ჯაყოს ხიზნები
ბოლო დროს როგორ გახშირდა ქართული ფილმების გადაღება, ყველამ ვიცით. თბილისის კინოთეატრებში ზოგჯერ რამდენიმე ახალი ქართული ფილმი ერთად გადის ხოლმე.. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქართულ კინემატოგრაფიაში (რა საოცრად ჟღერს), “ჯაყოს ხიზნები” უნდა ყოფილიყო. მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”-ს ეკრანიზაციის ირგვლივ, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.. “იმედმა” და სტუდია “ტაია”-მ ნახევარი მილიონი ევროთი დააფინანსეს ფილმი. კინოთეატრში არ წავსულვარ, ალბათ ნაკლები ინტერესის გამო, მაგრამ ორშაბათს სატელევიზიო პრემიერა იყო იმედზე და იმდენჯერ გადიოდა რეკლამა, რომ დამაინტერესა და დღეს ვუყურე მაივიდეოზე (დარწმუნებული ვარ, კარგა ხნით ადრე იდებოდა უკვე ინტერნეტში სადმე, მაგრამ სანამ ცხვირ წინ არ დამიდებენ ხოლმე, მეთვითონ მეზარება მოპოვება:D).
ყოველთვის, როცა წიგნის ეკრანიზაციას აკეთებენ, გინდა თუ არ გინდა, ადარებ ერთმანეთს.. თანაც, სანამ ფილმს ნახავ, თუ წიგნი გაქვს წაკითხული, შენს წარმოდგენილ პერსონაჟებს ადარებ ფილმის გმირებს. თუ ჯერ ფილმი ნახე-პირიქით. ხშირად, შეუსაბამობაშია ფილმის რეჟისორის და შენი წარმოსახვები და ამიტომ, ცოტა არასწორად მიმაჩნია ხოლმე იმ კუთხით მსჯელობა, ის ჯობია, თუ ის ჯობია, მაგრამ გინდა, თუ არ გინდა, მაინც ამ ემოციებზე დაყრდნობით აფასებ მერე ნანახს/წაკითხულს. ფილმის რეჟისორი-დათო ჯანელიძე
მთავარ როლებში არიან:
ჯაყო- გიორგი ნაკაშიძე
მარგო- ნატა მურვანიძე
თეიმურაზი- ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე- თავიდან ძალიან მომეწონა, გარეგნულად მასეთი წარმომედგინა თეიმურაზი. მაგრამ იმდენად იყო ხასიათისგან დაცლილი, რომ მალე მომბეზრდა. აი როგორ ვთქვა, იმ დრამატიზმისგან იყო დაცლილი, რაც ნამდვილ თეიმურაზს უნდა ჰქონოდა. არ ვიცი ეს რეჟისორის ბრალი იყო, თუ თვითონ მსახიობის, მაგრამ ძალიან ზედაპირული გამოვიდა თეიმურაზი.
ნატა მურვანიძე- ჩემი აზრით, საერთოდ არ შეეფერებოდა ამ როლს. ნატა, არ ვიცი თავისი გარეგნობის გამო, თუ როლების გამო, ძალიან ძლიერად მეჩვენება, როგორც პიროვნება. მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი აქვს და ასე მგონია ამან შეუშალა ხელი მარგოს როლი ეთამაშა, გარეგნულ შეუსაბამობას რომ თავი დავანებოთ.
გიორგი ნაკაშიძე- პრინციპში, ის ალბათ ყველაზე კარგად მოერგო როლს და პრეტენზიები ფაქტიურად არ მაქვს. უბრალოდ, ზოგიერთ მომენტში მეჩვენებოდა, რომ თავის ჯაყოსებური სიველურე აკლდებოდა. მაგრამ ძაან მაგარი იყო ის მომენტი, როცა თვალდახუჭული უკრავს დოლზე, მთელი ფილმის მანძილზე, მგონი მარტო მანდ ვიგრძენი მძაფრად ემოციები..
ზოგადად, ფილმს რაც შეეხება:
ძალიან ბევრი გაწელილი მომენტი იყო,მომბეზრდა ყურება. ზოგიერთ კადრზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ყურებისას, რომ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი და არა მხატვრულ ფილმს-მაგალითად, ქორწილის სცენა. ზედაპირული მომეჩვენა ყველაფერი. მარგოს და თეიმურაზის ურთიერთობაც გამარტივებული, რაღაცა აცდენილი იყო. გარდა ამისა, ეპოქასთან გაუცხოვების შეგრძნება მქონდა oO
არ იყო გამოყენებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. მაგალითად “მაშა მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა” და თეიმურაზს სულ რამდენჯერმე დაება ენა..
