განსაკუთრებული..

ციკლიდან “ნახევარდიასახლისა”

დღეს ავიჩემე, რამე საჭმელი უნდა გავაკეთო მეთქი. ოღონდ ჩვეულებრივი- კვერცხი, კარტოფილი, პიურე, სუპები, სოუზები და  ა.შ. არ მიიღებოდა, რამე განსაკუთრებული მინდოდა :D

ამ “განსაკუთრებული”-ს ძებნაში მივადექი ფორუმზე კულინარიის განყოფილებას და იქ აღმოვაჩინე მუზა:

ოღონდაც მარტო ეს ეწერა:  სოკოს წვნიანი ნაღებით+პერლოვკით+ოდნავ ნივრიანი ,დაწითლებული პურის ნაჭრებით.

სოკო მიყვარს ძალიან, ნივრის გემოც პრინციპში.. აეს პერლოვკა ვერ მივხვდი რა იყო :D მოკლედ, მთავარი ის იყო, რომ სოკო და ნივრიანი პური იყო ნახსენები და ვიფიქრე, დანარჩენს მეთვითონ მოვიფიქრებ მეთქი. თან რაღაც სტრანნად ვიყავი, აი თუ დაგმართნიათ- ხელები რომ გექავება რამე საჭმლის გასაკეთებლად, არადა დღეს ქანცი გამძვრა იმდენი საქმე მქონდა სახლში. დედა სოფელშია წასული და დამაწვა კისერზე მამა, ძმა და  და :D

კარადაში სოკოს კონსერვი მეგულებოდა. გადმოვიღე და ვუყურებდი, მეთქი მარტო ამისგან რა უნდა გავაკეთო.. და გამახსენდა, რომ დიიდი მარაგი გვაქვს რაღაც სოუზების, გერმანიიდან ჩამოგვდის ხოლმე დროდადრო :))  ავიღე სამი ვარიანტი, უნდა ამერჩია რომელიმე და ბოლოს ნამეტანი ექსპერიმენტი რომ არ გამომსვლოდა, სოკოსი ავიღე. ხახვი, ნიორი, სოკოს კონსერვი, ეს სოუზის ფხვნილი (რომელიც გუდვილშიც იყიდება, ვგონებ) დავაწყე და შევუდექი..

პირველი ეტაპი:

ხახვის მოშუშვა. შესაბამისად- დაფრცქვნა, გარეცხვა, წვრილად დაჭრა, ტაფაში ჩაყრა

მეორე ეტაპი:

სოკოს კონსერვის გახსნა და ქვაბში ჩაყრა მოშუშულ ხახვთან ერთად. კონსერვის გახსნა ცალკე თემაა, ვერასოდეს ვერ ვხსნი მეთვითონ :D ჩემი ძმა მოვიხმარე და გამიხსნა იმან.. წყალი უნდა გადაავლოთ სოკოს და ისე ჩაყაროთ ქვაბში და წყალი დაასხით იმდენი, რომ პროსტა დაიფაროს სოკო. მოშუშულ ხახვსაც ქვაბში ჩაუძახეთ და შემოდგით ცეცხლზედ.

მესამე ეტაპი:

სოუზის გაკეთება.. თითო კოლოფი იხსნება 500 გრამში. ცივ წყალში უნდა ჩაყაროთ, მერე ათქვიფოთ და კარგად რომ გაიხსნება მერე ასადუღებლად დადგათ.. ადუღებისთანავე გამორთეთ.

მეოთხე ეტაპი:

სანამ ეს რამეები ადუღდება, პურის კუბიკებად დაჭრასაც მოასწრებთ.  ისე, თავიდან “ნივრიანი პური” რომ დავინახე, ვიფიქრე ალბათ იყიდება მეთქი მზა, მაგრამ ვერ გავიხსენე, რომ სადმე გაყიდვადი მენახოს და მეთვითონ გავაკეთე. კუბიკებად(თითქმის:D) დავჭერი პური. ნიორი დავჭყლიტე და ზეთი და წყალი ავურიე (ეს მე მოვიფიქრე და გული მისკდებოდა თან, რა გამოვიდოდა არ ვიცოდი). მერე ისე უნდა მოასხათ ამ კუბიკებს ეს ნიორი, რომ შეძლებისდაგვარად ყველგან მოხვდეს, მოურიეთ.. დაბრაწეთ :sun:

