life is..

ახალი კატეგორია- “დამაკვირდი”. ახლა მეზარება და მერე ავხსნი რას შეიცავს, მოკლედ რომ ვთქვათ, ცნობილი ადამიანების გამონათქვამების განხილვაა.

„ყოველ ხანას ადამიანისას თან სდევს თავისი სიამოვნება, თავისი ზნე-ხასიათი და გემოვნება“

ბუალო

მახსოვს, ერთხელ სკოლაში ქართულის მასწავლებელმა დაგვავალა გაკვეთილის მანძილზე დაგვეწერა პატარა თემა, რომელის სათაურიც მთლად ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თემატიკა სიცოცხლე, ცხოვრება იყო.

და ის, თუ რა კარგია, რომ ცოცხლები ვართ და ა.შ. სიმართლე გითხრათ, პირველად სიბერეზე მაშინ დავფიქრდი, როცა ამ თემის წერისას ვამკობდი ცხოვრების ყველა ეტაპის მშვენიერებას სხვადასხვა გრანდიოზული ეპითეტებით:D დაახლოებით „მადა ჭამაში მოდის“ დამემართა და იქვე, წერისას ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და ისე ვწერდი. მახსოვს, რამდენიმე ეტაპად დავყავი და ყველას თავისი დადებითი მივუწერე: „ბავშვობა, როცა შენზე ზრუნავენ, როცა ყალიბდები იმად, რაც მერე უნდა იყო, როცა სტარტს იღებ დანარჩენი ცხოვრებისთვის. ახალგაზრდობა, როცა პიროვნების ჩამოყალიბება თითქმის სრულდება, როცა  ყველაზე ძლიერი განცდები იკიდებს შენში ფეხს, როცა ემზადები მთავარი, გადამწყვეტი ეტაპისთვის.. ეს ის ეტაპია, როცა ალბათ უკვე თვითონ ზრუნავ სხვებზე, როცა დაიმკვიდრე შენი თავი და ცხოვრობ, როგორც შენ გინდა.. და სიბერე, როცა შეგიძლია დაჯდე და იფიქრო შენს განვლილ ცხოვრებაზე.“ 

იმ გადმოსახედიდან ცოტა ძნელი იყო მსჯელობა, რადგან ალბათ მეცხრე-მეათე კლასში ვიყავი და უფრო ბავშვობიდან მოზარდობაში გარდამავალი ასაკი მქონდა და მაგ დროისთვის მე პირადად, საკმაოდ რთულად ვუყურებდი ცხოვრებას. მძიმედ აღვიქვამდი მოვლენებს, ყველაფერი ჩემს საცოდავ გულზე გადადიოდა. მოკლედ, ამ თემის წერისას პირველი ოპტიმისტური ნაპერწკლები გამიჩნდა.

ბავშვობა გამახსენდა- ნაკლები სადარდებელი. თუმცა მახსოვს, იმ თავიდან ძალიან ვართულებდი ყველაფერს. ბევრს ვფიქრობდი, როცა პატარა შენიშვნას მაძლევდნენ. ავწონ-დავწონიდი მართლები იყვნენ თუ არა შენიშვნის მოცემისას და თუ აღმოვაჩენდი, რომ უსამართლობის არაფერი ეცხო, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგებოდი. ზოგიერთი ჩემი ცუდი საქციელის გახსენება, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ბავშვური ანციზმი [:D], ძალიან უსიამოვნო განცდებს იწვევს ჩემში.მაგრამ საბოლოო ჯამში, რომ არა ჩემი საკუთარი გართულებები, ყველაფერი იდეალური და უზრუნველი იყო. შეიძლება ბავშვობისას ამას ვერ ვამჩნევდი და ძალიან ვიტანჯებოდი, როცა ჩემზე 15 წლით დიდი ბიჭი მიყვარდა 5 წლის ასაკში და ვაცნობიერებდი, რომ ასაკის გამო ვერ დავქორწინდებოდით, მაგრამ ამ გადმოსახედიდან?.. :lol:

ოჰო, აწმყო.. ესოდენ ნანატრი ახალგაზრდობა  :D ბავშვობაში რა დიდები მეჩვენებოდნენ მეთერთმეტე კლასელები და სტუდენტები საერთოდ პიკი იყო. რომ ვხედავდი, დედას და მამას გარეშე, მათი ნებართვის გარეშეც კი რომ დადიოდნენ ყველგან, ეცვათ ქუსლიანები და მე კიდევ მეუბნებოდნენ, რომ ქუსლიანი ჯერ ჩემთვის ადრე იყო და ფეხებს დამიკუნთავდა, ყავდათ შეყვარებულები.. მეც ვუახლოვდებოდი მათ ასაკს და ჩემს თავზე მეცინებოდა, რატომ მეგონნენ ასეთი გრანდიოზულები-მეთქი : ) ახლა, 19 წლის ასაკში, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგი პერიოდი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ბეევრჯერ წამიმტვრევია ცხვირ-პირი, ბევრჯერ დამნგრევია ოცნების ქოხები [ქოხები იმიტომ, რომ საერთოდ არ ვოცნებობ და უხერხული იქნებოდა ჩემი გეგმებისთვის, რომლებიც ოცნებას ცოტათიც არ წააგვანან, კოშკები მეწოდებინა ] და ა.შ. ყველაზე მრავალფეროვანი ეტაპი ახლა მაქვს. ახლა ვხვდები როგორია ცხოვრება, ახლა აღმოვაჩენ ხოლმე, რომ თურმე ის, რაც ადრე ასეთი რთული მეგონა, სულ არ ყოფილა რთული.  ახლა ვფიქრობ ჩემს თავზე, ადამიანებზე, ვაკვირდები ყველას, ვსწავლობ შეცდომებზე, მიყვარს, მენატრება, მეტირება, მეცინება..  მოკლედ, ვცხოვრობ!

