La chèvre
“აქ უბედური კაცის, ქვისა და აღმართის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ანდაზა”
- დღეების მანძილზე საჯარო ბიბლიოთეკის ზღურბლს ვტკეპნიდი.
- ჩემს თავს არ ვგავდი და დილიდან ლამის საჯაროს დახურვამდე (თუ 4-5 საათისკენ მომდგარი მზის გამო სულის შეხუთვას გადავურჩებოდი) ერთ ადგილას ვიჯექი…
- იმდენი ვწერე ხელით, რამდენიც მართლა კარგა ხანია არ მიწერია.
- კომპიუტერთან მოკარება არც კი მინდებოდა, ოღონდ დრო არ დამკარგვოდა…
ამ 27 ბილეთიდან, იყო ერთი ბილეთი, ნომერი 11, რომელიც არ ვისწავლე…
მოკლედ, გუშინ დილის 6 საათზე წამოვხტი (იქამდე 4-ზე გამეღვიძა, მაგრამ არ შევიმჩნიე), დავიწყე ისევ გადამეორება და შუადღისას გავემართე მაღლივში…მაღლივში გამოცდები რას ნიშნავს, თუ ეს ჯერ არ იცით და საბედნიეროდ ვერც ვერასდროს გაიგებთ, ჩათვალეთ გაგიმართლათ! ვიდექით ეს შეშინებული სტუდენტები, ერთმანეთს ვუყურებდით და ლამის ვტიროდით, თავში ყველაფერი არეული გვაქვსო. მართლა ძალიან ძნელია ამდენი ეკლესიის მოხატულობა დაიმახსოვრო ყოველგვარი ვიზუალური მასალის გარეშე.ნუ ოქრომჭედლობის ძეგლებს და კანკელებს და მოზაიკებს კიდევ რა უჭირს…
რომ შევაღწიეთ და გადავურჩით საშინელ ჭყლეტვას შესასვლელთან, დავჯექით ჩვენს ადგილებზე და გული ისე ამიჩქარდა, კინაღამ გამოცდის დაწყებამდე გამოვიქეცი. არა, მართლა მიგრძნობდა გული, რომ რაღაც ისე ვერ იყო…
დაწყებამდე რომ ვლაპარაკობდით ჩვენთვის, ვთქვი, რომ მარტო მეთერთმეტეზე არ მაქვს წარმოდგენა მეთქი საერთოდ. აესე ავდექი და გამოვტოვეთქო…მოკლედ, დაიწყო დამკვირვებელმა დარიგება ბილეთების და ჩემთან რომ მოვიდა და მერხზე დადო, ამიტყდა ისტერიული სიცილი. დიაღ, ეს თავად ბილეთი ნომერი 11 გახლდათ :D
აუ, მართლა შოკში ჩავვარდი :D სიცილი რომ დავიწყე ტირილის ნაცვლად, ეგ მაგის დასტურია. ყველას ეგონა, რომ ის შემხვდა, რაც ყველაზე კარგად ვიცოდი და მკითხეს, რა ნომერიაო. 11 რომ ვთქვი ყველა მიხვდა რაში იყო საქმე :D
ჩვენთან ერთად ფრანგული ენის გამოცდაც იყო და კიდევ რაღაცის, არ მახსოვს..ცოტა ხანში ხელოვნებათმცოდნეების სექტორი დაიცალა :D პანტა-პუნტით გადიოდნენ ჩვენები. ერთ ჯგუფელს გავუცვალე ჩემი ბედნიერი 11, იმიტომ, რომ მაინც გადიოდა და… მაგრამ ჩემი ფეხები, ისე ვიყავი მიშოკილი, რომ ერთი საკითხის მეტს ვერ მოვაბი თავი.
