GRAND FINAL
იმ დღიდან, როცა ნიჭიერის ბლოგერი გავხდი, მართლა შეყვარებული ვარ ამ პროექტზე და ჩემს ჰედერზეც ტყუილად არ გამოვუყავი ადგილი :D იქამდე უცხოურ ანალოგებს, განსაკუთრებით britain’s got talent-ს ვადევნებდი თვალ-ყურს და მაინტერესებდა საქართველოში რა მოხდებოდა, იქნებოდა, თუ არა ისეთივე მასშტაბური, მრავალფეროვანი, წარმატებული, რეიტინგული…ფაქტია, წლებია უკვე სხვადასხვა ქვეყნებში სეზონებს თითებზეც ვეღარ ითვლიან (:D) იმდენად გაამართლა ყველგან ფორმატმა.
მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის და ისე ვნერვიულობდი თავიდან ყველა პოსტის წინ(არა მარტო თავიდან ისე), რომ ვერ აღგიწერთ. პირველი პოსტი განსაკუთრებით რთული იყო, რომ არ ვიცოდი როგორ უნდა ჩამომეყალიბებინა და რა ფორმით.
პირველი პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე გიორგისგან ბეევრი კომპლიმენტი მივიღე პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა სულ ასე ნარნარად არ იყო საქმე :D შენიშვნებიც მიმიღია, მაგრამ საერთო ჯამში კარგად ჩაიარა მგონი.
კიდევ მონაწილეებთან ურთიერთობა, თუნდაც ბიოების კეთებისას იყო ძალიან საინტერესო. ზოგ შემთხვევაში ბიოების საზღვრებს ფრიად გასცდა ურთიერთობები და ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ის დადებითია, რაც პროექტმა მომიტანა, მაგრამ ეგ სხვა დროს :D
სამუშაო ჯგუფზე მინდა ვთქვა- ყველას იმდენი შრომა აქვს ჩადებული ნიჭიერში, ისე უყვართ ეს პროექტი, რომ მგონი ზუსტად ეს იყო ამხელა წარმატების მიზეზი. მესამე პირში რას ვლაპარაკობ, დაწყების დღიდან რასაც ქვია თავით ვარ შერჭობილი ამ საქმეში! იმდენად მიყვარს,რომ შემიძლია ღამეები ვათენო, ოღონდ ყველაფერი კარგად გამომივიდეს. მოვალეობის მოხდის მიზნით არ ხდება ეს ყველაფერი, ძაალიან დიდი ენთუზიაზმი იგრძნობა მართლა ყველაში. კარგი სამუშაო გარემოც ხომ თავისას შვრება… აი მაგალითად, ადრე თუ იმის გამო დავფრინავდი ორი კვირა, რომ ხაბურზანიამ ჩემი ბლოგის ურლ იცოდა, ახლა შემიძლია სიცხიანი მივბლაყუნდე რეპეტიციაზე, ჩავეხუტო და შევჩივლო როგორ მტკივა თავი :D
იმიტომ არ ვამბობ, რომ იქ ვმუშაობ, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა,რომ ძალიან ბევრი გარშემომყოფი ყოველ ორშაბათს, 10 საათს ელოდება. დანარჩენი დღეები კი განიხილება ის ყველაფერი, რაც ამ ორშაბათს მოხდა. იმდენად ყველანაირ ჟანრს, ასაკს, სქესს, სოციალურ ფენას მოედო, რომ ნამდვილად არ გამკვირვებია, როცა ერთხელაც კორპუსის ეზოში “ნიჭიერობანა”-ს მოთამაშე ბავშვები შევნიშნე, საკუთარი ჟიურიან-წამყვანებიანად :D





















მეც როგორ ველოდებიი ^^
წინა ორშაბათს არ ვიცოდი რა გამეკეთებინა :)))
და ეს პროექტი რომ შემიყვარდა ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ შენ თინი, დოდკას, ნიჭიერის ფან გვერდს ფბ-ზე, ყველაფერი რაც იქ ხდებოდა, ამდენი ხალხის აზრს რომ კითხულობდი , თან ბლოგი, მოკოლედ ყველაფერმა დადებითად იმოქმედა მაყურებელზე და პირველი პროექტია საქართველოში რომელსაც ფეხზე დამდგრები დაუკრავენ ტაშს და თან არ შერცხვებათ !!!
ველოდებიი ^_^
Nichierobanas mec vtamashoob Xolmee .. :D ( maia Var Yvelazee xshirad :D ) Au ise ra cudia ro mtavrdebaa .. :S Kide iqneba xo ? ^^
ყოველ ორშაბათს ვუყურებდი, ფინალი ჯობდა სხვანაირი ყოფილიყო (ჩემი აზრით)
თინ,რამ შეგაყვარა ასე ხაბურზანია?ვივი,ვიცი,მეც ვაფასებ ძალიან,მისი მომავალი თანამშრომელი ვარ :))))მართლაც და დიდი პატივია ნიჭიერის ბლოგერობა,პატივი,რომელსაც ნამდვილად იმსახურებ.მომავალ სეზონზეც შენ უნდა იყო,აუცილებლად :**მე სხვის პოსტებს ვერ შევეგუები :(
არ იცი როგორ ველოდები მომავალ სეზონს და კასტინგებს(მონაწილეობას არ ვაპირებ,არ რა,ვერ,მე “არაფერი განსაკუთრებული” გოგო ვარ :D)
მომენატრება ნიჭიერი, თუმცა ფინალით იმედგაცრუებული ვარ. ორშაბათი ნიჭიერის გამო მიხაროდა. ისე ამხელა ინტერნეტ-მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა ამ პროექტს ალბათ არც ვუყურებდი :) ამიტომ დიდი მადლობა დოდკას, შენ, ბექას და ვინც ზრუნავდა საერთოდ მის ინტერნეტში პოპულარიზაციაზე.
ჰო შენს ბლოგსაც ვადევნებ კარგა ხანია თვალს და ახლა პირველად დავაკომენტარე. მომწონს, რაღაცნაირად… :)
@T.ale.N.ted
აუ რავიცი,ზალიან ჭკვიანია გიორგი <3
ხოდა შენ კიდევ დიდი მადლობა :* <3 კასტინგებზე მონაწილეობას თუარა, ისე მიანც მოდი ხოლმე საყურებლად,გაგიცნობ:)) (თუ კიდევ ვიქნები ნიჭიერის ბლოგერი :D )
@seefraulein
ვაი,დიდი მადლობა:) :*
თინი,არ იქნები და ხაბურზანიას სიჭკვიანეში ეჭვი შემეპარება:)))არადა,ეგ არასოდეს მოხდება,მერწმუნე :)კასტინგებს,ამ სეზონზე არა და,მომავალ სეზონზე მე თვითონ ჩავატარებ(ნუ მარტო არა,რა თქმა უნდა )…ამბიციაა არაა ეს,მოსალოდნელი რეალობაა :))) ისე ძალიან მინდა,რომ გავაკეთებ კიდეც … რა თავდაჯერებილი ვარ,ღმერთო ჩემო :)ანუ აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს(დიდი ვერაფერი ვართქო,მაგრამ მაინც :D )ვერ აცდები,მოგიწევს ჩემი ატანა :))) :***