it’s crime..

ფოტო პოსტის განწყობისთვის..

ფოტო პოსტის განწყობისთვის..

სხვების თეთრეულში ცხვირის წაყოფა არ მიყვარს, არც არასდროს დავინტერესებულვარ, რატომ ისმის ყვირილი გვერდითა სახლიდან ან რომელმა კლასელმა აკოცა პირველადზად ბიჭს :D

გუშინწინ, სახლში რომ მოვედი დაღლილ-დაქანცული, დედაჩემმა რამის სკამამდე არ მიმიშვა, რომ მოეყოლა, თუ როგორ ეხვეწებოდა ჩემი დის კლასელის მამა თავის მოღალატე ცოლს, ბავშვებს მაინც ნუ უკეთებ ამას, არ წახვიდეო [ეს ცალკე საკითხია რატომ იბრუნებდა მოღალატე ცოლს :D ] OMG!

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასე თუ დამზაფრავდა ეს ამბავი, არ ვარ სხვებისთვის მორალის კითხვისთვის დაბადებული და ხანდახან შეიძლება უკიდურესად “ცუდი” საქციელიც გავამართლო. იმიტომ, რომ ყოველთვის მახსოვს- ყველა საქციელს თავის ახსნა აქვს.  ამ ქალის არც გამართლება და არც გამტყუნება არ დამიწყია, მშვიდად მოვუსმინე დედას, რომელსაც მხოლოდ ის უნდოდა, მოეყოლა და ემოციებისგან დაცლილიყო და ჩემგან არაფერს მოელოდა,როგორც ყოველთვის :)

მე კიდევ, დავჯექი და რამდენიმე წუთი დამჭირდა,რომ გამეანალიზებინა ყველაფერი და მეპოვნა მიზეზი ჩემი ამ აგრესიის გამომწვევი. მთელი ამ ფიქრის მანძილზე ერთადერთი აზრი მიტრიალებდა თავში- ბავშვები! დედამ მითხრა, უმცროსი თავისთან წაუყვანიაო ქალს [8 წლის] და უფროსი [14 წლის] დაუნახავთ, მანქანასთან როგორ იდგა და ცრემლების ყლაპვით როგორ უყვიროდა დედას, არ წახვიდეო..  [ამ დედამ, ღალატზე "დაჭერის" შემდეგ გადაწყვიტა წასვლა..]

მოკლედ, წარმოვიდგინე ბავშვები, რომლებიც ხედავენ ამ საშინელებას.. რომ ჯერ ვერ იაზრებენ, რატომ ხდება ეს ყველაფერი, დედაა დამნაშავე, თუ მამა.. კაცმა არ იცის, რა ხდება ახლა მათ თავში და როგორ იმოქმედებს ეს მათ მომავალ ცხოვრებაზე. ამიტომ, მე მგონია, რომ ასეთ მშობლებს თვით თავისუფლების აღკვეთაც კი არ აწყენდათ :D

როცა ხედავენ, რომ ერთმანეთს ვეღარ ეწყობიან, როცა ხედავენ, რომ ჩხუბის გარდა არაფერი გამოსდით, ღალატზე აღარ მაქვს ლაპარაკი, არკვიონ ესენი ერთმანეთთან და არა ბავშვების თანდასწრებით..

ამიტომ მომწონს, ცივილიზებულ სამყაროში რომ მიღებულია ბავშვების დაცვის მიზნით, სრულიად უცხო ადამიანის ჩარევაც კი საქმეში. შვილები ასეთი მცირეწლოვნობის ასაკში არ უნდა ხდებოდნენ მშობლების სიდებილის მსხვერპლები.. თან ეს ხომ საქართველოა და ამ ბავშვებს ყოველთვის წინ დახვდებათ ეს მშობლების ამბავი- ვინმე აუცილებლად წამოაძახებს!

და ნუთუ მშობლები არ ფიქრობენ რა ძნელია ამ ყველაფრის მერე სტრესისგან თავისით გათავისუფლდნენ ბავშვები, რადგან მათ ნამდვილად არავინ მიახმარებს ფსიქოლოგს, არავინ დასვამს და არ აუხსნის, რომ არც მისი დედიკოა ურჩხული და არც მამიკო. ან ალბათ მტრად უფრო ის მიაჩნიათ, ვისთანაც დედიკო გაიქცა..

ღმერთო, როგორ მინდა შემეძლოს ხმადაბლა, წყნარი ტონით, აბსოლიტურად გაწონასწორებული სიტყვებით ამ მშობლების მიწასთან გასწორება! და როგორ მინდა შემეძლოს, ამ ბავშვებს დავუჯდე, მოვეფერო და ავუხსნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება..

