GUESS WHO
ალბათ ადამიანების ჩვევაა, რომ შეუძლიათ პიროვნების გაცნობის გარეშე გამოიტანონ დასკვნები “რამის” საფუძველზე. ეს “რამე” შეიძლება იყოს ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იმიჯი, ლაპარაკის მანერა, გამოხედვა.. მაგალითად, მე მქონია შემთხვევა, როცა ვინმეზე (თუნდაც უბრალოდ გამვლელზე) მითქვამს- “ნახე, რა გამოხედვა აქვს, უეჭველი ძალიან სწერვაა”, ან “ნახე რანაირად იყურება, სუფთა უინტელექტო..” რამდენიმე დღის წინაც მქონდა შემთხვევა, ვიღაც გოგოს შევხედე და “ეს დურაჩკაა!” -დავადგინე.. ეს ყველაფერი ნამდვილად ჩვევის დონეზე ხდება და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. თუმცა არის ლოგიკურებიც.. მოკლედ, გადავალ “საქმეზე” და გეტყვით რისი თქმა მინდა:
სანამ ადამიანს არ ვიცნობთ, რაც არ უნდა უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდეს მის მიმართ გაცნობამდე (გაცნობა პირობითად), გაცნობის შემდეგ ბევრი რამ იცვლება..
შარშან, სა-15-აპრილოდ დავწერე ძალიან მწარე პოსტი “ქართული სიყვარულის დღესთან” დაკავშირებით. ამ დღის დამაარსებელი კიდევ, ბესო ჩუბინიძე, გავასწორე მიწასთან :D პოსტის დაწერიდან თვეების შემდეგ (ანუ შარშან აპრილიდან ერთი-ორი თვის წინამდე) თურმე ცდილობდა ბესო, რომ მოვეძებნე და აეხსნა, რომ ეს დღე მისი ახირებით არ იყო დაარსებული. მას უბრალოდ იდეა გაუჩნდა და ორგანიზება გაუკეთა და დანარჩენი რა თავის ბრალია, რომ ხალხი აყვა? :D დეკემბერში თსუ-ს ფორუმზე მომივიდა პმ:
თავიდან მეგონა ვინმე ხუმრობსთქო, გავარკვიე და თურმე ნამდვილი ბესო ჩუბინიძე ყოფილა : )) სკაიპში დავამატეთ ერთმანეთი და არ ვიცი მომეჩვენა, თუ მართლა გულდაწყვეტილი მელაპარაკებოდა ჩემი კრიტიკის გამო. მაშინ ძალიან შემრცხვა, რომ მართალია ბლოგზე არა, მაგრამ ფორუმზე ძალიან უცენზუროდ მოვიხსენიე რამდენჯერმე (ისიც ნანახი აქვს). ამასობაში კიდევ შემრჩა ხელთ აბსოლიტურად უამბიციო ადამიანი, რომლის “დანაშაულიც” სულ 1%-ია. ორგანიზებას ხომ ვერ შეძლებდა, თუ არ აყვებოდნენ აგერ უკვე მეთხუთმეტე წლის განმავლობაში.. :|
მეორე შემთხვევაში ალბათ მარტო ჩემთვის არ მოხდა ცვლილებები. თან ჩემთვის ნაკლებად- არასდროს მიგინებია შორენა ბეგაშვილი და არასდროს მითქვამს მასზე, რომ გარყვნილია :D სამაგიეროდ არსებობს ჭეშმარიტი ქართული საზოგადოება, რომელიც ერთი შეხედვით ამოიცნობს ხოლმე ადამიანში “ბოზობის ნიშნებს”. და ჰოი საოცრებავ, გამოდის შორენა ბეგაშვილი “სიმართლის დრო”-ში და ყველაფერი იცვლება.. იგებენ, რომ შორენას ქმარმა უღალატა.. იგებენ, რომ უჭირდა ფინანსურად და იმიტომ გაიხადა playboy-სთვის.. იგებენ, რომ ძალიან დიდი დამცირება გადაიტანა “მომავალი მეფისგან” და უცებ ივსებიან დიიდი თანაგრძნობით და პატივისცემით ამ ერთ დროს საძულველი პერსონის მიმართ.. მართალია მე იქამდეც გულგრილი დამოკიდებულება მქონდა და საერთოდ არაფერს არ ვფიქრობდი ამ საკითხზე, მაგრამ მეც გამიჩნდა ჩემი დამოკიდებულება (ქალურ ისტორიებზე ყოველთვის გული მიჩუყდება).
