კავკასიური სახლი 09.06.09

რამოდენიმე დღის წინ, როცა ბასილ კობახიძის წერილი მივიღე ფეისბუკში, ტექსტით:

გამარჯობა, არსებული რელიგიური სიბნელის პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობისათვის, სამშაბთს, 9 ივნისს, 18 საათზე, კავკასიურ სახლში იქნება შეხვედრა ბექა მინდიაშვილთან. გთხოვთ, რომ მოხვიდეთ.

ვიფიქრე,  როგორც ყოველთვის, ვიტრიალებთ ერთ ადგილზე და ისევ იმას დავღეჭავთ, რაც აქამდე არაერთხელ გადაგვიღეჭია მეთქი. მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობს და ბექას და  სხვა ძველი ნაცნობების სანახავად მაინც წავედი. თან ლილიანიც მომყვებოდა, თაზოც იქ იქნებოდა..  მაგრამ ისე განვითარდა სიტუაცია, რომ პირველად კავკასიურ სახლში ჩემი ვიზიტების მანძილზე [რაც  შარშანწინ ყოველკვირეულ ხასიათს ატარებდა] პირველად ამოვიღე ხმა! 

marf235ძალიან თბილ ატმოსფეროში, ბექას პატარა შესავლის შემდეგ, ყველა ერთად ვმჯელობდით არსებული  სიბნელის აღმოფხვრაზე. გავიხსენეთ არაერთი ცნობილი ფაქტი [ჰელოვინი და მისთ.]  მართალია ყველაფერი ისე არ არის, როგორც 20 ან 10 წლის წინად, მაგრამ მაინც არაა სახარბიელო გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჯვრებს აღარ ურტყამენ უმცირესობებს,  საზოგადოებაში არსებული ზოგადი ფონი მაინც ერთნაირია. არა მარტო რელიგიაზე იყო საუბარი- სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებზეც

როგორც ზემოთ აღვნიშნე,  ჩემი მოლოდინი არ გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ ლაპარაკი ლაპარაკად დარჩება.. გადავწყვიტეთ, რომ აქტიური მოქმედება დავიწყოთ და 5 ადამიანი იქნება ამაში ჩართული, თუ 100, ყველა შემთხვევაში თავის ეფექტი ექნება ამას. ხვალ, შეხვედრა გვექნება და უკვე კონკრეტულ გეგმას შევადგენთ, ნებისმიერი მსურველი შემიძლია წავიყვანო. 7 საათზე იქნება ბესიკის ქუჩაზე [უფრო სწორად ქუჩაზე მდებარე ერთი მხატვრის სახელოსნოში. წინასწარ გული მიფანცქალებს რა მაგარი გარემო იქნება! ვინც არ იცის სად არის, მე მივიყვან. მეც არ ვიცი, მაგრამ მეც მიმიყვანენ :ლოლ: ]

პირველი გაბრძოლება ცხელ-ცხელი ამბის გარშემო იქნება. იაღოველმა მშობლებმა რომ ბავშვისთვის სისხლის გადასხმაზე უარი თქვეს. ეს ამბავი ორი დღეა ყველა საინფორმაციო გამოშვების პირველ ნიუსებშია გამოჭიმული. ამ დილას საერთოდ გადააჭარბეს გეგმას! პოლიტიკური სარჩული დაედო.. აჩვენეს საგანგებო კადრები, თუ როგორ უბრძანა პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრს ბავშვის საავადმყოფოში დაბრუნება. ბექა ეს დღეები სულ მაგ საკითხზე მუშაობს და ზუსტად იცის, რომ იმ დროისათვის, როცა პრეზიდენტმა ეს თქვა, ბავშვი უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. ანუ მოხდა საკითხის გაპოლიტიზირება მიშას სასარგებლოდ. თაზომ თქვა, რომ ავტობუსში გავიგონე ნათქვამი “აგერ,მიშა მთლად მასონი არ ყოფილაო”- შედეგი მიღებულია! ჟურნალისტებმა მოახერხეს, რომ მთელ საზოგადოებაში გამოეწვიათ მასობრივი სიძულვილი არა მარტო ამ ორი ადამიანის [მშობლების], არამედ ზოგადად ამ კონფესიისადმი, რაც ისედაც არ ეკლდათ ზემოთხსენებულთ   :mrgreen:   ბექამ გვითხრა, რომ იმ სოფელში, საიდანაც ეს ადამიანები არიან, უკვე ამბობენ, რომ ამათ ჩვენ აღარ მივიღებთო და ა.შ. არადა იურიდიულად, თანხმობის გარეშე ამ ინფორმაციის გავრცელების არანაირი უფლება არ ჰქონდა არც ერთ ტელევიზიას! საერთოდაც, გახმაურების გარეშე შეიძლებოდა  ყველაფრის მოგვარება და იმ ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაც.

