ჩემი ქსელი

რამდენიმე დღის წინ ჯეოსელის ქსელის პარალიზება მოხდა. მე სადღაც მქონდა მიგდებული ტელეფონი და სულ ვერ გავიგებდი ამ ამბავს, რომ არა ფეისბუქზე ატეხილი საყოველთაო განგაში- ძირითადად უცენზურობების შემცველი სტატუსები ან უბრალოდ გაბრაზებული სტატუსები  და ა.შ.
ჯერ კიდევ დიდი ანტენიანი ტელეფონების ეპოქაში გავხდი 893-ის აბონენტი და დღემდე ერთხელაც არ შემიცვლია ქსელი. იყო მომენტები, როცა ძალიან კარგი სხვადასხვა აქციები ჰქონდათ დანარჩენ მობილურ ოპერატორებს, მაგრამ მე ჯიუტად მყარად ვიდექი ჯეოსელის მხარეს :D ეს პარალიზებაც რომ მოხდა, ერთადერთი, რაც თავში მომივდა იყო, რომ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. არანაირი პრეტენზია არ გამჩენია.
რაც ყველაზე ძალიან მესიამოვნა, იყო მათ ფან პეიჯზე გამოქვეყნებული განცხადება ამ სიტუაციის დროს:

მოკლედ, ამ ვითარებაში შეიძლება პირველად დავფიქრდი რატომ ვარ ჯეოსელის აბონენტი და რატომ ვაიგნორებ ასე გულმოდგინედ სხვა დანარჩენი კომპანიების იმიტომ, რომ ატყდა სხვა ქსელის აბონენტების მიერ ბრძოლა- აი, იყავით მაგთის აბონენტი და ასე არ გაგეთიშებათ არასდროს, ბილაინი ფორევერ (:D)  და მსგავსი რამეები..

PR ტექნოლოგიებში პროფესიონალურ დონეზე ვერ ვერკვევი და შეიძლება მაინცდამაინც კარგად ვერ ავხსნა რისი თქმა მინდა, მაგრამ როგორც მომხმარებელს ხომ ჩამოყალიბებული მაქვს აზრი  ამ ყველაფერთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში და  მგონი ჯეოსელის სწორად წარმართული მუშაობის შედეგია, რომ რაც არ უნდა კარგი შემოთავაზებები ჰქონდეთ დროდადრო სხვა კომპანიებს, ინტერესიც კი არ გამჩენია კარგად გარკვევისა…

ჯეოსელს ყოველთვის აქვს რაღაც გამორჩეული და კარგი და საერთოდაც, კარგ რაღაცეებთან ასოცირდება.  

    რეკლამები

ყველა რეკლამა რაღაცით გამახსოვრდება. მაგალითად, უძველესი რეკლამაც კი მახსოვს, გურამის და სიდედრის ამბავი :D

    აქციები

კარგად მახსოვს ერთი პერიოდი მთეელი თბილისი შავ-თეთრად რომ დადიოდა :D აი ის აქცია რომ იყო, ნახევარი რომ უნდა გეპოვა…

    დუტა

რაც არ უნდა აშარდეს ვინმე, უთოს რომ ჩართავ იქაც დუტა არისო, (ნიჭიერის მისამართითაც გაისმა მახსოვს პრეტენზიები, რატომ ახმოვანებს კასტინგის ვიდეოებსო), ყველა აღიარებს, რომ ჯეოსელმა დუტას “შეძენით” სწორი ნაბიჯი გადადგა. იმდენად შინაურულად აღვიქვამ დუტას გამო ჯეოსელს, რომ მეტი არ შეიძლება :D ანუ იმის თქმა მინდა, რომ კარგია, როცა კონკრეტული ბრენდი ასოცირდება კარგ რამესთან/ვინმესთან.

ხშირი სიახლეები

თუნდაც ახალ-ახალი რეკლამები, თუნდაც სხვადასხვა ახალ-ახალი აქციები, ახალი სასარგებლო ტარიფები და ა.შ. “იძულებულს გხდის” არ მოადუნო ყურადღება და არ გადაერთო სხვა ქსელზე…

ნუ აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო sms.ge-ს ღირსება- აგზავნე რამდენიც გინდა! :D

რაც შეეხება მაგთის, ბალს და ბილაინს (ეს არ ვაჯიბრებ, უბრალოდ…):

მაგთი- “ცივი” კომპანიაა

ბალი- ძალიან სკოლური

ბილაინი- ეგ არსებობს საერთოდ? :D

ხოდა… ჩემი ქსელი- ჯეოსელი! <3

25 Responses to “ჩემი ქსელი”

  • მეც ჯეოსელის აბონენტი ვარ, აგერ მაისში მერვე წელი გახდება და არც მიფიქრია არასდროს ქსელის შეცვლა.. :)

    მიყვარს მე ჩემი ქსელი… :)

  • მეც თავიდანვე ჯეოსელის აბონენტი ვიყავი და ქსელის შეცვლა არც მიფიქრია!

