Forza Italia
1. ძალიან მინდოდა გუშინდელ თამაშზე წასვლა. სიმართლე გითხრათ, მარტო იმიტომ, რომ იტალიის ნაკრების ძაალიან გულშემატკივარი ვარ. მიუხედავად მაგისა, იასნა ძალიან მინდოდა ჩვენ მოგვეგო და ყოველ თამაშზე ჩემთვის საოცარი ოპტიმიზმით ბოლომდე მგონია ხოლმე, რომ მოვიგებთ.
იმის გამო, რომ ვერ წავედი, რაც თავის მხრივ იმან გამოიწვია, რომ გვიან იწყებოდა და მარტო ვერ წავიდოდი, ტელევიზორთან მისვლის ნერვებიც არ მქონდა. უბრალოდ, საშინელი შეგრძნება იყო ჩემი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში რომ პირლო თამაშობდა :user: მაგრამ მეორე ტაიმში მაინც გავედი საყურებლად. აქ უკვე დავიბენი იმიტომ, რომ ჩვენებს კიარა იატალიელებს ვუყურებდი და მახსენდებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი დაღვრილი ცრემლები, გროსოს პენალტის მერე რომ წამსკდა :D და ბრახ.. გოლი..
2. კალაძე რატომ ათამაშეს ვერ გავიგე. ალბათ არ შეიძლება ახლა მთლად ორ გოლს გადავაყოლოთ, მაგრამ ვარჯიშის არაფერი ეტყობოდა მაგას, მთლიანად ბიზნესზეა გადართული. თავის დროზე რომ კარგი იყო, მაგას ვინ უარყოფს, მაგრამ გუშინ რომ არ უნდა ეთამაშა- ეს ცხადია!
3. იმის წარმოდგენაც კი ნერვებზე მშლის, რომ შეგვეძლო ფრე დაგვემთავრებინა თვით იტალიასთან და ვერ დავამთავრეთ.
4. ნაკრების თამაში ან გამოსწორებულია, ან იტალიამ დაგვინდო. უფრო პირველი მგონია : )
5. გულშემატკივრებს დიიდი აპლოდისმენტები..რომ ვუყურებდი, აშკარად დავინახე, რომ კახის გოლის შემდეგ მთეელი პოლიცია ტრიბუნებისკენ შებრუნდა, რომ ვინმე არ გადმომხტარიყო ალბათ :D მაგრად მაინტერესებდა რამე მოხდა, თუ არა მერე და ველოდებოდი დღეს კურიერს. თუმცა არაფერი უჩვენებიათ მსგავსი.. ვინმე თუ იყავით სტადიონზე, მითხარით მართლა ასე მშვიდობიანად გადავიარეთ, თუ არა..
6. იტალიის თამაშს დავესწრები. მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე :D :D [და ამას ისე ვაცხადებ, რომ იმასაც არ დავაყოლებ, მანამ არაფერი მეტკინა მეთქი :D]
7. სათაურმა არ შეგაშინოთ :D
8. საღამოს იმ პოსტს დავწერ, რომელიც ახლა უნდა დამეწერა, მაგრამ გულმა არ მომითმინა, რომ ამ თამაშზე რამე არ მეთქვა..













მოიცა, იტალიელებს გოლი არ გაუტანნიათ და კალაძემ ორივე ჩვენს კარში გაიატანა? :D ვაააი… და ასე მშვიდად წერ მერე? :უსერ:
აბა რა ვქნა, გინებას ხო არ დავიწყებ :user:
არაფერი განსაკუთრებული :D სტვენა, გინება, და ტრადიციული კალაძეს რა, იმას რა, ამას რა…
ეგ ჯანდაბას, მთავარია სროლები არ ატყდა და ცემა-ტყეპა :D