15 Responses to “it’s crime..”

  • აი, ეგ არის, რა…
    გაიცნობ ადამიანს, იურთიერთებ და მერე ხვდები, რაშიც არის საქმე: მშობლები გაშორებულები ყოფილან. თურმე რატომ არის ზოგჯერ არაადეკვატური, ან რატომ აქვს ვიღაცების მიმართ ამოჩემებული, გაუცნობიერებელი და უსამართლო შიში.
    სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ძნელი. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ცოლ–ქმარი და შეყვარებულები ერთი და იმავე ჭკუისანი არიან. მოკლედ… დავუფიქრდეთ, რას ვაკეთბთ და სხვას რას ვუკეთებთ!!!!

    • Tiny:

      ბევრი ოჯახი ინგრევა, უბრალოდ გააჩნია როგორ დაინგრევა. თუ სწორად წარმართავენ საქმეს, არაფერიც არ შეეტყობა ბავშვების ფსიქიკას :)

  • სასტიკად უზიანებენ ბავშვებს ფსიქიკას :|

  • AnnA:

    ეგ იმიტომ ხდება, რომ აზრზე არ არიან ბავშვების გაზრდის, და მაინც აჩენენ. შე კაი ადამიანო, ჯერ მოემზადე და მერე გააჩინე რა! მაგათ ის ჰგონიათ, თოჯინასავით გვერდით რომ მოისვამენ და უწი-უწი, ზიზიები, ეგაა დედობა და მამობა. ფუჰ ვერ ვიტან არაცივილიზებულ ხალხს

  • ოჯახის დანგრევა და განსაკუთრებით მაშინ როცა ბავშვები ყავთ ძნელია და რაღაცნაირად ვცდილობ იმ ქალის გაგებას, რატომ შეიზლებოდა ასე მოქცეულიყო.
    არ ვიცი, მიზეზს მაინც ქმარშჳ ხვედავ.

    ზოგადად კი ვფიქრობ მოჩხუბარ მშობელთა ცქერა უფრო ცუდია ბავშვისათვის ვიდრე გაჭორებულ მობელთან ცხოვრება.

  • “ბევრი ოჯახი ინგრევა, უბრალოდ გააჩნია როგორ დაინგრევა.” – აჰა, დაშორება შეიძლება ცივილიზებულად და არა ღალატზე რო წაგასწრებენ მაშინ.
    ღალატია აქ ყველაზე ცუდი და არა დაშორება.

  • დაჭერის კი არა, უარესის ღირსებიც არიან! საიაში კონსულტაციებისას ახალგაზრდების დანახვა მაგიტომაც არ მსიამოვნებს! ყველას განქორწინება უნდა! რა საშინელებაა! ერთმა,ახლახანს მიზეზიც კი ვერ დაასახელა, რატომ უნდოდა გაყრა… არა იმიტომ, რომ რამის ერიდებოდა, უბრალოდ არ იცოდა თავადაც! გული მწყდება!
    მაგიტომაც არ გავთხოვდები! ყოველ შემთხვევაში ვიღაცის ყოფილის სტატუსს, მარტო ყოფნა მირჩევნია! თუ გავთხოვდი, ისეთს მაინც გავყვები, ბავშვს ფსიქიკა არ დაუნგრიოს!

  • ჩემი აზრით, რომ დაქორწინდებიან და პირველივე კვირაში რომ ორსულდებიან მაქედან მოდის პრობლემა. ჯერ გაიგე რა, გინდა მაგ კაცთან ცხოვრება, თუ ჰორმონები გიზიდავდა? 2 წლის შემდეგ ისევ კარგად ხარ? ხოდა გააჩინე მერე ბავშვი.
    ფსიქოლოგები ტყუილა კი არ ამბობენ, ქორწინებიდან მინიმუმ 2 წელი ბავშვი არ უნდა გააჩინოო. პირველ რიგში ბავშვი ზარალდება ამისგან, რომლის გრძნობებიც, მამენტ დედასაც და მამასაც ჰკიდია. მთავარია თვითონ მოუწყონ ერთმანეთს ისტერიკები
    ააააა რამდენია დასაწერი, ნახევარი გვერდი არ მეყოფა
    ზა ტო, კარგი იდეაა საღამოს პოსტისთვის ;) იმედია არ გეწყინება, რომ მუზა შენგან მეწვია )))

  • მგონი ჩემზე დადებითად უფრო იმოქმედა მშობლების დაცილებამ,ვიდრე უარყოფითად. მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ ბავშვებისთვის რაღაც პერიოდში ძნელი გადასატანია ეს მომენტი.

  • matta:

    სხვების არ ვიცი მაგრამ ჩემთან ურთიერთობაზე რამოდენიმე ეგრეთ წოდებულ ”კაიოჯახისშვილ” ბიჭს უარი უთქვამს ჩემთან ურთიერთობაზე, იმის გამო რომ ჩემი მშობლები გაშორებულები არიან :((( ძალიან მწყინს ესეთი რაღაცეები :(((

  • Head:

    You know what’s up but your kid won’t understand,
    And sayin’ “when you broke up, was I really part of that plan?

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)