it’s not freedom…

< < <ახალ დღიურში გადავცხოვრდი..ეს დღიური თან არ ჩამაყოლოთ..ეს აქ უნდა დავუტოვო :mrgreen: მაგ ვაი სურათზე იდეაში წერია : it’s time to be a big girl now..
it’s not Freedom.. 18 წლის= სრულწლოვანი = ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს თავის თავზე, თავის საქციელზე და ა.შ. გავხდი 18 წლის სექტემბერში და რა?..ისევ ისე, 9 საათზე მოვდივარ სახლში და თუ ცოტათი მაგვიანდება ვკანკალებ და ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, დაგვიანების შემთხვევაში გაბრაზების მაქსმიმუმი რაღაცა მწარე სიტყვები იქნება- “შე არაჯანსაღი სულის ადამიანო”ს მსგავსი [(c) მამაჩემი], მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ვიტან ამას და ვცდილობ არ დავიგვიანო, რითაც ვინც ჩემთან ერთადაა იმათაც დისკომფორტს ვუქმნი [ყოველთვის ადრე გამოვრბივარ და გამოსვლამდე ნახევარი საათით ადრე ტვინს ვჭამ "უნდა წავიდე"-ს ძახილით] ამას +, ყოველ წუთს მირეკავენ და მეკითხებიან სად ხარ, რამდენ ხანში მოხვალ- რაც კიდევ უფრო მიშლის ნერვებს. თუ ტელეფონს არ ვიღებ, ან ვთიშავ , ადვილი შესაძლებელია ყვირილის დროს სიტყვები გასცდეს ზემოთხსენებულ ფრაზას და გადაიზარდოს ” უსინდისო, უნამუსოში”, ხოდა ვინაიდან მე ჩემს თავს არც უნამუსოდ და არც უსინდისოდ არ ვთვლი, ვბრაზდები და ყვირილს ვიწყებ, რაც თავის მხრივ დონ’ტ ლაიკ ! .. ანუ რეალურად ის, რომ მეუბნებოდნენ- სრულწლოვანი რომ გახდები ესეო და ისეო, არის დიდი ტყუილი. როგორც ყოველთვის, დღესაც ერთ დასკვნამდე მივედი -საქართველოში თუ გინდა, რომ ბოლომდე დამოუკიდებელი გახდე, უნდა იცხოვრო ცალკე. იმისათვის, რომ იცხოვრო ცალკე, საჭიროა ფინანსები. იმისათვის, რომ გქონდეს ფინანსები ,საჭიროა სამსახური [აი ის არ მევასება,მშობლების გადახდილი ქირით რომ ცხოვრობენ მარტო და მარტო ცხოვრებას რომ ეძახიან ] . მაგრამ აქვე აღვნიშნოთ, რომ მე, 18 წლის არსება,ვერ ვიპოვნი ისეთ სამსახურს, რომ ვირჩინო თავი და + ქირა ვიხადო. აქედან გამომდინარე,იძულებული ვარ ვიცხოვრო იმ წესებით, რასაც მთავაზობენ ჩემები. სანამ ფინანსური დამოუკიდებლობა არ მექნება, ჭიპლარი გადაუჭრელი იქნება ისევ :mrgreen: ჩემს სადმე გაშვებაზე როცაა ლაპარაკი, ყოველთვის რომელიმე მშობელი წინააღმდეგია. დღეს გავოგნდი საერთოდ..მინდოდა სოლიდში წასვლა, იდეაში მთელი ღამე. აი არ მევასება ტყუილები რა,აი დედიკო და მამიკო,დაქალთან ვრჩები და ა.შ. ისე ვნერვიულობ პატარა ტყუილის დროსაც რომ არ მიღირს ამად არსად წასვლა, მაგრამ.. აი მაგრამ, დღეს მივხვდი, რომ საერთოდ აზრი არ აქვს ხოლმე სიმართლეების თქმას o.O სიმართლე არცაა შუაში მამენტ.. დღევანდელი არაადეკვატურობა გამოიხატებოდა შემდეგში: ცოტა ხნის წინ დედა და მამა წაკამათდნენ ზუსტად ჩემი არ გაშვება-გაშვების გამო [თუ რაღაც ამდაგვარი..ჩემს გამო მოკლედ]. დედა არ იყო ჩემს წინააღმდეგ და მამა მიცავდა :mrgreen: ხოდა დედამ თქვა, აწი მე პას-ო,თავში ქვა გიხლიაო,წადი სადაც გინდაო. გუშინ რომ ვთქვი იქ გამიშვით მეთქი, დედაჩემმა მართლა ეგრე ქნა – მე არაფერს არ გეუბნები, მამაშენს კითხეო. მამაჩემმა აი 10-ის ნახევრამდე მალოდინა პასუხისთვის [10-ზე იწყებოდა ის]დედაჩემს კიდე ძალიან აუჩუყდა გული ჩემს ხვეწნაზე და თანახმა იყო დაჟე მთელი ღამე წავსულიყავი. + რომ ვუთხარი იქედან როცა მეტყვით მაშინ წამოვალ,ყვავა გამომიშვებს მეთქი ვაბშე მგონი ცრემლი მოადგა :mrgreen: უთხრა მამას,გაუშვიო- მაგრამ ამან როგორც იცის ხოლმე, წიპა :ხო,შე უბედურო, ხო-ს პონტში მითხრა- აბა, გაგიშვებდი, მაგრამ დაგაგვიანდა უკვეო..აუ რა დამემართა :მად: იმის მერე ვზივარ და ვღრიალებ.. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ იტ’ს ნოტ ფრიდამ..და ესეც იქნება სანამ რაღაც საოცრება არ მოხდება :გივი: ისე ადრე გვქონდა გეგმაში მე და ლელას, ვიმუშავოთ ორივემ და ერთად გადავიდეთ სადმეო, ესე ნახევარ-ნახევარის გადახდა მოგვიწევდა,
