შემოქმედება, ემპათია, არაძალადობა.

რამდენიმე დღის წინ მითხრეს (და FB-ს ივენთიც მომივიდა), რომ კონფლიქტოლოგიის ცენტრი ICCN აწყობდა აქციას “შემოქმედება, ემპათია, არაძალადობა”. სხვა ამ აქციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყურადღება მიაქცია ცოხალი წიგნების ბიბლიოთეკამ. როცა ეს იგეგმებოდა, რამდენიმე თვით ადრე, iccn-ში ვისხედით და მაშინ ითქვა პირველად ამ იდეის შესახებ. უფრო სწორად, ამის ჩატარების პრეცედენტი ადრეც იყო და ახლა მეორედ უნდა ჩატარებულიყო. წარმოიდგინეთ, რა მაგარი რამეა, რომ კითხულობ მოსაწვევს და წერია: 

12 საათიდან კი კინოთეატრ ‘ამირანის’ ლიტერატურულ კაფეში გაიხსნება ცოცხალი წიგნების ბიბლიოთეკა. ცნობილი ადამიანები იქნებიან წიგნები, წამკითხველები კი სტუდენტები და ყველა დაინტერესებული ადამიანი. წიგნები არიან:

* გიორგი ხუციშვილი, პროფესორი, კონფლიქტოლოგი
* გიორგი ნიჟარაძე, ფსიქოლოგი, კულტუროლოგი
* ნანა ბერეკაშვილი, ფსიქოლოგი, ექსპერტი გენდერულ საკითხებში
* ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი
* ლეილა სულეიმანოვა, არაბისტი
* ია ანთაძე, ჟურნალისტი
* დათო ბუხრიკიძე, თეატრმცოდნე
* რუსუდან გოცირიძე, თეოლოგი
* მამა ზაზა თევზაძე
* თამარ პატარაია, ეროვნული უსაფრთხოება და არაძალადობ

ჯერ ჩამოთვლილი ადამიანი წიგნების სიას რომ გადავხედე, აღარც დავფიქრებულვარ ვინ რა წიგნი იქნებოდა, მაშინვე გადავწყვიტე წასვლა.

ცოტა წარმოუდგენლად ჟღერს “ცოცხალი წიგნი”, მაგრამ ძაან მარტივია:

მაგიდაზე იყო  ასეთი წიგნის ყდები. აირჩევდი ავტორს (წიგნს) და წახვიდოდით ავტორთან, წასაკითხად. ნუ ამ ყდას რომ გადაშლიდი, შიგნით ცარიელი იყო, ნაწერი თვითონ ავტორი იყო :))

ძალიან მაგარი იყო, მართლა! მე სამი წიგნის წაკითხვა მოვასწარი. ბაქრაძის წაკითხვა მინდოდა, მაგრამ ფრიად დააგვიანა და მაგ დროს მე უკვე ბექასთან ვიჯექი :D

BILD0226

ცოცხალი წიგნების წაკითხვის შემდეგ, ოთარ იოსელიანის ფილმი გვაჩვენეს, ძალიან მაგარი და კრეატიული! დანარჩენისთვის ფოტოკოლაჟი

(სურათს დააკლიკეთ და რომ გაიხსენება იქედანვე გადადით შემდეგ სურათზე. მაუსი გაუსვით და გამოჩნდება გადასართავი ისარი:D)

BILD0213
BILD0214
BILD0217
BILD0218
BILD0220
BILD0224

ძალიან დაღლილი ვარ ეხლა საიმისოდ, რომ დავწერო რომელ წიგნში რა წავიკითხე, მაგრამ ერთი რამე მაინც უნდა გითხრათ:
გაგა ნიჟარაძისგან გავიგე, რომ იაპონელებს გინება საერთოდ არ აქვს და მაქსიმალური შეურაცხმყოფელი სიტყვაა სულელი და არაწინასწარმეტყველებადი. ანუ ისეთი, რომელის საქციელიც არის არაპროგნოზირებადი. რა მაგარია :D

გული დამწყდა, რომ არც ერთი ბლოგერი არ იყო. არადა FB-ზე შემოერთებული შევნიშნე რამდენიმე. ჰმ, რა გამაზეთ არ იცით!

:D

15 Responses to “შემოქმედება, ემპათია, არაძალადობა.”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)