გოჩმიქსები

ასე ერთი თვის წინ, ჩემს ბლოგს რომ უბედურება შეემთხვა და ერთი კვირით გათიშული იყო, გადავბარგდი საიდუმლო ბლოგზე, რომლის არსებობაც ძალიან ცოტამ იცოდა.

ბლოგი ორი პერსონაჟის შესახებ არის და სწორედ ერთ-ერთი მათგანი “წერს” ამ ბლოგზეც. მოკლედ, ესენი არიან ქალბატონი და ბატონი გოჩები! ანუ ქალბატონი გოჩა და ბატონი გოჩა.. ანუ.. მეტი ანუ არ გვინდა :D

ბლოგი იმით არის განსაკუთრებული, რომ მხოლოდ პაინტებით შედგება და მოკომიქსო სახე აქვს. მოკომიქსო- შესაბამისად მოგოჩმიქსო [ტერმინის მოფიქრებისთვის მადლობა ბატონ გოჩას]

350px_georgia_physical_mapპაინტების ხატვის იდეა მომივიდა ერთი პოსტიდან, თსუ-ს ფორუმზე არის თემა: the show me და ამ თემაში ერთმა მოითხოვა” მაჩვენეთ აცრემლებული საქართველო”-ვო  o_O O-o მე, რაღა თქმა უნდა, არ დავაყოვნე და მართალია თავიდან ნეტარი ჩეფჩიკას სურათის დადებას ვაპირებდი [მე მასში საქართველოს მთელ ტკივილს ვხედავ:lol:], მაინც თვითშემოქმედებას მივმართე და აი ეს ვაჩვენე.აცრემლებული საქართველო

მერე ერთი-ორი პაინტიც მივამატე ბატონი გოჩას მიერ მოგვრილი მუზების შედეგად და ბლოგის გახსნაც არ დავაყოვნე. მაგრად ვერთობოდი სანამ ჩემი ბლოგი ჩაირთვებოდა. ახლა მივანებე თავი, იშვიათად ვპოსტავ, მაგრამ მაინც ხომ ვპოსტავ. ამიტომ რსს-ით ამ ბლოგზე გამოვწერ გოჩმიქსებს და აქ ნახავთ ხოლმე რამე ახალი ხომ არ არის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი და ბატონი გოჩების წყვილი ძალიან არასტაბილურია. უფრო სწორად, იმაში დარწმუნებულები არიან, რომ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ, მაგრამ ორი დრამატიზმის მოყვარული არსება, როგორც წესი სტაბილურად ვერ ძლებს ხოლმე. ამიტომ კაცმა არ იცის როდემდე იარსებებს ეგ ბლოგი :D

ბლოგის ურლ: gochmix.wordpress.com

ჩემი ფავორიტი პაინტები:


flirt

aitbilisi

226199dba0287434_164353318368_688128368_2645032_1944116_n

4 Responses to “გოჩმიქსები”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)