მაგრამ მაშინაც ესე.. დედაჩემმა და ლელას დედამ რომ გაიგეს წაიშინეს თავში ხელი, სად უნდა გავუშვათო..მამაჩემმა კიო,წადიო : ხო შე უბედურო,ხო- ს პონტში..რა თქმა უნდა ვერ წავედით.. მაშინ 17-ის ვიყავი ჯერ ერთი და რა სამსახურს ვიშოვნიდი. ამას +, ლელას არავითარ შემთხვევაში არ გამოუშვებდნენ და რომც გამოეშვათ, სამედიცინოში ისე იმასშვრებიან გაცდენებზე,ვერ იმუშავებდა. მაგრამ მაინც, საკუთარი შემოსავალი რომ მქონდეს, ცალკე გადასვლა არა , მაგრამ გზის და ქსეროქსების ფულებს მაინც აღარ ვთხოვდი ამათ, ეგეც საქმეა..დღეს გაბრაზებულმა ვთქვი, რომ აწი დავიგვინებ ხოლმე და 11 საათზე რომ მოვალ სახლში ხმა არ გავიგო არავისი მეთქი და აი თუ არ ვქნა ნახეთ..ერთი დედაჩემზე შეიძლება ამიჩუყდეს გული..დღეს ისე მეფერებოდა რომ ვტიროდი :უსერ:
p.s. კიდე ვთქვი ამაღამ 7 საათმდე ვიჯდები კომპიუტერთანთქო..:ბის:
p.p.s. გაბრაზებული თემაც გავხსენი :გივი: http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=10272













მე აი ასე მესმის დამოუკიდებლობა:
თუ ადამიანი ცხოვრობს მშობლების სახლში, მშობლების კისრზე, მაშინ ის ვალდებულია მეტ ნაკლებად იაროს მაღ ჭკუაზე, რადგან არაა დამოუკიდებელი.
თუ ადმიანი ცხოვრობს მარტო, შაკუთარ თავს ინახავს მაშინ სულ არაა ვალდებული მშობელს უსმინოს :D
ვოტ, ასე მარტივად ვხედავ მე ამ საკითს.
@ Pink Panthere
დაგეზარა ხო ბოლომდე წაკითხვა :user:
ეგ მეწერა ზუსტად :mrgreen:
ლოლ შეიძლება გაგიკვირდეს და 9 საათამდე დროსაც არ მაძლევდნენ ჩემები :დ საზომი იყო შებნელება-არშებნელება :დ
ნუ მერე ძალიან გადავიკუკე თავზე და ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და დედაჩემი მიხვდა, რომ აზრი არ აქვს დაუწესო ადამიანს დრო 7-ზე მოდის ახლშიო, თუ რამის გაკეთება უნდა – მანამდეც მოასწრებს, ხოდა შედეგი: დღეს ჩემს დას არანაირი პრობლემა არ აქვს, თუნდაც 1-ზე მივიდეს სახლში გატრეტილი (არადა 18 წლისაა კაკრაზ) – ზედმეტი ხმის ამომღები არაა დედაჩემი : )))
არადა მე, ხომგეუბნები, ძალიან დიდხანს მომიწია ჯიკაობა რა : )
შებნელება-არ შებნელებაზე შარშან ვიყავი..წელს მეც იმასვქენი შედარებით..
ხოდა მეც ეგრე მიწევს..იმიტო რო ნუ უფროსი შვილი ვარ და პირველმა მე უნდა გავიარო ეგ : ) იმედია ჩემს დებს მაინც ეშველებათ .. აი დღეს მამაჩემმა აიტეხა- მე ფართი არ ვიცი რა არის , რა სიტუაციაა და როგორ გაგიშვაო o.O რამის წავიყვანე :mrgreen:
ვჯიკაობ ეგრე ყოველ დღე, რა ვქნა მეც : )) პროსტა ბევრი ნერვები მიაქვს , იმიტო რო ძაან მტირალა ვარ :D
ომგ
როგორ მესმის შენი და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს ესმის
ყველა ფრაზაზე ეგეტი ვიყავი, წიპა: ჩემთანაც ეგრეა )))
ნუ ერთი განსხვავება ისაა, რომ მამა არ მყავს და მარტო დედის გადასაწყვეტია ეგეთი რაღაცეები
ნუ რაც მუშაობის პირველი გმოცდილება მივიღე, იმის მერე ნაკლებად მიხურებენ დაგვიანებაზე თან
მაგრამ აქვს საოცარი მექანიზმი: მობრეცილი სახით მეუბნება_რაც გინდა ქენი და აი მაგ დროს არსად აღარ მინდება წასვლა :მო:
მარა, ისე რომ ვტქვა მუშაობაც ბევრს არ ცვლის რა
ძირითადად იგივე წუწუნები, იგივე საყვედურები, იგივე ”სად უნდა გადახვიდე შიგ ხომ არ გაქვს” )))
ხო, და სიმართლე-ტყუილს რაც შეეხება, მეც ეგრე 1 ტყუილსაც ვერ ვამბობდი და სიმარტლე ეტა ბილა სვიტოე და ვერ ვატყუებდი დედაჩემს, სანამ არ მივხვდი რომ სიმართლეს ხანდახან ტყუილი ჯობდა, იმიტომ რომ ისეთ მელაჩებზე მიხურებდა რომ პირი ღია მრჩებოდა ხანდახან ))))
აუ რამხელა დავწერე და კიდევ რამდენი დამრჩა დასაწერი…. ღირს ამის შესახებ ჩემთანაც დაწერა, როცა მეცლება )))
@ piccolina
აი კაკრაზ ეგრე.. “სადაც გინდა იქ წადი” , ” წადი აჰა, რაც გინდა ის გიქნია” და ვსო..ვეღარსად ვეღარ მივდივარ. მერე ვბრაზდები, რა მინდოდა, სიტყვაზე დამეჭირა და წავსულიყავი მეთქი :D წეღან ni-no-მ ლინკებით გამავსო, ვაკანსიებისმაგვარი სადაც რა იყო, ყველგან ვეძებ :D მეც მგონია, რომ თუ მუშაობას დავიწყებ, ბევრ პრობლემას მოვიხსნი და მაგათაც მოვხსნი..
