ფრჩხილფეტიში
არანაირად არ მაქვს პრეტენზია, თუ ქალს არ აინტერესებს როგორ აქვს თმა, რა აცვია და ა.შ. ერთადერთი ჩემი გართულება მოუვლელი ხელებია. მოვლილ ხელებში აუცილებლად ნამეტანი ძვირადღირებული კრემების და მანიკურების წასმას არ ვგულისხმობ, მაგრამ ელემენტარულად, რომ ნაზი კანი უნდა ჰქონდეს და მოვლილი ფრჩხილები ამაზე მგონი არავინ შემეკამათება!
ნაზ კანს თავი დავანებოთ და მოვლილ ფრჩხილებზე შევჩერდეთ: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ხშირად მიწევს, ამიტომ ყოველ დღე ასობით ქალის ფრჩხილებს ვუყურებ. საერთოდაც, მაგარი გასართობია და თუ ჯერ არ გიცდიათ- სცადეთ :D მაგრამ თუ ჩემსავით ნამეტანი საკრალური დამოკიდებულება გაქვთ საკითხისადმი, ჯობია არ დააკვირდეთ და ჩემსავით არ აღელდეთ ხოლმე გასაკეთებელი ფრჩხილის დანახვისას :D
საშინელებები:
- გასაქლიბი ფრჩხილი
- დასაჭრელი ნუნები
- ნახევრად გაცლილი მანიკური
- უსუფთაობა
შეიძლება არ გქონდეს გრძელი ფრჩხილები და არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდეს პროცედურების ჩატარება, მაგრამ მაკრატლით ხშირად ცოტა ულამაზოდ იჭრება ფრჩხილი და ქლიბის წაშველება არ აწყენდა.
დასაჭრელი ნუნები ფრჩხილის სიგრძეს ამცირებს და თან არაესთეტიურია მანიკური რომ გაქვს წასმული და ფრჩხილის დაბოლოება აშკარად “არაფრჩხილური” რომ არის და ნუნები უშლის ხელს :D განსაკუთრებით, თუ მსხვილი ან დიდი ნუნები აქვს, თორემ ზოგს საერთოდ არ აქვს..
ნახევრად გაცლილ მანიკურებზე ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი ალერგია მაქვს! ვერ ვიტან ორი თვის წინ წასმული მანიკურის ნაშთები რომ ემჩნევათ ხოლმე. ან საერთოდ, იმის ქვეშ კიდევ სხვა მანიკურის ფენა რომ არის :D ორი თვის წინს თავი დავანებოთ და ჩემი აზრით, როგორც კი ატყობ, რომ მანიკური გადაგეცალა, ახლიდან უნდა წაისვა!
უსუფთაობაზე რა ვთქვა, ეგ ცოტა ჰიგიენის საკითხია.. რა თქმა უნდა, მთელი დღით რომ ხარ სახლიდან გასული და ათას რაღაცას კიდებ ხელს, აუცილებლად გაგიჭუჭყიანდება ფრჩხილი, ამიტომ ჩანთით ყოოველთვის ატარეთ ქლიბი და სადაც წყალს დაინახავთ ყველგან გადაიბანეთ ხელი :D ან თუნდაც პატარა ესეთი ნაკრებივით რაღაცა რომ ატაროთ კარგი იქნება, ყველაფერი ადგილზეა- უცებ ფრჩხილი თუ მოგტყდათ მაკრატელიც და ქლიბიც და ა.შ.
ეხლა კერძოდ მანიკურზედ:
მესმის, რომ ხანდახან ძალიან გვეზარება მთელი იმ პროცედურების ჩატარება, განსაკუთრებით მანიკურის წასმა, მაგრამ მაქსიმუმ 10 წუთი წაგართვათ. თვით ისეთმა რთულმა პროცედურამ, როგორიცაა ფრენჩის გაკეთება. ისე ფრენჩი თავიდან არის ცოტა ძნელი, თორემ მერე ხელი ეჩვევა ძალიან. თუმცა რაღა რთული, უბრალოდ მანიკურის ერთი ფენის გადასმას არც დიდი დრო მიაქვს და არც ბევრ ენერგიას მოითხოვს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია რძისფერი მანიკური, რომელიც რა ფერი ტანსაცმელიც არ უნდა გეცვათ, მაინც მოგიხდებათ და თუ გეზარებათ ყოველ დღე ცვლა ტანსაცმლის ფერის მიხედვით, ყველაზე კარგი გამოსავალია.
ჩემს ფავორიტად მაინც ფრენჩი რჩება, ძალიან მიყვარს! სადაა და ლამაზი.
