კოკოლი ცოცხალია!
OMG- მარტო ამის წარმოთქმა შემიძლია მოცემულ მომენტში! ფაქტიურად ვეღარ ვაზროვნებ დაღლისგან.
გუშინ, სახლში, მშვიდად და წყნარად ვიჯექი და ველოდებოდი ნიჭიერის დაწყებას, რომ 6 საათიან კურიერში ვნახე პირდაპირ ჩართვა კლუბ “კაშე”-დან, ნიჭიერის შემოქმედებითი ჯგუფი იქ აპირებს ყურებასო. მაშინვე ჩაერთო ჩემი ბლოგერული ინსტიქტები და დოდკას ვუთხარი, თუ მიდიხარ სურათები აუცილებლად გამომიყოლეთქო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მეთვითონ მომიწია წასვლა და კორესპონდენტობა : ))
ღამე სახლიდან გასვლა არ მიყვარს. არც ისეთი მშიშარა ვარ, მაგრამ ისეთი ფანტაზიის უნარი მაქვს, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელში მკვლელი მანიაკის ამოცნობა შემიძლია :D თან არ ვიცოდი ზუსტად სად იყო, ჩემს ამფიბიის დონეზე განვითარებულ ორიენტაციის უნარს უნდა მივნდობოდი. საბედნიეროდ, ზედმეტად ადვილი მისაგნები აღმოჩნდა და სულ ცოტა ხანში იქ ვიყავი:
ღრმად ჩავისუნთქე და შევაღე კარი იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობი იქნებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი.. დავჯექი, მივიყუნჭე სადღაც კუთხეში და ფოტო აპარატის ამოღებასაც ვერ ვბედავდი. მეთქი- ახლა ამათ რა უნდა იფიქრონ, ფანი არ ვეგონოთქო :D არადა მაია ასათიანი იქ იყო, რამდენიმე ჯეოსტარელიც და მოკლედ, იყო გადასაღები ვითარება. მე ისევ არ ვიძვრი ადგილიდან..
ცოტა ხანში თიკა მოვიდა, მაგრამ სხვებთან ერთად იყო და მაინც დავიხიე უკან. ერთი სული მქონდა, სანამ დადუ, გიორგი ხაბურძანია ან გეგა არ შემოაღებდნენ კარს. ხოდა აღსრულდა როგორც იქნა- დადუ შემოვიდა და რომ დავინახე მთელ სახეზე საოცარი ბედნიერება დამეტყო :D დადუს ვუთხარი, ახლა ამათ როგორმე უთხარი, რომ ბლოგისთვის ვიღებ სურათებსთქო. საყოველთაოდ გამოცხადება არ დაგვჭირდა, ჟიური და წამყვანები რომ პოზიორობდნენ, უკვე ცხადი გახდა, რომ ფანის რანგში არ ვიყავი :D (დანარჩენი სურათები ნიჭიერის ბლოგზე დაიდება პოსტში, მერე ამ პოსტს დავააფდეითებ და დავლინკავ )
დადუს შემდეგ ნათელი წერტლი გეგა იყო. ისე საყვარლად მომიკითხა, დავდნი :D
გადაცემის პირველი კადრები რომ გავიდა, რაღაცნაირად ამოვისუნთქე, გეგონება მთელი ცხრა თვე ამათ კი არა მე ვიმუშავე მის შესაქმნელადო :D
პირველ ნაწილს იქ ვუყურე, მერე სახლში უნდა წავსულიყავი, სანამ ნამეტანი დაგვიანდებოდა და წამოვედი. სად გამომადგა ჩემი ჩინური ტელეფონი- ტელევიზორი აქვს. აღვმართე ანტენა და ავტობუსში ვუყურებდი გადაცემას. რამდენიმე მგზავრმა ვერ მოითმინა და ჯერ შორიდან უყურებდნენ ჩემს ეკრანს, თვალს აპარებდნენ და მერე შევთავაზე, თუ გინდათ უყურეთთქო. მივუტრიალე ტელეფონი და ერთად ვუყურეთ :D
ძალიან ველოდებოდი new style-ს გამოსვლას (ერთ-ერთ წინა პოსტშიც ვთქვი, ჩემი სკოლელი ცეკვავსთქო და მაინც ხომ იცით, განსაკუთრებული გრძნობაა :D ) და ძაალიან მომეწონა!
