კარტოფილის რაღაცა
პირობითი სახელი „კარტოფილის რაღაცა“ იმიტომ, რომ საერთოდ აზრზე არ ვარ რა ქვია. ჩემი ძმის წყალობით ვისწავლე ამ „რაღაცის“ გაკეთება. უადვილესია, უბრალოდ ცოტა ნერვები უნდა კარტოფილის ხეხვის პროცესს..
მოკლედ, ვიღებთ სურვილისამებრი რაოდენობის კარტოფილს, ვფრცქვნით, ვრეცხავთ და ვასუფთავებთ [თუმცა ესეც გემოვნების საკითხია, იქნება ვინმეს მიწიანი უყვარს oO] და ვხეხავთ სახეხზე. მერე ვხეხავთ ჭყინტ ყველს. ვურევთ ამ გახეხილ ყველს და კარტოფილს ერთმანეთში და ვაზელთ კვერცხს- იმისათვის, რომ კარგად შეიკრას შეწვისას. მერე გემოვნებისამებრ: ან პირდაპირ ვყრით ტაფაში, ან კატლეტისებურ ფორმას ვაძლევთ, ან რამე ახალს ვიგონებთ და ამ იდეის შესახებ აგერ მიკომენტებთ, რომ მეც ვცადო :D
თუ გინდათ, რომ მეტჯერ კიდევ გაგიჩნდეთ ჭამის სურვილი, იმდენი ცხიმი არ უქნათ, რამდენიც მე ვუქენი :D მაგრამ მაინც გემრიელია და ამიტომ მეორედაც გავაკეთე და როცა არ მეზარება ხოლმე ყოველთვის ვაკეთებ. ვოტ..
აგერ, დატკბით ჩემი ნაწარმით:














კაი რამე იქნება იგივე შემწვარი კარტოფილია როდესაც უკვე შემბრაწულს დაახლი კვერცხს და მოადნობ ზემოდან ყველს!!
მარა უკეტესი ხერხია სილამაზის ამბავში :D
ნერწყვები მომდის.
ვგიჟდები კარტოფილზე,ნებისმიერ ვარიანტში.ფორმა ალბათ სიმბოლურია ხო?:)
ხო თავისთავად : )ისე წესით კატლეტის ფორუმის უნდა იყოს :P
მიყვარს კარტოშკაააა :) მიყვარსსს ყველაფერი კარტოშკით :)
რა საყვარლობაა ^^ :up:
ახლა ამის დანახვაზე დედჩემმა თავის ვარიანტი მომახსენა კარტოფილის და ყველის გამოყენების. უნდა აიღოო მოზრდილი კარტოფილი, გაჭრა შუაზე, დადო განაჭრელი ზედაპირით ქვემოთ, მერე ამოუღრუტნო ზემოთა მხრიდან და ჩატენო შიგნით გახეხილი ყველი და კარაქი არეული. მერე ეს ყველაფერი შეწვა დუხოვკაში. ამას რქმევია ვულკანიანი მთა :givi: რანაირია აზრზე არ ვარ, მარა თეორიულად ვიცი, რო ლამაზი გამოდის :givi:
აუუუ შენთან მოვალ და გამიკეთე ეს :user:
და კიდე გახეხვის მაგივრად ბლენდერში რო ჩააგდო არ შეიძლება? :D
ან ბოსტნეულის საჭრელში :D