let’s go girls

girls და არა მარტო..

dancingqueen-klein დალაგება იმ ჭირთაგანია, რომელსაც ვერავინ ვერ იტანს [იმჰო]. ყოველდღიური, მოსაწყენი პროცესია, რომელიც ხანდახან ისე გვეზარება, რომ მზად ვართ, სანამ მტვრების გორგლებს არ წავაწყდებით ავეჯის ზედაპირზე და იატაკზე- არ დავალაგოთ :D დასასვენებლად რომ ვარ ხოლმე, მაგალითად მასე ვაკეთებ, იმიტომ რომ როცა დასასვნებელად ვარ, მე ვ ი ს ვ ე ნ ე ბ! :D

მაგრამ სახლში, რა თქმა უნდა, ვერ დავისვენებ.. ოჯახის ყველა წევრი, ვგონებ გენეტიკურად, მიდრეკილია სახლის აწეწვისკენ და თან ძალიან ბევრი ნივთი რომ არის სახლში, ხელის ერთი მოსმით იწეწება..ასე რომ, ყოველ დილას საფუძვლიანი დალაგებაა საჭირო.

რომელ დღეებშიც დილიდან არ მიწევს გასვლა, დილა დალაგებით იწყება.  ჩემთვის ნამდვილი სტრესია ყოველ დღე ერთი და იგივე არასასიამოვნო  პროცედურის  ჩატარება: საწოლები დაალაგე, სათამაშოები აფხიკე ყველა კუთხე-კუნჭულიდან, იატაკები დაწმინდე..

ხოდა მე რის მე ვარ, თუ რამე გამოსავალი არ მოვნახე არსებული სიდუხჭირიდან?

თავიდან მართალია ვერ შევამჩნიე, თუ ეს გამოსავალი იყო, მაგრამ ნამდვილად რომ გამიადვილდა დალაგების პროცესი, ეგ  ვიცი. მაშ ასე მეგობრებო, თქვენს წინაშეა საუკეთესო რამ, რითაც შეგიძლიათ დალაგება გახადოთ სახალისოც კი:

ცეკვა!!!

დიახაც, ცეკვა.. აი რა ჯობია სახლში მოცეკვავე დიასახლისის ყურებას? იატაკის წმენდისას, მტვრებს აღებისას, საწოლების ალაგებისას რომ ცეკვავს.  :D

ყურებას თავი დავანებოთ და მართლა შეუძლებელი მგონია  მუსიკის გარეშე სახლის დალაგება.

თუ უენერგიოდ ვარ, სიმღერას ვიწყებ. ანუ ჩავრთავ იმ სიმღერებს, რაზეც კარგად მემღერება და ვმღერი მთელი ხმით. კიდევ კარგი, სმენა მაქვს და არ ვაწუხებ არავის ^_^ ამას ვმღერი ხოლმე ხშირად:

ბოლო დროს ჩემი დალაგების საუნდტრეკებად ქლაბ შოუს რამდენიმე საუნტრეკი იქცა, განსაკუთრებით ეს ორი “მიხდება” “:D :

[ამას ეს ანიმაციური კლიპი რომ ადევს არ შემჩნიოთ, მგონი არაა ამისი :D ]

მოკლედ ასე, შეარჩიეთ თქვენი საუნდტრეკები და ალაგეთ ბედნიერად :ბედნიერი ღიმილით მოცეკვავე მე:

girl572

8 Responses to “let’s go girls”

  • თუ სახლში მტვრის გორგლები ისედა მანევრირებენ, როგორც უდაბნოში რაღაც მრგვალი ისინია როა (აი ნიავი რო დაუბერავს და რო გორავენ აქეთ-იქეთ)და დავუშვათ (დავუშვათ!) არაა შუქი, არც ლეპტოპია დატენილი და არც მობილური,საუბედუროდ ,ნინო ჩხეიძის რომელიღაც აკვიატებული სიმღერის ამარა ხარ დარჩენილი.. რას იზამ? :უსერ:

  • ვა, თინიიი, არც მეგონა დალაგებაც ასე თუ “გეყვარებოდა” :D
    მე მარტო ინეტიდან გიცნობ და ამას მართლა ვერ ვიფიქრებდი ყოველ დღე იატაკებს და ფანჯრებს თუ დახეხავდი :D აი მშურს შენი :D ოღონდ მართლა :D
    ჩემდა სამარცხვინოდ ვიტყვი, რომ დედაჩემი სულ ამაზე მიბურღავს ტვინს , მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო კვირაში ერთხელ ვახერხებ ჩემი ოთახის გამოწმენდას :( ისიც კვირაობით :D
    ცუდი გოგო ვარ :D

    • Tiny:

      დატვირთულ გრაფიკში მეც ვერ ვასწრებ ბევრი რამის გაკეთებას, მაგრამ დედა ისე მეცოდება ხოლმე, რომ სინდისი მაწუხებს მაგრად :D
      უსინდისო სინდისი მყავს, მე კი არ მიბრალებს :D

  • Shania Twain-ზე ყველაზე მაგარიაა, თან როცა მტვერსასრუტი მიკრფონი გგონია და უცებ გამტვერსასრუტების დროს სტაცებ ხელს და კივიხარ ოუ ააა ოუუუუუ :))))))))

  • მუსიკა მართლა ეხმარება, ადრე ვცადე მახსოვს, მაგრამ მერე გადამავიწყდა ეგ აღმოჩენა და ეხლა შენმა პოსტმა გამახსენა :D

  • აი, სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი ამ პოსტს, ეგრევე მივხვდი, რომ გამოსავალს მუსიკაში ნახავდი. დალაგების რა მოგახსენო, მაგრამ სიმღერით კი ყოველ წამს და წუთს ვიმღერებდი, რომ არა ჩემ გარდა კიდევ 5 ადამიანი, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული გემოვნება აქვთ. ნუ ბავშვები, იმედია, ჩემს მხარეს არიან, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებიან :P

  • matta:

    ვერც მე ვალაგებ მუსიკის გარეშე სახლს ))) მაგრამ რატომღაც ჩემი სახლი არ ინგრევა, ნუ ყველაზე მეტად ინგრევა სამზარეულო, დახვავდება ხოლმე ჭურჭელი :D:D:D ჩემი ოთახი არ ინგრევა თითქმის არასდროს :)))

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)