ფრჩხილების ჯანმრთელობის საკითხი გვაღელვებს ხშირად ქალებს, ტყდება ან იფრცქვნება, რის გამოც ვერ ახერხებენ ხოლმე ფრჩხილის გაზრდას. ასეთ შემთხვევაში კალციუმი უნდა მიიღოთ და ზღივს მარილია ძალიან კარგი! დღეში 5-10 წუთი რომ ჩააწყოთ ხელები მარილში, შედეგი ძაალიან კარგი იქნება :sun:
პ.ს. მე მიყვარს ჩემი ხელები და ფრჩხილები, შენ?
:lol:
პ.პ.ს. “გამოყურებადობა” დავარქვი ახალ კატეგორიას, რომელიც მსგავს პოსტებს დაიტევს :D :D რა სახელია :D
















მეც მიყვარს მოვლილი ფრჩხილები, ფრენჩიც მიყვარს და ფრჩხილის ლაქებიც. რატომღაც ძალიან გრძელი ფრჩხილები არ მიყვარს, რაც არ უნდა მოვლილი იყოს. ახლა გამახსენდა ”ტრიუმფალურ ტაღშია”- მთავარი გმირი კაცი- პირველად მთავარ გმირ ქალს რომ შეხვდება და ფრჩხილების მოვლილობის მიხედვით მსჯელობს მის პიროვნებაზე.
ძაან გრძელი არც მე მიყვარს, ჯერ ერთი მიუხერხებელია და მეორეც ისე კარგად არ გამოიყურება, როგორც ოდნავ გრძელი :D
უი არ მინახავს ეგ ფილმი, ერთი უნდა ვნახო =))
მანიკური მეზარება, იმიტომ, რომ ნახევრად გადაცლილს ვერ ვიტან :დ და ჭურჭლის რეცხვის და მსგავსი საქმიანობების შედეგად ძალიან მალე მეცლება, ანუ მერე უნდა მოვიშორო და ახლიდან წავისვა. რაც მეზარება მაგრად.
ამიტომ ფრჩხილებისადმი ისეთი, გულგრილი დამოკიდებულება მაქვს, მთავარია მოკლედ მქონდეს დაჭრილი, რომ ბავშვი არ დავკაწრო. :დ
მე საბედნიეროდ ჯერ არ მიწევს იმდენად დიასახლისობა, თორემ მეც დამეზარებოდა უეჭველი :D
ვიოლინოზე რომ დავდიოდი ყოველთვის მოკლედ დაჭრილი მქონდა, არ შეიძლება გაზრდა, არც მანიკურს მასმევინებდა მასწავლებელი :D მოკლე ფრჩხილიც კარგად გამოიყურება, თუ ლამაზად გაქვს მოჭრილი :P
აუ ბავშვთან მართლა საშიშია გრზელი ფრჩხილი :user:
ფილმიცაა ეგ ? მე წიგნი მაქვს მარტო წაკითხული და იქიდან მახსოვს :P
აი ფრჩხილფეტიში სააერთოდ არ მჭირს.მეზარება ხოლმე ზაან, მაგრამ მოუვლელებს მეც რომ ვერ ვიტან, ამიტომ ჰიგიენურ ნორმებს ვიცავ და “მარტივ გამოსავალს” ვიყენებ :D უფერული ან რდზისფერი ლაქი. რაგაც ამ ბოლო დროს ე.წ. “პერლამუტრ” მანიკურს ვხმარობ, რასაც დაქალები ზალიან მიპროტესტებენ. მაგრამ 2 + აქვს: ესეც უპრეტენზიოა და თან დიდხანს ძლებს. ჩემთვის ეგ მთავარია, ყველაზე ზალიან გადაფცქვნილი ლაქი მაღიზიანებს :(
აუ პერლამუტრი არ მიყვარს, რაღაც არათანაბრად ჯდება თითქოს :user:
რძისფერია ყველაზე კარგი გამოსავალი ზარმაცებისთვის :D
მე გრძელ ფრჩხილებს ვერ ვეგუები და ძირითადად მოკლედ მაქვს, მანიკურსაც ფრჩხილის ფერს ვხმარობ, ან საერთოდ არ ვხმარობ :D
პერლამუტრი საშინლად არ მიყვარს, მაღიზიანებს..
