Lord Nelson

ყველაფრის დაღლილს სანატრელად ძილიღა  დამრჩა

-ო უთქვამს დიდ თინათინს, ჩაურთავს ნორა ჯონსის don’t know why და შესდგომია პოსტის წერას.. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა უნდა დავწერო, უბრალოდ, ეს ჩემი დიზაინი ისე მომწონს, რომ სულ მინდა, რომ ვწერო და ვწერო..

არადა უაზროდ წერას რას გამოვრჩები, ქვეყანაში რაები ხდება, მე კიდევ ვზივარ ჭკვიანური გამომეტყველებით და ფეისბუკზე ქვიზებს ვაშეარებ, პეტს ვაჭმევ და გართული ვარ საკუთარი თავით.. არაა სწორი საქციელი, მაგრამ ასეთი რთული პერიოდი მაქვს- ეგოისტურად მომდის, მაგრამ ჩემი თავი მეცოდება უკვე ყველაფრისთვის! მეცოდება იმისთვის, რომ ვუყურო კურიერს და ჩემს ისედაც სუსტ ნერვებს უფრო დიდი ზიანი მივაყენო. არასოდეს არ მიყვარდა  სეირის შორიდან მაყურებელი ხალხი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი რესურსები არაფრად ვარგა და არ შემიძლია საღი აზრის დახმარება.. მაგრამ,  რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოების საღი ნაწილის მიმართვას დააკმაყოფილებს პროკურატურა..

მიუხედავად ყველა ამ სისულელისა, რაც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ აქ რეალურად არაფერი დამრჩენია, დღეს დანგრეულ და დაჩაჩანაკებულ ავტობუსში მჯდომი, სადაც უკმაყოფილო სახეების და უხეშად “გაიწიე, გამატარეს” მყვირალი ქალების მეტს ვერაფერს ნახავდი, ვუყურებდი მოჟამულ, წვიმა-ქარიან თბილისს და ვფიქრობდი- როგორ გავძლებ აქაურობის გარეშე?! მართლა არ ვიცი.. ჩემი მაქსიმუმი “სხვაგან” წასვლისა ალბათ ერთი წელია. თვით ისეთ დროსაც, როცა აქედან მართლა მხოლოდ წასვლაა გამოსავალი, ვერც ნაგვიან ქუჩებს, ვერც ჭორიკნებს, ვერც ფუნდამენტალისტებს, დიდი ხნით ვერ შეველევი : ))

__________

ნი კსტაწი, მარა:

დღეს ვფიქრობდი, ჩემზე რომ ფილმს იღებდნენ რა საინტერესო გამოვა მეთქი. ნუ კარგით, შეიძლება ზედმეტი წარმოდგენაა თავზე, მაგრამ მე ძალიან მომწონს ხოლმე ჩემი სიუჟეტი :D სამწუხაროდ, ჩემი რეჟისორული წარმონაქმნები დაბადების ადგილასვე კვდება ხოლმე იმიტომ, რომ ეპიზოდი გაირბენს და მაშინვე ქრება  კადრი.. მაგრამ ზოგადად, ჩემთვის საუკეთესო თერაპიას გთავაზობთ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ერთი ფილმის გმირი ხართ- ჟანრი თავად შეარჩიეთ. მე მელოდრამა ვარ- გადაწყვეტილია! :D ხოდა გაიხსენეთ, რამდენი რამის გადატანა სჭირდება ხოლმე მელოდრამის გმირს, რომ ბოლოს ბედნიერებამდე მივიდეს. ბედნიერებაც პირობითია- ვისთვის ფეხბურთში ჩემპიონობა და ვისთვის ბედნიერი ოჯახი :D იყავით თქვენს ფილმში, ბოლომდე შეასრულეთ როლი, გადაიტანეთ გადასატანი, გაუმკლავდით სიძნელეებს- როგორც გეხერხებათ.. და წარმოიდგინეთ, რომ ეს უბრალოდ ერთი ფილმია, რომელიც დასრულდება და თქვენი მისია მხოლოდ ის არის, რომ საინტერესო იყოს თქვენთვის! ნუ ითამაშებთ მაყურებლისთვის, თქვენი თავისთვის ითამაშეთ და ყველაფერს შეძლებთ..

BILD0002რა ფილოსოფიური (?) და არაერთგვაროვანი პოსტი გამომივიდა :D ალბათ ჩემი ლორდ ნელსონის ბრალია, მთელი დღე რომ ვსვამ : )) ერთი თემიდან მეორეზე, მეორედან- მესამეზე.. გგგ.. რას მიშვრება ეს დიზაინი!!!

3 Responses to “Lord Nelson”

  • არ ვიცი მე ეგ ლორდ ნელსონი
    რა არის?
    როგორია?
    სად იშოვება?

    პასუხები შეგიძლია პირადად მომწერო, რამდენადაც შეიძლება დამავიწყდეს, რომ აქ პასუხს ველოდები )))

  • მე მომეწონა შენი ფილოსოფიური და არაერთგვაროვანი პოსტი :))

    დიზაინიც მომწონს, მწვანე ფერი დომინირებს და იმიტომ.. რამდენი ხანია მინდა შევცვალო მეც, და როცა ბოლოსდაბოლოს ეს მოხდება, მწვანე ფერს აუცილებლად ჩავურთავ :))

  • ჩემზე რო ფილმი გადაიღონ, რა უაზრობა გამოვა :D
    მეც კი ვერ გავუძლებდი ბოლომდე :D :D :D

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)