ფიქრნი მტვრის პირას

როდესაც დილით, კარგ სიზმარ ნანახიან და გაღვიძებისთანავე სასიამოვნო ესემესდახვედრებულ ქალს მაშინვე აიძულებ სახლი დაალაგოს, ეს უკვე დანაშაულია ერის წინაშე ! თუმცა ყველა ხომ არ იქნება უცოდველი. აი დედაჩემს კი დიდი ცოდვა ადევს იმის გამო, რომ მე ყოველ დილას იმის მაგივრად, რომ საწოლში კომპიუტერი და ყავა მომართვას [რისი გაკეთებაც მომავალში აუცილებლად მოუწევს ჩემთან მცხოვრებ მამრს] , სახლის დალაგებას მთხოვს. ვინაიდან არც დედაჩემს მოურთმევია დილით საწოლში კომპიუტერი და არც მამრი მყავდა ახლო-მახლო, ჩემით მივირთვი კომპიუტერი და ჩამოვუარე ყველაფერს, რაც სანახავი მქონდა. კარგია, რომ მოვასწარი, იმიტომ, რომ მალე ჩამოჰკრა უბედურების ზარმა !

ავდექი ჯიჯღინ-ჯიჯღინით და დავიწყე საწოლის გარშემო მიყრილ-მოყრილი ჩემი ტანსაცმელების ახვეტა. თქვენ არ იცით  [ან იცით], რა ძნელია თან ლაგება და თან მესიჯობა. კიდევ კარგი ძალიან ადრე იყო და ჯერ ონლაინ არავინ იყო, რომ პარალელურად მელაპარაკა. პარალელური მესიჯობა , ყველაზე მძიმე მაშინ არის, როცა იმ ოთახში, რომელსაც ახლა ალაგებ, ცოცხით ხელში დამდგარს და ტელეფონს მიშტერებულს, ყურებამდე პირგახეულს, ნეტარი ღიმილით მდგარს დედა მოგისწრებს და ისეთი გულნატკენი სახით გიყურებს, გრცხვენია და გვას განაგრძნობ..

მოკლედ, თუ რამით არ გაირთე თავი, შეიძლება გაგიჟდე დალაგებისას. არც იმესიჯო, არც ფორუმი დაარეფრეშო, ეგრე სად არის ? :სპყ:  რადგან არ არის, ალბათ უმრავლესობის მეთოდი ამ განსაცდელის ჟამს, არის ფიქრნი მტვრის პირას.. დღეს ვფიქრობდი, ვფიქრობდი და უცებ მომაფიქრდა, რომ როგორი იქნებოდა პოსტი იმაზე, რეებს ვფიქრობ, როცა სახლს ვალაგებ. დღეს დალაგებისას ვფიქრობდი :

ფიქრი ნომერი 1 [კომპიუტერიდან ახალ გაძევებულზე განაფიქრი ] :

  • მე რომ ვიყო სერენა, ანუ ვინმე რომ წერდეს ჩემზე ბლოგს, საინტერესო იქნებოდა ?

გუშინ, მუზიკ ბოქსზე ვუყურე gossip girl-ის ანონსს. ეს არის სერიალი ერთ გოგოზე, რომელზეც ვინმე ჭორიკანა გოგო წერს ბლოგს. ეს ჭორიკანა თვითონ არ ჩანს..   ამ დილას ჩავუჯექი. უკვე ორ სერიას ვუყურე და მომწონს. [გადმოსაწერი ლინკი] . ხოდა გაგიკვირდებათ ახლა, შენც ხომ წერ ბლოგზე და თანაც შენს თავზეო, მაგრამ იმჰო სულ სხვაა სხვისი თვალით დანახული ჩემი თავი. ბევრი ფიქრის შემდეგ, დავადგინე, რომ სერენაზე არანაკლებ საინტერესო იქნებოდა ჩემზე დაწერილი ბლოგი !  ამ სერიალზე ცალკე პოსტს ვაპირებ თავისთავად..

