Love My Personal Blog
ეძღვნება პერსონალური ბლოგის ავტორებს
მუზა: ყვავას პოსტი ბლოგერების თემაში
ციტატა პოსტიდან: იქნებ თქვენს უმნიშვნელოვანეს პოსტებს შორის, სადაც აღწერილია როგორ მოფხანეთ წუხელი კატას მუცელი, ჩააკვეხოთ ეს ერთი უმნიშვნელო ცნობაც…
პოსტი, თავისთავად, არ ეძღვნება კონკრეტულად ამ ნათქვამს, ეს პოსტი უბრალოდ საერთო დამოკიდებულების ამსახველი ერთ-ერთი ფაქტია. ჩემი რვათვიანი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ შემინიშნავს მსგავსი გამონათქვამები.
სიმართლე გითხრათ, არ მესმის რატომ აღიქვამენ არასერიოზულად პერსონალურ ბლოგებს/მათ ავტორებს. ვინმეს გონია, რომ არ შემიძლია დავჯდე და პოლიტიკა-რელიგია-სოციოლოგიაზე ვილაპარაკო?.. რა თქმა უნდა შემიძლია, ჩემი ისტორიის ან ქართულის მასწავლებელი რომ ჩემს ბლოგს კითხულობდეს, გაუკვირდებათ კიდეც, რატომ არ ვწერ ვრცელ ყოველდღიურ პოლიტიკურ მიმოხილვას- ამას ხომ ყოველ დღე ვაკეთებდი სკოლაში. ან რატომ არ ვზივარ და არ ვწერ ყველაფერ იმის დეტალურ განხილვას, რასაც ვკითხულობ. ამ ყველაფრის მაგივრად ვზივარ და ვწერ დღეს რა ვჭამე, როგორ ვიყიდე კოლგოტები, როგორ მიყიდეს ბეჭდები და ა.შ.
სანამ საფუძვლიან განხილვას დავიწყებდე, რატომ არის კარგი პირადი ბლოგი, იქამდე ჩემს მიზეზებს გეტყვით, რატომ მაქვს პირადი ბლოგი და არა თემატური:
ალბათ არავის გაუკვირდება უმთავრეს და ერთადერთ მიზეზად რომ სიზარმაცეს დავასახელებ. მეზარება ფიქრი, მეზარება წერა, მეზარება! ისევე, როგორც მეზარება სხვის ბლოგებზე გადატვირთული პოსტების კითხვა-კომენტირება [ცალკე თემაა,რომ ზოგადად კომენტირება მეზარება. ათასში ერთხელ თუ შეხვდებით ჩემს კომენტარს სადმე ] როცა პირადულ პოსტებს ვწერ/ვკითხულობ ვისვენებ. თავისთავად გააჩნია ბლოგერს და მის წერის სტილს. ყველა პირად პოსტს/ბლოგს ვერ ვკითხულობ.
აქვე დიდი რესპექტი თემატური ბლოგების ავტორებს, რომ ჩემგან განსხვავებით ახერხებენ არ დაეზაროთ!
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის პირადი ბლოგი ისეთივე პატივსაცემი, როგორც სხვა დანარჩენი:
იმით დავიწყოთ, რომ პირადი ბლოგები დაახლოებით რეალითი შოუების ანალოგიაა. მოგეხსენებათ რეალითი შოუების შესახებ ყველაფერი და ალბათ იცით, რომ ყოველთვის ყველამ იცის იქ რა ხდება. თუნდაც ამას არ აღიარებდნენ, თუნდაც ზურგს უკან ლანძღავდნენ, მაინც ყველას სიამოვნებს სხვის თეთრეულში ხელის ფათური! ხოდა ყველაზე მაგარი მაშინ ხარ, როცა შოუ, შენი მონაწილეობით პოპულარულია..
