Georgian Blogging Days 1
გუშინ დილით წამოვედი კვარიათში “ქართული ბლოგინგის დღეებზე”. ვინაიდან ნამეტანი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, თითქმის მარტო სურათებით შემოვიფარგლები…
გავნაწილდით ოთახებში. მე და დოდკა ვცხოვრობთ ერთად <3 აქედანვე შეთანხმებულები წავედით, რომ ერთ ოთახში უნდა გავნთავსებულიყავით :D ძაალიან ლამაზი ოთახი გვაქვს. ულამაზესი ხედით- პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. თან დიდი ოთახია და მყუდრო. ისე მოგვეწონა, მაშინვე თავი ისე ვიგრძენით, როგორც საკუთარ სახლში :)))))ოთახის ფოტოსესია:
რამდენიმე წუთით გავედით ზღვაზე,დავხედეთ უბრალოდ (ჭყუმპალაობის დრო არ იყო :D თან ცივა…) და მერე ამოვბრუნდით გაცნობით შეხვედრაზე. ფილმიც უნდა გვენახა ბლოგინგზე, მაგრამ დაწყვეტილები ვიყავით და დავინდეთ თავები. დავბრუნდით ნომრებში და შევუდექით “დასვენებას”…
თუ დღეს მოვასწარი (ამ პოსტს ორი დღეა ვწერ და ვერ ვასწრებ აქაური რეჟიმის გამო), ორი პოსტი მინდა დავწერო. ერთი იმ სიურპრიზზე, ყველამ ერთად რომ მომიწყო და მეორე იმაზე, რასაც აქ ვაკეთებთ და თუნდაც დღევანდელი დღის მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე, თორემ როგორც გავიგე ჰგონიათ აქ დასასვენებლად ჩამოგვიყვანეს :))


























თქვენი ლოგო მომეწონა :პ და ბოლო სურათი რა მაგარია.
აუ რა კარგია…ნეტავ ახლა მეც მანდ ვიყო, თქვენთან….მშვენიერია მართლა :)
lifti ra silamazea O_o
ოთახი მომეწონა = )))
დოდკას უხდება ეს სარაფანი
აქ რო ჩამოხვალთ მაინც ტკბილი მოგონება იქნებაა…
დოდკას მაგარი კაბა აცვია (რესპექტ!!!!!) და შენ კიდე იცოდე, მაიკლი ყველა ჩვენგანის გულშია, მარა თლათ ქე ნუ მიაქვტები მის ცხედარს. მაი ბოლოს რო მღეროდა პატარა ბღარტი იყავი შენ და მაინც არ გქონდა შანსი, ცოცხალი გენახა. ჰოდა აწი ჭკუით მეიქეცი და რაც მის სულს გოუხარდება, იგი აკეთე :)))
დოდი რა ლამაზად გამოიყურება სურათზე.
ხოდა მე ვიცოდი რომ შენ და დოდკა ერთ ოთახში იქნებოდით. გუმანით ვგრძნობდი ამას :D
ბლოგერობას მანდომებ შენ მე…დიდი ამბიციაა ეს ჩემგან თუ მაქვს ოცნების უფლება? :D მერამდენედ მშურს შენი :)
თუ მეტი გაინტერესებთ თვითონ სასტუმროს ახალი საიტი ნახეთ და გაიგებთ ყველაფერს :D http://www.hotelcameo.ge