დრამატიზმის გარეშე..

რამოდენიმე დღეა დაბნეული დავდივარ და ვფიქრობ ჩემს ბლოგზე. უკვე რამდენმა მითხრა, რომ შენი პოსტები ბოლო დროს სხვანაირიაო oO ვკითხულობ არქივებს, ვადარებ რა შეიცვალა, ვეკითხები მეგობრებს- იქნება ვინმემ შეძლოს საიდუმლოს ამოხსნა და გამცეს პასუხი რა შეიცვალა..

საკუთარი ვერსიებიც ბლომად მქონდა, თავისთავად ყველა მათგანი საოცრად დესტრუქციული. მაგალითად, დილით გადაწვეტილი მქონდა, რომ ერთი ლაკონური პოსტი დამეწერა- მე წერას ვწყვეტ. თავისთავად ეს პოსტი არ გამოვიდოდა ლაკონური, იმიტომ, რომ იქ ახნსას მოვაყოლებდი, შევყვებოდი წერას და დაპაბლიშებისთანავე მივხვდებოდი, რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ვინაიდან გვიანი იქნებოდა, მერე იმაზე ვინერვიულებდი და მექნებოდა ბევრი სატირალი!

თუმცა აღმოჩნდა, რომ ბლოგურ საკითხებზე გადრამატიზებას ვერიდები- ვერ ვიმეტებ. ამიტომ ისევ სხვა საქმიანობა მოვძებნე დრამატიზმისთვის. საქმიანობა რა, მთელი დღე მაღალი სიცხე მქონდა და როგორც სიცხის დროს მჭირს ხოლმე- ვტიროდი და ხან დედას ვეხუტებოდი, ხან მამას.

მოკლედ, მივხვდი, რომ იმის გამო, რომ ვინმე მეუბნება “რაღაც ისე არ არის”-ო, ბლოგს არ უნდა ვერჩოდე.

პირველ რიგში, თავის მართლების რეჩი:

ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში პერიოდი, როცა მუზები არ აწუხებენ! როცა საერთოდ არაფრები არ აწუხებენ :mrgreen: ფაქტიურად შემოქმედებითი კრიზისი მაქვს. ხომ შემეტყო? კი,შემეტყო- იშვიათად ვპოსტავ.

თავის მართლება2:

ლილიანმა მითხრა ყველაზე ჩამაფიქრებელი რაღაც ყველაფერთან დაკავშირებით-დრამა მოაკლდაო. ანუ რა გამოვიდა? ჩემი ცრემლები, ჩემი პმს, ჩემი პრობლემები? მერე გამახსენდა სვითის ნათქვამიც:

„გასაგებია რატომ კითხულობთ თინის, იმიტომ რომ მის ბლოგზე ყოველთვის არის საკმარისი რეალური დრამა ან დრამისგან recovery, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სჭირდება მძაფრი შეგრძნებები.“

ხოდა თავისთავად განათდა გონება- პუბლიკას უნდა ნახოს როგორ ვტირი, როგორ ცუდად ვარ, ან როგორ ვებრძვი ცუდად ყოფნას და როგორ ვხდები კარგად. კი, მაგრამ ეს ხომ უკვე ნახეთ? ხომ ნახეთ რა ცუდად ვიყავი და ხომ ნახეთ, რომ ყველაფერი გადავლახე? ახლა ახალი დრამაა საჭირო? ანუ უნდა მოვყვე საკუთარი ხელით შექმნილი დრამა რამოდენიმე დღის წინ, როცა ჩემი ექსი ბოდიშს მიხდიდა იმ ყველაფრისთვის, რაც როდისმე დაუშავებია და მე კიდე გულისმკვლელი სიტყვებით გამოვემშვიდობე? ამ დროს საერთოდ შუაში არ იყო არაფერი გულისმკვლელი, უბრალოდ კიდევ ერთი დრამატული მომენტი მინდოდა ცხოვრებაში. მარის მოვუყევი ეგ ამბავი და მითხრა- სულელი ხარ, ზუსტად ეგენი უნდა დაწერო ბლოგზეო!
მე კიდე არ ვარ დრამის ხასიათზე.. არადა პმს, სიცხე.. მოკლედ ყველა პირობა იმისთვის, რომ ცუდად ვიყო. სხვათაშორის დავაპირე ცოტა გუშინ დრამისმაგვარის შექმნა. უფრო სწორად, გულახდილად გითხრათ ისე გავჭედე, როგორც პმს-ის დროს მჩვევია ხოლმე [ანუ გრანდიოზული ყურადღების მოთხოვნილება]. შევუტიე ლანდიშას, არადა მშვენივრად ვიცი, რომ გამოცდებამდე დარჩა 26 დღე [ავყევი მთვლელს] და დილიდან გვიან საღამომდე მასწავლებლებთან ზის, თან ამ დღეებში ბანკეტ-ექსკურსიები გადაიარა და ა.შ. მოკლედ, არ შევიმჩნიე არაფერი და ჩემი მაინც გავაკეთე და გულისმკვლელი რამე ვუთხარი.
მოლოდინი: რა თქმა უნდა, გამოცდილებისამებრ, ეხლა ჯიჯღინს დაიწყებს და იქეთ მომახდევინებს ბოდიშს.
სინამდვილეში: თქვა, რომ ყველაფერს გამოასწორებს