LadyCrow Says: არა, ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინე .
სხვათაშორის მეც მასე ვიყავი , ხანდახან სადმე რომ არ მიშვებნენ ვიტყუილებოდი . აბა რა მექნა წასვლა თუ მინდოდა? ?
მერე რომ წავედი სახლიდან მაინც ცდილობდნენ ”მართვას ” და რომ აღარ გამოსდიოდათ ფრიად გაოგნებულნი და დეპრესირებულნი იყვნენ :D ხოდა ახლაც ცდილობენ ხანდახან მაგრამ ისე შემაპარებენ ხოლმე. :D
piccolina – მუშაობა თავისთავად კარგია, მაგრამ ვისთანაც ცხოვრობ მეტ ნაკლებად მისი წესებით გიწევს ”თამაში” თუ არ გინდა ეს წესები ერთადერთი გამოსავალია საკუთარი სახლი და სახკუთარი წესების შედგენა :D ხოდა ეს უკანასკნელი მაგუარიაა :)
აააააააააა. მე მგონი, სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობ, კაკ მინიმუმ, მარსზე :( უკვე კაი ხანია მარტო ვცხოვრობ უფროსების გარეშე… მაგრამ არც მანამდე მქონია პრობლემები დედასთან და ახლაც მგონია, რომ… მოკლედ, გაოცებული ვზივარ და გკითხულობთ, ვხვდები, როგორ გამიმართლა ამ შემთხვევაში; მაგრამ მაინც რაღაც-რუღაცებზე მეწუწუნება, საქმე რომ არ მაქვს. მსოფლიო მშვიდობაზე ვბუზღუნებ, აბა რა ვქნა!!!
მაგრამ მაინც ძაან ბედნიერები ხართ, რომ იცოდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ თემაზე შეგიძლიათ ღრიალი და მშობლების ლანძღვა :ლოლ: მე კიდევ სულ ჩატკბარუნებული ვარ და ხანდახან მოსაწყენია. აი ასე!
@ Pink Panthere
აამ…გასაგებია : )
ხოდა სამუშაოს რაც შეეხება..ამ ეტაპზე უბრალოდ მეტი გამოსავალი არაა.მართალია მაინც ამათი დამორჩილება მომიწევს,მაგრამ ცოტათი მაინც შეასუსტებს ბატონობას :ლოლ: საკუთარ სახლზე ეხლა ზედმეტია ლაპარაკი :D
@ Sunny
ეჰ..მსოფლიო მშვიდობაზე ბუზღუნი მირჩევნია ამას :lol: აი შენ გეტყობა რომ არ გამოგიცდია, თორე ნაღდად არ იყო დღეს სახალისო, რომ ძალიან მინდოდა და არ გამიშვა მამამ..არადა როგორც წესი დედა არ მიშვებს ხოლმე..და დღეს მამამ :სპყ:
აი ზუსტად ეგ სიტუაციაა ჩემთანააააააააააც! მაგის გულისთვის მზად ვარ ყველაფერზე წავიდე ჯანდაბას და გავთხოვდე კიდეც რაც ჩემთვის დიდ მსხვერპლს წარმოადგენს… :)))))))))))) არა რა… თან როგორ ვოცნებობდი 18 წელზე მარა რად გინდა ახლა 19ტის ვარ… და 10სთვის სახლსში უნდა ვიყო… ველოდები სანამდე გადაიწევა დრო… :))) და რამდენი წლის ასაკში…
აუჰ..
როცა მამაჩემი არაა თბილისში, დავდივარ გაბლატავებული.. მაგრამ სთილ, 11ზე გვიან მაინც არ ვბრუნდები…
და როცა მამაჩემია, 10მდე სახლში უნდა ვეგდო
ალბათ სადღაც 20 წლამდე ასე ვიქნები
და მერე ან ცალკე გადავალ, ან უფრო ვიბლატავებ
@ Nymphetamine
ბლატაობა უფრო გამოსავალია მგონი :D ცალკე გადასვლას აი მართლა ბევრი ჩალიჩი ჭირდება, ნაცადი მაქვს და თითქმის შანსი არაა : ) თუ გადახვალ მაგას რა ჯობია :P 20 წლამდე ბევრი არ არის? :ცრყ: აი მე ვაპირებ უახლოეს თვეებში მაინც მოვხსნა ეს პრობლემა, თორე მართლა შევწუხდი..