ნუ ალბათ აღარ უნდა იმას აღნიშვნა, გულნაზი გოლეთიანმა რა დამართა ყველას ემოციებს :)) კინაღამ მართლა ვიტირე, ხომ იცით ჩემი უწი-პუწი თავის ამბავი..
შოკი იყო კოკოლი:| ზუსტად ჩემი აწ გარდაცვლილი თევზისნაირი თევზი იყო კოკოლი, შეჭმას რომ უპირებდა რამაზ კუხალაშვილი. დიდი მადლობა გეგას- კოკოლი გადაარჩინა! :D
არ მომეწონა “ღიმილი მაჩუქე, კარგო” რომ მეორე ტურში გადაიყვანეს და ძაან მაგარი იყო ნიკა მემანიშვილის ემოციები :D კი, კარგი შოუ იყო და გასართობიც იყო, მაგრამ მეორე ტურში გადაყვანა.. :user:
სახლში მოსვლისთანავე დავიწყე ნიჭიერის ბლოგისთვის პოსტის წერა. თან ვჭამდი, თან სურათები გადამქონდა, თან ფეისბუქზე ვაფრქვევდი ემოციებს.. მერე ცოტა დავწყნარდი და დავიწყე.. ასე არასდროს არ გამძნელებია პოსტის დაწერა. ნიტოდ ვწერდი ძალიან, მშრალად თითქოს. ძალიან ძნელია, როცა არ იცი როგორ სტილში უნდა დაწერო და შენთვითონ უნდა შეუქმნა სტილი. პირველ ჯერზე რამდენიმე წინადადება სუფთა საგაზეთო სტატია იყო და წავშალე მაშინვე. მერე გამახსენდა, რომ გვითხრეს, სუბიექტური დამოკიდებულება უნდა გამოიყენოთო და როგორც კი სიტყვა “მე” და პირველი პირი ჩაერთვნენ საქმეში, ნელ-ნელა ავეწყვე.. ძალიან დიდი დრო მიქონდა ახლიდან ყურებას, სკრინშოტები მჭირდებოდა და რამდენიმე მომენტი ისე ძნელად დასაჭერი იყო, ათჯერ მომიწია გადახვევა :D
5 იყო დაწყებული, რომ ბოლოსკენ გავედი, მაგრამ მაინც არ მომწონდა. მერე გადაწყვიტე დამეძინა და ხვალ გავაგრძელებთქო ვიფიქრე. დოდკას დრაფტში “მოწერილო” დავუტოვე:
დავტოვე “ანდერძი” და დავიძინე.. დილით რომ მოვედი და პოსტი გადავიკითხე, გული გამისკდა :| მეთქი ეს რამ დამაწერინა, ჯანდაბა! ავდექი და მთლიანად თავიდან დავწერე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა გამომივიდა და როგორი პოსტია, მაგრამ გუშინდელი ნერვული ფონი არ გასდევდა, აღარც დაძაბული ვიყავი და ძალიან მალე დავწერე. იმედია რომ გამოქვეყნდება გული არ გამისკდება :user:
განვედ ახლა მე, თორემ საჭმელიც კი არ მიჭამია, მივაყოლე ორი პოსტი :)) დღეს ერთ ნორმალურ პოსტს დავწერ ჩემს ბლოგზე, ჩავდგე ჩემს რეჟიმში:)
update: – ესეც ჩემი პირველი პოსტი ნიჭიერის ბლოგზე.



