შემდეგი შემთხვევა იყო მაია ასათიანი.. ასე თუ ისე, მაღიზიანებდა იმის ქცევები, სიცილი, კითხვები, გადაცემის ბოლოს თავისი” საფირმო დამშვიდობება”, ჩაცმულობაც კი.. ნიჭიერის გუნდში მოხვედრისთანავე, აბსოლიტურად შემეცვალა განწყობა. აღმოჩნდა, რომ მშვენივრად მესმის რის გამო ჩასვეს ჟიურიში მაია ასათიანი. მაშინ გავიაზრე ის ფაქტიც, რომ სადაც მაია წავიდა ყველგან წაიღო თავის რეიტინგი.. მერე მისი ყოველდღიური ჩაცმულობაც ვნახე და მორჩა, ვაღიარე, რომ მან იცის თავის საქმე.. :D
შეიძლება პოსტის განწყობასთან არაფერ შუაშია, მაგრამ გული გამისკდება რომ არ ვთქვა..ლირიული გადახვევა:
პირველ იანვარს ვანოს შოუს ყველამ უყურა? :D ყოველთვის ხომ მევასებოდა მერაბიშვილი, მაგრამ უბრალოდ ვერ წარმომედგინა, თუ ასე კარგად გაართმევდა თავს იუმორს. აშკარად, დაგეგმილის გარდა იყო დაუგეგმავი ხუმრობებიც და თან, მიმიკებსაც ხომ ვერ დაგეგმავ :D ძაან გამისწორდა!
ამ მეტ-ნაკლებად საზოგადო შემთხვევებს თავი დავანებოთ და რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ პირადად გაცნობამდე საერთოდ სხვანაირი შთაბეჭდილება ქონდათ ჩემზე (ცუდი ანუ). ყველაფერი იმ იმიჯების ბრალია, რასაც ან თვითონ ვქმნით, ან სხვები გვიქმნიან, ან თავისთავად შემოიქმნა.. არავინ არ იცის ობიექტური სიმართლე (მე საერთოდ მგონია, რომ ობიექტური სიმართლე არ არსებობს) პიროვნების შესახებ და რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი სუბიექტური სიმართლეა.. თუმცა, ერთი რამ არის- იმ იმიჯის ნაწილები ჩვენ თვითონ ვართ ასე თუ ისე..
შორიდან ძალიან ადვილია ვინმეს პიროვნება წარმოიდგინო და მიაწებო შენი დასკვნები, როგორც კი პირადად გაქვს შეხება ადამიანთან, როცა თავისებური დამოკიდებულება ჩნდება სხვადასხვა გარემოებების გამო, ყველაფერი იცვლება..მე ვიცი, ჩემი ნაკლია, რომ შემიძლია ერთი გამოხედვით ვიმსჯელო ადამიანზე, მაგრამ მთავარია, რომ ამის აღიარება შემიძლია :D
პირადი შეხების გაჩენის შემდეგ, იცვლება ყველაფერი, მაგრამ:
:D :user:
პ.ს. ახლა ამ სურათს შევხედე და მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულ თავს ვარიდებ პოლიტიკას, რა პოლიტიზირებული ვყოფილვარ.. არადა ინსტიქტურად, ვინც პირველი გამახსენდა ისინი არიან ესენი..


















მართალი ხარ , რომ ეს წინაწარი დასკვნები სისულელეა, მაგრამ მაია ასათიანი სასტიკად არ მევასება :|
რაღაცნაირად გველს ვხედავ მაგ გოგოში :შ
მზაღს :|
აი პირადად თუ გავიცანი როდისმე (ნიჭიერის ლაივები რომ დაიწყება ალბათ მერე გავიცნობთ), მერე უფრო კარგად დავადგენ როგორია და გპირდები,გეტყვი.. ეხლა პროსტა წინასწარი ისეთი დასკვნები გავანადგურე, რასაც არანაირი საფუძველი არ ქონდა რეალურად :დ ანუ მის პროფესიონალიზმზე მაგალითად..
არავინ არ იცის ობიექტური სიმართლე (მე საერთოდ მგონია, რომ ობიექტური სიმართლე არ არსებობს)
გეთანხმები 100%ით!!!
მე პირადად არ მახსოვს, რო ვინმეზე ჩემი საწყისი და საბოლოო შეხედულება განსხვავებული ყოფილიყო. ზოგჯერ ყოფილა, შემიცვლია აზრი, მარა მერე ისევ პირველს ვუბრუნდებოდი.
@nina
აჰა:))ყველას თავის სიმართლე აქვს:)და ზოგადად ყველა სიმართლე სუბიექტურია :))
@sin165
მე დაჟე მეგობარი მყავს ასეთი, ათვალწუნებული მყავდა და გაცნობის შემდეგ ვააბშე სხვანაირი აღმოჩნდა, ახლაც ვმეგობრობთ.