არაჯანსაღი სულის ადამიანო :ლოლ:
რა გამოთქმაა :)
არ არის აუცილებელი. საკუთარი შემოსავალიც საკმარისია ამისთვის :) ანუ ეს არის ასე ვთქვათ შენი მძევალი, რომლითაც ნებისმიერ მომენტში ისარგებლებ, წიპა ”აი ავდგები და წავალ მაშინ, თუ არ გინდათ” და პასუხი ვერ იქნება ”და სად წახვალ რო…”, იმიტომ რომ… აბა გამოიცანი რატომ? მაართალია, შეგიძლია ადგე და წახვიდე :)
დანარჩენი რა… აესე უნდა გეჭიროს რა ოჯახი (მუჭს რომ ვაჩვენებ ხოლმე, ეგ).
პიკო, გულს ნუ მიკლავ…
ხო,მანდ მერე აღვნიშნე, რომ გადასვლა თან არარეალურია და უბრალოდ საკუთარი ფინანსებიც სრულიად საკმარისია ამ გაშვება-გამოშვებისთვის :D
@bigcrow – პიკოს როდიდან მეძახი, სლივ, აქამდე შვილოს მეძახდი სულ :ცრყ:
და რა არის ბლიად დედის ბლოგზე უნდა გნახულობდე?
არ შემოგიცდეს ფეხი ჩემტან :მო:
LadyCrow
უი, მე არ ვარ ჯერ ეგეთი შეწუხებული.. კარნავალზე გამიშვეს და ეგეთები ))) და 11ზე გვიან მაინც რა უნდა ვაკეთო გარეთ :უსერ: ძალიან იშვიათად ყოფილა, რომ დარჩენა მინდოდა და მშობლების გამო წამოვედი..
ნუ რაც 17ის გავხდი, იმის მერე :უსერ:
@ Nymphetamine
იმედია არც იქნები არასოდეს შეწუხებული :უსერ: რა გინდა, შენ კარგ პონტში ყოფილხარ ფრიად :D
ახლა ამ პოსტს,რომ ვკითხულობდი გამახსენდა რამდენჯერ გავუმწარებივარ მამაჩემს იმის გამო რომ,ღამე 12 საათზე ავსულვარ სახლში(ეს სოფელში აბა რუსთავში 12 საათზე ძაღლი არ დადის გარეთ)
მე საათებს რომ მიწესებდნენ ჯერ ზუსტად ავდიოდი დანიშნულ დროს,მერე ყოველ მეორე დღეს 10 წუთს ვუმატებდი და სანამ კრიტიკულ ზღვრამდე მიაღწევდა ეს დამატებული დრო ვგულაობდი:) მერე ისევ თავიდან ყველაფერი
ან სიგარეტზე-ადრე რომ მოვდიოდი სახლში ვანაში მივრბოდი და ნახევარი საათი ვიხეხებოდი დედაჩემს რომ არ ეგრძნო სუნი ,მარა ჩემი გულის გასახეთქად ყველაზე კარგად ყნოსვა ქვს განვითარებული:(
დღეს ისეთი რაღაც მითხრა ყბა დავაგდე-წადი ბორჯომში 1 კვირა და ფილტვი დაასვენე დღე და ღამ რომ ბოლავო(?!)
და მაგ დროს მივხვდი,რომ უკვე გავიზარდე(ცოტა მაინც) ანუ ხვდება, იცის რომ ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც არ სიამოვნებს,(თან როგორ) მაგრამ არ ცდილობს ამაზე ისტერიკა ჩამიტაროს, ლექცია წაიკითხოს ან თავში რამე გამომიქანოს
როგორმე უნდა შევეგუოთ,იმას რომ 18 წლისები კი ვართ,მაგრამ დაკანცა არავინ გვაგულავებს:( და ეს ჩვენზე არაა კიდე დამოკიდებული ასე რომ გვიწევს ყოფნა
უხ რა არი ეს რამდენი დამიწერია ბლინ:D
qaliyvo – eex ai sad geshlebva ici??
fexebze mkdia hos shemdeg rom adgilze rchebi da pa xodu grials icyeb! mizani amartlebs yvela sashualebas saertod yvelas garda sxvisi tavisuflebis da sicocxelis xelyofisa .
xoda isa kidev… imistvis rom miigo rac gind aaraa aucilebeli daicyvito nervebi…. arsebobs ufro martivi xerxebic tumca aq amas ar davwer mara shen privat getyvi tu ginda :D xoda isa
martalia dedachemi zalian … mokled tavisufleba misgan mqonda mamachemi mainc gaibrzolebda xolme tumca mis mosarjuleblad kidev ufro martivi xerx arsebobda da arsebobs :d
xoda isa mokled zalian advilia ra mag yvelafrsi shecvla mtavaria namdvilad gindodes gigirdes da mzad iyo! :*
u ra cudi roja gamovedi, cagaxalise da gibizge buntisken magram arsebobs eseigi ragacebi rasac nu ar /ver unda eguebodes adamiani :D :user:
იუუუ აი მასე ვარ ზუსტად..
11საათამდე მაქვს საბლატაო დრო..
არადა ადრე მარტო ვცხოვრობდი ხო?
მთელი წელიწადი და თვეები ვიყავი ამათ გარეშე მარა ამომიკერეს ისევ კალთაზე და ვსო შარში ვარ..
11ზე სახლში..
მანამდე დღესი 4ჯერ მინიმუმ დარეკვა..
”რა ხალხში გაქვს საქმე” ”მე არ უნდა ვიცნობდე ვინებთან დადიხარ” და ა.შ.
