე თვალში.ყვითელი ფერის წიგნია.
ვაა:))გარეთ გამოშლილ წიგნებს სულ ვუყურებ, რამდენი ხანია ფროიდს ვეძებ და მაგიტომ :D ეხლა ავდგები და ფროიდს და მაგას ერთდროულად მოვძებნი :user:
თინი ეხლა შენი ბლოგის დომენის იკონკას დავაკვირდი. F ფეისბუქს მოპარე:) გირჩევ დეიდა ფოტოშოპს მიმართო და F-ს ნაცვლად t ჩაწერო უფრო მომგებიანი იქნება და საინტერესოც. ხო და არ გაგიგონ კიდე :D
რა F? :? არ აქვს ჩემს ბლოგს F იკონკა, მემგონი შენმა კომპმა გაგიჭედა :user: http://s52.radikal.ru/i135/0912/8b/3bc90524bc6f.png – ესეთი იკონკა აქვს
გილოცავ ახალ დიზაინს…
საყვარელია ^^
მართლა ძალიან კაი საიტია :)