  • TaTu:

    “მაგთი- “ცივი” კომპანიაა

    ბალი- ძალიან სკოლური

    ბილაინი- ეგ არსებობს საერთოდ? :D

    ხოდა… ჩემი ქსელი- ჯეოსელი! <3" <— მარტო ამას აქვს ერთი პოსტის ფასი… :) ღირდა ეს ყველაფერი იმად, ჩვენ რომ ვიცით :D

  • ეხლა რახან მაგთის აბონენწი ვარ, არ დავპოსტო?:D მე სულ მაგთისკენ და კალაძისკენ ვარ და თქვენ ბანძები ხართ:DD

    მაგთი მოერევა თუ ჯეოსელი?:DD რა თქმა უნდა მაგთი!:D

  • 15 წლის ვიყავი ლაი ლაი რომ ავიღე და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვუღალატე, ისიც იძულებით (სამსახურში კორპორატიული ნომრები მოგვცეს)

  • ჩემი ქსელიც ^_^

    <3

    რამოდენიმეჯერ კი ვუღალატე, მაგრამ ისევ უკან დავუბრუბდი :D :D

  • ჩემი ქსელიც ^_^

    <3

    რამოდენიმეჯერ კი ვუღალატე, მაგრამ უკან დავუბრუნდუ ^^

  • ლაი-ლაის აბონენტი ვარ რაც ჟეოსელმა ჯითი მობაილი შეისყიდა მას შემდეგ. (მგონი ამის მერე დაიბადა ლაი-ლაი) არ დამავიწყდება მისი პირველი აქცია. როცა ნომერი ვიყიდე მთელი ერთი წელი ესემესები უფასო იყო… არც კი მახსოვს საერთოდ თუ ვრეკავდი სადმე. ცერი ისე მივაჩვიე ტელეფონის კლავიატურას რომ ზედაც აღარ ვუყურებდი ისე ვკრეფდი…
    მართლაც ჩემი ქსელია.

  • მაგთის აბინენტი ვარ და ვერ ვიტან :დ

  • საინტერესო პოსტის საჭირო დროს რომ გათიშულიყო ჩემი მობილური კომპანია მე ალბათ გამოვცვლიდი. სკოლური ბალი კი ბევრ ფასდაკლებას და ათასგვაერ აქციებს მიგზავნის პრინციპში არც ვინტერესდები და საერთოდაც არ მიყვარს ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ როცა საჭიროება მოითხოვს

  • ჩემი ქსელიც ჯეოსელი ♥
    11 წლიდან მაქვს ჯეოსელის ნომერი : )) მართალია ერთხელ შეცვალე მაგრამ მხოლოდ ნომერი და ისევ ჯეოსელის ერთგული დავრჩი!

  • მეც 893 მაქვს :D 11 წლის რომ ვიყავი, მაშინ მიყიდეს ეს ნომერი და იმის მერე არ შემიცვლია

  • ლილილი:

    ერთ თვეში ახალკი ტელეფონი მექნება და გადაწყვეტილი მაქვს რომ ტელეფონთან ერთად ქსელიც შევიცვალო, ჯეოსელის სასარგებლოდ
    ეხლა ბალი ამქვს… გამტანჯაა

  • ამჟამად მაქვს მაგთიც, ჯეოსელიც და ბილაინიც. ორიგინალ Nokia E71-ზე მაგთი, ხოლო ჩინურ ორსიმბარათიან “Nokia E71-ზე” – ბილაინი და ჯეოსელი. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ თუ რეალურად გინდა ქსელი მუშაობდეს, მაშინ მაგთი უნდა გქონდეს. თუ გინდა, რომ იაფი იყოს, ბილაინი. ხოლო ჯეოსელს ერთი კარგი რაც აქვს, საკრედიტო სისტემა გაქვს უფასოდ (განსხვავებით მაგთისგან, რომელიც თვეში 10 ლარს და კიდევ 20 თეთრს იღებს ამაში).