ზაფხულში 2 თვის წუწუნის მერე ძლივს გამიშვა ზღვაზე და ამას წინათ კონფლიქტისას წამომაძახეს რომ თურმე ნანობს..
”შენ ისეთი ჯიუტი და ფეხებზე მკიდია ხარ მაინც შენსას გაიტან”ო დედაცემი რომ მეუბნება მანდ მეკარგება სახლიდან გარეთ გასვლის სურვილიც კი..
აი ეხლაც 2 კვირაა ვებუზღუნები რომ თვის ბოლოს უნდა წავიდე 2 დღით და ისტერიკამდე მივყავარ ყოველ დღე..
ნერვები აღარ მაქვს მარა მაინც არ დავთმობ..
17წლის ასაკში რაც გავაკეთე მთელი კვირა რო გავიპარე ახალ წლებზე მეგობართან ლანჩხუთში..
ისე ვიზავ ეხლაც თუ არ გამიშვებს..
ვოტ ტაკ ვოტ..
მობილსაც გამოვრთავ და მერე მეძებოს..
მარა აიიი ნერვები მეშლება რა მინდა მიხვდეს რომ გავიზარდე და ჩემი სიტყვა სიტყვა იყოს და არა რაღაც ზღაპარი..
მოკლედ რა..
ზუსტად ამაზე მინდოდა ამას წინათ დაწერა მარა თავი შევიკავე..
თუმცა 30 დეკემბერს თუ აქ ვიქნები გენიალურად დიდი პოსტისთვის ვემზადები.. :შ
@ daliela
ვა,ეს ათ-ათი წუთი მაგარი სტრატეგიაა,მომეწონა :D
და კანცა არავინ გვაგულავებს,მაგრამ სამსახური ბევრ რამეს შეცვლის..
@ lilian
ვუიჰ..ნუ ვოტ ინტრიგა..რა ხერხები გაქვს ასეთი, აან რას უშვრებოდი მამაშენს, მასწავლე :D აი ეგ გულზე მომხვდა : თუ მართლა გიღირსო.. იცი რა მჭირს? აი ვერ ვიტან მამაჩემს რომ ვხედავ განერვიულებულს. აი განა იმას, რომ შეიძლება მიყვიროს ან რაღაც, პახოდუ ვიცი, რომ ნერვიულობს. ასევე დედაჩემზე- წნევა რომ უწევს და რაღაცეები მეცოდება ხოლმე. თან მამაჩემი რო მოკლა არ იტყვის,რომ რამეზე ნერვიულობს და ააა…მე ხო ვამჩნევ :უსერ: აი ყველაზე მარტივი გამოსავალი მჭირდება რა- არც იმათ რომ ინერვიულონ და არც მე :D
@ თაკა
უიმე,შენზე მართლა გამიკვირდა , არ მეგონა ესე თუ იქნებოდი :უსერ:
30 დეკემბერს? :სპყ: იანვარს ხო არა :უსერ:
აუ ამ დილას შენმა მესიჯმა იმასქნა რა.. კარგ ხასიათზე დავდექი ე :ლოვე:
უი ჰო იანვარს :უსერ:
ვერ ვარ მე რაღაც..
აი არეული ვარ ძალიან..
ჰოდა არ შეიმჩნიო..
ჰომ ხედავ ტვეებიც კი მერევა უკვე..
ფუ რა..
:/
ყვავქალ შენ იცი როგორი ბაია ხაარ? ნებისმიერი მშიბელი რომ ინატრებს აი ისეთი
შენ შეგიძლია ვაფშე დაიკიდო ყველაფერი და რაც გისწორდება იმას მიაწვე მარა არ აკეთებ! და შენებს პატივს ცემ
ყველაზე უმტკივნეულო ასე მგონია ყველაფრის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლა იქნება.
ნუ მე ესე ვქენი და ახლა მართლა ძაან მაგრად ვარ:)
svit egeti metodi ar arsebobs an shamfur naxui an mcvadi naxui. ise rom orive kargad gamozarvirno ar gamova :D nu metnaklebad gamova magram romelime mxare mainc ukmayofilo shezrcunebuli sheuracmyofili da karoche cudad iqneba….
