life with louie

არ ვიცი ბლოგოსფეროში და ჩემს მკითხველებში ჩემზე ადრე დილით ვინმე იღვიძებს, თუ არა, მაგრამ ვინც იღვიძებს და ჩემსავით რუსთავი2-ის დილის გადაცემას უყურებს, შეამჩნევდა, რომ ლუი დაიწყო ისევ. ადრეც იყო ხოლმე და მაგრად მიყვარდა. ეხლაც, როცა დილით ადრე ვიღვიძებ, 8 საათზე ვჯდები ტელევიზორთან და რაც არ უნდა მეჩქარებოდეს, ვუყურებ :D

landerson_cartoon გენიალური არსებაა! ხო, ნამდვილად არსებობს ლუი და მასზეა გადაღებული მერე მულტფილმი.. ოჯახი ყავს საოცრება, მამა განსაკუთრებით მაგარი ვინმეა.

აი არ არსებობს დილით ლუის ვუყურო და მერე მთელი დღე კარგ ხასიათზე არ ვიყო. შეიძლება არ ვიზრდები, მაგრამ არ მაინტერესებს. ისე, მამაც გულიანად იცინის ხოლმე ლუიზე :D

ჩემი საყვარელი მომენტი, ჯინის რომ სერენადას უმღერის ააჰაჰ(მაგარი ცუდი ჩანაწერია, მაგრამ უკეთესი ვერ ვიპოვნე):

თუ არ გაქვთ ნანახი, სასწრაფოდ ჩაუჯექით! :love: ისე, ქართული თარგმანიც ძაან მაგარია, გახმოვანება აქვს მართლა კარგი. დილით თუ ვერ იღვიძებთ, myvideo-ზე ნახეთ ხოლმე ჩანაწერი :D

წარვედ მე 2 კოლოქვიუმის საწერად :(

11 Responses to “life with louie”

  • დილით კი ვიღვიძებ ძალიან ადრე, მაგრამ ვერანაირი ტექნიკის ჩართვას ვერ ვასწრებ, მათ შორის ვერც ტელევიზორის.

  • მაგას რუსულ არხებზე ვუყურებდი და ძააალიან მევასებოდა :)))
    ახლა ვეღარ ვახერხებ დილით ასე ადრე ადგომას, იმიტომ, რომ ღამის 5–ზე ვიძინებ. პრინციპში სამიოდ საათიც რომ მოვიცადო, ეგ არი, რა :))
    წარმატებები წოლოწვიუმზედ ;)

  • ყოველ დღე ვპირდები ჩემს თავს, რომ აი ხვალ ადრე ავდგები მეთქი, მაგრამ ოცნება ოცნებად რჩება დაჟე კოლოქვიუმებზეც :D
    p.s დაგიმატეეეეე :))

  • მე იმ მომენტზე ვკაიფობ მაგრად.. დედამისი რო წევს და ეს რო დააგდება, mom, mom-ის ძახილით ტვინს რო უბუღღავს Hi-ის სათქმელად! მარა ისე სიმფსონებს არაფერი ჯობია ამ ქვეყნად! :D

  • Marr:

    ეჰ 8 საათზე უკვე მარჩშუტკის გაჩერებაზე ვდგავარ :( ლუის სერიები გადმოწერილი მაქვს და ვუყურებ ხოლმე, მაგრამ ქართულად უფრო კაია.ძაან მიყვარს :)

  • ვაიმე ძალიან მიყვარს. ყველა სერია ნანახი მაქვს და რაც დაიწყო კიდევ ერთხელ ვუყურებ.გავიკეთებ ყავას, ვზივარ და პატარა ბავშვივით ვუყურებ <3
    მე ის მომენტი მიყვარს პოლიცია რომ ეუბნება ხელები შეგიძლია ჩამოწიოო და ჩამოწეული მაქვსო..რა საყვარელია ლუიიიიიი

  • Marr:

    აუ მამამისიც რა სასაცილო ვინმეა, თავისი მანქანით :D

  • სადაა 8 საათზე კაი ცხოვრება, რომ ლუის საყურებლად გავიღვიძო :ს

    1ზეც კი ვაგვიანებ ხოლმე ლექციებზე :( და ღამე როდისღა წვები ასე ადრე რომ არ გიჭირს ადგომა თინი? :)

  • მე დილით სკოლაშიი რომ მივდივარ სულ ვუუყურებ .. ვაფრენ ლუიზე . :D აიი კიდევ ის მიყვარდა ბავშვები 402 ოთახიდან. :D ვაიმე როგორ მიყვააააააარს. :D მარა ეხლა ლუი აგარ გადის. :( რაგაც უაზრო მურტფილმი დაიწყო .

    • ” შეიძლება არ ვიზრდები, მაგრამ არ მაინტერესებს. ”

      მე მეგობრები მეკაიფებიან ბავშობიდან არ გამოდიხაროო. მაგრამ ეგ რა შუაშია ვერ ვხვდები. :X რადგან მურტფილმების ყურება მიყავრს ეს იმას არ ნიშნავს რომ ბავშვი ვარ. ვაკეთებ იმას რაც მსიამოვნებს, ზოგჯერ მურტფილმის ყურება უფრო მამშვიდებს ვიდრე რაიმე , თუნდაც ძაან საინტერესო ფილმის :D ..

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)