drafts
აესეთი დრაფტებითაა გატენილი ჩემი ყველაფერი- მობილურის დრაფტები, რვეულში ცალკე გამოყოფილი ფურცლები, მოსიარულე დრაფტი ვარ..
დღის to do list-ი არ გამომივიდა- ბლოგზე wishlist-ს პეიჯის [ან უბრალოდ პოსტის] დაპაბლიშება მინდოდა, მაგრამ მთელი დღე სულელობებს გადავყევი და თმის შეღებვაღა მოვასწარი..
ფრიად უკმაყოფილო ვარ, გამიმუქდა ეს ტანჯვა-წამებით გაღიავებული თმა :D არადა ისეთი ღია ფერის საღებავი ვიყიდე, მე მეგონა ქერა გავხდებითქო,ვნერვიულობდი. it’s ok, უკვე შევეჩვიე ჩემს თმაზე წუწუნს და რა ჯანდაბაა ყველა პოსტში [მინიპოსტში] ამაზე ლაპარაკი o_O
ჩემი ახალი ჩაის “სერვიზი” :D სერვიზია ფაქტიურად.. დედამ და მამამ მიყიდეს და მამამ მითხრა- აი შვილო, მეთვთონ გიწყობ ხელს, რომ გაუბედურდე, მშვენიერი მოსახერხებელი რამეა კომპიუტერთან საჭმელ-სასმელადო :D
კიდევ მამაჩემის გუშინდელი დღის ფრაზა:
_მამა, პუდელი მიყიდე რაა
_ რად გინდა შვილო პუდელი, შეყვარებული არ ჯობია?
___________
თევზი მგონი ცუდად არის, მთელი დღე შეყუჟულია ერთ კუთხეში.. მითხრეს სცივაო o_O მე კიდე მგოინა, რომ მოიწყინა, სულ მარტოა :user:
__________
ერთი სული მაქვს დავიძინო და ეხლა ეს პოსტი რომ დაპაბლიშდება, უნდა ვუცადო როდის წაიღებს ბლოგროლი, რომ მოვაშორო, არ მიყვარს ხოლმე იქაურობის მინი პოსტებით შეწუხება ^_^