xoda gzebi bevria martivi zalian martivi dazalian rtuli :D
aqedan yvelaze seriozuli shedegebi aqvs zalian rtuls magram nu mesmis isic rom mshoblebi mshoblebia da guli shegtkiva, imatac shestkivat vitom? ici ra mshoblebs nerviuloba da sagad azrovneba ertmanets utrgunavbs xolme ziritadad ra. an nerviuloben imis gamo ki ara rom shenze nerviuloben ara imaze rom mere metad sanerviulo ar gauxdet, nu egiozmia ra …
xoda mokled axla aq amdeni da aseti teqstis cera ar mimachnia mizansheconilad magram mainc sanam ar iqnebi mzad BRZOLISATVIS azri ar aqvs shedegi ar iqneba an shua gzaze chaaflaveb dacyebuls :*
ახლა მაშინ მეც ვიწუწუნებ…
ოღჴნდ მე პირიქით ვიწუწუნებ, სამი დღე რომ არ მოვიდე სახლში, ფეხზე ვკიდივარ ყველას.. იქნებ რა მჭირს, იქნებ მოვკვდი :უსერ:
ახლა ისეთ რაღაცას გეტყვი, შეიძლება გული გაგისკდეს, მაგრამ რომ არ გითხრა, მე გამისკდება, ხო იცი, ენა მეფხანება…
ხოდა მასეთი ვარიანტი ერთია მხოლოდ – მიზეზი აღარ უნდა გქონდეს დაგვიანების, აღარც შენ დაგწყდება გული, რომ ადრე მიდიხარ სახლში და ისინიც ბედნიერები იქნებიან…
:გივი:
ნუ კი აქვს ამ მეთოდს მინუსები… მაგრამ უტყუარია :))))))))
@ ლილიანი
“imatac shestkivat vitom? ”
ვოტ ვაპროს :ბის: ბოლო დროს ვრწმუნდები , რომ არც ისე. იცი რა არის? მაგათ გონიათ, რომ იციან რა არის ჩემთვის კარგი. დღეს დავსვი საკითხი სახლში : დაგვიანებაზე რატომაა პრობლემა, როცა რომ მნიშვნელობა არ აქვს დღის რომელ მონაკვეთში ჩაიდენ რაღაც ისეთს, რაც ამათ არ მოსწონთ..და საერთოდაც, რატომ მისაზღვრავს მშობელი რა უნდა ვაკეთო. აი ისე ვარ დაბოღმილი ამ ყველაფერზე, რომ ზუსტად ვიცი, შვილი რომ სულ გადაგვარების პირას იყოს, ეგრე არ ვაწვალებ, იმიტომ, რომ თვითონ უნდოდა გადაგვარება და გადაგვარდა :D
ჰოდა ეხლა აი ემ მართლა ბრძოლისთვის..აი ეს ფართი მართლა ბოლო წვეთი იყო , იმიტომ , რომ ამდენი მართლა არასოდეს არ მიხვეწნია
@ bigcrow
ყველას არ კიდია :ბოლი: მე ვნერვიულობ ხოლმე სხვათაშორის ყველაზე მეტს, თუნდაც მაშინ, როცა ვიცი სად ხარ :D
გამისკდა უკვე გული :სპყ: რა სისულელეს ამბობ :ბოლი:მინუსები ის აქვს, რომ მაგის გაკეთებას შენც იცი, რომ მირჩევნია გავბომჟდე და იპოდრომზე ვიცხოვრო :D
@ bigcrow
აუ აეხლა კიდე წავიკითხე ეგ კომენტარი და ყურებიდან ბოლი მეშვებინება ჩემდაუნებურად , ისე ვბრაზდები მაგას რომ ვკითხულობ .მოგხვდება ამის გულიზა ბიძია.. :mrgreen:იცი რა არის პრობლემა? მე რომ ავდგე და ერთ დღესაც დავიკიდო ესენი, ამათ ხელში აქვთ დიიდი კარტები,როგორიცაა ბინა,საჭმელი,ფული..მივდივართ ისევ იმ პრობლემასთან, რომ მე მჭირდება სამსახური . ეს პოსტი რომ დავწერე და ნუ რომ ვთქვი გადაჭრით, რომ აი ეს მიშველის, ვეძებ, მაგრამ შენც იცი, რომ ადვილი არ არის და ესე ერთი ხელის მოსმით არ კეთდება :D ტამ ეხლა ის , რო ამათ სულ კიდიათ მე ვნერვიულობ თუ არა დღეს დავდექი და მაგის თაობაზე მოვაწყვე დისკუსია .. წიპა როგორ პონტში იცი?აი რომ არ გავდა სპეშალ დაწყებულს..პროსტა საუკეთესო მომენტი იყო :
დედაჩემი მეუბნება, რომ რას აკეთებ,ეს რა არის, მთელი დღე ზიხარ მაგ კომპიუტერთან და აღარ შემიძლია და + რაღაც ტექსტები, თუ როგორ ვაწვალებ. ხოდა საკუთარ თავში ფრიად დარწმუნებული, რომ ძალიან კარგი შვილი ვარ, ავდექი და ვუთხარი, რომ აესე ვფიქრობ. მერე ისიც ავუხსენი, რომ რისი გაკეთებაც მინდა, იმის გაკეთებას დღისითაც მშვენივრად ვასწრებ და სახლში დაგვიანება ვაბშე შუაში არაა. აქვე თავის დასაზღვევად, რომ არ ეთქვათ, ჩვენ ჯუსტ ღამე სიარულის გვეშინია, საშიშიაო, ავუხსენი, რომ ღამის 11 საათზე მარტო არავინ არ დამტოვებს და ვაბშეტა რომ დამტოვოს ეგეც ნორმალ, არავინ არ მომიტაცებს და ა.შ. ნუ მერე რაღაცაზე დედაჩემმა თქვა, რომ :ხო, რასაც გინდა იმას გააკეთებ, აკოცებ კიდევაცო.. მეთქი უპს :D აი თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა და ნუ დედაჩემის ტექსტი : ” შეხედე, შეხედე [მამაჩემიც იქვე იჯდა], ერთი უყურე ამასო, კოცნი ხო? ვააი შე საწყალო ” … ააა..