დამკვირვებელი მომადგა რომ ვწერდი, შენ არ იყავი არც ერთი არ ვიციო? და ახლა რამდენიც შენ გაქვს უკვე დაწერილი, არც ერთს არ აქვს ჯერო. მეორე საკითხზე უკვე ავირიე, ძაან ვინერვიულე, თან ვბრაზობდი, ერთი საკითხი რაღა გამიხდა მეთქი. არა, უსაშინლესი შეგრძნებაა საკუთარი მიზეზით რომ ისჯები, მაგრამ რას წარმოვიდგენდი :| აღარ მეყო ნერვები, ვეღარც გავიხსენე და დავტოვე ერთ საკითხიანი ნაწერი. მერე რომ ჩავხედე რვეულს და ვნახე, თურმე რა ვერ გავიხსენე, გული გამისკდა, უარესად ვინერვიულე.
ამ ყველაფერს დაემთხვა ამინდის ცვალებადობაც და წნევა ჯერ 110/80-ზე ავარდა (ნორმაა 90/60) და ნახევარ საათში 80/50-ზე ჩამოსტყორცნა. ძლივს დავდიოდი. თან საჭმელს ვერ ვჭამდი და მშიოდა :D
ერთ ჯგუფელს მოუვიდა კიდევ ასე. ერთადერთი არ იცოდა და ის შეხვდა ზუსტად. ტირილით გავიდა აუდიტორიიდან:(( თან მაგან ჩემზე კარგად იცოდა ყველაფერი, შემეცოდა… ახლა უნდა დავსხდეთ და ერთად ვიმეცადინოთ საჯაროში, ერთმანეთს ჩავაბარებთ წერით საკითხებს განმეორებით გამოცდამდე. იმედია მალე იქნება, თორემ ბათუმს გამოვაკლდები მაგის გამო და გავგიჟდები კიდეც :(
მაგის გარდა კიდევ 3 გამოცდა… ოჰ,რა დაჯილდოებული ვარ ღმერთმანი :D გაძლება მომსცა, მეტი არაფერი არ მინდა… ხომ ვერ ვიტანდი ჩემს დიად პროფესიას და უარესი მომდის ამ მაღლივური გამოცდების ხელში:(
ისე ეს 11 ნომერი კარგი გაკვეთილია. ამიერიდან, ექსპერიმენტების ჩატარებას აღარ მოვინდომებ და პირდაპირ მეცოდინება, რომ უიღბლო ვარ :D
რავიცი, თემატურად კი უხდება: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=ENJHI :D
პ.ს. ერთხელ ქსეროქსიიი…მუდამ (და ყველგან) ქსეროქსიი! :პერსილის რეკლამის ხმით: :D
















ვაიმე რა საშინელებაა. ალბათ გავგიჟდებოდი მაგდენი რომ მესწავლა და რაც არ ვიცოდი ის სემხვედროდა…
მე კი გამოცდების მხრივ კარგი ბედი მაქვს (ისე საშინელი) , სულ ის მხვდება ხოლმე რაც მინდა <3 ერთხელ დაჟე ბიოლოგიის გამოცდაზე არცერთი არვიცოდი ერთის გარდა და რომ გავედი დაფასთან მაგ დროს მზემ გამოანათა და ბილეთების ნომრებმა გალანდა და მეც რაც ვიცოდი ის ავიღე და ყველაზე მაღალი ნიშანის ავიტყი :))
გუშინ მომიყვა მეზობელმა ზუსტად მასეთი ისტორია. ერთადერთი ბილეთი ვიცოდი და ის შემხვდა ერთ ძაალიან მნიშვნელოვან გამოცდაზეო. არასდროს არ დამმართნია მსგავსი ბედნიერება :D უფრო სწორად, არც მჯერა, რომ შეიძლება დამემართოს და არასდროს არ წავსულვარ ერთი ბილეთის იმედად :D
წარმომიდგენია, როგორაც გაწამდებოდი!!! ძალიან რთულია სახელოვნებო თეორიები, ბევრს ზღაპარი ჰგონია, მაგრამ მასე სულაც არაა, პირიქით…
ერთხელ მეც მასე დამემართა, თეატრალურში მხატვრული ნაწარმოების ანალიზში, გამოცდისთვის, შეგნებულად არ ვისწავლე მე-7-ე ბილეთი, საერთოდ არც კი გადამიხედავს, რა საკითხები იყო. და ზუსტად ის შემხვდა… ადვილად წარმოიდგენ რაც დამემართებოდა, ვიხვეწებოდი, რომ ყველა ბილეთს მოვყვებოდი ის საზიზღარი მე-7-ეს გარდა (თეატრალურში მასეთები “მოსული იყო”), მაგრამ…. არაოოო… და კარგა ხანს დავით გურამიშვილის ქანდაკებას რომ ვუყურებდი, მაჟრიალებდა ….
