happy birthday

დაახლოებით ერთი თვის წინ, 28 ოქტომბერს, დიდი ზარ-ზეიმით უნდა მიმელოცა ჩემი ბლოგისთვის დაბადების დღე. გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა, დავწერე პოსტი და ბოლოს სულ სულ პირველი პოსტის გალინკვისთვის მოვძებნე ის პოსტი და სახე შემეცვალა თარიღი რომ დავინახე..

SGPhoto_2009_11_27 12_12_38

საიდან მახსოვდა ეს 28, დღემდე აზრზე არ ვარ..თან ისე დარწმუნებული ვიყავი, არც მიფიქრია გადამოწმება. ჩავვარდი თითქმის ისტერიკაში, მთელი პოსტი წავშალე [ამ დროს ვნატრობდი, რომ პოსტი ქაღალდზე ყოფილიყო და უფრო კარგად შემეგრძნო მისი განადგურება :D] და განვაცხადე- შემდეგ დაბადების დღემდე მოუწევს ლოდინი მეთქი.  დღეს, ერთი თვის მერე, ძლივს გადამიარა იმ გაბრაზებამ და  ახლა ვეცდები მივულოცო კიარა, მიმოხილვა გავაკეთო ამ ერთი წლის:

თავიდან ჩემი ბლოგი რასაც ქვია ჩემი იყო, არც მიფიქრია სადმე დაპიარება. ახლო მეგობრებმა იცოდნენ. მერე, დაილოცოს ვორდპრესი და შიდა ძრავიდან გადმოდიოდნენ მკითხველები[ერთ-ერთი პირველი მკითხველი,ხატუსია იყო, რომელთანაც ახლა ვმეგობრობ]. მერე მართლა არ მახსოვს, როდის ვუწოდე ჩემს  თავს სრულუფლებიანი ბლოგერი :D

თავიდან მაგარი კომპლექსიანი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერების უმრავლესობას ვიცნობდი ისედაც. ფორუმ.გე-ზე, ქართველი ბლოგერების თემაში სულ ფეხის კანკალით შევდიოდი და ისე ვლინკავდი ხოლმე პოსტებს :D სხვათა შორის, ეს კომპლექსები ძაალიან დიდხანს გამყვა. პირველ ქართულ ბარკემპზე რომ პრეზენტაცია უნდა გამეკეთებინა, ისე დავკომპლექსდი თავი ვერ მოვუყარე აზრებს. არაფერი არ მახსოვს რა ვთქვი და იმედია არავის არ ახსოვს :D

მერე ნელ-ნელა მკითხველის რიცხვი გაიზარდა, კომენტარებისაც და ხუთი თვის თავზე უკვე გაოგნებული ვიყავი ჩემი სტატისტიკებით : http://tiny.ge/5-თვის-შემდეგ/

დღეს ნუ მეტ-ნაკლებად ყველამ იცის ჩემი სტატისტიკები, მხოლოდ შიდა სამზარეულოს გაჩვენებთ:

SGPhoto_2009_11_27 11_58_53ბლომად მიწერია, რა მინდა :D ნუ გასათვალისწინებელია, რომ ზოგი პოსტი მარტო ცარიელი კლიპია და რაღაც ასეთები..

ერთი წლის მანძილზე ბეევრი რამე გადაიტანა ბლოგმა-

  • ყველა გაბრაზებისას დაპრივატება- წაშლის მცდელობა

ბოლო დროს წაშლის მცდელობები არ მაქვს და დაპრივატება აღარ მინდება ხოლმე, მაგრამ ძალიან ხშირად მაქვს პერიოდები, როცა მგონია, რომ ჩემი თავი ამოვწურე ბლოგერობაში.

  • ძველი პოსტები

დაუფორმატებელი, უაბზაცო, ბევრ სმაილებიანი პოსტები..

  • ზარმაცი ავტორი

რომელსაც დღემდე ერთგულად უძლებს..

მე კიდევ მივხვდი, რომ თუ ბლოგერი ხარ, ბლოგერობა რაღაცნაირად ცხოვრების სტილად იქცევა. არ მინდა არასწორად გაიგოთ, აი რას ვგულისხმობ: ყველაფერი, რაც შენს გარშემო ხდება, შენთვის საპოსტე მასალად იქცევა. თქვენი არ ვიცი და მე სულ ვფიქრობ- ამას როგორ დავწერ ბლოგზე,  იმაზე დავწერო თუ არ და ა.შ. ტვინი უკვე ავტომატურად მაქვს გადართული და ფიქრობს ხოლმე რამე მოვლენის მოხდენისთანავე, ამას როგორ დავწერთ ბლოგზე :D ამას პლიუს, ძალიან ბევრ ბლოგერთან ვმეგობრობ.

ჩემი და ჩემი ბლოგის ჩინ-მენდლები:

ჩინ-მენდლების [:D] რა გითხრათ, მაგრამ იმედია ნამეტანი არ გავთავხედდები, თუ ვიტყვი, რომ პატარა დამსახურებები მეც მაქვს.