დამთავრებისას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა, გაწყდა ქორწილით და აღარ უჩვენებიათ ჯაყოსთან ქორწინების შემდეგ მარგო როგორ იყო..
და კიდევ, არც ერთი საუნდტრეკი არ მახსოვს :D არ იყო კარგი მუსიკალური გაფორმება)
მოკლედ, ტყუილად იყო ამხელა ამბავი ატეხილი ამ ფილმის ირგვლივ (ასვე იყო თითქმის ყველა ახალ ქართულ ფილმზე- დიდი აჟიოტაჟი და დიდი იმედგაცრუება). კარგია, რომ კინოთეატრში არ წავედი საყურებლად, მაგრამ ალბათ, ერთხელ მაინც უნდა მენახა : ))
პ.ს. ტრეილერი, ყოველი შემთხვევისთვის :D
http://www.youtube.com/watch?v=LCiz4DaQmX8














აი სულ არ მომეწონა ეს კინო.
აფსოლიყურად განსხვავდება ჯავახიშვილის და ამ რეჟისორის ხედვა.
მოკლედ მეზარება ბევრი წერა მაგრამ განსხვავებული მხრიდან დაინახა რეჟისორმა ჯაყო
აჰმმ..
როგორ გამომრჩა, მეგონა, ჯერ გამოსულიც არ იყო :შ
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ვეცემი :D
ბუნჭულაძის თეიმურაზთან მსგავსებაზე რა გითხრა, მარა ჯავახიშვილს კი ჰგავს და ცოტა ირონიულია =))
ნატას რაც შეეხება, ჩემი უსაყვარლესი მსახიობია. ფილმს რამდენად მოუხდა არ ვიცი, მაგრამ რეჟისორი მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ მეც მას ავიყვანდი. დრამატიზმიც აქვს და ის ელეგანტურობაც და არისტოკტარულობაც, რაც მარგოს უნდა ჰქონდეს.
საერთოდაც, უკვე სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
მიმაჩნია, რომ “ჯაყოს ხიზნები” ერთ-ერთი უნიკალური ნაწარმოებია და ეკრანიზაცია საფრთხილოა. თითოეული დეტალი სპეციალუსტებთან უნდა შეთანხმდეს (არ ვგულისხმობ კინომცოდნეებს)
წიგნის ყდაც კი საინტერესო იყო – მგელი. და ეს მგელი თავისი აზრით და მისი მზერა. თავის დროზე ყდა ცენზურას ემსხვერპლა.
და.. მოკლედ, რა :))
დაწვრილებით აქ ნახავთ:
http://tekanderoga.blogspot.com/2009/09/blog-post.html
ბავშვობაში დაწერილი სტატია ჯავახიშვილზე :დ
ჯავახიშვილს ხო,მაგრად გავს:P
ნატა მეც ძალიან მიყვარს, პროსტა როგორც მარგოს ვერ შევეგუე- სუბიექტური მიზეზების გამოც შეიძლება, მარგო ცოტა სხვანაირი მყავდა წარმოდგენილი და:))
მე ვთვლი, რომ ამ ურთულეს საქმეს არ უნდა შეჭიდებოდნენ იმიტომ, რომ რაც არ უნდა გადაეღოთ, ალბათ წიგნს ვერ აჯობებდა, მაგრამმ უფრო დახვეწილი რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი :D
სტატია მომეწონა:)
გამიხარდა და მესიამოვნა, რომ მოგეწონა :))
წიგნს, რა თქმა უნდა, ვერ აჯობებდა, კარგი წიგნის ეკრანიზაცია მოსაწონი ვერ იქნება. კარგ წიგნებში “ნათლია” და “ანჟელიკა” არ იგულისხმება, რომლებიც ძალიან მიყვარს :D
სწორად თქვი, რთულია და იმიტომ, თუმცა, შეიძლება, რომ ძალიან ცუდი არ ყოფილიყო, ( :D )მეც მოვიცლი მაგისთვის და ჩემს მოსაზრებას დავწერ :D
ვერ ვიტან ამ ნაწარმოებს აი მძულს … :(((((( და ფილმის ყურების მუღამიც არ მაქვს მაგის გამო :(:( სკოლაში რომ ვისწავლე მაშინაც სულ ზიძღით წავიკითხე…
სანამ წიგნს ვკითხულობდი, კი არა და ნაწარმოებს ფილმის გამოსვლამდე თეომურაზე ჭაღარა შერეული მოფამფალე ხანში შესული კაცი მეგობა. მარგო გაცილებით ლამაზი ვიდრე ფილმშია. და ჯაყპ ზუსტად იგივე. ბანჯგვლიანი :D
მოკლედ სულ დამიმსხვრია ფანტაზია ამ ფილმა. და არ მომწოონს :P
ნუ მარტო ეს მიზეზი არ არის რათქმა უნდა. ფილმში ყველაფერი ისეა აღწერილი რომ თითქოს ეს იყო ვნებას აყოლილი ცოლი დაა ვიღაც ჯაყო.
