David Garrett
დღეს რამდენჯერმე შემხვდა facebook-ზე alexa-ს ლინკი სასიამოვნო ცნობებითურთ:
აქვე აღვნიშნავ, რომ ფეისბუქის დანიშნულება ცოტა აღრეული აქვთ მათ, ვისაც უთხრეს რომ ადნაკლასნიკი ტეხავს უკვე და ფეისბუქი მაგარია, მაგრამ სადაც იმას მივაღწიეთ, რომ პირველ ადგილზე ის ავადსახსენებელი არაა გამოჭიმული, იქნება დროთა განმავლობაში ესეც მოგვარდეს :D
ხოდა რას მოვაყოლე…ეს სამი საიტია ზუსტად, რომლებსაც ყველაზე აქტიურად ვიყენებ. ფეისბუქში ვცხოვრობ, გუგლში ვსწავლობ და youtube-ში ვატარებ თავისუფალ დროს :D
ხანდახან კი ყელში ამომდის ხოლმე ამდენი რეფრეში ფეისბუქზე, ან ამდენი ვიდეოს ყურებისგან თვალების გათანგვა, მაგრამ რეალურად რომ დაფიქრდე, ალბათ შეუძლებელიც არის ჩემთვის ამ სამი რამის გარეშე არსებობა. ეს არ არის მაინცდამაინც დამოკიდებულება ალბათ, მაგრამ აი მარტივ მაგალითს გეტყვით…
დღეს შევბანცალდი youtube-ში, გაურკვეველი მიზნებით და Recommended for You-ში შემომხვდა (ამას შეგიძლიათ არ უყუროთ, გრძელია)
ადრე არასდროს და არსად არ შემხვედრია ამ ადამიანის შესახებ არაფერი. ვიდეოს არ ვუყურე იმიტომ, რომ რაღაცა გაიწელა მე კიდევ სასწრაფოდ მჭირდებოდა რამე ნიშანდობლივი :D david garrett მოვძებნე იქვე და პირველივე ამომიგდო (ამას უნდა უყუროთ!):
მოკლედ ამ წუთებიდან ავიჩემე და აღარ გავჩერდი… დიდი ხანია ასე არაფრით არ აღვფრთოვანებულვარ…მსოფლიოში ყვეელაზე სწრაფად შეუძლია დაკვრა ვიოლინოზე და თან რა ისეთია… o_O რაღაცნაირად საყვარელი!
ხოდა ასე რომ აღფრთოვანდები რამით რა უნდა ქნა? რა თქმა უნდა, მაშინვე ფეისბუქზე დააშეარო და გაუზიარო მეგობრებს. თორემ ხომ გული გამისკდებოდა რომ არ მეთქვა რა მაგარია! თან მაშინვე მოძებნი ფან პეიჯს, აქ რა არ დაგხვდება? . ეს ჩვევაა ერთგვარი, ცოტა ხნის წინ საიდან მომაფიქრდა არ ვიცი და asta la vista baby მოვძებნე და იმის ფანკლუბიც კი იყო…ill be back-ზე რომ აღარაფერი ვთქვათ :D
მერე საქმეში ერთვება google…ეძებ სურათებს, ეძებ პირადი ცხოვრების დეტალებს (ეს უკანასკნელი რა მოსატანია იყო, მაგრამ დიდისამბით დავინტერესდი ცოლიანი იყო თუ არა და ხომ უნდა გავცნობოდი სიტუაციას :D),ყველაფრის გადაქექვის შემდეგ უბრუნდები ვიდეოებს და ასე ცხოვრობ ბედნიერად…
ის დღე ყველაფერის მიუხედავად ბედნიერია ხოლმე, როცა მსგავს აღმოჩენებს ვაკეთებ <3
















რაღაცნაირი ისეთი კი არის , მართალი ხარ…. <3
ისე, თბილისში კონსერვატორიაში სწავლობს ჩემი მეგობარი და წამში 18 ნოტი შეუძლია დაუკრას, ამის რეკორდი კი 8 ნოტია,(როგორც ვიცი) ასე რომ ქართველებსაც გვაქვს საამაყო:D
ვაიმეე ვერ წარმოვიდგინე როგორ შეიძლება წამში 18 ნოტი…შემირცხვა ვიოლინო! :D
ვაშეარებ ფბ-ზე ძალიან მომეწონა :)
“ფეისბუქში ვცხოვრობ, გუგლში ვსწავლობ და youtube-ში ვატარებ თავისუფალ დროს” – ერთი ეს მითხარი, სუფთა ჰაერს რომელ მათგანში ეძებ :))
დევიდ გერეტი მეც მომეწონა, მაგრამ მაგაზე დიდი ვირტუოზები ახსოვს მსოფლიოს.