კარგი პოსტია. ძალიან კარგი პოსტია. ეს თემა დღეს ნამდვილად აქტუალურია.
რატომღაც მგონია რომ ადამიანებს შეუძლიათ უფრო ადვილად დაინახონ ერთმანეთში ცუდი, ვიდრე კარგი. მე ყოველთვის ვცდილობ რომ ადამიანის უარყოფით რაღაცეებზე არ გავამახვილო ყურადღება და დადებითი წარმოდგენა დავიტოვო. რაც შეეხება მაიას რატომღაც ყოველთვის მეგონა , რომ ძალიან ჰუმანურია და რომანტიკული. ისეთ გადაცემებს აკეთებს რომ ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა :)) ნანუკასგან განსხვავებით. ნანუკა რაც კოდუების რძალი გახდა გაბლატავდა მგონი :D ხო ნუ შორს და ლანძღვაში წავედი :))) რაც შეგეხება შენ კარგ წარმოდგენას ტოვებ და მომწონს შენი ბლოგი :P
ხო,არაჰუმანური ადამიანი ვერასდროს ვერ შეძლებს “პროფილის” მაგვარი გადაცემის წაყვანას, ძალიანაც რომ უნდოდეს :D
ჩემზე კარგი წარმოდგენის გამო კიდევ ძალიან დიდი მადლობა :):*
ის ქალი ბოლო სურათზე სულ ქვევით რომაა ვინაა? :D
ლელა კაკულია :D :D :D
მე ზვიად გამსახურდიას ფანი ვარ..
:უსერ:
მართალია, მაიამ იცის თავისი საქმე, მაგრამ ეს მაგ ქალს ჩემთვის მოსაწონად მაინც არ ხდის :)))
აი ის მომეწონა ძალიან, “ის რაც არასდროს შეიცვლება”
საშინლად გეთანხმები მანდ და კიდევ დავამატებდი რამდენიმე ადამიანს.
მაიას რაც შეეხება, მაინც მგონია რომ შინაგანად არაა ისეთი ზეჰუმანური, ბავშვური და გულუბრყვილო, როგორიც პროფილში ჩანს. თუმცა გადაცემის ფორმატს სრულიად აკმაყოფილებს.
ვანო რომ რულდა სულ, მაგას ვამტკიცებ და არავინ მიჯერებს
:)
მეც ეგრე ვარ ერთი ნახვით შემიძლია ადამიანი ან შევიძულო ან შევიყვარო და შევაფასო და ჯერჯერობით არ შევმცდარვარ… რამდენჯერმე ვიფიქრე და მითქვამს კიდევაც ადამიანისთვის,რომ სულ სხვა მეგონა მაგრამ დრო რომ გადის მერე პირველი ხედვა სრულდება ხოლმე და მეცინება ჩემს თავზე… ასე რომ რავი ჯერ არ შემცდარვარ პირველივე შეფასებით… :) კარგი თემა იყო მომეწონა :*
@ვასასი
მანანაზე გაგახსენდა? :უსერ:
@piccolina
ნუ მეც არ გამიფანატებია, პროსტა უაზრო მიზეზები ჩამოვხსენი ჩემი “არ დავასებათაგან” : ))))
@monkey
ხო,მეც დავამატებდი. პროსტა უცებ ვინც გავიხსენე ისინი არიან მანდ :))თან რაღაც რომ გაქვს გასახსენებელი, მაინცდამაინც გეთიშება ადამიანს ტვინი რა :D
@pawu
მადლობა :*
მაია ასათიანის პროფესიონალიზმზე გეთანხმები, ისე კარგად აქვს დაგეგმილი გადაცემების შინაარსები, რომ მსიამოვნებს ხოლმე… ხოლო რაც არ უნდა მეძახონ, ასეთ “ტკბილ-ტკბილ” რამეებს ნუ უყურებო, მაინც ვერ ვეშვები ამ სენტიმენტალიზმს და სერიალებს და რა ვქნა? :D
ჰმ წარმოდგენებს(მოლოდინებსაც) არ ვიქმნი არასოდეს მაგრამ პირველი შტაბეჭდილება რომ გამიჩნდება მას მერე ადამიანი ან არსებობს ჩემთვის ან არა.
ნუ პირველი შთაბეჭდილება ძირითადად ამ ადამიანის ან ლაივში მოსმენით ნახვით ან მისი ქცევის შემჩნევის მერეა .
