happy..

აჰა,დიადი დღე, ოდეს ჩემი ბრწყინვალება მოევლინა ქვეყანაზედ :D არ მიყვარს ეს 18 სექტემბერი და რა ვქნა, მაგრამ წესი წესია, ყოველ დაბადების დღეზე ვლოცავ, რომ ვარსებობ :D

ახლა რა შემიძლია ვუთხრა ჩემს თავს:

თინათინ [ასე მივმართავ, როცა დამრიგებლურ ტონს ვიყენებ ხოლმე], წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად „დიდი გოგო“ გახდი. ბევრი რამე გამოიარე, დიდი გამოცდილებები მიიღე..რამდენადაც წარუმატებელი წელი იყო[მაგრამ წარუმატებელსაც ვერ ვუწოდებ..], ორჯერ მეტად წარმატებული წელი იქნება ახლა იმიტომ, რომ ამ პატარ-პატარა თუ დიდმა სიძნელეებმა გაგაძლიერა. ახლა უკვე იცი ვინ არის აქ მთავარი, ახლა უკვე იცი რა შეგიძლია. იცი, რომ ძლიერი ხარ და ყველაზე რთული ეტაპი  წარმატებით გადალახე:D ამ წარმატების მიღწევის პროცესში დაზიანდა შენი ჯერ არ არსებული კარიერა, მაგრამ ეს დაზიანება სტიმული გახდება შენთვის და როგორც ქოლგეითის თუ ბლენდამედის კბილის პასტა აღადგენს კბილის დაზიანებულ მინანქარს, ისე აღადგენ ყველაფერს :lol: გისურვებ ნებისყოფას- იმისთვის, რომ კარგი მომავალი გქონდეს.

კიდევ გისურვებ  სიყვარულს იმიტომ, რომ მარტო მაშინ გრძნობ თავს კარგად, როცა გიყვარს. გისურვებ მეტ გამოცდილებას, ოღონდ თუ შეიძლება სიძნელეების ხარჯზე აღარ- წელს დავისვენოთ:D

და გისურვებ, რომ მომავალი წლის 18 სექტემბერს დიიდი ი და აღფრთოვანებული პოსტი მიუძღვნა შენს მეცხრამეტე წელს :P

პ.ს. ნატალიასაც ვულოცავ და ძაალიან გამახარა, რომ თავის პოსტში მომილოცა :) და კიდევ, წელს მგონი ყველაზე მეტ მილოცვას ვიღებ :D [:აქ რეჩი ინტერნეტის სარგებლობაზედ:]

11 Responses to “happy..”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)