How to Lose..

დილა ჩვეულებრივ, კარამელის ჩაით და კომპიუტერით დაიწყო. ჯერ კიდევ წუხანდელ ფილმზე ვფიქრობ და ვაპირებ საკუთარი ვერსია დავწერო თეორიებისა: “How to Lose a Guy in 10 Days”. new post-ის ფანჯარაც წარმატებით გავხსენი და თავიდან მოკლედ დავაპირე ჩამოწერა რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად- ეჭვიანობა, ცრემლები.. ცოტა ხანს დავფიქრდი, ჩაი მოვსვი და რაღაც თავისთავად დავიწყე წერა:

ხო, ყველას აღიზიანებს ეჭვიანობა, ცრემლები..ვაღიარებ, ეჭვიანობა ცუდი რამეა, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს. “ვენდობი, კარგი თვითშეფასება მაქვს, მაგრამ ვეჭვიანობ”- დაახლოებით ასეთი იქნებოდა ჩემი პასუხი შეტევაზე გადმოსულებისთვის, რომ აი ამის და ამის ბრალია ეჭვიანობა საერთოდო. კი, ვენდობი, მაგრამ ვინ არის დაზღვეული?კი, კარგი ვარ, მაგრამ  ბრედ პიტს 100 წლიანი გარანტია მოყვა ანჯელინამ როცა “შეიძინა”, რომ არ უღალატებდა? :D აარა :D  ვერავინ ვერ გაექცევა, რომ ერთ დღეს შეიძლება ან ერთმა, ან მეორემ, აღმოაჩინოთ, რომ ჰოი, სხვა მოგოწონთ. ეჭვიანობით ამას ვერც უშველი, ვერც ვერაფერს კარგს იზამ, გარდა საკუთარი თავის ატკიებისა, მაგრამ მაინც..

ცრემლები.. ერთადერთი მამრობითი სქესის ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ ცრემლებს არათუ იტანს, უყვარს კიდეც, ოთოა და მაგრად გავოცდი- გამიხარდა. ხო, მართალია არ ვიმჩნევ ხოლმე, მაგრამ სუსტი ვარ. გაბრაზებისას კი არ ვტირი და ვლეწავ, მეტირება. და რას ვიღებ?- ნერვები ეშლებათ! ისმის კითხვა- რატომ? იმიტომ, როიმდენად ვეცოდებით, რომ ცრემლების ცქერის თავი არ აქვთ? [lol] თუ იმიტომ, რომ დაწყნარება ეზარებათ :D

მე არ შევიცვლები- ეჭვიანიც ვიქნები და მტირალაც. არ გნებავთ? -რა პრობლემაა! გზა ხსნილია..

უცებ გამახსენდა, რომ მე პოსტი სულ სხვა რამეზე უნდა დამეწერა და დამერიგებინა ქალები, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ამ ორი პუნქტის მანდ შეტანა არ შემეძლო.. დანარჩენი- პაჟალუსტა :D [მაგალითად ერთი კვირის გაცნობილ BF-ს ოჯახის გაცნობა არ უნდა სთხოვო :D]

თვალი გადავავლე ნაწერს, პოსტში წუხანდელი ჩხუბის კვალი აღმოვაჩინე, გამეცინა და დავაპაბლიშე :D დიახაც, ერთ დღეს კარამელის ჩაით ხელში, ნაჩხუბარი და წუხანდელი ნამტირალევი თვალებით ვიჯდები კომპთან, ის კიდე მოვა, ჩამეხუტება და მეტყვის, რომ ეცდება აღარ გაგაბრაზოს, რომ ძალიან გიხდება დასიებული თვალები და მიუხედავად იმისა, რომ გეცოდინება, ეს არც პირველი ჩხუბია და არც უკანასკნელი, თუნდაც იმ წამს კარგად იგრძნობ თავს :D

20 Responses to “How to Lose..”

  • ხატუსია:

    :D
    მშვენიერი პოტია ნაცნობ თემაზე :D
    არა ამას უკვე ნაცნობი აღარ ქვია :D
    ნეტა მე როგორ მიძლებს მეთქი ხანდახან ვამბობ რა.:D არაუშავს თინი რა მეც სულ ვტირივარ და ვწუწუნებ, ეჭვიანობასაც არ ვაკელბ მაგრამ ერთად ვართ აგერ უკვე რამდენი ხანია, ხოდა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეგ არ არის მთავარი მიზეზი იმისა რომ ბიჭი შეიძლება მაგიოს გამო დაგშორდეს ან გაბრაზდეს და მერე შენ დაშორდე…არა რო გააღიზიანებს ეგ ფაქტია, მაგრამ მერე ასე ერთ საათიანი მდუმარებას ალბათ თვითონვე დაარღვევს :D

    • Tiny:

      ხო ვიცი :D ჩხუბი გადავიარეთ :D მაგის გამო დაშორება რავიცი, სისულელეა :P თანაც თვითონაც არ უკლებს ეჭვიანობას, ასე რომ.. :D

  • ლორდ ჰენრი უოტონი:

    : )))

  • აუ თინ დაიწყო არა საპნის ოპერების სერია შენს ბლოგზე? :D

  • ლორდ ჰენრი უოტონი:

    რას ჭუკჭუკებთ ე? :D

    ბიჯო ლანდიშ, ფორმა 20-ზე დღეს რო მივიდე, იქნებიან?

    ვაოFFებ :>

  • ცრემლები მართალია აღიზიანებთ, მაგრამ ყოველთვის არა. ისე ერთერთი საშუალება რამეს მიაღწიო, არის ტირილი :D მთავარია ხშირად არ გამოიყენო ეს ხერხი, თორემ გაუფასურდება :D მომწონს ეს ბლოგი ))

  • აუ, მაგ ფილმზე ვეუბნებოდი ერთს ამას წინათ, 10 დღე რა ამბავია, მე ძალიან სწრაფად ვახერხებ-მეთქი :D

    რა ამბავია 10 დღე :D

  • მე ქალების არ მესმის ….

    ნელა ნელა კიდევ და კიდევ დაკიდევ უფრო ვრწმუნდები ამაშI :D

  • მეც მეგონა ოდესღაც ჩემი თავი შეუდრეკელი დიაცი,რომელიც არასდროს იეჭვიანებდა რომელიმე გოგჩოზე და არც უაზრო სისულელეებზე აიშლიდა ნერვებს. მაგრამ ეეჰ… რო გიყვარს მერე გენძრევა ყველაზე მაგრად,ყველაზე დიდ სისულელეებზეც მიეჭვიანია და თან ნერვებსაც ვუშლი ყოველდღე. ყველანაირი სერიოზული მიზეზების გამო.
    ისე შენც გამახსენდი რამოდენიმეჯერ,მე მოვკვტე :D

    • Tiny:

      გოგო სიყვარულის გარეშეც ვეჭვიანობ დიდისამბით :D
      შემოგევლე :)) როგორ მაქვს საქმე დაყენებული, ეჭვიანობაზე მე ვახსენდები ხალხს :D :D
      მომენტრე დალო <3

  • ხოდა რა პონტში მახსენდები იცი? აი ემოციური რომ ხარ მაგ ანბებში დასაერთოდაც,ეგრეთი განვხდი მეც და თვალწინ დამიდგები ხოლმე შენი რეჩებით. მეც მომენატრე და გნახამ თუ გეცლება იმ კვირაში. საჭორაოდ :D

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)