:ლოლ:
შენი სკოლელი და ჩემი კლასელი მაგ ჯგუფში.. :უსერ:
:)
კი არა, შენი ერთი ფოტო გამოვიყენე ბლოგზე და, იმედია, დიდსულოვნად მომიტევებ.. :როლლ:
ნათქვამია, წყარო როცა მითითებულია, ავტომატურად მიიტევებაო : ))))
აუ,როგორ ვღელავდი მაგათი გამოსვლისას, ძაან მაგარი იყო:უსერ:
მაგრამ ფოტოგრაფობისას სპიშკა უნდა გამოგერთო, კლასელი რომ გადამინათე.. :)
აუ,გამორთული მქონდა:| მაგ დღეს ფოტო აპარატმა მიმტყუნა, ყველა სურათს მასე უქნა- გადანათებული იყო ყველაფერი. კლასელიც გაგინათე და სკოლელიც გავანათე :s ძაან გული დამწყდა, სულ რამდენიმე სურატი გამოვიდა მაგ დღეს :| კიდევ კარგი ვიდეოები გადავიღე :D
ნუ კიდევ ერთი დნნ დშნ ადამიანი რომელზე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იღადავებენ მერე ვამოს შოუში მიიწვევენ. მერე პროფილში მივა შეყვარებულთან ერთად… ღმერთო კიდევ კარგი ტელევიზორს არ ვუყურებ :(:(:(
ან მივა და ან არა შეყვარებულთან ერთად :D ნიკა მემანიშვილმა რომ მაშინვე ჩაუკლა იმედები,დააფიქსირე? :lol: არ შეურიგდებაო :D:D
აუ, იმ ქალმა რომ იმღერა ვიტირე მეც. კომპთან ვიჯექი და სარკეში ვუყურებდი ტვ-ს, უცებ სიმღერის ხმა რომ მომესმა, ავტომატურად ავდექი და ტვს-ს წინ დავდექი. ვუყურებ, ვუსმენ და მეტირება.. ჩემს თავს ვეუბნები – ნატალია, ნუ ხარ უაზროდ გულჩვილი, ყველაფერზე ცრემლებს ნუ აფრქვევ! და უცებ თიკა ფაცაცია რომ დავინახე ცრემლიანი, მეთქი ჯანდაბას, გულჩვილობა! და ავტირდი :D
ჩემი და შენი გულჩვილობის გამოსწორება არ იქნება:D
გეგა რა საყვარლადაა ამ ფოტოზე :D
გეგა სულ საყვარელია :D ისე, ფბ-ზე თუ გყავარ, აი ეს ალბომი დაათვალიერე, ბეევრი გეგაა : )))))
http://www.facebook.com/album.php?aid=141250&id=688128368
კურიერში რომ ჩართვა იყო, გეძებდი, კლუბში იქნება მეთქი (სურათებიდან ხომ გიცნობ ) და ვერ გიპოვე, თურმე გვიან მისულხარ :)
პ.ს. ნიუ სტაილი და გულნაზი გოლეთიანი ძალიან მომეწონა
მადლობა გეგას, რომ კოკოლი გადარჩა :)
კურიერის ბოლო ჩართვის დროს, 9 საათიანში, მანდ ვიყავი უკვე, მაგრამ ცოტა შორს იყო ჩემგან გადამღები ჯგუფი :)) თან მაგ დროს ის მომენტი იყო, მე რომ ჯერ უცხოდ ვიყავი :D
…რატომ მეჩვენება, რომ ქართული “ნიჭიერი” ხელოვნურია?…
მე თვალებგაჭყეტილი ვიჯექი იქნებ სადმე თინი ან რომელიმე ბლოგერი დავლანდო თქო კურიერს რომ ვუყურებდი :D მაგრამ არ გამიმართლა
გულნაზი გოლეთიანი მაგრად მომეწონა რა… :)))
ასათიანს უთხარი ნუ ”წაუპროფილებს” ხოლმე რა : | : |
ჰა, კოკოლის გადარჩენისა როდის უნდა დავლიოთ? : )))
აუ გეგა მაგარი კაცია მე მაგრა მევასება :D ძააან მკაცრიიია მამაა :D:D:D:D