ოპერაცია კოდური სახელწოდებით: Landish vs. MysteryX

მოგესალმებით მეგობრებო! წილად მხვდა პატივი, თინის ბლოგზე პოსტი დამეწერა და მეც ვეცდები მაქსიმალურად სკანდალური ვიყო :D

ვიწყებ პირდაპირ ამბის მოყოლით…

დღეს მე, თინი და პიკო მაკდონალდში ვისხედით და ვჭორაობდით ათას რამეზე (ნეტა რაზე?). თინი რაღაცნაირად დაგრუზული მოგვეჩვენა და გადავწყვიტე გამემხიარულებინა. ბედად გამახსენდა ბატონი ლანდიშას კომენტარი თინის წინა პოსტზე, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

ლანდიშას კომენტარი

ლანდიშას კომენტარი

ვინაიდან თინი აქტიურად ატარებს რეაბილიტაციის მემარცხენე პოლიტიკას პირად ცხოვრებაში და მართალია, რამდენიმე გადამრთველი ვარიანტი უკვე არსებობს, მე მაინც კიდევ ლანდიშა შევთავაზე (თითქო ჩემია და ვჩუქნიდე რა!)…

ჯერ თინი უარზე იდგა, ”არა, რას ამბობ, ძმასავით ვუყურებო” და სხვა მსგავსი ქალიშვილური ზახოდები… ნუ როგორც იციან. მერე რომ დავიწყე ქება დიდება და ხოტბის შესხმა სუბიექტის მიმართ, ცოტა მობლაგვდა. პირველი გასხივოსნება იყო – ”აუ, ერთი მაგის ბლოგებზე კარგად უნდა შევიდე”-ხასიათის ფრაზები… :D ხოოდა… როგორც იქნა სიაში შევიტანეთ. (ლანდიშ, ყურები არ გეწვოდა, სიხ? :D)

საბოლოოდ თინის ვთხოვე, რომ იმ სიიდან კიდევე ერთი ისეთი აერჩია ვინც ყველაზე მეტად მოსწონდა, დავაძრე ფურცელი და კალამი, აქეთ ლანდიშა დავწერე, იქით ის ბიჭი (რომლის სახელსაც არ ვასახელებთ, და თუ ოდესმე ვიტყვით მიწა გაგვისკდეს და თან ჩაგვიტანოს, ან ჯოჯოხეთის ალმა დაგვწვას ათასგზის და [...აქ ბევრი მსგავსი წყევლა და კრულვა, განსაკუთრებით ის, რაღაც ეშმაკის ცეცხლოვან გენიტალიებზე როა...]), შუაში ჩამოვუსვი ორი ხაზი და თინის ჩამოვაწერინე ყველა ის თვისება რაც მოსწონს მამაკაცში და უნდა რომ მის რჩეულს გააჩნდეს. ^_^

რახან ლანდიშა ჩემი წარდგენილი კანდიდატურა იყო, ხოტბას არ ვაკლებდი (არა, რით არის ცუდი ბიჭი, მე შენ გელაპარაკები, ჰაა?) და ნუ საბოლოოდ მივიღეთ ასეთი შედეგი:

ოპერაცია კოდური სახელწოდებით: Landish vs. MysteryX

ოპერაცია კოდური სახელწოდებით: Landish vs. MysteryX

რომელიღაცა რეკლამა გევუბნება (მგონი აქს ეფექტის) რომ მამაკაცები მუდამ მიისწრაფიან პირველობისკენო. ჰოდა, ახლა მოკლე გარჩევას მოვაყოლებ, რომ რამე პრეტენზიები არ ჰქონდეთ არც ლანდიშას და არც მისტერიქსას.

პარამეტრები:

