ლელა
ახლა ქერსტინისთვის გასაგზავნად ქართული ესტრადის პოპულარული მომღერლების პოპულარულ სიმღერებს ვარჩევდი. მთელი ქართული მუსიკის საბადოები გადავთხარე, ალბათ იცით, რა რთული მისიაა ქართული ესტრადაში პოზიტივი დაინახო :D
ხოდა მოკლედ, ის ნაკლებადაა საინტერესო მერამდენე საათია ვიტანჯები, რომ მაქსიმალურად ვეცადო ჩვენი ესტრადის ნაკლის დაფარვას, მაგრამ ნუ მთლად ისეთი მდგომარეობა არ არის.. ერთი-ორი კარგი მომღერალი ჩვენც გვყავს :user:
რას მოვაყოლე ახლა ეს პოსტი, ბავშვობაში წურწუმია მიყვარდა ძალიან:D რა ვიცი, ახლა სხვანაირი გემოვნება მაქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ცუდი სიმღერები არ აქვს:user: და ამ სიმღერას რომ მივადექი, ქვემოთ რომ ხედავთ, აი მართლა ცრემლი მომადგა:| ძალიან ვტიროდი ხოლმე რომ ვუსმენდი და გამახსენდა ეტყობა:S ერთ-ერთი კარგი სიმღერაა ლელასი. უკეთესი ვერ ვიპოვნე youtube-ზე და ამას მოუსმინეთ :user: იმ იშვიათთაგანია, როცა არც ტექსტი და არც მუსიკა არ არის ბანალური.
ა და კიდე ეს მიყვარს:
აუ კიდე ბევრს ჩამოვარაკრაკებდი ეხლა:D საუკუნეა არ მომისმენია და ახლა ყველაფერი ისეთი კარგი მეჩვენება :D ერთი პერიოდი შემძულდა ზედმეტი სიყვარულისგან და ნუ.. ასე იციან ხოლმე თინეიჯერებმა :D













თუ კი მოგვწონდა საერთოდ ეს სიმღერა,ალბათ იმ იდეის გამო,რაც ჩადებული იყო:)სანაიას ვგულისხმობ
ხო ხო : ) მაგიტომ მიჩუყდება ხოლმე გული, რომ ვიცი რატომ დაიწერა..
ვაი… ვინ ქრისტინესთვის? ნუთუ ჩემმა ქრისტინემ muse-ი ქართულ ესტრადაში გასცვალა და აღიარა ატროშანი, სანამ ქვეყანასა ზედა დავვარდები და თავსა დამართ დავცემ მითხარით, არა არ მითხრათ დამამშვიდეთ რომ ეს ქრისტინე ჩემი საკუთარი ქრისტინე არაააააა…
ქერსტინი ქალო, რაის ქრისტინე :D
ოჯახის გერმანელი მეგობარი :user:
ააააააააა…. სათვალეზე ფიქრს ვიწყებ უკვე :D
ხატუსია, ჩემი ბლოგიდან როგორ დაიკარგე? o_O
არა სვიიით არ დავკარგულვარ სულ ვკითხულობ სუულ :D მაგრამ ხშირად არ ვტოვებ კომენტარებს :D <3
“ჩუმად ნათქვამი” მეც მიყვარდა! დიდი ხანია აღარ მომისმენია.
აუ, “ჩუმად ნათქვამზე” მეც ცრემლი მადგებოდა თვალზე, თან გიორგი სანაიას რომ ეძღვნებოდა…
ლელა ძალიან მიყვარდა სკოლის პერიოდში. მერე გავიდა წლები და აღმოვაჩინე ოპერა.
მაგრამ, ჩემი ნოსტალგიური ხასიათის გადამკიდე, წარსულს ყოველთვის ვიხსენებ. რა თქმა უნდა, მომღერლსებსაც :)