კალათი და ბურთი
დღეს გამოცდაზე დაღრეჯით მიმავალს მამამ დამირეკა და მკითხა- “კალათბურთზე წამოხვალ?” დაუფიქრებლად ვუთხარი კითქო, არადა კალათბურთზე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ტელევიზორში რომ აჩვენებენ კალათბურთელ ბიჭებს ძალიან მომწონს ხოლმე ზოგიერთი :D
ა, კიდევ ფილმები მაქვს ნანახი.. კალათბურთზე რა, ან cheer გოგოებზე, ან სპორტსმენ ბიჭებზე რომანტიკები და ა.შ. მოკლედ, არც წესები ვიცოდი და არც რამე მსგავსი..
დღეს ძალიან დამაინტერესა რა იყო საერთოდ- ცხოვრებაში ყველაფერი უნდა ნახოო ნათქვამია :D ჩემს ძმას უყვარს კალათბურთი, დადიოდა კიდეც და ახლაც აპირებს ისევ შესვლას და ის რომ გაეხარებინა, – ჩემთვის, თავისთვის და ლევანისთვის იყიდა მამამ ბილეთები.
[ბილეთებზედ- ყველაზე ძვირიანი ბილეთი იყო ორ ლარიანი :D ეს რომ თქვეს მეთქი ალბათ 50 თეთრიანებიც არსებობსთქო.. ]
იყო ფინალი საქართველოს თასის. თსუ და საუ (აგრარული უნი) უნდა შეხვედროდნენ.
რომ შევედი პირველი, რაც გულში, ჩემთვის აღმომხდა იყო- რამდენი ლამაზი მამრია! :D ვარჯიშობდნენ ჯერ, 15 წუთით ადრე მივედით..
პირველი 10 წუთი კალათბურთელების თვალიერებას მოვუნდი.. მეორე ათი წუთის მანძილზე წესებში გავერკვიე და ბოლოსდაბოლოს გავიგე რას ნიშნავს “ერთ ქულიანი”, “ორ ქულიანი” და “სამ ქულიანი” ბურთები. ფეხბურთის გარდა არც ერთი სპორტის წესები არ ვიცი ბოლომდე. მაგრამ რაც არ უნდა უცხო სპორტი იყოს, სტადიონზე მაინც სხვანაირი ემოციით ვუყურებ სულ რომ არ მაინტერესებდეს. ძალიან ბევრ ემოციას ვხარჯავ ხოლმე და მერე თავს კარგად ვგრძნობ.
მოედანზე ბოტასების ჭრიალის (?) ხმა..ოფლში გაწურული მოთამაშეები, სასტვენის ხმა, გულშემატკივრები და aww.. მოაქვს! თან ძალიან გავერთე სურათების გადაღებით. ყველა სურათში ბურთი ისეთ კარგ “პოზებშია”, მიხარია რომ ვუყურებ :D
განსაკუთრებულად მიყვარს ხოლმე ჰიმნის შესრულების მომენტი. გული მიჩუყდება
დამამახსოვრდნენ:
- დავით ბარბაქაძე- იმიტომ, რომ კარგად თამაშობდა, მაგრამ ბოლოს როგორ თამაშობდა აღარ ვიცი იმიტომ, რომ მაგის გარდა დამამახსოვრდა..
- გიორგი გაფრინდაშვილი, რომელმაც უფრო კარგად ითამაშა. თან ძაან მომეწონა. თსუ-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს დღევანდელ თამაშში
- აგრარულის 19 ნომერი იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობსო მამაჩემმა ათჯერ გამიმეორა- ცინცაძე.
- თსუ-ს 11 ნომერი, რომელმაც იმდენჯერ გამაზა, რომ ნერვები მომეშალა :|
მოკლედ, მომეწონა თამაში.. სამწუხაროდ წააგო თსუ-მ (ანგარიშს არ დავასახელებ,იყოს :D) ბოლო წუთებში ვიდეოს ვიღებდი და არ მაქვს გამარჯვებულების სურათი. ვიდეო რატომ მინდოდა არ ვიცი, მაგრამ იდეაში მინდოდა oO
სიამოვნებით წავალ ხოლმე კიდევ, სტადიონზე ყურება სულ სხვაა.. ოღონდ იმედია შემდეგში მაინც დამხვდებიან ესენი:


























1სტ :D
დანანებით დანანებით :P
ცვეტში დანანებით :D
74:91
:|
რომელიღაცა გუნდში ბიძაჩემი თამაშობს.. მაგრამ არ მახსოვს რომელში… :|
ეს 19 ნომრის ფოტო მომეწონა , რა კაი ფოტოა, :))) ხოო თამაშს რაც შეეხება, ცუდია, მმ, როგორ წავაგეთ სასოფლოსტან ;D
გოგო ჰიმნის დროს სურათებს კი არ უნდა იღებდე, გულზე ხელდადებული უნდა მღეროდე … :სუნ:
ხო და კიდევ ოდნავ ცრემლმორეული, თინიიიი! :P
@irina_k
გაიხსენე ^_^
@ninys
ცოტა ბუნდრია ზოგი სურათი, ისე ჩქარა დარბოდნენ ვერ ვასწრებდი :(
@Landish
ვმღეროდი კიდეც :D ერთი სურათი გადავიღე და მერე შევუდექი..