მაგალითად, სოროსის ფონდმა ბარკემპისთვის რომ დამაფინანსა და 4 ძაალიან კარგი დღე გავატარე ერევანში! კიდევ იყო პრაგოსის და ჩემი თანამშრომლობა და მოკლედ, ათასი წვრილმანი.. ყველაფერი ბავშვივით მიხარია ხოლმე, რა კარგსაც ჩემს ბლოგზე გავიგებ. ძალიან დიდი სტიმულია ხოლმე, როცა მეუბნებიან, რომ მკითხულობენ. ჰაერში დავფრინავდი,  როცა შორემ , აი სრულიად უცხო ადამიანმა მომწერა, რომ ჩემს ბლოგს კითხულობს და ძალიან მოსწონს. . აი ასეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტები, ერთი კომპლიმენტიც კი, ძაალიან დიდი ენერგიით მავსებს ხოლმე :user:

მოკლედ, ბლოგო, დაბადების დღეს გილოცავ..არაზარმაც პატრონს გისურვებ პირველ რიგში და მეორე რიგში მეტ მკითხველს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიმსახურებთ :))

17 Responses to “happy birthday”

  • ბოლომდე ჩავიკითხე და უცებ პირი გაოცებისგან ღია დამრჩა.სასიამოვნო გაოცება. მოიცა ჯერ მოგილოცავ გილოცავ,გილოცავ და ბევრ კარგ რამეს გისურვებ,შენ და შენს ბლოგს რომ გამოგადგებათ ისეთებს.
    სულ რამდენიმე წუთის წინ ტვინს ვიჯიჯგნავდი,რამე უნდა დავწეროთქო,რაღაც ჩემი ყოველდღიური,რუტინული ცხოვრების აღწერა,უინტერესოდ მომეჩვენა,ეხა კი დავასკვენი,რომ ის უნდა დავწერო რაც მინდა,რაც ხდება. თუნდაც სხვებისთვის უმნიშვნელო.იმიტომ რომ ეს ბლოგი ჩემთვის გავაკეთე.
    ჰოდა მადლობა სტიმულიზაციისთვის.
    გილოცავ და შენ ხარ ჩემი მხსნელი და დამხმარე რთულად გამოსავალ ბლოგურ სიტუაციეებიდან.
    ჩემი პოსტებივით გრძელი გამოვედი:):)

  • გილოცავ :) ისე შენი ბლოგი მაგრად მომწონს ჩემთანაც შემო :) თუ არ დაგეზარება . . .

  • გილოცავ თინათინ ბლოგერობის წლისთავს! :P

    და ბლოგერობა რომ ცხოვრების სტილად იქცევა, ამაში გეთანხმები სავსებით :იეს:

  • მეზიზღება სტატისტიკა! კარგი რა, თინი!!! Who gives a damn!
    ზოგჯერ ყველაზე “უსტატისტიკო” ბლოგს უფრო სიამოვნებით ვკითხულობ.

    უი, გილოცავ! :P
    მიყვარს შენი ბლოგი, ოღონდ რატომღაც ადრე უფრო ხშირად ვკითხულობდი, ვორდპრესზე :| უფრო საკაიფო პოსტებს წერდი, ჩემი აზრით.

    შექებისა და პატარა სტიმულების გარეშე ადამიანიც ვერ იცოცხლებს, ნი ტო ჩტო ბლოგერი!

    Love ya, Tin&Tin!

  • Tiny:

    მადლობა გოგოებო <3

    Sophie Golden

    სოფ, ვორდპრესსზე მეც გეთანხმები:(მაშინ სუულ სხვანაირად ვწერდი,მეც მენატრება ხოლმე იქაური პოსტები.მაგრამ ალბათ მეთვითონ შევიცვალე :))
    სტატისტიკებს რაც შეეხება, ეგ ერთგვარი ბლოგერული ტრადიციაა, დაბადების დღეებზე ამბობენ ხოლმე სტატისტიკებს:D

    ლავ იუ თუ :*

  • გილოცავ, გილოცავ , გილოცავ !!!

    რაც დრო გადის უფრო და უფრო [ვ]ვითარდებით, მომავალ წელს ამ დროს უფრო კარგი ბლოგი გქონოდეს და მომელოცოს : >

    ყველაზე ძალიან რაც შენს ბლოგში და შენში მომწონს ისაა რომ ძალიან გულახდილად წერ, და რაღაც კარგი და დადებითი ემოციები მოდის შენგან…

    Respect !

    კაქი გოგო ხარ თინი, შენ ! :წუბ:

  • გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს!!

  • მეც გილოცაააააავ!!!! <3 <3 <3

  • Tiny:

    დიდი მადლობა გოგოებო, ძაალიან დიდი :love:

  • თინ, ვინაიდან სკაიპში უკვე შეგითანხმდი, პოსტს აღარ წავიკითხავ და პირდაპირ გიკომენტებ!
    გილოოოოოოოოოცააააააააააააააააააააააავ!
    რა დამავიწყებს იმ წუთებს, შენს ძველ ბლოგზე რომ გაჩნდა ჩანაწერი: “ეს არის ბოლო პოსტი ამ ბლოგსა შიგან” :)))))))))
    შემოგევლე, ლავ იუ და ვინც სხვანაირად გაიგოს, შავ კუბოში იძინოს :პ :პ

    ჩმოკ–ჩმოკ :))

  • გილოცავ და წინ სვლას გისურვებ შენ და შენს ბლოგს !!! :*

  • გილოცააავ და აბა შენ იცი წარმატებები :)

  • უი, სულ ერთი წლისაა ეს ბლოგი? გილოცავ გილოცავ გენაცვალე :)

    მინდა გითხრა, რომ ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ შენ ახალ პოსტებს,
    ერთი მეც მჭირდება [მე და ჩემ ბლოგს] “დაქოქვა” :blush:

    წარმატებები თიინ :*

  • Tiny:

    ლიკა

    დიდი მადლობა :)

    sun_waiting
    ხოო, ჯერ პატარაა:user:ძალიან დიდი მადლობა:*

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)