იმდენად აჟიტირებული ვიყავი მისი ნათქვამებით, რომ მარისთან ვაფრინე გახარებული მესიჯი- ქათმური თავისთავად [ბეევრგულებიანი]. მაგრამ ვინაიდან იმ მომენტში მარიზე კი არა ლანდიშაზე ვფიქრობდი, ლანდიშასთან გამეგზავნა.. : | უკვე მერამდენედ მომდის ასე. ისე სიმართლე ვთქვა ერთი-ორჯერ სპეციალურადაც მიქნია ;) მაგალითად, წლების წინ, როცა ჩემს აწ უკვე ექსს დიდი უარი ვთხლიშე და მერე ვინანე, ვითომდა დაქალისადმი მიწერილი მესიჯი მაგასთან გავაგზავნე, თუ როგორ განვიცდიდი და რა ნაჩქარევი იყო ჩემი პასუხი და ა.შ. მოკლედ, ალბათ ქალებისთვის ნაცნობი ხრიკი გავთქვი ახლა მე, მაგრამ ამჯერად მართლა შემთხვევით მომივიდა.. შემრცხვა :ბლუსჰ:

ურთიერთობის სამი კვირის თავზე შემიძლია განვაცხადო, რომ ბრძოლაში Landish VS mystery X, აბსოლიტური ანგარიშით გაიმარჯვა ლანდიშამ! [ყველა კრიტერიუმში, http://tiny.ge/landish-vs-mysteryx/ -გადაავლეთ თვალი!]
სამი კვირის მანძილზე იმდენი მოახერხა, რაც სხვა ალბათ ერთ წელში ვერ შეძლებდა/ვერ შეძლო.
ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც მინდა. მაგალითად, გუშინ ბანკეტის სურათებს რომ მათვალიერებინებდა, წინასწარ გამაფრთხილა, რომ თითქმის ყველა გოგოსთან გადაიღო სურათი და ამიტომ არ იეჭვიანოვო :mrgreen: ანუ თურმე ბუნებრივია, რომ შემიძლია წვრილმანებზე ვიეჭვიანო და თან ისე, რომ ჩხუბი არ დამიწყოს..

ყველაზე რომანტიკული მომენტები ურთიერთობიდან:
პირველ პაემანზევე მითხრა, რომ დილით ადრე ვერ იღვიძებს და ამიტომ ჩემს ყოველდღიურ მოთხოვნას, ნაყინის საწოლში მორთმევას ალბათ ვერ მოახერხებს :ლოლ:
ასევე პირველ პაემანზე: ხელჩაკიდებული სიარულისას დაებადა იდეა, რომ იმ დღის თარიღით ტელეფონის ნომერი უნდა ავიღოთ როდისმე [20 05 09]

ვერ ვიტანთ: ზაფხულს. [გვინდა ერთად დავისვენოთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ. მე ივლისის შუაში მივდივარ ზღვაზე,ეგ აგვისტოში]
გვიყვარს: ერთხმად-სექტემბერი
გულს არ ვიტეხთ, რომ ზაფხულში ცოტა დროს გავატარებთ ერთად, სამაგიეროდ მე რომ ზღვიდან ჩამოვალ და ეგ სანამ წავა მთელი 4 დღე გვაქვს ერთმანეთისთვის!
მინდა: პირადი პოსტების წერა ისევ დაიწყოს
უნდა: სექტემბერი მალე მოვიდეს

და ა.შ. მოკლედ, დრამა გნებავთ? დრამა არ იქნება ჯერ.. თუ იქნება პირველები თქვენ გაიგებთ,რა პრობლემაა. მანამდე კი იკითხეთ არადრამატული პოსტები. ახლა მე ესეთი ვარ. ზოგადადაც ასეთი ვარ-რაღაცნაირი! აი რატომ მიყვარს ჩემი ბლოგი.. ერთნაირები ვართ-რაღაცნაირები..

19 Responses to “დრამატიზმის გარეშე..”

  • ლოოოოოოოოოოოოოლ
    როგორც დაგპირდი დაგცინე :D

    ახლა დრამა გადაიზარდა რომატიკაში
    არსებობს რომანტიული დრამებიც მარა შენნ ეტყობა არ იცი ეს : ))))
    ტუმცა ახლა მკითხველი იმედგაცრუებული დატოვებს ბლოგს და სანამ რაიმე საინტერესო სათაურს არ დაინახავს (მაგალითად : დღეს ვიჩხუბეთ, შეურაწყოფა მომაყენა მე აღAრ მიზიდავს კაცები) არ შემოვა :) კაია ესეიგი მე მრრჩება ბურთიც და მოედანიც :D

    • Tiny:

      ესე იგი, სანამ კომენტარს გავაკეთებ, მინდა გითხრა, რომ შენი დიდი მცდელობის მიუხედავად,მე არ გავბრაზდები იმის გამო, რომ დაწერე “შეურაწყოფა”.. :D
      ახლა:

      რომანტიკა უფრო კარგი საყურებელი არ არის? როგორ არ ვიცი,რომ რომანტიკული დრამებიც კარგია, მაგრამ მე რომანტიკული კომედია მირჩევნია :E
      დატოვონ ბლოგი დაე :ბის: ან გადაიკითხონ ბლოგის არქივი და იპოვნონ ზუსტად მასეთი პოსტები- დღეს ვიჩხუბეთ, ის ვქენით, ეს ვქენით.. კი, ვიჩხუბებთ კიდეც და ყველაფერსაც ვიზამთ, მაგრამ სანამ ეგენი მოხდება მაცალონ :უსერ:

  • თინი,
    თუ აღარ გინდა დრამატიზმი შენს ბლოგზე, შეგიძლია სტილი შეიცვალო.
    არაა აუცილებელი სულ ეგეთი პოსტები გქონდეს. იქნებ სხვა სტილში უფრო ჩაჯდე?
    ძალიან კარგია, თუ შენს ცხოვრებაში კარგი რამეები ხდება და სწორედ ახლაა დრო გადახედო რაღაცეებს ;)

    • Tiny:

      კაცო,დრამატიზმი ჩემი სტილი კი არ იყო :D
      ისე ვცხოვრობდი და ისე ვწერდი : )) ახლა აღარ მედრამატიზმება და ასე ვარ. სტილი არაა შუაში, აქ მთავარი მე ვარ :E

      ხოდა მეც გადახედვების პროცესში ვარ : ))

  • მიყვარს დადებითი რამეები :user:

  • :sweet:

    დრამატიზმი შენი დამღა არაა :D

    ჰოდა, შეიძლება, იმიტომ არის შენი ბლოგი კარგი და “კითხვადი” (ნორმალური შესატყვისი მომაშველოს ვინმემ, რა საშინელი სიტყვაა), რომ

  • ნაადრევად დავაკლიკე გაგზავნას :დ

    ხოდა, მთავარი ისაა, რომ

    “ისე ვცხოვრობდი და ისე ვწერდი : )) ახლა აღარ მედრამატიზმება და ასე ვარ. სტილი არაა შუაში, აქ მთავარი მე ვარ :E “

  • მთავარი ის არის, რომ როცა რაღაც ნე ტოდ ხდება, იმ საქმეს ეგრევე არ უნდა გაუშვა ხელი

  • დრამა… კაი რა თინ შენ და დრამა ???

    “დრამა არ იქნება ჯერ”

    ამ ფრაზას მოგპარავ რა…….

    (კისს)

  • სალ:

    თინი ცოტა ცხოვრებას ხოარ ირთულებ? დააკვირდი აბა :D

    ეასყ ბაბე, რამდენს FIქრობ ეს ახალგაზრდა გოგო :D

    • Tiny:

      არ ვირთულებ, უბრალოდ, რამე ხომ უნდა ვაკეთო :D

    • სურათზე ვისი ძუძუა??? :45:

      თინიკო მიდი მიაწექი დაიკიდე კაცო რაის მკითხველი ვისაც უნდა წაიკითხავს ვისაც უნდა არა აი მაგალიტად მე ეხლა მეზარება ამ პოემის წაკითხვა და წავიკითხე პირველი და ბოლო აბზაცი :D

      • Tiny:

        პირველი და ბოლო აბზაცით რა დასკვნა გამოიტანე? იმედია ის, რომ ჩემი ბლოგის 30 ლარი შენს კისერზეა :mrgreen: :lol:

  • მიდი თინ მიაწექი, არავის არ უსმინო, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად არის !

    პოსტე რაც გინდა და რამდენიც გინდა ! :ეუფ: :D

  • მე მგონი, შენ ზედმეტად ფიქრობ იმაზე, სხვები რას ფიქრობენ შენზე და ბლოგზე! Fuck’em all! ეს ნიშნავს, რომ იზრდები და შენი ბლოგიც იზრდება შენთან ერთად, მალე ტირილსაც გადაეჩვევი, დარწმუნებული ვარ! ისე რომ, თინი, მოეშვი ზედმეტ ფიქრებს, წერე, რაც და როგორც გეწერინება!

  • добавил ваш блог в свой rss-reader

  • curly:

    გამიხარდა..ანუ მიხვდები რაც გამიხარდა..და კიდევ მიხარია რომ აღარ იქნები მოწყენილი :*:*

  • არ ვიცი ადრე რატომ იყავით დრამატულ განწყობაზე, მაგრამ პრობლემები ყველას ისედაც ბევრი გვაქვს. ამიტომ ოპტომისტური პოსტები უფრო საინტერესო საკითხავი იქნება ჩემი აზრით. გისურვებთ, ყველაფერი კარგად და ლამაზად ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში.

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)