მეხუთე ეტაპი:

სოუზი და სოკო ერთმანეთში აურიეთ, ერთ ქვაბში მოაქციეთ და თუ რომელიმე მათგანი გაციებულს გავს (ანუ თუ ჩემსავით სწრაფები არ ხართ და ყველაფერი პარალელურ რეჟიმში ვერ მოასწარით :D), ერთი წამოადუღეთ

მეექვსე ეტაპი:

გადმოიღეთ ჭურჭელში, ჩაყარეთ ნივრიანი პური  და ხელის კანკალით წაუღეთ გასასინჯად ძმას და დას :D ორივეს მოეწონა. ქეთი სოკოს ვერ იტანს, მაგრამ იმასაც მოეწონა :D მერე მამა მოვიდა სახლში და იმასაც რომ მოეწონა უფრო გამიხარდა. ან შეიძლება არ მოეწონა და გული არ გამიტეხა :user: მაგრამ ორჯერ დაიმატა და რავიცი :D მეც მეგემრიელა, მგონი გამომივიდა..

საბოლოოდ ასე გამოიყურება, მაგრამ ისეთი სურათია, მადა არ აღგეძრებათ და სიტყვაზე მენდეთ- გემრიელია :sun:

ამ ერთი კვირის მანძილზე, სანამ დედა ჩამოვა, ვაპირებ გავაკეთო ხოლმე რაღაც მსგავსი, ექსპერიმენტალურები და თუ ხახვიანი ხელებით სურათების გადაღება ისევ არ დამეზარება, დავდებ ხოლმე :D

პ.ს. ბონუსები

მთელი გაზი გადაჭედილი მქონდა.. მერე ჭურჭლით გამევსო სამზარეულო, მგონი არაპრაქტიკულად ვაკეთებდი რაღაცეებს.. და სოუზი მიმეწვა ცოტა, ქვაბი დავაზიანე და ძლივს გავაცალე მიმწვრები:user:  ა და კიდე მარილი მომივიდა თავიდან ბევრი და მერე წყლის დამატება და ახლიდან წამოდუღება მომიწია. საბოლოო ჯამში, დაახლოებით ერთ საათში (შეიძლება ცოტა მეტი) ყველაფერი მზად იყო.

21 Responses to “განსაკუთრებული..”

  • ბოლო ფოტოში არცისე მადის აღმძვრელად გამოიყურება მარა მზადების პროცესში შევატყვე რო რაღაც კარგი იქნებოდა,მეც ვცდი სახლი თუ არ გადავწვი,შედეგებს გაგაგებინებ

    • Tiny:

      კი კი,ცადე აუცილებლად:))
      ხო,ბოლო სურათში არც სოკო ჩანს და ნივრიანი პურებიც რბილივით ჩანს, არადა კნაწუნობდა მაინც <3

  • სოკო ისე მიყვარს სადაც ის ურევია არ არსებობს საჭმელი არ გამოოვიდეს მე ესე ვფიქრობ და რავი

  • sin165:

    რო არ მოგატყუო, ამ ყველაფერს უბრალოდ შემწვარი სოკო მირჩევნია :user:
    მთელები რო იყიდება ოღონდ, დაუკონსერვებელი.
    შუაში ამოღრუტნულ ადგილას გახეხილი ყველით :user: ან უყველოდ :D

    • Tiny:

      დაკონსერვებულით მასეთი ვერ გამოვიდოდა და დაუკონსერვებლის საყიდლად სად მერბინა ახლა :D
      ხო,ეგ გემრიელი რამეა მამენტ, არ გამიკეთებია, გავაკეთებ მერე :sun:

  • ჰაჰა რა მაგარი პოსტია :D მაგრად ვიხალისე :D ჩემი თავი გამახსენდა :)) როცა საქმე არ მაქვს ვმზარეულობ ხოლმე ოღონდ ყველაფერი იწვება, იმიტომ რომ პარალელურად კომპიუტერთან ვზივარ ხოლმე :D
    რაღა დაგიმალო და სოკო არ მიყვარს, მაგრამ თუ ქეთისაც არ უყვარს და მოეწონა ალბათ მეც მომეწონებოდა შენი გაკეთებული სოკო.
    პ.ს. რამე ტკბილეულის რეცეპტები თუ იცი დაპოსტე იქნებ რამე მეც ვიხლაფორთო სამზარეულოში :D

    • Tiny:

      მადლობა :))
      მე თუ ვმზარეულობ, ბოლომდე ვმზარეულობ და გამომდის და როცა მეზარება ან განწყობაზე არ ვარ, შეიძლება პროსტა გასაცხელებლად დადგმული საჭმელი დავწვა, რამდენჯერ მომსვლია :D

      აუ ტკბილეულების მეშინია მაგრად.. გამოცხობა სულ სხვა საქმეა და მაგიტომ :D მაგრამ თუ ექსპერიმენტებია,ექსპერიმენტები იყოს და ამ დღეებში რამე ნამცხვარს გამოვაცხობ :P

  • ესე იგი, ფეისბუქიდან ვადევნებდი თვალს შენს კულინარობას :)) და აი, პოსტიც გამზადებულა, კი არადა, დაწერილა :D

    გავსინჯავდი ეხლა შენს ნახელავს : )

    პ.ს ნივრიანი პურები იყიდება : )

  • ხატუსია:

    როგორც კი გავხსენი შენი ბლოგი დავინახე სურათი- საჭმლის, ხოდა პირველი აზრი: “ეს გოგო მალე გათხოვდეს რა :D” რატო დამებადა ეს “გენიალური” აზრი არ ვიცი :D

  • ყოჩაღ თინი:)გემო არ ვიცი მაგრამ პირველ სურათში ძან მადისაღმძვრელად გამოიყურება)

  • Kate:

    აუ ოღონდ სოკო და ბადრიჯანი არა რა.
    :(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((

    მეც გამასინჯე რამე.
    აუ კარგი პოსტი იყო ძალიან.

    კომენტარები როგორ გამოვიწერო???

  • მმ.
    სიტუაცია მეცნო, დედა სოფელში და მისახედი ოჯახი
    ))
    სოკოს ვერ ვჭამ სამწუხაროდ.
    და ნივრიანი პურები იყიდება. ლიტვურ საცხობს აქვს როგორც მახსოვს.
    ისე თავიდან გამზადებული რომ გედო ყველაფერი მაგაში ვგავართ ერთმანეთს და გამიხარდა
    ))

  • skiamakia:

    ინკუბაციის პერიოდი გავიდა? :))

  • pawu:

    ჰმმმმმმ მომეწონა… მეც რაღაცა მინდოდა ახალი მესინჯა… მე სულ მაგ დღეში ვარ და ამოვიდა ერთი და იგივე საჭმელი და კაკრააააზზზზზზზ :* გენაცვალე გაიხარე ეხლა რაც შენ გამახარე :) :* ბონ აპიწიტ… :*:*
    ხო კიდე თინი რა უნდა გკითხო იმ http://looklet.com/-ზე ვერ შევდივარ და რატომ ვერ გავიგე დავრეგისტრირდი რომ შევინახო და არ შვება მაინც… ლოგინზე yahoo-ს წერ და მერე პასვორდს??? გამიჭედა რაღაც ამერია მგონი :( მიშველე რა შევაჯექი და ვეღარ ვინახავ მერე გული მწყდება :(

  • ანუ სამარხვოა? დედუს მინდა რამე გემრიელი სამარხვო მოვუმზადო და ამ რეცეპტზე ვიფიქრებდი ;;)

    • Tiny:

      ამმ არ ვიცი,წესით სამარხვოა.ინგრედიენტების მიხედვით ეგრეა და:D

      პაწუ- არ ვიცი რა ჭირს,მე არ შევსუვლარ ეს რამდენიმე დღეა,დრო არ მაქვს და:(

  • pawu:

    აუ არადა როგორ შემიტყუა იცი… მარა ვერ ვინახავ :(

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)