აი მადლობა ჩემს შესანიშნავ უნარებს და არ გამეცინა და მკაცრი სახით ვუთხარი – იტ’ს ნოტ შენი საქმე მეთქი. ნუ მერე ძალიან გამიკვირდა, რომ ამას არ მოყვა რაღაცეები, მაგრამ ისე დარწმუნებულმა ვუპასუხე, რომ არ იყო მაგის საქმე გაჩუმდა ნუ.. ხოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ რაღაც ეტაპი უნდა გაიარო იქამდე, სანამ გააგებინებ შავს და თეთრს. ეს არის ზუსტად თაობების ბრძოლის პონტში. იდეალურ შვილებად მიაჩნიათ ისინი, ვინც დედიკოებს და მამიკოებს უჯერებენ, აანუ ცხოვრობენ იმათსავით. ამათთვის ძალიან ძნელია იმის გააზრება. შეიძლება თუნდაც შენ, მე, დღეს რომ ამეებზე ვმსჯელობთ და ვბრაზდებით, რომ აი რატომ ვერ იგებენ, შვილი რომ გვეყოლება ავდგეთ და იგივე რამეებზე ვინერვიულოთ. მე, პირობას ვდებ, რომ არ ჩავერევი, ყოველთვის მემახსოვრება, რომ აიმ მომენტში, როცა ჩემები მეჩხუბებოდნენ,არ მევასებოდნენ. არ მინდა, რომ შვილს არ ვევასებოდე , ამიტომ არ გავუტრაკებ არაფერზე, თუნდაც შუაზე გავიხე ბოღმისგან,ბრაზისგან და ნერვიულობისგან :D აი ესე რომ იმახსოვრებდეს ყველა ადამიანი ამეებს, აღარ იქნებოდა თაობების შორის ესეთი მუდმივი დავა და გაიწიე-გამატარე :D . . . ვაბშე ისა..რამდენი ვწერე :სპყ:
karoche kidev aris erti varianti imisa rom arc kompze gitxran uari da arc saxlidan gasvlaze mara magari nebisyofa ginda
karoche erti kvira nu unda uechveli ar jdebi komptan ise mainc rom daginaxon nu tu saxlshi aravinaa mojna, saxlshi arafershi aravisexmarebi daduxar cucuneb gnavio atrakeb kaprizob karche sul salxshi xar da aimena arafers ar aketeb arc saxlidan gadixar da tvins aorsuleb yvelasas da yvelafrisas da imena ise kaprizob rom meti ar sheizleba, cesit bolos an unda ikitxon ra gchrso an pirdapir gitxran ogond is qeni rac ginda da tvini agar mostynao :D
ra cudia albat aseti problema roca gaqvs… :(
nu, me didi aqet-iqit mosiarule ar var, magram problemebi mshoblebis mxridan saertod ar maqvs.
gshurdet :D
აუ ეხლა მივხვდი რა ბანძი ვარ მე… ჩემი შემოსავალი მაქვს და საკმაოდ კარგიც 19 წლის გოგოს კვალობაზე, მაგრამ მასეტ რაგაცაზე არ ვფიქრობ რომ მარტო ვიცხოვრო და რაღაცა, აქეთ ვაძლევ დედაჩემ მამაჩემს ფულს როცა სჭირდებათ და მე რო დამჭირდება მერე დამიბრუნეთ ჩქარააააა… ეგეტი ვარ მარა ცალკე ცხოვრებაზე ნაგდად არ ვფიქრობ… სახსჰი 6ზე ვარ ყოველთვის და ვაითუ დამაგვიანდა ვრეკავ “დეე აქა და აქ ვარ და მოვდივარ უკვეეე…” კიდე რავი ზაან დამჯერი ვარ რა მაგ გადასახედიდან მაგრამ საერთოდ არ მექმნება პრობლემები, ერთადერთხელ მახსოვს რთველში არ გამიშვეს კლასელებთან ერთად ჩემ კლასელ ბიჩთან მამაჩემმა არაო და ძალიან დამწყდა გული, მარა იცი რაა? თუ რამე ისეთის გაკეთება მინდა 6 მდეც მოვასწრებ :ლოლ: ხოდა აკრძალვას მაინც აზრი არ აქვს რა… ისე არც მიკრძალავენ არაფერს… რავი მასეთი პრობლემები არ მაქვს…
@ ლილიანი
აუ არა..ეგრე გასაწირად ცოდო ვარ :უსერ:მე ვიცი კაცო მაგის ხერხი..თუ სახლი იდეალურად დავალაგე, მერე თუ მინდა კისერიც მიტეხია იმდენ ხანს მსვამენ კომპიუტერთან :კონკია:
@ Miss Green
ვოტ..ეგ არის..აბა იყო აქეთ-იქეთ მოსიარულე :D მაინც იმასგიზამენ :ყეს: თუ არ გიზამენ კიდე რესპექტ..გილოცავ :D
@ khatusia
ბანძი კი არა, როგორც გეცხოვრება, ისე ცხოვრობ :D შენ რომ დისკომფორტი გექმნებოდეს 6 საათზე სახლში შემოსვლით და მაინც 6 საათზე შემოდიოდე მაშინ ბანძი იქნებოდი :D
p.s. :ბის: მოსწავლე დამიბრუნდა და წინა თვის ხელფასიც მომცა :ბის:
ნუ კაი..ეს თვეში 60 ლარი, მაგრამ რაში მეყოფა :უსერ:
ნუ ეგ უკიდურეს შემთხვევაში… თორე აბა მე მკითხე როგორ არ მინდაააააააააააააააააააააააააააააა…. :))))))))))))) ეეეეეეეჰ………… :(((((((((((((
LadyCrow
damijere, me uket vicnob chems mshoblebs :D
madloba :P
ise ar gamomivides axla, rom titqos gaxarbeb da ragaca :D
ubralod martla ar maqvs eg problema :)
@ Miss Green
ხოდა ძაან მაგარიათქო ეგრე :ყეს:
დასხდნენ ქალები და აჭორავდნენ :)
ჰმმ…
ცოტა უცხო თემაა.
მეშვიდე კლასიდან მარტო შაბათ-კვირას ვნახულობდი ოჯახის წევრებს. 19 წლიდან ვარ დოიჩლანდში.