ადამიანი ამოუცნობია და ამიტომ რაც არ უნდა ვეცადოთ მას ვერ გავიცნობთ… უმეტეს შემთხვევაში ჩვენ თავსაც ვერ ვცნობთ ხოლმე… ასე რომ ყველა ის აზრი რაც ადამიანს უჩნდება უბრალოდ გარეგნობას + საუბარია… :P :))
:* არაფრისო რა მადლობა ქალი :*
Never say Never!!! :)
კარგი პოსტია :)) ზუსტად ეგრეა!
კაკულიებზე და მაისაშვილზე ვიხალისე ეგენი რა პონტში არ გევასებიან :) ვა ე.ი ასათიანის ინტერნეტ სივრცეში რეაბილიტაციას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში :)
მართალი ხარ ყოლიფერში;);)
ძალიან ვიხალისე ამ ისტის წაკითხვის დროს და 100 % გეთანხმები, 100% ით რა 90 ხო მაინც?! ხოდა მართლა ეგრეა. მე კიდე პირიქით მჭირს. გარეთ რო ადამიანი მიყრებს მგონია რო ის ფიქრობს ჩემზე ცუდებს მე კდიე ბუNჩულური სახით შევცქერი ხოლმე
ჰაჰა
:D
პირველი ნახევარი ძალია კარგია… მაგრამ ჟურნალისტურად ჩაგეკითხები: მეორე ნახევარი “რომ არ შეიცვლება”, ეგ საიდანღა იცი? :)
დაუჯერეთ ამ ადამიანს :) და მისი “ამ სტატისს” პროლოგს :) – სტუმრად მოსული ადამიანებისგან მეტი სითბოს მიღება გვესწავლოს და უფრო მეტი სითბოს გაცემა…:) – სჯობს… თორემ “ახლა” რომ უფრო მართებული ფორმაა ვიდრე “ეხლა” ეს არაა აუცილებელი, რომ ყველამ იცოდეს…:) კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე რა :)
da me ratom mergo pativi am blogis prologis gaxsnisa? :) – არადა რაც წერია ნაღდი წერია….
მშვენიერი თემაა და კარგი პოსტია. სამწუხაროდ , ძალიან ხშირად გამოგვაქვს არასწორი, ნაჩქარევი დასკვნები. თუმცა, ერთი შეხედვით გარკვეული შთბეჭდილება მაინც იქმნება პიროვნებაზე, და იმაშიც გეთნხმები, რომ ეს ძალიან სუბიექტურია ხოლმე უმეტეს შემთხვევაში.
საინტერესო პოსტია და ალბათ ბევრი ჩვენგანი დავინახავთ ამ ნაკლს, ჩვევას,თუ რაც არის,საკუთარ თავში. სულ ვამტკიცებ რომ ადამიანში მთავარი შინაგანი სამყაროა, გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს- მეთქი, მაგრამ ნელნელა ვხვდები რომ ჩემს ამ “აქსიომა” მოსაზრებას არ ვეთანხმები.რადგან,მინდა,თუ არ მინდა,ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება შეხედვისთანავე მექმნება და ამაში რა თქმა უნდა პირველრიგში გარეგნობა მეხმარება, ან ხელს მიშლის., :)ეს გვინდა,მოგვწონს,თუ არ მოგვწონს,ადამიანის ბუნებაა ასეთი და ასე ხდება.როგორც კი დავიჭერ საკუთარ თავს იმაში რომ მცდარად ვფიქრობ და ამის უფლება არ მაქვს სხვანაირად ვიწყებ ფიქრს, მაგრამ როგორც კი ისევ შევხვდები,შევხედავ,ან დავინახავ იმ ადამიანს,ისევ ძველი შთაბეჭდილება მახსენდება ან იგივე იბადება ახლიდან.:(:(….
უიი გია მაისაშვილი რატო არ მოგწონს კარგი ადამიანია მართლა ადრე გავიცანი მომავლის სკოლიდან …
ძლივს ერთად-ერთი საღად მოაზროვნე ბლოგერი. ალილუია,ნუთუ გვეშველა? თინი,კიდევ იმას დავამატებდი,რომ ადამიანს,როგორც პიროვნებას არ უნდა შეეხონ. თუ არ მოსწონთ,ნუ უყურებენ. მაგრამ ხალხი ხომ ჩასაფრებულია და ცდილობს რამე შეცდომა აღმოგიჩინოს და მაგ დროს თავის თავზე არ ფიქრობს,სხვისი წარმატება უფრო აღიზიანებს. ჩამოთვლილთაგან ერთ პერსონას მეც ვიცნობ პირადად და ძალიან კარგი ადამიანია! ამ უსამართლობამ დამღალა,თორე სხვა კი არაფერმა…
კარგი ხარ თინი,ბრავო :)