ჩემი ფობია
საერთოდ მშიშარა არ ვარ.. ბავშვობიდან ისეთი მედგარი [:D] ვიყავი, რომ არც სიბნელის შემშინებია და არც სიმაღლის და არც სხვა ესოდენ საშიში რამეების.. არ მაქვს სერიოზული ფობია ფაქტიურად. ერთადერთი ფობია, რომელიც არ მახსოვს რომელი ასაკიდან მაწუხებს, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან მაწუხებს, არის ენტომოფობია-მწერების შიში.
ყველაფერი, რასაც ბევრი ფეხი, აი წვრილი რაღაცეები [ულვაშებს რომ ეძახიან] და მწერისთვის დამახასიათებელი რამეებით მოძრაობს- მეზიზღება! ზიზღს თავი გავანებოთ და მეშინია. როგორც კი რამე მწერისმაგვარს ახლო-მახლო დავინახავ, მაშინვე წივილ-კივილს ვიწყებ. ერთი-ორჯერ შემომიტიეს გარშემომყოფებმა, არ სჯეროდათ, რომ მართლა ასე მეშინოდა o_O
მწერების შიშზე მეტად მაქვს ობობების შიში. ყველაზე საშინელი კოშმარები ობობებთან ასოცირდება. სულ პაწია რომ იყოს- შიშის ზარს მცემს!
ამ დღეებში, მარტო რომ ვიყავი მთელი სიმძაფრით მიტევდა ჩემი დიადი არახნო და ენტომოფობიები. არავინ მყავდა ახლო-მახლო, რომ ფლოსტით მოეკლა ჩემი მტრები :D მე კიდე ვერ ვკლავ.. იმიტომ არა, რომ რამე სიბრალული მამოძრავებს, პირიქით- ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოკვდებიან. უბრალოდ შეიძლება ჭკუიდან ავიწიო იმ შეგრძნებისგან, ფლოსტის ძირის ქვეშ როგორ იჭყლიტებიან :| აი მაგ ხმებზეც კი მაჟრიალებს და ისტერიკა მემართება. რომ კვდებიან ერთადერთი მაშინ მეცოდებიან, თუ საცოდავად ფეხებს აფახულებენ და ტანჯვით კვდებიან :D ტამ ეხლა “ოჯახი ყავს”, “5 შვილის დედაა”, “ჯერ სამი დღეა ცოცხალია”- არ ჭრის!
ხოდა ამ მარტოობის ჟამს ვგონებ ფრიად საოცარი სანახავი იქნებოდა წინა კორპუსის ფანჯრებიდან ჩემი ფანჯრები. ხელში ცოცხაღმართული დავრბოდი აქეთ-იქეთ. ერთ საღამოს, სრულ ნეტარებაში რომ ვიჯექი, მაცივრიდან ახალგამოდგმულ, ცივ-ცივ წყლიან ბოთლთან მივბრძანდი დასალევად და ის ის იყო, უნდა მომეყუდებინა გემრიელად, რომ საშინელი რაღაც მწერი დავინახე ჩამძვრალი ბოთლის თავსახური სადაც ეჭირება იქ, შიგნიდან. თან ისე შეუმჩნევლად, რომ ბედი ჩემი შევამჩნიე, თორე ახლა მკვდარი ვიქნებოდი.. შიშით :D
მე და ცოცხი რომ განუყოფელი მეგობრები გავხდით, ეგ ცალკე თემაა! მოგეხსენებათ კომპიუტერის მონიტორის და პეპლების თბილი ურთიერთობის შესახებ, ხოდა საღამოობით მიწევდა ხოლმე სირბილი. ერთ საღამოს, ბედნიერი ღიმილით რომ ვპოსტავდი ფორუმზე, უცებ თავს დამესხა ძაალიან მსხვილი ღამის პეპელა- როგორსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან. ვის ახსოვდა საყვარელი ლეპტოპი- მივაგდე ტახტზე, დავიჭირე ცოცხი და ვირბინე. თან ისე, რომ პეპელა მომდევდა :D მართლა :user: როგორც კი მიმართულებას შეიცვლიდა და ჩემსკენ გამოიფრენდა, იმის მაგივრად, რომ ცოცხით მიმესიკვდილებინა, მე გავრბოდი ხოლმე :| ერთი 10 წუთი ვანაშიც კი ვიყურყუტე მაგის გამო :D მერე ძალა მოვიკრიბე- მაგან როგორ უნდა მაჯობოს მეთქი, თან ფორუმისთვის ვიბრძოდი და არ დავუთმე პეპელას ტერიტორიები :D
პოსტს რომ ვწერდი გამახსენდა ერევანის ცენტრში რომ რკინის ობობა ვნახეთ. ეს მარუსაა გამოსახული ამ სურათზედ : )) ხოდა იმას ვამბობდი, რომ ეს ობობა რომ დავინახე, ენით ვერ აღვწერ რა დამემართა :| გამაჟრიალა, თმა ყალყზე დამიდგა :D GioMac-ი ავიფარე და დავდიოდი ასე იმ პერიმეტრზე. ცალი თვალით გავიჭყიტებოდი და თვალს მოვკრავდი თუ არა, მაშინვე კანკალი მეწყებოდა. ისეთი ბედნირი ვიყავი იმ ადგილს რომ მოვშორდი.. :| მარი რომ გაიქცა სურათის გადასაღებად და რომ დავინახე როგორ შეუძვრა ქვეშ, რამის გული წამივიდა :| გგგ! უჟას.. როგორ შეიძლება არ გეზიზღებოდეს- არ მესმის :|
ისე მააგარი არასერიოზულად უდგებიან ხოლმე ამ საკითხს ჩემი გარშემომყოფები.. აი მახსოვს სხვადასხვა ექსკურსიებზე ან ბუნების წიაღში, ერთხელ რომ ავწივლდები ხოლმე და გაიგებენ ჩემი ფობიის შესახებ, მერე ძალით შეშინებას იწყებენ. რა მუღამი აქვს დაწიოკებული და გასაცოდავებული თინის დანახვას აზრზე არ ვარ :D













ეერტადერტი მცერი რომელზეც ზიზიგისგან მაჟრიალებს (კიდევ კარგი რომ არანაირი მწერის არ მეშIნია)არის 40ფეხა. აი რომ პრიალებს სლიკინა რომაა და ძალიან სწრაფად რომ დარბის ეგ მაცოფებს, როგორც კი დავინახავ (ახლა კარგად წარმოიდგინეთ ჩემი გაბარიტების ადამიანი) ელვისუსწრაფესად ვახერხებ საწოოლის ქვეშ შეგდებული ჩუსტის პოვნას დათრევას და კეელთან გაჩენას, მერე კკი მთელი გამეტებით ვიქნევ ჩუსტს (აი ჟანა დარკისებურად ფაქტიურად) და კედელზე მისხლმეტილი მწერით ვტკბები.