ისე მეც არ მესმის რატომ გონიათ ხელოვნებათმცოდნეობის საგნები ადვილი. მათემატიკას ვერასდროს ვერ ვიტანდი და ამ წამს, მირჩევნია ფორმულები ვიზუთხო, ვიდრე ის,რასაც ტვინს ვახლი ეს დღეები:((
მხატვრული ნაწარმოების ანალიზი გავლილი მაქვს, ეგეც კაი შარია რა :D
არც კი ვიცი რა ვთქვა, ისედაც შეწუხებული უფრო შევწუხდი, თინ :/
ჰაჰა, ჩემი თავი გამახსენდა! ერთხელ, ერთ საგანში 84 საკითხიდან მხოლოდ 2 არ ვიცოდი, ვერ ვიშოვე წიგნი სადაც ეგენი უნდა ყოფილიყო. მაშინ ჯერ კიდევ ზეპირი გამოცდები იყო, ხოდა, შევედი, ვიღებ ბილეთს და რა თქმა უნდა იმ ორიდან ერთ-ერთი საკითხი შემხვდა! ლექტორი მეუბნება, შენო მთელი წელი კარგი გოგო იყავი და მაგის ხათრით მეორე შანსს გაძლევ, მეორე ბილეთი აიღე, ნიშნის დაკლების გარეშეო! ავიღე და როგორ გგონია?! ზუსტადაც, ის მეორე საკითხი შემხვდა! :) სიცილი ამიტყდა, ავიღე ჩემი საგამოცდო და წამოვედი უსიტყვოდ! :)
ვაი, თინი
გული მომიკვტა პირდაპი
აი, ხომ ხედავ გამოცდებია, ვერ გნახავო
რა განსხვავება იქნებოდა რომ გენახე :)))
ვაიმე,აი მესმის უიღბლობა :( ასე როგორ არ გაგიმართლა?რა ჩემსავით ხარ შენც,მეც სულ ეგრე მჭირს…ერთი დამრჩება შემთხვევით უსწავლელი და ის შენხვდება მაინცდამაინც :( ის გამიკვირდა რა განერვიულებდა,მით უმეტეს,აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,იცოდი…მეც იგივე რომ მელოდება შევშინდე ეხა? :D შენმა რვეულმა დამაბნია :D რა ხდება შიგ? :D <3
მადლობა ამ "გამოცდ"ილებისმომცემი პოსტისთვს :) :ლავ:
ვაიმე რა კარგია ეგ ყველაფერი რო ჯერ ჩემგან შორსაა 4 წელი მაინც :))) ხელოვნემათმცოდნეობა მინდოდა მარა ეხლა მომიწევს ახალი პროფესიის არჩევა:)
გაძლებას გისურვებ :*:*<3
მაღლივში გამოცდები რას ნიშნავს, თუ ეს ჯერ არ იცით და საბედნიეროდ ვერც ვერასდროს გაიგებთ, ჩათვალეთ გაგიმართლათ!
ჰმ.. :D გამონაკლისებს ნუ უგულებელგვყოფ თინი :D
ისე ერთს გირჩევ, რომ თუ არ იცი საკითხი, რაც გაგახსენდება იმისი მსგავსი, მაინც დაწერე, თან რაც შეიძლება ვრცლად. ზოგ გამსწორებელს ეზარება წაკითხვა და ფართობის მიხედვით ამოწმებს ნაწერს.