არა და მარგო საქართველო მგონია თეიმურაზი ძვირფასი მმართველები და ჯაყო გადამთიელები, რომლებიც მოსულები არიან მარგოს, საქართველოს, ხელში ჩასაგდებად. და არა მარტო მარგოსი. მაგრა ყველაზე საშინელება პატარა ჯაყოს დაბადებაა.
მეც ზუსტად მაგ გზით ვუყურე გუშინ და იმდენად პირშიჩალაგამოვლებული კი არადა,უგემურფილმ შემოჩეჩებული დავრჩი,პოსტის დაწერაც კი დამეზარა,ხოოდა,ახლა აქ აღვშფოთდები :P
მოკლედ,ბურჟულაძე მთელი თავისი არსებით,რაც არ უნდა მოენდომებინა იქ და ეთამაშა,შეუფერებელია მაგ როლისთვის.
ნატამ სრული კრახი განიცადა,არადა,მართლა მიყვარს.
ჯაყო მართლა ყველაზე კარგად თამაშობს,მაგრამ რატო მოაშთეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები,თუნდაც ივანეს და თეიმურაზის დიალოგები,ან ბოლოს გაფარჩAკებული მარგო რატო აღარ გადაიღეს,მგონი არავინ არ იცის :(
და მომეჩვენა,რო მოვალეობის მოხდის მიზნით გადაღებული ფილმი იყო,არადა,კაცი შვილს არ დაგვივალებია მგონი ეგეთი ცუდი ფილმის გადაღება :I
არ ვიცი, არ მინახავს…
მაგრამ სურვილიც არ მაქვს, ვნახო. მით უმეტეს, ამის შემდეგ.
myvideo ს ლინკი თუ შეიძლება ახალგაზრდავ რა :D მარტო შენ არ გეზარება ძებნა :D
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=15-02-2010%2022:04
:| კატასტროფაა :S
გაწელილი მომენტებიო? კაპუტ, აღარ ვუყურებ. კარგია, რომ თქვი :)
ამ ფილმზე უარესი ერთი ‘გოგონა სლაიდიდან’ თუ იქნება :D
რამდენიმე მომენტს ვუყურე მხოლოდ. ჯერ ერთი, არც ერთი მსახიობი მომეწონა. მარგო – ცოტა უფრო მოსული და ხორციანი ქალი უნდა ყოფილიყო, სექსუალურიც [და არ იყო].
ჯაყო – ოსური კილოთი ისე ლაპარაკობდა, ბავშვები რომ წაიკითხავენ წიგნში ჯაყოს მონოლოგს. ერთადერთი რითიც გავდა თავის გმირს – ბანჯგვლიანი იყო.
თეიმურაზი – რავიცი, რა ვთქვა.
არცერთი ფილმი არ დამთავრებულა ასე მოულოდნელად და შუაში, როგორც ეს. მარგოს შემდეგი ყოფა უნდა ეჩვენებინათ აუცილებლად.
თვითონ ფილმი მხატვრულ ფილმს არ გავდა. პერსონაჟებიც ძალიან თანამედროვეები იყვნენ. ის ეპოქა ვერ ვიგრძენი.
მოკლედ, დიდი მადლობა თინი ამ პოსტისთვის, სადაც საშუალება მომეცა ჩემი აღშფოთება გამომეხატა :D
პ.ს ერთადერთი რაღაც მომეწონა [რაც შენც აღნიშნე] – ჯაყოს დოლზე დაკვრის სცენა.
საშინელი ფილმია, არანაირად არ მომწონს. რა საერთო აქვს ნაწარმოებთან ვერ გავიგე.
თინი და ნატალია, 100%-ით გეთანხმებით.აბსოლიტურად იგივე შემიძლია ვთქვა ამ ფილმზე.ზაზა ბურჭულაძე მგონი მწერალია, ხო?
მე არ მომეწონა.. : (
სასიამოვნო პოსტი იყო, მომეწონააა.. :))
მძულს ეს ნაწარმოები…. ზიზღით მაქვს წაკუთხული.
[...] მიხედვით, იმასთან შედარებით ჯაყოს ხიზნებიც შედევრად მომეჩვენებოდა ალბათ [...]