და მერე დადგება ეტაპი, რომლისაც თითქმის მეშინია. ახლა, ამ წამს, ამ აწმყოთი ვქმნი ჩემს მომავალს და კაცმა არ იცის რა გამოვა.. ენივეი, მაგასაც თავის სილამაზე აქვს. უკვე დამოუკიდებლობა, მარტო ცხოვრება. ან არა მარტო ცხოვრება :D მოკლედ, როგორც იქნება.. ვაღიარებ- მაინტერესებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ისევე იქნება, როგორც ჩემი „ მეთერთმეტე კლასელობა“- ვერ მივხვდები როდის მოვიდა  და რატომ ველოდებოდი ასე განსაკუთრებული ინტერესით :D ოცნების ქოხების არ დანგრევა ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული და ყველაფერს ვიღონებ მათ შესანარჩუნებლად.

და სიბერე.. „დამაკვირდი“-ში წერია ბუატსის სიტყვები: .„ყველას ეშინია სიბერის და ყველას კი უნდა სიბერემდე მიცოცდეს“-ო. ხოდა მართალია ეს კაცი. დიახ, მეშინია სიბერის და არც ის მეჩვენება ლამაზად, მოგონებებს რომ უნდა გადავხედო :D ისე ევროპელები მაგარი ხალხი არიან, ერთი კაცი იყო ადრე ჩვენთან სტუმრად ჩამოსული, ძლივს დადიოდა და ქართულის სწავლა დაიწყო საფუძვლიანად oO მეც მინდა, რომ ასეთი ოპტიმისტი ვიყო სიბერეში, თუ რა თქმა უნდა მივაღწევ იქამდე. ხომ იცით, კაცი ბჭობდა- ღმერთი იცინოდაო :D მართალია ეს კაცი- მეც მინდა მიცოცება სიბერემდე. ოღონდ სკლეროზის, ლოგინად ჩავარდნის და „სხვისი მისახედის“ მეშინია..

დასკვნა- ბუალო მართალი იყო/არის. ყველა ხანას, ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს და ერთმანეთის გარეშე ერთი დიიდი უაზრობა იქნებოდა… ყველაფერს თავისი გამოყენება უნდა მოუძებნო და მერე აღარ გაგიჭირდება ოპტიმიზმით შეხედო იმას, რომ სიბერეში შეიძლება სკლეროზი დაგემართოს და აღარ გახსოვდეს, რომ ოდესღაც ბლოგზე წერდი, თუ როგორ არ გინდოდა სკლეროზი დაგმართნოდა : ))

4 Responses to “life is..”

  • აი ამპოსტს რო წერდი ხო გეგონა რო მარტო შენზე წერდი.. სინამდვილეში რაღაც მართლა ყველასთვის ნაცნობ “პრობლემაზე” შემოგეწერა.. იმიტო რო მეც ასე ვფიქრობ და მეც ასე მეშინია.. მეც ასე მიკვირს .. მეც ასე ვცხოვრობ :)

    • Tiny:

      შემომეწერა :lol:
      ხო, ერთი ის გამომრჩა, რომ სულ რომ მეგონა, რომ “ასე მარტო მე ვფიქრობ”, რაც გავიზარდე მივხვდი, რომ მარტო მე არ ვარ ასეთი გამორჩეული :D:D

  • ადრე ხშირად ვამბობდი, ახალგაზრდა მინდა მოვკვდე-მეთქი! ზუსტად იმ მიზეზით, რომ არ მინდოდა დაბერება, ავადმყოფობა, ლოგინად ჩავარდნა, სხვებისა და საკუთარი თავის ტანჯვა და კიდევ იცი რა არ მინდოდა – ჩემს დაკრძალვაზე ხალხს ეთქვა აწი სიკვდილი მადლი იყო ამისთვისო! მინდოდა, გული დაწყვეტოდათ (ეს ეგოისტობის პიკი რომ მქონდა ცხოვრებაში, იმდროინდელი ფიქრებია)! ახლა აღარ ვფიქრობ ამ საკითხებზე, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უზენაესი გადაწყვეტს!

  • ნინიკუნა:

    მე კი საერთოდაც უსასრულობის მეშინია.. ხორცი კვდება,სული ცოცხლობს სამუდამოდო და ამ უსასრულობის მეშინია,რომ არ მომბეზრდეს ჩემი თავი : ((
    ისე არ შეიმჩნიოთ როდის არის ეს პოსტი დადებული და როდის ვწერ მე პასუხს…უბრალოდ ჯერ ეხლა შემოვუერთდი თინის ბლოგს და ჯერ ახალია ჩემთვის ეს ძველი პოსტები

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)