    ისე, ყველას გირჩევთ რომ ერთი ოპერატორით აღარ შეიზღუდოთ თავი :)

  • მე თავიდან როცა მობილური მიყიდეს 11 წლის ვიყავი და ჭკუაზე არ ვიყავი ჩემი თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა და მაშIნ ეგრევე მაგთი ავიღე და 1 თვეში გამოვცვალე მას შემდეგ ჯეოსელი მაქ უკვე 6 წელია
    ასე რომ ჩემი ქსელი(ც)- ჯეოსელი! :))) მომეწონა პოსტიი

  • მაგთი მაქვს და მეც მიყვარს ჩემი ქსელი.
    თუმცა, შეიძლება ჩემს ქსელზე უფრო ჩემი ნომერი და ამიტომაც ვარ ერთგული.
    ჯეოსელის 877-ც მქონდე ოდესღაც, მაგრამ მაშინ სააბონენტო სისტემაზე იყო და ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, მეტისმეტად მოუხერხებელი. სანამ ჯითი შეისყიდეს, კი გავასწარი მაგთიში, თუმცა, აქციების და ფასების მხრივ, ჯეოსელი ნამდვილად ჯობია :)

    და კიდევ ერთი,
    ჯეოსელს გაიასამნისფერება ვერ ვაპატიე. მე სტაფილოსფერი ჯეოსელი მომწონდა, იასამნისფერ ქვას კი ვერაფრით ვეგუები. საშინლად არაკორპორატიული ფერია, თინეიჯერების რჩეული ბოლო წლებში. თუმცა, შესაძლოა მე ვცდები, ჯეოსელს ჩემზე უფრო კომპეტენტური მარკეტოლოგები ეყოლება და ალბათ შეგნებულად გადაწყვიტეს გაახალგაზრდავება :)

    ისე, მეც ვეთანხები დავითს, ჩინური იაფიანი ტელეფონების შემოსევის პირობებში, მგონი არ ღირს ერთი ოპერატორის ერთგულება. ეკონომია უპირველეს ყოვლისა :)

    David.Ge
    მაგთისგან თვეში 10 ლ და 20 თ რაიმე ახალი სიურპრიზია, თუ ისე ვიხდი, ვერც ვიგებ ? :)

  • ისე, თემას მგონი ყველანი გავცდით.
    მართლაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო ქსელის გათიშვა, მაგრამ არანაკლებ ცუდი საქციელი იყო ასეთი კორიანტელის დაყენება ფბ-ზე. ეს ხომ კავკასუს ნეთვორქი არაა, კვირაში ერთხელ რომ “გვანებივრებს” გლობალის დაკიდებით?

  • სამი წელია ბალის აბონენტი ვარ და უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ოჯახის წევრებს ყველას ჯეოსელის ნომრები აქვთ, მაგრამ ძალიან ხშირად ქსელს ცუდი დაჭერა აქვს, ანუ რომ ვრეკავ, ავტომოპასუხე მპასუხობს, რომ აბონენტი მიუწვდომელია. ამ მიზეზის გამო ვერ გადავდივარ ჯეოსელზე, ისე კი ძალიან მინდა. იმაში გეთანხმები, თინი, რომ ბალი ძალიან სკოლური გახდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში (მაგრამ რაღა ბოლო პერიოდში, რეალურად სულ ასე იყო) ხდება ამაზე აქცენტირება.(მხიარული სტარტებისა და ანა–ბანას სპონსორობას ვგულისხმობ)

  • თითების_ადმირალი:

    ლაი ლაიზე გაბრაზული აბონენტი ვარ :D გუშინ წინდელი სმსის დასტავკა დღესაც არ მომსვლია .. სიმართლე გითხართ ბალი ჩემი ქსელია.. მე სულ რეკვა მიწევს და ძალიან კარგია როცა ვრეკავ და მიუწვდომლები არ არიან .. სულ ორი კვირაა რაც ლაი მაქვს , გარემოებათა გამო ნერვებს მაგლეჯავს სერიოზულად :D ერთი სული მაქვს ჩემს ნომერზე დავბრუნდე <3

  • mylpi:

    ყველანაირი ხარვეზის მიუხედავად ლაი-ლაი ძალიან მიყვარს
    უკვე მეშვიდე წელია ერთი ნომერი მაქვს და რაღაც საიდენთიფიკაციო ნომერივითაა :)
    ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია
    ორი ნომრის ფლობა კარგი აზრია და ალბათ მალე განვახორციელებ
    მაგრამ ჩემი 893 ჩემთან დარჩება უკუნითი უკუნისამდე :D :P

  • Marish ..:

    ლაი-ლაი მაქვს მე :) მეც ძაან მიყვაარს ..
    ჩემი ქსელი .. <3 <3 <3

  • ლაშა:

    ხალხო იქნებ სადმე დადოთ ჯეოსელის ძველი რეკლამა ქალი ამოდის ზღვიდან, რაგაც გენერატორზე არის იქ საუბარი ვითომ თბილისში რომ უნდა ყოფილიყო და უცბად სხვაგან რომ აღმოჩნდა. აი ეს რეკლამა მინდა და ვერსად ვპოულობ იქნებ დადოთ ვინმემ. დაარქვით ჯეოსელის უმაგრესი რეკლამა.

  • ბესიკ დუღაშვილი:

    მალადეც მე, მაგრამ ჯეოსელი რომ მღალატობს?((

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)