ანდა ავიღოთ სერიალები. რატომ ყავს ამდენი მაყურებელი? იმიტომ, რომ სხვების პირადი ცხოვრებაა. სერიალებზე ცუდი ასოციაცია და ბრაზილიურ-მექსიკური პაპსები არ გინდათ, ინგლისური სერიალები გავიხსენოთ. თემატიკაზე რომ არ მომედავოთ, Gossip Girl-ს შევეხოთ, რომელიც ახალი სერიალია და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფილმი არის ერთ ბლოგერზე [თავად ჭორიკანა გოგოზე], რომელიც წერს მანჰეტენელ ახალგაზრდებზე. თვითონ ბლოგერი არ ჩანს ფილმში, ის უბრალოდ ყვება ყველაფერს. ფილმის სიუჟეტში ჩანს, რომ მთელი მანჰეტენი არის “ჭორიკანას” მკითხველი და ისე აქვთ განვითარებული ყველაფერი ინფორმაციებს, სურათებს და ა.შ. ხალხიც კი უგზავნის მას. ჭორიკანაც წერს და წერს ვინ ვის აკოცა, ვინ ვის სიყვარული აუხსნა, ვინ ვის დაშორდა..
ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, პერსონალური ბლოგის ავტორს შეუძლია ნებისმიერ დროს გაიჭრას პერონალური სივრცეების მიღმა და წეროს იმაზე, რაზეც უნდა- კულინარია, ავიაცია, ხელოვნება და ა.შ.
ხოდა შეგიძლია მაშინ იამაყო, როცა შენს პირად ცხოვრებას ყოველ დღე ინტერესით კითხულობენ, როცა გეუბნებიან, რომ შენი პოსტი წაიკითხეს, როცა დაწვრილებით იციან რა გიხარია, რა გწყინს.. ასე, რომ გშურდეთ ყველას! ჩვენ პერსონალური ბლოგების ავტორები ვართ.. :mrgreen:
ესეც პასუხი სვითის პოსტს : )
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ყვავას პოსტის გამო ფრიად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მაინც სიხარულით გაუწყებთ, რომ არტ-დეამ ისევ დაიწყო მუშაობა. დაწვრილებით ნახეთ საბუნიას პოსტი
პ.პ.ს. კიდევ ერთხელ გთხოვთ ბლოგების მკითხველების გამოკითხვის შევსებას მათ,ვისაც ჯერ არ შეგივსიათ













წოოჰო!
გრეიტ პოსწ!
:ლოვე:
ყოჩაღ!
არ ვიცი ვინ და რატომ არ აღიქვავს მათ სერიოზულად :) ბლოგი ბლოგია. მთავარი გემოვნების ამბავია. ზოგს სერიალების კითხვა უყვარს , ზოგს სერიალებზე გაკეთებული დასკვნების, ზოგს კი ორივე კიდია და სხვა რამეს ეძებს :)
მე ვკითხულობ პერსონალურ ბლოგებს კატეგორიიდან “დღეს რა ვჭამე სად წავედი”, მაგრამ პოსტი არასდროს არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი კომენტარებია, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ძალიან უშინაარსოა. კონეტარიდან მიხვდები პოსტის სიღრმეს.
ბოლო აბზაცი ვერ გავიგე ცოტა.. ანუ მიუხედავად იმისა, რომ პოსტი არ გაინტერესებს, კითხულობ იმის გამო, რომ კომენტარები გაინტერესებს? თუ პოსტს არ კითხულობ და კომენტარებს კითხულობ მარტო :D
თუ რა ხდება..