ისე კი ეს პოსტი მომეწონა, იმიტომ, რომ ნაკლები წუწუნია ცხოვრებაზე. ვისურვებდი, ეგრე გაგეგრძელებინოს :*
სუფთა ჰაერი მაქვს ჩემი სამყოფი:)
ცხოვრებაზე წუწუნი კიდე რომელ სხვა პოსტში მონახე, შემახსენე ერთი :)
ფოტოებზე რა კარგი ტიპია ე, მომეწონა :D [ვიდეო არ მინახავს ჯერ]
ვიდეოც ვნახე და მოხიბლული ვარ მისით :D ჩაცმულობაც ისეთი აქვს, გარეგნობა და რავიცი კიდევ, ყველაფერი :D მგონი, ყველა იქ მყოფ ქალზე ასე მოქმედებს და ბოროტად იყენებს თავსი გარეგნობას :D
ვაიმეეეეეე ვგიჟდები ამ ბიჭზეეეე მიყვარს რა ცხოვრებაააა :( უF ამასთან ერთად დამაკვრევინა და მეტი არც მინდა ბედნიერებისთვის :) აუ აუ ძაან მიყვარს
წამში 18 ნოტი?? :ს
თინი ვერც მე ვერ წარმოვიდგინე,ვიდრე ჩემი თვალით არ ვნახავ ვერ დავიჯერებ.. :)
დავით გარეტი, თუ დავით გარეჯი? :D
მერე რა გაარკვიე ცოლიანია??
ჰო მე კლასიკას ვუსმენდი და მაშინ აღმოვაჩინე პირველად, მაგრამ ცოლიანია თუ არა არ ვიცი:D:D:D:D:
დევიდ გერეტი არის ძალიან უბრალო და საოცრად საღი ადამინი, საერთოდ არ აქვს შურის გრძნობა და არ ახასიათებს ინტრიგები, კეთილშობილი ადამიანია და რაღაცნაირად ძალიან დახვეწილი.აფასებს ყველას ვინც შრომობს საკუთარ თავზე და ყველაფერს რასაც დიდი შრომის კვალი ატყვია, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოხდინა ბერძნებზე, როცა სტრადივარიუსის ვიოლინოზე სირტაკის კომპოზიცია შეასრულა, დაინგრა იქაურობა…. მოკლედ, მსოფილომ შეიყვარა ეს კაცი, იმიტომ რომ ცხვირი ზევით არ წაუღია და ზემოდან არავის უყრუებს მიუხედავად იმისა რომ ნამდვილი ვირტუოზია, სწრაფად დაკვრა კიდევ იმდენი არაეფირა, როგორც ბგერის სისუფთავე და პლასტიურობა ჰარმომიულობაში. იგი მართლაც შეუდარებელია.
მე მიხარია რომ შემიძლია მისი მოსმენა ინტერნეტში ნაპივნი ჩAნაწერებით მაინც, ძალიან მომეწონა გობლინების ცეკვა, კარმენის ფანტაზია, და დებიუსის მთავრის შუქს ისე უკრავს რომ მეითხე განზომილებში გაყავხარ პირდაპირ. რა ბედნიერებაა რომ კაცობრიობას ებადება ასეთი ადამიანები.
ბრავო ბრავო და მილიარდჟერ ბრავისიმო დევიდ, შენ კაცობრიოპბის სახე ხარ სამყაროში.
მადლობა რომ არსებობ,
უკარვ, და თავად ხარ მუსიკა…..