life or something like

“პოსტი არ მომწონს და მაინც ვაპაბლიშებ”-ს მოტივებზე..

ორი დღეა მეუბნებიან, ბედნიერად გამოიყურებიო. ჯერ ზურიუსმა მითხრა, მერე დღეს უნივერსიტეტში რომ მივედი თითქმის  ღამენათევი [2 დღეა საშინლად მძინავს], ღამე შერჩენილი მაკიაჟით და თითქმის წაშლილი სახით, უცებ მეუბნებიან- როგორ გიბრწყინავს თვალებიო o_O მეთქი- ჰა? ვინმეში ხომ არ გეშლებით?  მაგრამ ასე ერთბაშად ყველა  პირს ხომ არ შეკრავდა, ხანდახან მართლა არის ხოლმე, რომ შინაგანად მჭირს რაღაც და სანამ არ დავფიქრდები, შეიძლება მთელი დღეები ვიარო ასე გაურკვევლად..დღის კითხვა- რა მიხარია?

რამდენიმე დღის წინ ვუყურე Life Or Something Like-ს- ფილმის გმირს ერთი ადამიანი ეტყვის, რომ რამდენიმე დღეში უნდა მოკვდეს [ზუსტ საათსაც კი ეტყვის]  და იმის გამო, რომ იმ კაცის ნათქვამი ყველაფერი მართლდება, ესეც დაიჯერებს   და ფილმი იმაზეა, როგორ ატარებს თავის ბოლო დღეებს.. იმისთვის, რომ ბოლომდე მივხვდეთ პოსტის განწყობას, sweet november-იც გავიხსენოთ.. მაინც..

ამ ფილმის ყურების შემდეგ, მგონი ცნობილი 2012 წლის ქვეცნობიერი შიშით, ფიქრი ცხოვრების ბოლო დღეებზე დავიწყე :D საერთოდ, მჩვევია ხოლმე ასე, რაღაცაზე ჩაციკვლა ამოცანის ამოხსნამდე.. რაც მაშინებს, იმას არ ვუღრმავდები, ამიტომ არგუმენტირებულად ვერ გეტყვით, რატომ მეშინია, ბოლომდე მჯერა, თუ არა, მაგრამ როგორც კი წარმოვიდგინე, რომ მე 2012 წელს შეიძლება მოვკვდე და იქამდე 3 წელი დარჩა, მაშინვე დავიწყე ფიქრი- რას აკეთებენ ხოლმე ადამიანები სიკვდილის წინ :D

კარგით, სასაცილოა, იმიტომ, რომ ორი წლის მერე კიარა, შეიძლება ნებისმიერ წამს მოვკვდე საერთოდაც უბედური შემთხვევით [მაგალითად ავარიით, რომლისაც ასე მეშინია], მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა სიკვდილის თარიღი იცი.. მერე ყველაფერი სხვანაირი ხდება. უცნაური არსებაა ადამიანი, მშვენივრად იცის, რომ აუცილებლად მოკვდება, მაგრამ არ ითვალისწინებს როდის და თუნდაც ერთი წამით თუ აღმოჩნდა წარმოსახვაში მაინც სიკვდილის პირისპირ, მერე ფიქრობს რაღაცეებს..

გინდა ისე მოიქცე, როგორც ზემოთ ხსენებული ფილმების გმირები იქცევიან,  იწყებ ცხოვრებით ტკბობას.  გიხარია ყველაფერი- რომ ჭამ, რომ დამღლელ ლექციებზე ზიხარ, რომ მეგობრებთან ერთად ბეევრს ლაპარაკობ,  რომ გიყვარს და არ უყვარხარ.. ყველაფერი!!!

ვერ ვიტყვი, რომ  პანიკური შიში მაქვს, მე ამას უფრო საჭიროებას დავარქმევდი. მე მჭირდება თარიღი, იმისთვის, რომ ვიცხოვრო ბედნიერად :D წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის უკმაყოფილო ვიქნები იმით, რაც მაქვს. არადა რა დროს უკმაყოფილებაა- ცოცხალი ვარ o_O შემიძლია ვიცინო, ვიტირო, მიხაროდეს, მწყინდეს..

პასუხი: იმიტომ გამოვიყურები ბედნიერად და იმიტომ მიბრწყინავს თვალები, რომ მივხვდი- მე იქ ვარ და ისე ვარ, სადაც და როგორც საჭიროა. იმას ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე, იმაში ვხარჯავ დროს, რაშიც უნდა ვხარჯავდე. მართალია მთლად ისე ვერ ვიქცევი, როგორც სიკვდილის წინ მყოფი, იმიტომ რომ იასნა მაინცდამაინც არ მჯერა :D მაგრამ მაინც!

