Improv Everywhere თბილისში!

cef4c223ea951ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მეგობარმა [vulkani-lava]სკაიპში დამილინკა Gametv-ის ფორუმის ერთ-ერთი თემა, სადაც ფორუმელები ერთი მზაკვრული გეგმის განხორციელებას გეგმავდნენ.. ერთ-ერთმა ფორუმელმა [ILI-100],დაპოსტა ჯგუფ Improv Everywhere-ს შესახებ. ეს ჯგუფი პირდაპირ ქუჩაში მაართლა უცნაურობებს შვრება : )) აი მაგალითად, ერთი ვიდეო იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ  რა ხდება :

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ჩე-ს გაუჩნდა იდეა, რომ იგივენაირი რამე გაკეთებულიყო საქართველოში.  გახსნეს ფორუმზე თემა და შეუდგნენ ისეთი ხალხის ძებნას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებდა. იდეა იყო შემდეგი, რომ ყველა უნდა დაწოლილიყო ერთდროულად რუსთაველის მეტროს წინ. აი ციტატა ჩეს პოსტიდან

როცა შევიკრიბებით, ყველანი გავასწორებთ საათებს ერთ კონკრეტულ დროზე. მერე დავნაწილდებით 2-2 და 3-3. 3 კაცზე მეტი ერთად არ იყოს! 15 წუთით ადრე დავიშლებით და ავუყვებით ელბაქიძის აღმართს. დაახლოებით 10 წუთში ყველანი უნდა იყოთ მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ მეტროს გამოსასვლელის წინ, რუსთაველის ძეგლთან და საერთოდ, მაგ მონაკვეთში. ანუ დათქმულ დრომდე 5 წუთით ადრე დაახლოებით. 5 წუთის განმავლობაშI უნდა ისეირნოთ აბსოლუტურად ბუნებრივად. ვითომ ზოგი ვინმეს ელოდება, ზოგი სადმე მიდის, ზოგი მეტროში ჩადის და ა.შ. სხვადასხვა მიზეზები მოიფიქრეთ. რაც მთავარია მეტროსთან არავინ არავის არ უნდა იცნობდეს. არ გაგეღიმოთ, არ მოიქცეთ არასერიოზულად და არ შეიმჩნიოთ რომ გარშემო 40 ადამიანს იცნობთ

ზუსტად დათქმული დროისთვის მობილურებზე დააყენებთ ვიბრომაღვიძარას და დარეკვისთანავე ყველანი დავწვებით მიწაზე. სხვადასხვა ფორმებში, როგორც თქვენ გინდათ, იქნება ეს გვერდულად თუ პირაღმა დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში ვიქნებით ასე, მწოლიარეები. მერე ვითომც არაფერი მომხდარაო, წამოვდგებით, ტანსაცმელს გავიბერტყავთ და გავუდგებით გზას ბროსეს ბაღისაკენ ისევ, მხოლოდ ბროსეს ბაღს როცა მივაღწევთ, მერეღა გვიხარია და აღვნიშნავთ, თუ აქცია შედგება. მანამდე არავინ არ გამოხვიდეთ როლიდან! ვიმეორებ! ბროსეს ბაღის მიღმა, არავინ არ გამოხვიდეთ როლიდან!

მოკლედ,  ეს თემა კი ვნახე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ მოახერხებდნენ ამ ყველაფერს და მივივიწყე ,ვითომ არაფერი.. დღეს დილას აი სრულიად შემთხვევით გამახსენდა და ზვიას ვკითხე, რა ქენით 6 აპრილს, მოაწყვეთ მასობრივი ზეწოლა-მეთქი? ხოდა თურმე ყველაფერი ძალიან კარგად გამოსულა.. შევვარდი მაშინვე ფორუმზე, დავრეგისტრირდი და მეთქი ააა! მალე, უნდა დავბლოგო ეს ყველაფერი ! მერე ჩე-ს მივწერე პმ, რომ დავწერო, თუ არა მეთქი და ძალიან კარგი იქნება , თუ დაწერო.. ორონდ ჯერ მთლად ჩამოყალიბებულები არ ვართო. ანუ აპირებენ კლუბის შექმნას. ახლა დაჟე ლოგოზე და ასეთ პატარ-პატარა დეტალებზე თანხმდებიან და საქართველოში გვეყოლება ასეთი კლუბი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება “გაწევრიენება” . ეს აქციები რომ დამთავდება  , მაშინვე აპირებენ კიდევ რამე ახალის მოფიქრებას.. აი მე პირადად შემდეგზე ნამდვილად წავალ და თქვენც მოგიწოდებთ : )) ახლა  ფოტოკოლაჟი 6 აპრილის მასობრივი ზეწოლისა : ))  [ფოტოკოლაჟის სრული ვერსია] და ვიდეო იქნება ამ დღეებში, იმასაც განახებთ, ახლა მონტაჟდება : ))

ეს შესავალი, მოსამზადებელი ეტაპი : )) მერე კიდევ სურათები აი უ კო მენ ტა როდ ! ბოლო კადრი არის აი ზე ! ასეთი ნეტარი ვახო მე ჯერ არ მინახავს ! :დ ფოტოებისთვის დიდი მადლობა Tea-ს, მთელი ფოტოკოლაჟი მისია : )

ac7cd997c03f

7b9245c8890f

29be0c24a7ce

fb08a06eeffa

32b48f4f42e6

679ff00e9bfb

მე ვამაყობ ! :უსერ:

p.s.  აქ ეს კლუბი იარსებებს LOL 404-ის სახელით

39 Responses to “Improv Everywhere თბილისში!”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)