ყვარელში, ერთ-ერთ ტბაზე რომ სასტუმრო გაიხსნა ყველა ტელევიზია ამით იყო აჭრელებული. პრეზიდენტმაც მთავრობის სხდომა იქ გამართა და გახსნა “სეზონი”. ხოდა ეს მოვლენა ხომ არ გამორჩებოდა ჭეშმარიტ ბლოგერს, რომელიც ყოველ ზაფხულს (და არა მარტო) ყვარელში ატარებს…
როგორც კი ჩავედი, ვიკითხე ამ ტბის ამბავი- შესვლა შეიძლებოდა თუ არა და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ უშვებენ, რაზეც თავიდან გავბრაზდი და ვთქვი- ეს რომ მიშამ იცოდეს, მოხსნიდა ყველას თანამდებობიდან მეთქი, მაგრამ მოგვიანებით სიტუაციას რომ შევხედე, მივხვდი, რომ სწორად იქცევიან. ეს კერძო საკუთრებაა და იქ რომ მწვადის საჭმელად, საბანაოდ და დასალევად მივიდეს ხალხი, მაშინვე მოეღება ბოლო იქაურობას. სულ ცოტა ხნის წინ, თითქმის ყოველ ზაფხულს იქ ვიყავი და ნამდვილი სანაგვე იყო! ერთი შენობის ნანგრევები, რომელიც ტუალეტად გამოიყენებოდა მაქსიმუმ :D და უამრავი ნაგავი… ტბაშიც შესვლისას აუცილებლად მიგაცილებდათ ზრდილობიანი პარკების და სხვადასხვა ნარჩენების არმია…
მოკლედ, ეს ამბავი არ უნდა გამომრჩენოდა და აუცილებლად უნდა შევსულიყავი. ამ ზაფხულს მეგობარი ცოტა ხნით დაბრუნდა გერმანიიდან და როგორც აღმოჩნდა, იმასაც იგივე აზრი აწუხებდა :D ხოდა ერთ დღესაც ავდექით მე და სერგო (ორი მეგობრითურთ, რომლებსაც მოგვიანებით მძღოლის და გერმანელი ტურისტის სტატუსები ერგოთ :D ) და წავედით ტბის სანახავად. გასავლელია ორი დაცვა- ერთი გზაზე და მეორე სასტუმროსთან. სერგომ გერმანული სტუდენტის მოწმობა აჩვენა და სთხოვა, რომ მჭირდება დათვალიერებაო. მეც ჩემის მხრივ ვუთხარი ბლოგზე მინდა დავწერო პოსტი და დაწვრილებით აღვწერო სიტუაცია მეთქი და ძალიან თავაზიანად შეგვიშვეს.
სასტუმროს მომსახურე პერსონალიც ისეთი გაღიმებული შეგვხვდა…მერე ერთ-ერთი მათგანი გამოგვყვა და დაწვრილებით დაგვათვალიერებინა ყველაფერი…

ტბამდე მისასვლელი, საკმაოდ დიდი მონაკვეთი გზა სულ ახალთახალია და ჯერ კიდევ კეთდება მეორე მხარე...
ტბა ჯერჯერობით საბანაოდ არ გამოდგება. ნაპირები გაწმინდეს და თიხიანია. პლაჟი მომავალ წელს უკვე იქნება:


შესასვლელში...

სასტუმროს წინ სკამებია ტბის ხედით


ამალა:D (სერგო პოზირებს -_-)

"წინხედი"

შესასვლელის წინ ველოსიპედები იდგა და პირველი კითხვა იყო-სასტუმროს ფასში შედისო? და აღმოჩნდა რომ არა, ქირაობა მოგიწევთ თუ დაისვენებთ ოდესმე იქ…არადა უარის თქმა მაგაზე ძნელი იქნება ისეთი გზაა და ისეთ ბუნებაში უნდა ისეირნო…


ასე შევედით სასტუმროში…

ჩემი პირველი შთაბეჭდილება შენობაში შესვლისთანავე- ჭაღები მომეწონა ძალიან.
სასადილო:





ხედი სასადილოდან
ნომრები:






ნომრების ფანჯრები ზოგი ტბას გაჰყურებს, ზოგი ალაზნის ველს.
შიდა ეზოსმაგვარი და ვერანდა:



ნომრების ფასები ვიკითხე და ისა…რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ძვირია-
ორშაბათიდან ხუთშაბათამდე: ჩვეულებრივი ნომერი 165 ლარი, ლუქსი 180 ლარი
პარასკევიდან კვირამდე: ჩვეულებრივი ნომერი 210 ლარი, ლუქსი 245 ლარი
სულ ზედა სართულზე ღია კაფეა:



მგონი სულ ეს იყო პატარა ექსკურსია… ხო, ეს ოფიციალური ბუკლეტიდან ინფორმაციები ვისაც აინტერესებს:
ყვარლის ტბა კურორტი
კონცეფცია- მრავალფუნქციური, ქალაქგარეთ დასასვენებელი კომპლექსი
მდებარეობა- ტბასთან, ხედით კავკასიონსა და ალაზნის ველზე
ექსტერიერი- თანამედროვე კეთილმოწყობილი ეზო, რეკრეაციული ზონა, ტბაში შეჭრილი პირსი
სასტუმრო- 19 ნომერი, ტერასა ლაუნჟის ტიპის ბარით ხედით კავკასიონსა და ალაზნის ველზე
ნომრის ღირებულებაში შედის- სამჯერადი ბუფეტის ტიპის კვება, უკაბელო ინტერნეტი, ავტოსადგომი
outdoor სპორტის სახეობები- თევზაობა, ცხენოსნობა, სამტო ველოსიპედები, სარბენი ბილიკი
დამატებითი მომსახურება-კერძო და კორპორაციული ღონისძიებების მასპინძლობა, კონფერენციების ორგანიზება, კულტურული და აგრო ტურების ორგანიზება.
რეზერვაცია: (+995 32 ) 30 30 30
e-mail: welcome@kvarelilakesort.ge
FB-ზე გვერდი . გახსნის სურათებიც დევს და საინტერესოა…
მოკლედ, სულ ეს იყო და იმედი მაქვს მოგეწონათ. მე პირადად, მართლა ძალიან მიხარია, რომ მიაქციეს ამ ადგილს ყურადღება და ისეთი გაჩანაგებული და გამოუყენებადი ადგილიდან ასეთი მაღალი დონის კომპლექსი გააკეთეს… ძალიან ლამაზი ადგილია <3
კარგი პოსტია :)) <3
მადლობა <3
იცი რამ დამაინტერესა? ორშაბათიდან ხუთშაბათამდე თითო დღეს ღირს მითითებული ფასი თუ სულ მთლიანად?
:)))თითო დღე.
როგორც აღნიშნე ძვირია :))
მაგრამ უნდა გაიმეტოს კაცმა ისეთი კაი რამეა :))))))))
ხო,სხვათაშორის უკვე ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩადის… და ჩემი იქ ყოფნის მანძილზე ერთ ფრიად გრანდიოზულ ქორწილსაც უმასპინძლა:))
აუ რა კაია , ლამაზი და კარგად გაკეთებული მაგრამ ცოტა ფასებზე შევიჭმუხნე : ) თუმცა იმედია მიხვდებიან და არასეზონზე დააკლებენ .
გოგო ხო, ფასები სამჯერ გავამეორებინე, მეთქი ხომ არ მეშლება რამე :D
თინიიიიიიიიი, მზად ვარ შეგეტენო, ჩავწერო ჯექსონის იმდენი სიმღერა, რამდენსაც მოისურვებ, ლიშბი იქ წამიყვანო დედიიიიიიიიიიიიი :* :* :*
ოღონდ შენ ჯექსონის სიმღერებს ნუ ჩაწერ და სადაც გინდა იქ წაგიყვან… ლოლ :))))))))
ლოლ :))))))))))))))
აუ რა ყველაფერი ძვირია რა. არადა მაგრად გაასწორებდა მანდ დასვენება.
ერთი ცალი ველიკა მომცა. დამხატავდა ახლა.
თინ, კომენტარებს ისევ არაფერი ეშველათ ხო??? არათა taa.ge-ზე რა კარგად არის, ნახე.
შენდა რამდენი გადაგიხადეს ამ პოსტში? :D
Kate- ჩემგან არაფერი არ გამოვა,ვერ ვშვრები მასეთ რამეებს :/
ჯორჯ- არც არაფერი სამწუხაროდ :დ
მშვენიერია. მაგრამ ეს ფასები რა უბედურებაა? საქართველოა ბოლოს და ბოლოს :P
რა გინდათ, სხვაგან ხო რას ამბობთ ისეთი ფასებია თურქეთი,უკრაინისკენ არ გაიხედავ. ქართული მენტალიტეტია მოგების 3 წელიწადზე გათვლილი ამოიღებს და მერე აიხევს. ამიტომაც არის ძვირი. ისე მე თუ მკითხავ მეგობართან ერთად შაბათ-კვირას მაქ დასვენებას არაფერი ჯობია, მიუხედავად ფასისა. არ ვყოფილვარ, მაგრამ წავალ)))
პ.ს. ვერსად ვერც ფასები ვნახე და ვერც სურათები, ნომრის და ა.შ.
მადლობ დახმარებისთვის
დზალიან კარგია ყველაფერი,ლამაზია და სასიამოვნო.მხოლოდ ერთი პრობლემაა,საქართველოში საკუთარ ქვეყანაში დასვენებაზე მხოლოდ ოცნება შეიდზლება.ეს თავადაც ყველამ იცით რის გამოც.არადა იყო დრო საზღვარგარეთ მოგზაურობაზე ვოცნებობდით.და ეს უკანასკნელი უფრო შეიძლება ახდეს.
ნამდვილად კარგი პოსტია. 28 აგვისტოს გახლდით მანდ, ლოპოტაზე მივდიოდით და შეცდომით მიგვასწავლეს გზა, თუმცა ნამდვილად არ გვინანია… ფასებს რაც შეეხება მართლაც ცოტა არ იყოს ძვირია. მე შეყვარებულთან, აწ უკვე ქმართან :0 ერთად ვიყავი და ვთხოვეთ რომ მხოლოდ ბარით გვესარგებლა და არ შეგვიშვეს, მთლიანი ნომრის თანხის გადახდა მოგვიწია რომ დაახლოებით 4-5საათი გაგვეტარებინა მანდ. თანაც ნომრებიდან მხოლოდ ”ლუქსები ჰქონდათ დარჩენილი” და 245 ლარის გადახდა მოგვიწია :):):):)
ბავშვებო მე მინდა მანდ უცხოელი სტუმრების წაყვანა და იქნებ მითხრათ ღიირს ბუნებაში სასეირნოდ და სათევზაოდ მისვლა?
ძაან მაგარი იყო მე და ჩემი მეუღლე ვიყავით 2 დღე მანდ და 1 დღე ლოპოტაზე და დამიჯერეთ ლოპოტას 1000 თავით ჯობია ბევრად უფრო კარგი სიტუაციაა ვიდრე ლოპოტაზე
სანდრო კი ღირს ძაან მაგარია ველოსიპედი და თევზაობა ძააან მაგარია ეხლა თან მალე სპა და ბასიენიც გაიხსნება და ვაბშე გაასწორებს
არქიტექტორი ვინ არის ხომ არ იცით? :)