@ხატუსია
აი ამათზე არა, მაგრამ ფეხბურთელებზე მართლა ცრემლი მერევა ხოლმე :D
სტადიონზე არასდროს ვყოფილვარ და ისე მაინტერესეებს! ნებისმიერ თამაშზე წავიდოდი – კალათბურთი, ფეხბურთი, რაგბი.. :D
პ.ს თინი, არ გინდა მხარდამჭერთა გუნდი ჩამოვაყალიბოთ? :D :D :D
მე და შენ წავიდეთ რამე თამაშზე,რაც უახლოეს მომავალში იქნება, მართლა..მე დაგპატიჟებ :love:
ჩამოვაყალიბოთ, მშვენიერი ცეკვა ვიცი :cheer:
:D
წავიდეთ :ჯუმპ:
ოღონდ, მე არ ვიცი მშვენიერი ცეკვა და მასწავლე :D
შე ბიჭების ხამო :D
@ძველი მეგობარი
შე გოგოების :გივი:
თსუ_ში ყოფილა : )) = ))
:))
ვა,კარგია ^_^ რომელი ნომერია? :?
vax.. ar vici :))=))
მეც მიყვარს კალათბურთელი ბიჭები : D (თან მაღლები არიან: ))
ადრე ვიყავი მეც ამ სუპერლიგაზე, მგონი შარშანწინ. ქუჩაში მომცა ვიღაცამ ბილეთი და აღმოჩნდა მამაჩემიც მიდიოდა და ჩავყევი =D
ვუუ :>:>
ვაიმე როგორ მიყვარს კალათბურთიიიიი…. და განსაკუთრებულად მიყვარს როცა live-ში ვუყურებ :)
ერთხელ იმდენი ვიყვირე რომ მეორე დღეს ხმა აღარ მქონდა :D :D :D
საერთოდ ყველაფრის ბალეშჩიკობა მიყვარს :)
ძალიან საყვარელი ბლოგი გაქვს, ძალიან მომწონს… შენც ძალიან კარგი გოგო ხარ :) სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს :) წარმეტებები….
ძალიან დიდი მადლობა:*
სკოლაში გვათამაშებდნენ ფიზკულტურაზე, ოღონდ მასწავლებელს წესები არ აუხსნია :D (დეგენერატი :D) და მაქედან გამომდინარე დიდად არ მიყვარდა თამაში. :user: არადა გულის სიღრმეში სულ მინდოდა :user:
<3 საუკუნეა არ ვყოფილვარ. არადა, ერთი პერიოდი თამაშს არ ვმაზავდი. როგორ მიყვარს კალათბურთი… სიმპათიური მამრების გამოც :D
მეც მივაარ‘ს/და’ კალათბურთიი .. :D მარა რაც ფიზრაზე ცხვირშიი ბურთიი მომარტყეეს, :| ( მათხოვარიი ) რატომგაც მომენტალურად კალათბურთისადმი ზიზგმა იფეთქა ჩემშიი .. :D
ბურთის მეშინია პანიკურად :D სახეში მომხვდა მეც,ფიზ.რაზე :D
მეც მეშინია ძლიერ . :D // ბურთი რომ მომხვდა ეგრევე გავიფიქრე – ” უბედური ცხვირი ” :(( :D მაგის მერე დავრბივარ ცხვირის ძგიდის გასწორებაზე ექიმებთან მარა ყველა მეუბნება ოპერაციის გარდა არაფერი გიშველისო :(
აუ კალათბურთი ყველაზე მაგარია სუპერლიგა არა :D სუპერლიგას ჩვენი ბავშვების ჩემპიონატი ჯობია ხვალრ მაქ სასოფლიში თამაში და თუ გინდათ მოდიტთ და მიგულშემატკივრეთ :D
შენ რომელ გუნდში თამაშობ?