ერთხელ ბილეთში 3 საკითხიდან 1 ვიცოდი მარტო და 2 წაკითხულიც არ მქონდა. ჩემს მოგონილში ავიღე 27 ქულა
ეუფ, რა ციებ-ცხელებაში ყოფილხარ.
ბედი უნდა ყველაფერს ბედი! :)
გამახსენდა ჩემი სტუდენტობა ამ პოსტზე, უჰ არააა აღარ მინდა მანდ დაბრუნება :D
წარმატებები შენა!:*
მართლა რა საშინეელებაა.. მეც დამემართა ეგრე.. ინგლისურის ტესტზე ვიყავი და 3920930239 ბილეთიდან მაინც და მაინც ის ავიღე რაც არ ვიცოდი.:))) ხდება ხოლმე ეგეთები:)) მარა ამის მერე ყველაფერი კარგად ისწავლე:))
ზედმეტად გინერვიულია მინდა გითხრა.
თანაც ის 11 ნომერი გამოცდაზე შესვლამდე ბევრჯერ ახსენე და ყველას მოუყევი რომ არ იცოდი, სწორედ მაგიტომაც შეგხვდა ბილეთი N11. შენ მოიზიდე და შენი თავი განაწყვე 11-სთვის.
დავანებოთ თავი მაგ 11-ს.
რა განერვიულებდა? :D მაინც ვერ ჩააბარე და განმეორებითზე გადიხარ. წარმოიდგინე 3 ინსტ დავამთავრე და უამრავ გამოცდაზე ვარ ნამყოფი (შესაბამისად) მაგდენი რომ მენერვიულა ეხლა ჩემი მინიმუმ 5 წლისთავი იქნებოდა გასული. ლაღად უნდა შეხვიდე და ლაღად იყო გამოცდაზე, თუ რამე არ იცი გამოცდამდე არც უნდა ახსენო. ;)
დამიჯერე მაგრად მუშაობს მაგნიტის პრინციპი.
P.S. ამ 3 კვირის წინ მქონდა გამოცდა ინგლისურში, 3 თემა იყო და 1 კარგად არ ვიცოდი. სანამ გამოცდა იქნებოდა ვსაუბრობდი იმ თემაზე რომელიც ვიცოდი ყველაზე კარგად. რომ შევედი მასწავლებელთან, აწ უკვე ჩემს მეგობართან, იმდენად თავისუფლად მივედი რომ ლამის მითხრა აღარ გინდა მოყოლაო, მაგრამ მაინც სცადა. შემხვდა ის რომელიც ყველაზე კარგად ვიცოდი ;)
ისიც არ უნდა იფიქრო “ოღონდ ის არ შემხვდეს რაც არ ვიციო”, მაგალითად “აუ, ღმერთო 11 არ შემხვდეს” ცხოვრებაში იმდენი რამე შეგხვდება, არ ღირს უმნიშვნელოსთვის უფლის შეწუხება მგონი :)
წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში
მარტო შენ არ ხარ ამ დღეში
http://noname1792.wordpress.com/2010/06/30/გამოცდიტი-ანუ-გამოცდები/ აჰა… ისიამოვნე… :)
ხვალ კოლოკვიუმსი მაქვს მაცხვარიშის ეკლესიის მოხატულობაც და ამ სურათს რომ გადავაწყდი, შენს მიერ ხელმეორედ მოხატულ მაცხვარიშს იმდენი ვიცინე ჩემი უბედურება სულ გადამავიწყდა = )) ზაზას ბედნიერება გქონდა ხო შენც ალბათ? როგორ ჩააბარე? = ))
რატო, რატო, რატოო, რა დავაშავეთ :(( როგორ ისწავლე ამდენი ტაძრის მოხატულობა თინი, მე მაინც ვერ ვხვდები… მე ერთმანეთში მერევა, 25–ზე მეტი ფრესკაა სასწავლი… :(((