ეპილატორი და იკონოგრაფიის საფუძვლები
ბოლო 24 საათი ნამდვილი საგიჟეთი მაქვს. ერთროულად იმდენ რამეს ვაკეთებ/ვაშავებ, რომ გაგიჟება შეიძლება :D აგერ მაგალითად, გუშინ მთელი დღე შოპინგს გადავყევი და მომიწია წუხანდელი ღამის გათენება.. სანამ ამ უკანასკნელ, ფრიად ტრაგიკულ მომენტზე გადავიდოდე, მანამდე გუშინელ შოპინგზე:
დიდი ხანია, რაც ახალი ეპილატორის საჭიროება გახდა ოჯახში.. ცოტა ხნის წინ მორიდებულად ამოვთქვი, რომ მიყიდეთ-მეთქი. მამამ, როგორც ყოველთვის, გიყიდიო[თუმცა ეს დაახლოებით ოპოზიცია რომ დაპირებებს იძლევა ისეთ დაპირებას გულისხმობდა]. ამ შემთხვევაში მამა ჭკვიანურად იქცევა ხოლმე, იმიტომ, რომ ვკმაყოფილდები პასუხით და მშვიდად ველოდები როდის მიყიდიან. ანუ თავიდან იცილებს ჩემს წუწუნს. აი დედა კიდევ მაშინვე უარს მეუბნება და სამაგიეროდ ოცდაოთხსაათიან ტვინის ბურღვას იღებს, რომ აი ეპილატორი თუ არ გაქვს ოჯახში, ესე იგი ოჯახი არ გქვია! ის თავის მხრივ ამტკიცებს, რომ არ მჭირდება. მოკლედ, ამ გაწამაწიაში, როგორც იქნა ავიღე ხელფასი და მეორე დღესვე გავვარდი კიდობანში. თუმცა გავარდნამდე ერთი ხელი ჩხუბი კიდევ მოვასწარი ეპილატორის ფრიადი საჭიროების რაობაზე :D
შოპინგზე წასვლა ქალებისთვის სიამოვნებააო რომ ამბობდნენ, არასოდეს არ მჯეროდა და გლამურნი გოგოების “პრივიჩკა”-საც ვუწოდებდი ხოლმე. ხოდა გუშინ ჩემს თავში აღმოვაჩინე იგივე და მივხვდი – ყველა ქალი ერთნაირია! ყველას სიამოვნებს ათასი ფინტიკლუშკის თვალიერება, თან თუ ლამაზ ვიტრინებშია დაწყობილი- მითუმეტეს. ხოდა მეც იმის მაგივრად, რომ კიდობანში ელექტრონიკის განყოფილებაში ჩავსულიყავი პირდაპირ, მეოთხე სართულიდან დავყევი და უმისამართოდ ვათვალიერებდი რაღაცებს. ძალიან მაგარია მარტო სიარული იმიტომ, რომ:
- მარტო იმას ათვალიერებ, რაც შენ გაინტერესებს და არ ხარ ვალდებული სხვების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გაჩერდე სადმე [მაგალითად მამაკაცთა ნასკების განყოფილებაში]
- დამოკიდებული ხარ საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებზე- ანუ დადიხარ იქამდე, სანამ შენ და შენს ფეხებს ძალა შეგწევთ
- რამდენსაც გინდა იმდენს იხდი იმაში, რასაც ყიდულობ და არავინ არ დაგძახის- ძვირიაო!
მოკლედ, ამ ყველაფრის შესაგრძნობად მშვენიერი დღე იყო გუშინ.. რაც მთავარია, იმდენი ვიარე დაგეგმილი საყიდლების გარდა ერთი-ორი რამე გამოვაყოლე ხელს [ორი წყვილი "ბასანოჩკი" [:D] მაგალითებრ]
ეპილატორის ყიდვისას დიდი სიფრთხილე გამოვიჩინე- ჩემთვის უჩვეულო. როგორც წესი, ერთგან თუ შევედი და თუ გამყიდველმა “გამომიჭირა”, მერე თავს ვეღარ ვართმევ ხოლმე და იძულებით ვყიდულობ. გუშინ ერთგან რომ შევედი, ქალმა ჩამომითვალა დაახლოებით 7 ეპილატორის ღირსებები სათითაოდ. ასეთ დროს, ძალიან ვაფასებ ხოლმე მათ შემართებას.. უფრო სწორად, კი არ ვაფასებ, მერე მერიდება უარის თქმა, მაგრამ გუშინ გავბედე და გამოვედი იქედან. სამაგიეროდ, იგივე ღირსებების ეპილატორი 20 ლარით [oO] ნაკლებ ფასში აღმოვაჩინე იქვე მდებარე მაღაზიაში. თან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ გამყიდველებს. თუ მომეწონა, რაც არ უნდა ძვირი იყოს რამე, მაინც ვყიდულობ :D ხოდა ეს გამყიდველი იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ მაუწყა- ამ ზედმეტ ფინტკილუშკებიან ეპილატორებსა და ამ ეპილატორს შორის არაფერი განსხვავება არ არისო[ყინულებს და მასაჟორებს ვგულისხმობ ფინტიკლუშკებში]
რა ბლოგზე დასაწერი ესაა კაცმა რომ თქვას, მაგრამ არ შემიძლიათ რომ არ გაუწყოთ ჩემი ტანჯვის შესახებ- ჩემს წინა ეპილატორთან შედარებით ეს გაცილებით მწარეა :E მართალია ცრემლები არ წამომსვლია, მაგრამ ეგ უფრო იმის გამო, რომ დედაჩემის ჯიბრით დამემტკიცებინა, თუ რაოდენ კარგია, რომ ვიყიდე ბოლოსდაბოლოს! თან ვამაყობ- ჩემი ხელფასით ნაყიდია, ესე იგი საკუთარია.