ფიქრი ნომერი 2 [ეს ფიქრი წარმოიშვა საძინებელში სარკის წინ მტვრის წმენდისას] :

  • ეს ორი-სამი დღეა ლამაზი ვარ

ჩემი ყველაზე ცუდი თვისება ის არის, რომ ზე კრიტიკულად ვუყურებ ჩემს თავს. ერთი პერიოდი დაკიდებულ რეჟიმში გადავედი. არ მიყენდება თმა ლამაზად? დაე იყოს დებილურად ! მეზარება გაკეთება.. და ჰოი საოცრებავ, თურმე სულიერი მდგომარეობა რამდენს ცვლის გარეგონობაში. თმასაც ვივარცხნი და ჩემს სახეს რომ ვუყურებ და სიმშვიდეს ვაფრქვევ მაგაზე ვგიჟდები ისე მომწონს..

ფიქრი ნომერი 3 [საწოლის ქვეშ შეყრილი ნასკების გამოყრისას შთაგონებული ]:

  • … იფ იფ იფ ..

[18 წლამდე ასაკიანებისთვის არარეკომენდირებული ფიქრი ბლოგზე არ დაიშვება ! ] :mrgreen:

პ.ს. დილით ჩემს დას დედაჩემმა შეუღიტინა და ნინის კისკისში  აღმოხდა :

ლა თაობა მოდის ლაა…. :D

პ.პ.ს. გუშინდელი ერთი-ორი სურათი :

დოდკა,კიბორგა და როკო

დოდკა,კიბორგა და როკო

სვითი,ლილიანი და პრიკოლინა

სვითი,ლილიანი და პრიკოლინა

სტუდენტები :ლოვე:

სტუდენტები :ლოვე:

და ბოოლოს :

სვითის წარმატებული პროექტი. ანუ მე და ლანდიშა !

სვითის წარმატებული პროექტი. ანუ მე და ლანდიშა !


12 Responses to “ფიქრნი მტვრის პირას”

  • ლოლ!!!! კატეგორიის სახელი რა მაგარია!!! ნახევარდიასახლისა :D

  • თავიდან ეს პოსტი რო წავიკითხე, ვერ მივხვდი, რა შუაში იყო ტეგებში ის მაგიური რიცხვი…
    :გულუბრყვილო:
    თურმე…

  • ომგ
    დალაგება საშინელებაა
    მარა მაგის გარეშეც რომ ტეხავს?
    აი კომპი და ყავა დილას ლოგინში მაგრად გაასწორებდა )))

  • აუ, წეღან დავწერე კომენტი და დამავიწყდა submit-ზე დაჭერა ისე გამოვრთე :D

    შენ ძველ პოსტებს გადავავლე თვალი. მეც ეგრე ვარ ხოლმე: ხან მოწყენილი, ხან გახარებული, ხან ბედნიერი, ხან პმს :D ცოტ-ცოტა ხნიანი რომაა ეს ყველაფერი რა. მგონი უფრო ასაკის ბრალია. თუმცა მე ჩემ თავს თინეიჯერად აღარ მივიჩნევ. :)

    რა კარგია მშობლებთან ერთად რომ არ ვცხოვრობ და სახლს გვანცა და ქეთი ალაგებენ :D
    ასევე კომპიუტერიდან ვერ მაგდებენ. თუ რამეა, ალტერნატიულიც მოიპოვება ამ სახლში.

    აეს ნასკები და 18 წრეში აკრძალვა ვერ დავაკავშირეე :( და 69 კიდევ :D

  • : ))))))))))))))))))))))))))))))))))

  • [...] by tiny რამოდენიმე დღის წინ, როცა ბლოგზე პოსტი დავწერე საკუთარ ბედკრულებაზე სახლის [...]

  • ეგ კატეგორია მაშინ შევიმუშავე პიურისგან რომ სუპი გამომივიდა :დ

  • :მო:

    ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ :|

  • მაგის გარეშე ტეხავს ერთია და რომ არ დავალაგო ამ კომპიუტერს უნდა დავემშვიდობო :დ

    ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ :lol:

  • : )))

    ეს 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის აკრძალული ფიქრი იყო და დავაცენზურე ბლოგი :უსერ: ნასკები არაფერ შუაში, პროსტა ნასკებს რომ ვიღებდი მაგ დროს გამეფიქრა :უსერ:

    69 კიდე ოო.. :ცჰუპს: .. :ევილ:

  • მატყუარა შენა :user:

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)