რელიგიის პოლიტიზირება ისევ საზოგადოებაში არსებული სიბნელის შედეგია, საზოგადოების მოლოდინების ბრალია. არჩევნების დრო გავიხსენოთ- რეიტინგები ალბათ იმის მიხედვით იცვლებოდა, ვინ უფრო დიდხანს აჩვენებდა წინასაარჩევნო რეკლამაში პატრიარქთან გადახვევის კადრებს.. მოკლედ, ეს სამოქალაქო საზოგადოება ცალკე თემაა და ზოგადად, სათითაო საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ, ალბათ მე დილამდე ვერ მოვრჩები ლაპარაკს..

მთავარი ის არის, რომ ასეთ კონკრეტულ ქმედებაზე პირველად გადავდივართ. ეს არ იქნება ორგანიზაცია დარეგისტრირებული სახით. ეს იქნება უბრალო მოქალაქეთა გაერთიანება, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ არც ერთი მედიასაშუალება არ გააშუქებს, ჩვენ ინტერნეტი გვაქვს.. ფორუმები, ბლოგები..

ბექამ თქვა, რომ აუცილებლად გააკეთებს ტოლერანტობის ცენტრი ბლოგს და შევპირდი, რომ მთელი საბლოგეთი აქტიურად დაეხმარება მათ ამ ბლოგის პოპულარიზაციაში : )

პოსტები დღევანდელ დღეზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ :

მნათეს პოსტი

ლილიანის პოსტი

თუ თაზოც დაწერს პოსტს,მერე დავლინკავ : )

marf242 marf241 marf240 marf237

p.s. ახალ კატეგორიას ვქმნი სახელწოდებით “კავკასიური სახლი”. იქ ვაპირებ ისევ აქტიურად სიარულის დაწყებას და რომელი თემებიც ჩემთვის საინტერესო იქნება ხოლმე დავწერ.

10 Responses to “კავკასიური სახლი 09.06.09”

  • ღირსი დედა:

    დედამ გენაცვალოთ თქვენ, აგერ სვანიც დავინახე სურათში. . . ზოგადად ძალიან გულის ამრევი მდგომარეობაა ამ ჩვენს გურჯისტანში, მაგრამ რაკი სადღაც მეგულება თქვენისთანა ბავშვები, აღარ მეშინია ამ ქვეყანაში შვილების გაზრდა.

    • Tiny:

      რა შესაბამისი ნიკია დე :D
      ხო,სვანიც იყო : )) დიიდი ჭრილობით, მაგრამ კარგად : )

      მადლობა მადლობა :უსერ: :*

    • Tiny:

      კარგია კი არა ძაან კარგია..
      გძეტა სამი წელია ამ ადამიანზე ვარ შეყვარებული :mrgreen:
      ადრე ტოლერანტობის პროექტს ვაკეთებდი და რამის სამჯერ მივედი ინტერვიუზე, ისე მიხაროდა ხოლმე მაგის ლაპარაკის მოსმენა :D

  • ჩემი აზრი კი იცი ამ ყველაფრის შესახებ. მეც მინდოდა წამოსვლა და მოსმენა, მაგრამ სხვა უფრო კარგ ადგილას მივდიოდი…

  • Miss Green:

    ვაჰ… მეც წამიყვანეთ ხოლმე ასეთ შეხვედრებზე :parting:

  • ისე აქამდეც ვფიქრობდი და ახლა შენთან დავწერ, გამოთქმა ”არსებული რელიგიური სიბნელის პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობისათვის” ეს სიბნელე ცოტა უხეშად არ ხვდება ყურს? რაღაც ძალიან არაპროფესიონალურია. თუ მხოლოდ მე მხვდება ასე ყურში?

  • ეს დღეები ძალიან ცუდად ვიყავი და მეორე დღეს სწორედ ამიტომ ვერ წამოვედი იმ მხატვრის სახელოსნოში. არადა, მაინტერესებს რა ხდებოდა. კონკრეტული რამე მოიფიქრეთ?

  • მარია:

    მასონთა შეკრებაა??:D რელიგიურ სიბნელეს ალბათ საკუთარ თავში ხედავთ…ეჰჰ…

    • Tiny:

      ტოლერანტობის ცენტრს რომ მასონს და სიბნელეს უწოდებ, სიბნელეა, აბა რა არის :D:D:D
      შორს ჩემი ბლოგისგან ასეთები :D

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)