რაც შეეხება ჩემს ტანჯვას- დღეს იკონოგრაფიის გამოცდა მაქვს. მე, როგორც ნიჭიერი არსება, ჩემი ტვინის იმედად ბოლო წუთებში ერთხელ გადაკითხვით გავდივარ ხოლმე ასეთ ფრიად საპასუხისმგებლო ამბებზე :E შესაბამისად, გუშინ მთელი დღე ათას რამეს გადაყოლილი და მერე მოსწავლესთან ჩასული, როგორც დიადი მასწავლებელი, რომელიც არ უშინდება გამოცდების დაბრკოლებას და არც წვიმას, რომელმაც ერთი სადარბაზოდან მეორეში გასვლისას მოახერხა და გამლუმპლა, ღამის 12 საათზე უნდა იწყებდეს მეცადინეობას. რომ მივხვდი, რომ თვალები მეხუჭებოდა, გადავწყვიტე დამეძინა და მაღვიძარა 5 საათისთვის დავაყენე. ის ის იყო ჩამთვლიმა, რომ მესიჯებმა გამაღვიძა და ასე ძილ-ღვიძილში მიწერილ მესიჯებში გავიდა ერთი საათი. მერე ძლივს დავაყენე საშველი და ჩავიძინე. დილით კიდევ ერთი ჭიქა ყავის და ბეევრი შოკოლადის ფონზე მოვახერხე მესწავლა [!] საკმაოდ დიდი ოდენობის მასალა. მოკლედ, ფრიად დაიმედებული მივქრი გამოცდაზე. თან ნახევარი წერით იქნება და ნახევარი ზეპირით, ასე რომ ჩემი მჭერმეტყველების იმედად ზოგჯერ ნამდვილად ღირს ბოლო წუთებში სწავლა :D
აუ,რა სათაურია :lol:













წარმატებები გამოცდაზე და ეპილატორიც მშვიდობაში :)
მადლობა : ) გადავდე ოღონდაც გამოცდა, იმიტომ, რომ ორი აუცილებელი წინასაგამოცდო კონსულტაცია მქონდა თურმე და ტყუილა გავათენე :|
ეჰჰ
მაგარი იყო, სჰემტხვევიტ მოვხვდი მე აქ :D:D
მეც ეგეთი მაქვს ზუსტად :user:
ისა და… სხვა არ მიცდია და რატო უნდა იყოს ერთი ეპილატორი მეორეზე მწარე, დაახლოებით ვერ ამიხსნის ვინმე? :user:
მაგალითად იმიტომ, რომ ის უხარისხო იყო :E
მე მქონდა ფილიპსი და ის უფრო მწარეა ვიდრე ბრაუნი რომელიც ეხლა მაქვს.
თუმვა ის უფრო ეფექტური იყო, ასე მეჩვენება :)
ჰო,ბრაუნი კარგიაო ამბობენ :D
ე გოგო ჩემთვის გეკითხა რჩევა…
http://sweet.ge/2008/08/todays-gift/
აუუ აუ მაგ პოსტს ვეძებდი გუშინ და სერჩის ვიჯეტი აღარ ქონდა შენს ბლოგს და ვერ ვიპოვნე :E
http://blogsearch.google.com/blogsearch?hl=en&ie=UTF-8&q=%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98&btnG=Search+Blogs
ლოლ
მაგ სერჩში ჩემი პოსტი არ ამოაგდო :D
არადა არის განსხვავება, მასაჟორიანიც და ყინულიანიც ნაკლებად მტკივნეულია. გარდა ამისა დიდი მნიშნვნელობა აქვს რამდენი პინცეტი აქვს ეპილატორს, მინიმუმი რა სიგრძე თმის ამოღება შეუძლია და ა.შ. სანამ იყიდიდი უნდა გეკითხა და რჩევებს მოგცემდით.
სპეციალური თავი თუ მოჰყვა იღლიებისა და ინტიმური ადგილებისათვის?
საერთოდ სულ ვამაყობ, რომ ფიზიკურ ტკივილს ადვილად ვუძლებ მეთქი, ხოდა ვიფიქრე მასაჟორები და ყინულები არ დამჭირდებათქო :D
მამენტ არც დამჭირვებია, ნორმალურად ავიტანე,ცრემლები არ წამომცვივნია :ლოლ:
იღლიებისთვის და ინტიმური ადგილებისთვის ვითის დეპილატორ კრემს ვხმარობ, ეპილატორს ნაღდად ვერ ვიხმარებ :|
ეპილატორის თავი ინტიმური ადგილებისათვის არის საპარსისავით :)
ასე რომ სრულიად უმმტკივნეულოა მაგრამ ძალიან ეფექტური :)
ფრთხილად იყავი ვითის ინტიმურ ადგილებში გამოყენებისას.
პ.ს რაც უფრო მეტს იხმარ მიტ უფრო ნაკლებ ტკივილს იგრძნობ. :)
ვაიმე არ შემიძლია არ ავღნიშნო გავხსენი თუ არა ბლოგი მომწონა ძალიანო… =))))
ნუ იმასაც ავღნიშნავ და ვაღიარებ რომ დიდიხანია არ შემოვსულვარ და არ მინახავს =(((((
ხელებზე იკეთებთ? რამდენად ეფექტურია? ღირს გარისკვა?
ფილიფსი ჯობია თუ ბრაუნი, ყიდვა მინდა და ვერ გადამიწყვეტია რომელი ჯობია, მირჩიეთ რაა.
რავიცი, მე მომწონს :)
ბრაუნი ჯობია ჩემი აზრით :P დიდი ხანია უკვე ვხმარობ და არც გაფუჭებულა და ეფექტურიც არის :)