  1. ყურადღებიანი – აქ ვიგულისხმეთ ტელეფონზე დარეკვები, მოკითხვები, დღეში რამდენიმე ესემესი, იტაგდალე იტაგდალე. რაც შეეხება ქულებს, ლანდიშას მივეცით პაწუკა პლიუსი. მისტერიქსას ყურადღებიანობა კი საერთოდ არ არის ცნობილი, ასე რომ, მისტერიქსო, თუ საკუთარ თავს ამოიცნობ, მეტი ყურადღება, მეტი, მეტი!! (ხელები დამანახეეეთ! მარჯვენააააც!)
  2. ბეჯითი (არა-ზარმაცი) – :D ბეჯითი გარდა იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებს კარგად აბარებს (Vote for Landisha!) ამასთანავე მუდამ მზად არის სხვა რამეებისთვის – მაგალითად, სექსისთვის (Vote for MysteryX!).
  3. იუმორი – აეხლა ლანდიშა დაიწყებს წუწუნს რატო მიწერია იუმორში ძალიან პატარა პლიუსიო. აბა ძმაო კაი იყო  ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”-ზე ოტრჯერ რო იყავი იუმორის გასაგებად? სერიოზული სახით რო იჯექი და უტვინო რო დააკომპლექსე?… მაგას ვერ გაპატიებთ.
  4. ხო, ნუ ფორუმელობა და ბლოგერობა რომ გვიწერია კრიტერიუმებში ეს არ არის სასაცილო ამბავი. რატომ და იმიტომ რომ სამივემ ერთხმად დავასკვენით, რომ ფორუმელი/ბლოგერი ბიჭები რაღაცა სხვანაირად აზროვნებენ… მოკლედ გვინდა, გვინდა! დამატებითი შეკითხვებისთვის ბოლო ხუთი წუთი გექნებათ რა!
  5. აი, ბლოგერი რომ ცალკე დავწერე და არა ფორუმელთან ერთად, ეს ჩემი მზაკვრული ჩანაფიქრი იყო და ჩემ კანდიდატს ერთი დამატებითი ქულა მოაპოვებინა (ლანდიშ, შენთანა ვარ, ძმა!)
  6. ტააკ, მერე რა მოდის, სიმპატიური - ორივეს პლიუსი აქვს (ოჰო!)
  7. სექსუალური – აქაც ორივეს პლიუსი (ოოჰოოოო! გახურდა დარბაზი!)
  8. 15 სმ და მზარდი -  კხმ… ისა… დაატოლებთ თუ ცალ-ცაკე გავზომოთ? :D (ნუ აქ პატარა იაღლიშიც მოგვივდა, ალბათ ხედავთ, რომ შემთხვევით მისტერიქსას დავუწერეთ დიდი(!) პლიუსი, მაგრამ მერე გადავშალეთ და დავწერეთ კთხვის ნიშნანი. ეს მოხდა იმიტომ, რომ თინიმ მოკრძალებულად განაცხადა, რომ აღარ ახსოვდა(!), ხოლო რა აღარ ახსოვდა, ეგეც ვეღარ გაიხსენა.)
  9. რომანტიკა… აქ ლანდიშა იმარჯვებს აბსოლუტური უპირატესობით. მახსოვს მე მაგის ლექსები წავიკითხე სადღაც (თუკი ვცდები და არ წერ ლექსებს, არ შეცდე და არ შემისწორო! :D მაგ არარსებულმა ლექსებმა გადაგარჩინა, იცოდე!)
  10. ჭკვიანი – თინი ირწმუნებოდა რომ მისტერიქსა ძალიან ჭკვიანიაო და დამამტკიცებელი საბუთებიც კი მოიყვანა, მეც ვირწმუნებოდი ლანდიშაზე ჭკვიანია მეთქი მაგრამ უცებ ვერ მოვიფიქრე დამამტკიცებელი ევრაფერი და ისევ ჩემს ჭაღარას სცეს პატივი და ეგრე დავაჯერე. ამიტომ ცოტა დიდი პლიუსი დავუწერეთ მისტერიქსას და ცოტა პატარა ლანდიშას. მარა პლიუსი – პლიუსია :D
  11. არა-მურთაზი – ჰმ! ლანდიშას კომენტარი ჩემს პოსტზე. :მაინცხოამოვქექეიიშ:
  12. თბილი, (სხეულის ტემპერატურა 35-40 გრადუსი ცელსიუსით) – ამაზე ერთხმად შევჩერდით რო დიდი პლიუსი ლანდიშას და გაურკვეველი ქულა მისტერიქსს.
  13. ბოლოს მივამატეთ პუნქტი რო მწეველი არ უნდა იყოსო (ანუ მწეველის მაგივრად არამწეველი უნდა ეწეროს). შესაბამისად მისტერიქსა არ ეწევა და ლანდიშა ეწევა (ხო? o_O).

გაურკვეველი პუნქტები:

ლანდიშა – 2

მისტერიქსა – 4

საბოლოო შეჯამება:

ლანდიშა – 9 პლიუსი (2 წვრილი პლიუსი ერთად ჩაგეთვალა)

მისტერიქსა – 7,5 (ერთი წვრილი პლიუსი ამასაც აქვს და გამოგვრჩენია იქ დათვლისას)

P.S. ანუ დლია ასობა ადარიონნიხ – ლანდიშას დაენძრა…

39 Responses to “ოპერაცია კოდური სახელწოდებით: Landish vs. MysteryX”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)