just married..

171642__justbop_lორი დღეა ცოტა ხნის წინ გაღორების შედეგად ერთად 6 გადმოწერილი ფილმის ყურებას ვცდილობ, მაგრამ ინტერნეტი ისე შემიტყუებს ხოლმე, ვეღარ ვიცლი. არადა დღეს უკვე ვგრძნობდი, რომ პმს-ი და დაძაბული ურთიერთობები ფილმს მოითხოვდა! თანაც ისეთ ფილმს, აი რომ არ გძაბავს შინაარსით და თან რომ ოპტიმიზმს გიბრუნებს.  მართლა მჭირდებოდა განტვირთვა, ავდექი და ჩავრთე ერთ-ერთი-just married. ფილმი არის წყვილზე, რომელსაც დაქორწინებამდე სულ “თაფლობის თვე” ქონდათ და ნამდვილი თაფლობის თვის დროს დიიდი პრობლემები დაეწყოთ.. it’s funny, მაგრამ ძალიან გულზე მომხვდა ჩემი არეული ურთიერთობის ფონზე :D მაგრამ მაინც მართლა ძალიან სასაცილოა, ბოლოში კიდევ ცოტა ცრემლებიც, თუ პმს-ით ხართ დამძიმებული :D აგერ, ტრეილერი იხილეთ:

ხოდა.. პოსტი ამ ფილმზე არ არის მაინცდამაინც[სათაურის მიუხედავად], კონფლიქტურ წყვილებზეა იდეაში, მაგრამ ისეთ საცოდავ ხასიათზე ვარ, ეჭვი მაქვს სანამ ბოლომდე ჩავალ აუცილებლად გადავიფიქრებ გამოქვეყნებას, ან ნერვები მომეშლება და წავშლი მთლიანად, რამდენი ასე განადგურებული პოსტი ახსოვს ჩემს ბლოგს :D ოხ, ეს ლირიული გადახვევები..

მოკლედ, არასოდეს არ მიყვარდა მოჩხუბარი წყვილები. 9 თვიანი იდეალური ურთიერთობის მერე, როცა “ცოტათი ჩხუბის” რეჟიმში გადავედით მე და ჩემი აწ უკვე ექსი, იმ “ცოტათი ჩხუბის” პირველივე შემთხვევისას მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო და რომ ამის შეჩერება შეუძლებელი იყო. როცა იცი, რა არის იდეალური ურთიერთობა, მერე პატარა კამათიც ბზარს გიჩენს ურთიერთობაში.

ამ ჩემი იდეალურობის გარეთ მესმოდა დროდადრო, რომ თურმე არსებობენ წყვილები, რომლებიც ძალიან ბევრს ჩხუბობენ, სულ ჩხუბობენ! ჩხუბის სავარაუდო ვერსიების მოფიქრება არ შემეძლო, იმდენად წარმოუდგენელი მეჩვენებოდა ეს ფენომენი, რომ იჩხუბონ, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეჭამონ ერთმანეთი და მერე ისევ ბედნიერი ღიმილით ჩაეხუტონ ერთმანეთს. ალბათ ფორუმზე ბევრ პოსტს წააწყდებით ჩემსას ასეთი შინაარსით: “ყველა ჩხუბი ურთიერთობაში ბზარს აჩენს!”.

ორი თვის წინ დაახლოებით ასეთ ურთიერთობას შევუდექი, გაცნობის წამიდან ჩხუბით დაწყებულს.. ჩხუბი ყველაფერზე, ეჭვიანობა ყველაფერზე, ” ვსო, მე წავედი!”-ყველაფერზე [და ორ თვეში ორი თუ სამი დაშორება]. რა მარაზმია!!!

სამწუხაროდ ამ ორომტრიალში გამომეპარა ის ბზარები, ვერ ვხედავ არსებობენ თუ არა.. შერიგების მერე რჩებიან, თუ არა, მაგრამ ალბათ უფრო კი.. ბზარების კვალი ყველა ნაბიჯზე [აი,ამ წამსაც] ისეთი ცხადია, რომ ყოველ წუთს ბეწვზე კიდია ურთიერთობა და შეიძლება გადაყვეს იმას, რომ მე კირა ნაიტლის მშურს. მეც არ ვუკლებ, ოღონდ ერთადერთზე, რასაც ორგანულად ვერ ვიტან, იმაზე- უყურადღებობა :|

ყველამ ვიცით ამ ურთიერთობის ლოგიკური დასასრული, რომელიც ერთმანეთისთვის მძიმე საგნების გადალეწვაში მდგომარეობს, მაგრამ ის, რაც არალოგიკურად არსებობს, ლოგიკურია, არ იცოდე როგორ დამთავრდება, თუ უკვე დამთავრებული არ არის. .არც ის ვიცი რატომ არსებობს/არსებობდა საერთოდ

მე ჩემი sweet november-ი მჭირდება ბოლოსდაბოლოს! დღეს ორი ნოემბერია..

9 Responses to “just married..”

  • ეს კინო ვიცი ადრე ვუყურე, საკმაოდ მომეწონა. ნუ გაიხევი სიცილით თქო ვერ იტყვი მაგრამ კარგ განწყობაზე დაგაყენებს : )

    ვაიმეე ეშტონ კაჩერიი : > მმმმ :> აა : >

    რო არ მეტქვა არ შემეძლო :ინლავ:

    • Tiny:

      ხო რა, სიცილით გასახევად არც მიყურებია, რამანტიკების გამო ვუცქირე : ))
      ხოდა ეშტონზე არ შემიძლია არ დაგეთანხმო :D

  • მშვენიერია :P

    მარა ეშტონს ვერ დაგითმობ >:P

    ჩემიაა :წუბ:

  • უჰ.. კაი კინოა..
    საეთოდ ეშტონი კარგ ფილმებში თამაშობს ხოლმე :D

  • ეშტონი ახალ ფილმში არის ძაან ჩასაყლაპი:)მექალთანეში,მარამ მე თვითონ საშინლად ვერ ვიტან ასეთი ტიპის კაცებს.მაგნაირ ტიპს რომ შეხვდები,მერე როგორ არ უნდა იეჭვიანო და გაჭედო ხოლმე.ღმერთმა დაგიფაროთ ყველამ:)

  • ბოლოს “მ” ზედმეტია:)

  • კაცები ხისთავიანები არიან! აი ეს დავასკვენი მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. გულგრილი ხეები ბლიად. შენ კიდე ზიხარ და გულს იხეთქავ,რისთვის,ვისთვის… მარა სხვანაირად არ შეგიძლია. ეეჰ… სულ ასე იქნება მგონი ყველასთან :(

  • დღეს მოვყევი ზუსტად პმს გინეკოლოგიაზე, თან აღვნიშნე რომ ძალიან აქტუალური და პოპულარულია საზოგადოებაში-თქო. ბლოგერები გამახსენდა, ხშირად იწერება ხოლმე პოსტები პმს-ზე, პმს-ის დროს, პმს-ის განწყობით და ა.შ : ))

    ჰო, ჩხუბს რაც შეეხება – რაც არ უნდა იყოს და მერე როგორც არ უნდა შერიგდნენ, ჩხუბი უკვე უარყოფითი ემოციაა და თავის კვალს ტოვებს, მე ასე ვთვლი. თუმცა ვიღაცას შეიძლება მოწონდეს გაუთავებელი კამათი და წუწუნი, who knows..

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)