დავიბენი :უსერ:
აჰა, პოსტს არ ვკითხულობ, რა უნდა წავიკითხო?დღეს რა ვჭამე, სად წავედი? სად მივედი? და ა.შ. (თუმცა იყო დრო ვკითხულობდი )
ახლა მხოლოდ კომენტარებს ვკითხულობ :D
(კვირაში ერთხელ როგორც წესი, ცნობილ შვედურ ბლოგებს ჩამოვუვლი ხოლმე) მალე უაზრო შინაარსის კომენტარების კატალოგი მექნება :) ბ
უპს..სტრანნა :D
ნუ მეც მომსვლია მასე, ოღონდ ბლოგერსაც გააჩნია : )
ზოგის ნაწერი თუ მთლიანად არ წავიკითხე-მოვკვდები და პირიქით- მთლიანად თუ წავიკითხე მაშინ მოვკვდები :D
აჰა ფბდან დამაკოპირებინეს
:ს აბა ადამიანი რომელიც არ გიცნობს და არაა შენი მეგობარი და არ აინტერესებ ა.შ რატო უნდა კიტხულობდეს შენს ბლოგს? ან რეალიტყ შოუს რატო უნდა უყურებდეს? მაქიდან დავიწყოტ ))) ისე გამოვიდა ტიტქოს რეალაიტყ შოუები და სერიალები უდაჩნი ვეშია ))) და ამაყობ პერსონალკების მატტან მსგავსებიტ
კი არ ვაჩმახებ ჩემს აზრს ვამბობ ტორე შენი ბლოგი მიყვარს, … რეად Mორემარა იმიტო არა პრესონალკა როა )) ტან შენი პერსონალკა არაა ისეტი რო კაცმა აკრიტიკოს )) პროსტო ზოგიერტი ბლოგი ისეტია (და ტან პოპულარული, იმაზე მეტად პოპულარული ვიდრე ცვეტში ძაან მაგარი ბლოგები) რო ტავს ჩამოგახრჩობინებს )))
ხოდა პერსონალკა ასწორებს მარა ზოგადად ბლოგის ფუნქცია არის – ჩაანაცვლოს ჯურნალ გაზეტები. მე მაგალიტად ნიუსებს ჯერ კიდევ იპნ იდან და ეგეტი როჯებიდან ვიგებ (ვ მამენტ ეგეც ბლოგია) მარა ისეტ სტატიებს რასაც ხალხი ჯურნალებში კიტხულობს, მე ბლოგებზე ვეძებ (ბტწ ასეტი სტატიები მიუხედავად არაპროფესიონალიზმის ხშირად მაღალი დოზისა უფრო ტვაისუფალია იდელოგიური მიკაჩავებებისგან )) ასე ვტქვატ ) მოკლედ კეეპ გოინგ, არავინ არ იტხოვს პერსონალკების არ არსებობას, მიტუმეტეს შენი ბლოგის :* პროსტო ტემტური ბლოგები გვაკლია :*
ბიჭო,უდანჩნია რეალითი შოუები, აბა რა არის :D უდაჩნია სერიალებიც [ხარისხიან სერიალებს ვგულისხმობ]. მაგას ვამბობ, რომ სერიალი ცუდთან ასოცირდება, თორე აბა კარგ სერიალებთან მოგივიდეს ასოციაცია. მე პირიქით, ვიამაყებ ჩემი ბლოგი რომ კარგ სერიალს შეადარონ :ლოლ:
ყველა პერსონალკას კიდე არც მე ვაქებ :პ ზოგი იმენად უაზროა შესვლის სურვილი დაგეკარგება.. წერის სტილს გააჩნია იმჰო, თორე სხვადასხვა ადამიანმა შეიძლება სულ სხვადასხვანაირად დაწეროს ერთი ამბავი. და იმის მიხედვით როგორ წერს, ერთი წაიკითხონ და მეორე-არა!
ბლოგის ზოგად ფუნქციაში კიდე შეგედავები, იმიტომ, რომ ჟურნალ-გაზეთები სულ სხვაა :| აქ მარტო არ ხარ, აქ კომენტარების სისტემაა. ეს განასხვავებს ბლოგს სხვა დანარჩენისგან.
თემატური ბლოგები იასნა, გვაკლია, მაგრამ თემატურ ბლოგებს განსაზღვრული მკითხველი ყავს-თემატიკით დაინტერესებული. პერსონალურს კიდე-ყველა :დ
პერსონალური ბლოგი საუკეთესო საშუალებაა რომ შენი თავი გააპიარო! :D :D
შენ ახლა შენ ძუძუებს აპიარებ თუ google -ს ? :D :D :D :D
2-ივეს ;) :D
=/
აჩვენეთ ეს ბავშვი პუტინს და კაკ მინიმუმ ომი აღარ იქნება :D ცოტახანი მაინც :D
ახლაღა შევამჩნიე მიძღვნა – მადლობა!!! ;) პერსონალური ბლოგინგი როქზ ენდ როლზ! :P