არასდროს დამჭირვებია ტყუილი ან ხვეწნა სადმე წასვლაზე.just,იქ მივდივართქო და ვსe. მარა ერთი ცუდი ჩვევა მქონდა/მაქვს, რაც ამიკრძალეს, ყველაფერი გავაკეთე…
ტიპა, ბავშვობაში საკმაოდ ცოცხალი ბავშვი ვიყავი და ქალაქგარეთ დაქალების სოფელში არ მიშვებდნენ, რა იცი, ვინმემ არ დაავლოს ხელიო, არ წაიყვანოსო (ახლა კი ნანობენ მგონი :D), ეგ აკრძალვა მქონდა ერთადერთი და მაშინაც გორში გავიპარე :D სასტიკი ვარ. :D
2 წლის წინ თბილისში ყოფნისას დედაჩემმა მკითხა, სად მიდიხარო და ისე მეუცხოვა :D მეთქი ეგ კითხვა ამდენი ხანია არ გამიგია და ნუ დამისვამთთქო. ჰოდა, ეგ იყო ბოლო გაფართხალება.
ერთი ჩემმა ძმამ გაატრაკა, big brotherოაბანას თამაში მოუნდა და მას შემდეგ ცალყბა კონტაქტი გვაქვს.
კონტროლი საქზ.
ჰოდა, ისა. დედაჩემმა იცოდა ხოლმე, მამაშენის პონტში “ხო, შე უბედურო-ები” და “რაც გინდა,ის ქენები” (აი ეს მძაგდა. ასე მეგონა, რამე ცუდი დამემართებოდა უეჭველი). და ერთხელაც, მეთქი ჰოდა, რაც მინდა ესაა და ვაკეთებთქო და ჰოი, სოცრებავ, წინააღნმდეგობა იყო 0-ის ფარგლებში. :D ტიპა, “ეჰ, არ აქვს აზრი ამასთან ლაპარაკს”.
სცადე, აბა :D
კრეპის’… :)
15 წლამდე შებნელებამდე სახლში უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, მაშინდელი ჩემი შეყვარებული, ნახევარი წლით თურქეთში მიდიოდა, ხოდა წინა საღამოს ჩემებს სულ ხვეწნა მუდარით გამოვგლიჯეთ დრო საღამოს 10 საათამდე და ნუ ეს რაღაც WhoooHoooo იყო. მერე 18 წლისკენ ცოტა თავზე გადავიმასქენი.. ზამთარი იყო და საღამოს 7–ზე გავდიოდი სახლიდან და 11–მდე, 12–ს დასაწყისამდე არ მოვიდოდი. ერთ მამრს ვხვდებოდი, რომელიც 7მდე მუშაობდა, ხოდა :) ნუ ორი თვე მასე გრძელდებოდა და სახლში პატარა ომები მქონდა, სადაც “თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა”–ს პრინციპით ვმოქმედებდი. მერე ის შეხვედრები შევწყვიტე და ცოტა დავმშვიდდი. შემდეგ, ჩემებმა დიდი “შეცდომა” დაუშვეს და ინგლისში გამიშვეს ორი თვით. სადაც ღამის 12 საათზე გავსულვარ სახლიდან ქალაქის ცენტრში(1 საათის გზაა ავტობუსით :გივი: ), ხოდა აქ რომ ჩამოვედი, ისევ კონტროლი რომ ცადეს, მეთქი რა არის, იქ, როდესაც არ იცოდით, რას ვაკეთებდი, ხომ არ ნერვიულობდით–თქო :))) … ხოდა, ნუ ახლა კონსენსუსამდე მივედით. უბრალოდ ვაფრთხილებ რომლამდე არ ვიქნები, და ხანდახან მყოფნის სინდისი და მე თვითონ ვრეკავ, წიპა კარგად ვარ და არ ინერვიულოთ. ისინიც “კარგად” იქცევიან და არ მაბრაზებენ :)… საერთოდ კი რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება:
1. სიმართლის თქმა ყოველთვის საჭიროა არაა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს არა, ისა კიდევ.. მენ’შე ზნაიუტ, ლუჩშე სპიატ.
2. რაც უფრო იკუკავ თავზე, მით მეტს გითმენენ :გივი: . ეგ მაცოფებდა ყოველთვის, მეთქი, ასეთი მშვიდი, წყნარი, კარგი როჟა ვარ და wtf? კიდევ მაწვებით? აბა ისე რომ ვიყო, როგოროც *** –არის, რომელიც სახლში ჩხუბობს, წივის, კივის, უკეთესი იქნებოდა?… ხოდა, ნუ წივილ–კივილამდე არ მივსულვარ, მაგრამ ხანდახან ცოტა უნდა ითავხედო.. :გივი:
ვაიმე…რა თქვი ეს :mrgreen: არა არა..მაგის გამო გათხოვება :ეეკ: მართალია მიშლის ბევრ რამეში, მაგრამ გათხოვება მეტისმეტია :mrgreen:
ამჟამად მე არაფრის შნო არ მაქვს და ოჯახის შექმნას ის ჭირდება გენაცვალე.. ქმრის კისერზე ხო არ ვიჯდები :D
@ თაკა
იტ’ს ოკ..რა მოხდა მერე :P
@ daliela
მადლობა : )
მაგრამ მგონი ჩემები მთლად ეგრე არ ფიქრობენ :P
კი , ნელ-ნელა კარგი გამოსავალია, არც მწვადი დაიწვება-არც შამფური :D