აი პირველ სურათზე რომ არის, მაქსიმუმი მაგ სიგრძე ვატარო მე, თორემ ძალიან გრძელს ვერ ვიტან :| ისე ესეც მიშლის, ჩაცმისას მაგალითად :D
ტანსაცმელს თუ გამოედო, ან ფრჩხილი მტყდება, ან ტანსაცმელი ვარდება ცუდ მდგომარეობაში.. [საწყალი "კალგოტკები" :D:D]
ანუ ჩემთან დაკავშირებით რა ხდება.უუუ ეს რა მძიმე თემა ამოწიე თინ.ვერ ვეგუები გრძელ ფრჩხილებს,შეიძლება ისტერიკაში ჩავვარდე თუ დროზე არ მოვიჭრი:)ვატარებ მოკლე ფრჩხილებს და უფერულ მანიკურს,რადგან უფრო კომფორტულია,ვეთანხმები დოდკას,ჭურჭლის რეცხვის დროს ეს მოვლილი ფრჩხილები,საერთოდ უჟასს ემსგავსება,მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ქალის თითები და მოწესრიგებული ფრჩხილები,მის ხასიათზე მიუთითებენ
აუ მე კიდე ყველაზე კომფორტულად ფრენჩში ვგრძნობ თავს :D სულ ჩემს ხელებს ვუყურებ ხოლმე როცა კარგად მაქვს გაკეთებული მანიკური :D
მოწესრიგებული ფრჩხილები რა ხასიათზე მიუთითებენ ნეტა :user: არ მგონია მოწესრიგებულ ხასიათს გულისხმობდეს :D რავიცი… იმ ფილმს ვუყურო ერთი, როგორ ახასიათებს ფრჩხილების მიხედვით მაინტერესებს : ))
p.s. ჩემი ზვირფასი ხელი :D
http://s53.radikal.ru/i139/0910/cb/ae82ec5dc6ca.jpg
აუ ეხლა გავხეხე სამზარეულოში რაღაცეები და სულ გადამცილდა :უსერ:
…ვაიმე, ამ ბოლო დროს ფეხზე მანიკიურს ვერ ვისვამ და რისი ბრალია? გავსუქდი და ღიპი მიშლის ხელს თუ იუპიტერის თანავარსკვლავედს რადიკულიტი დაემართა და ერთ პოზაშია “ჩარჩენილი”? :)
კაი რა თინი, ეს რა სნობური პოსტი იყო :(
შენ საზღვარგარეთ უნდა ნახო. აქ არავის აქვს გრძელი ფრჩხილები და მანიკურსაც მხოლოდ საღამოს იკეთებენ, თუ სადმე მიდიან. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხი ბილეთს ძლივს იღებს და შენ გინდა ყველას ფრენჩი ჰქონდეს? :|
რა შუაშია სნობიზმი მანიკურთან, რომელიც ბაზარში ერთი ლარი ღირს :D
რას ამბობ ეს ისეთი სნობიზმია, გოგომ რომ ხელზე ლაქი წაისვას, ძალიან დიდი სნობიზმი!
თინი როგორ მოგივიდა ასეთი პოსტი თავში ჰაა?
შენ მე იმედები გამიცრუე!!!!!!!!!!!!!
Fuck!!!
^_^
პურიც 1 ლარამდე ღირს და ზოგი ნისიად ყიდულობს :|
შენი აზრია და ვაფასებ, თინი. მე ეტყობა დავბერდი და სხვა ფასეულობები გამიჩნდა, never mind!
წავედი ახლა მე და მივხედავ ფრჩხილს… აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები,იმ რძისფერი მანიკურის ყიდვა რამდენი დღეა მინდა. :) მარა აი კლანჭივით რო აქვთ ეგ მეზიზღება,ლამაზიც რომ იყოს ფრჩხილი კიარა ”კლანჭია” და ვძრწი ეგეთს რომ ვუყურებ
Sophie Golden
სოოფ, პოსტი კარგად არ წაიკითხე მგონი :user: მე მეწერა, რომ კაკ მინიმუმ ჰიგიენა უნდა იყოს დაცულითქო
თუ პურის ფული არ აქვთ, მემგონი ამ პოსტსაც ვერ წაიკითხავენ :უსერ:
ინტერნეტის ფული > პურის ფულზე
:მოძებნემარტივიგამოსავალი: (რომელიმე ფინანსური მახინაციის რეკლამიდან)
ჩემი სუსტი წერტილია ფრჩხილები,თინი გეთანხმებიიიიი ყველაფერშიიი.ფრენჩი მიყვარს ძან და ჩემითაც მშვენივრად ვიკეთებბ
მე ვხატავ და ყოველ დღე შავი ფრჩხილებით კი არა, ჭრელი ხელებით ვმგზავრობ, მიყურონ და დატკბნენ :D
მიყვარს მოვლილი ფრჩხილებიი… ვცდილობ სულ მოწესრიგებული მქონდეს მაგრამ როდესაც მტყდებაა ნერვები მეშლება და ვიჭრი :X ამის შემდე აგარ მომწონს საკუთარი თითები!
:(