ისე ერთადეღტი მწერია 40ფეხა რომლის მოკვლასაც არც სხვას დავუშლი და არც მე თვითონ მრცხვენია როცა ვკლავ :)
ვაიმე გამაჟრიალა მაგ მწერის წარმოდგენაზე.. წარმოდგენაზე კიარა გამახსენდა როგორ გამოიყურება და.. გრრ :|
მოვკვდები ეგ რომ მარტოობის ჟამს გადამეყაროს :D
კარგი მძაფრსიუჯეტიანი ბოევიკი გამოვიდოდა შენი პოსტიდან სახელად “თინი პროტივ ნასეკომიხ” თუ პირიქით? :spy: :D
lol lol lol :D
რამდენი ვიცინე :D
წარმოვიდგინე ახლა ფილმად- ცოცხით რომ დავრბოდი წინ და უკან და პეპელა რო”მომდევს” და ეს ყველაფერი მუქად კადრში და სტრაშნი მუსიკით :D
ააა :D
ჩემს საოცრად სუფთა მეზობელს ყავს უამრავი ტარაკანი…. აააააა და ხანდახან მიუხედავად იმისა რომ ბებიაჩემი რაღაც საოცარ წამლებს და ფხვნილებს ყრის ყველა კუთხეში-მაინც ამოდის ხანდახან რომელიმე მარკო პოლო ტარაკანი. ხოდა იმ დღეს ტარაკანა ვნახე,ორთავიანი. აი გეფიცებით ორი თავი ქონდა ბლიად. ფეხი დამედგა თან შიშველი(მაგის მერე მაქვს იზმენა და ფლოსტით ვმოძრაობ) ნახევარი საათი ვტლინკაობი ზალაში კივილით ისე შემეშინდა :(((((( ვერ ვიტან ტარაკნებს!!!!!!!!
მე რომ ეგ მომსვლოდა დიდი შანსია ახლა სასუფევლიდან მეპოსტა :ლოლ:
და შენელებული კადრი მაგ დროს, პეპელა რო გადაგაფრინდება თავზე და შენ მატრიცაშია როა ისე გადაიხრები და უცებ მოიმარჯვებ ცოცხს და მოსპობ მტერს :D:D:D
აუუ ვაიმე :D :D :D
არა რა, როდისმე აუცილებლად გადავიღებ მაგას და რეჟისორად შენ მიგაწერ :lol:
ვაი :lol:
მაგ ობობის დანახვაზე მე გამისკდა გული სურათზე :)
ძაან საშინელი რამეა.
მე მწერერებიდან ყველაზე მეტად ტარაკნების მესინია დიდი ტარაკნების და დიდი კალიების.
პატარა მწერების არ მეშინია :)
ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მეშინია ძაღლების და გზაზე გადასვლის :D
მწერების მეტ-ნაკლებად – გააჩნია მწერს :D
პ.ს 40ფეხა რომელია ვერ მივხვდი :|
აი ძაალიან ბევრი ბუსუსებიანია : (
და ფეხები აქვს..მატლივით არის და მისრიალებს ხოლმე :D
ფუფ….
ის კინო დაგევასება შენ, დაიცა რა ქვია… ა ხო, “ვარსკვლაბური დესანტი” თუ რაღაც მასეთი ქვია, აი სხვა პლანეტაზე რომ გადაჯდებიან ჩვენი ჯარები და გიგანტურ ობობებს ებრძვიან, რომლებიც ტვინს წოვენ ადამიანს :)
:|
მარტო ვერ ვუყურებ, ვინმე კიდევ უნდა დაიტანჯოს ჩემთან ერთად :D
:ევილ: :D
ise tinyfobia ar arsebobs ?? :D :D
ე, თინი შენი ფობია არასერიოზულად ნამდვილად არ მეჩვნება იმიტო რო მეც მაგრათ მეშინია ობობების… ისე რას გვიშავებენ მაგრამ მაინც მეშინია..