ნატალიას ქონდა პოსტი,დაახლოებით ამ თემაზე და ძალიან მომეწონა, იქ ეწერა “მოდით, უბრალოდ დავივიწყოთ ’ის’ 2012 და ვიცხოვროთ”- ო. დამავიწყდება კიდეც, ეს პერიოდული აკვიატებაა უბრალოდ, მაგრამ ძალიან მინდა, როგორც კი თავის შეცოდებას დავიწყებ და ყველაზე უბედურად გამოვიცხადებ თავს, მაშინვე ან 2012 გამახსენდეს, ან ვინმე მოვიდეს და მითხრას, რომ ვკვდები.. მითხრას იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო :D

პ.ს. რომ მჯეროდეს რამდენ რამეს ვიზამდი :/

Comments

comments

Powered by Facebook Comments

15 Responses to “life or something like”

  • ყველას ემართება ეგრე: მე, მაგალითად, მეუბნებოდნენ, რა დებილურად გამოიყურები ეს დღეებიო. არადა ზუსტად ის ვიყავი, ვინც ყოველთვის ვარ (იქნებ ყოვლთვის დებილური ვარ?) ზოგჯერ რაღაც ყველას მოგვდის… აუ, რაებს მალაპარაებ რააა :P
    რაც შეეხება 2012–ს, მაიას ტომებს არ უწინასწარმეტყველებიათ კაცობრიობის ამოწყვეტა. მათ საერთოდ სიკვდილი არ უწინასწარმეტყველებიად. დანარჩენი კი ფილმის ნახვის შემდეგ შევაფასოთ ;))

    • Tiny:

      ფილმს არ ვნახავ ცოცხალი თავით :D ისე happy end ქონია :P

      დებილურად გამოიყურებიო მეც მეუბნებიან ხოლმე ხანდახან :D

  • აუ ამ 2012 მერე მეც სულ ასეთი ფიქრები მაწუხებს და მაგრად მეშინია :( ვერ ვიტყვი მჯერა თუ არა, მასე 2000 წელზეც იგივეს ლაპარაკობდნენ , მაგრამ მაინც :ს

    • Tiny:

      ხო მეც მაგრე ვარ, ბოლომდე იასნა არ მჯერა, მაგრამ ის ფაქტორია, რომ “ვაი და მართალია” :D

      თან ის კომეტა აშკარად მოდის და.. :D

  • მოიცათ რა, რა 2012….

    უნდათ ფსიქოლოგიურად დავეცეთ :D
    რატომღაც სასტიკად არ მჯერა ამ მარაზმის :D

  • ეს პოსტი, ჩემს პოსტთან ერთად, ხშირად უნდა წავიკითხო ხოლმე. იქნება დამეხმაროს მხოლოდ იმით დავტკბე, რომ ცოცხალი ვარ.. : )

  • რა მნიშვნელობა აქვს როდის მოვკვდებით, ხომ მაინც მოვკვდებით )))
    მარა მამენტ, ხო ეგეც ბევრს ცვლის
    აი, ახლა რომ ვიცოდე, რომ 5 წელში მოვკვდები ნაკლებს გავაკეთებდი ცხოვრებაში. ანუ სწავლას არ გავაგრძელებდი და მუშაობას დავიკიდებდი, მარა იქნებ კიდევ 80 წელი ვიცხოვრო ? მაგ შემთხვევაში ხო უფრო უნდა ვიზრუნო მომავალზე…
    ოოო გავბრაზდი ახლა, რა წესია რომ არ ვიცი როდის მოვკვდები :მად:

    • Tiny:

      ვოტ, მეც მაგიტომ ვამბობ ^_^
      თეორიულად, ყველამ ვიცით, რომ შეიძლება ამ წამს, კომენტარის წერის დროს მოვკვდე, მაგრამ ფაქტის წინაშე დგომა ვაბშე ყველაფერს ცვლის :)

  • 2012-ს რაც შეეხება, რაც უფრო მეტად დაიჯერებს ხალხი, რომ ეს რეალურია, მით უფრო მეტი ქაოსი და უბედურება დატრიალდება დედამიწაზე :ყეს: ხოდა უნდა დავაიგნოროთ, მაინც არაფერი მოხდება ;)

  • ძალიან მეზარება ხოლმე შენი პოსტების კითხვა იმ ადგილიდან, როცა იწყება “აი იმ ფილმში როგორცაა”… :)

  • matta:

    არანაირად არ მჯერა 2012 ის :)) მაინც არაფერი მოხდება :))

  • ირინა:

    სიმართლე რომ გითხრათ მე ცოტათი მეშინია 2012ის რადგან მაგ ამბავი მაიას ტომებმა იწინასწარმეტყველეს.აქამდე ყველაფერი ახდა მაგათი ნაწინასწარმეტყველები მემგონი უფრო საფრთხე ამერიკას ემუქრება,ამერიკელებმა იდარდონ თორემ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას არაფერი ემუქრება

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)