yahoo@chucknorris.com

კომპიუტერის დალაგებისას დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ აღმოგიჩენიათ სურათები, რომლებიც არ გახსოვდათ, რომ არსებობდა საერთოდ. ან  საიდან მოხვდა თქვენთან ის არ გახსოვთ და ა.შ. დროდადრო საგულდაგულოდ ვალაგებ ხოლმე ყველაფერს. დღეს კომპში არსებული ფოლდერებიან-ფლეშკიანად ყველაფერი გადავატრიალე და ბევრი ისეთი რაღაც შემხვდა, დავიწყებული:

ამ სურათს რომ შევხედე ლოგიკური კითხვა გამიჩნდა- წარბი სად მაქვს? oO საშინელი წარბების ფორმა მაქვს, მაგ დროს ეტყობა განსაკუთრებით მძიმე ჟამი ედგათ, ახლა გამოვასწორე..გული გამისკდა რომ დავინახე :D

პრაგოსში გადაღებული მადააღძრულობა:D


მახსოვს, ეს სურათი იმიტომ შევინახე, რომ ობამაზე მინდოდა ადრე პოსტის დაწერა. აღფრთოვანებული ვარ მისი ოჯახით და  ამ ფოტოს დართვა მინდოდა იმ პოსტისთვის :))



ROFL! forum.tsu.ge-ს შეკრების დროს, მე და 2კიჯამ გადავირბინეთ სადღაც მაღაზიაში (ვაკის პარკთან) და მაღაზიის კარზე ეს იყო გაკრული :D



აი ესენი არიან ვიღაცეები oO კი მახსოვს საიდან მოხვდნენ ჩემს კომპში, მეგობარმა გამომიგზავნა, მაგრამ ვინ არიან აღარ მახსოვს. ერთი ის ვიცი, რომ გაოგნებული ვიყავი იმ ამბით, რომ ორივე მათგანი გოგოა :D

ვიღაცეები


ეს სურათი ზურიუსმა გააკეთა, ერთობლივ პოსტს რომ ვწერდით sweety-ს გატაცებასთან დაკავშირებით :D პოსტის ფორმატში ეს კი ვეღარ ჩავსვით, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან მომეწონა და დამიტოვებია კომპში :))

sweet:))


ბაბისამ თავისი სოკოს სუპის რეცეპტი დამიწერა ერთხელ ფბ-ზე, დღემდე შენახული მაქვს იმ კომენტარის სკრინშოტი, ცოტა რომ გამოგაზაფხულდება უნდა გავაკეთო ^_^


ოოჰოჰ, დიდი დღე! მაგ დღეებში ნაღვლის ბუშტის მწვავე გაღიზიანება მჭირდა და საკენკით ვიკვებებოდი- პიურე და გრეჩიხები. ლექციების შუალედში გუდვილში მივდიოდით და ვყიდულობდით- თამო და ირი თანაგრძნობის ნიშნად ჩემნაირად იკვებებოდნენ :D თავი რატომ მაქვს სურათზე მოჭრილი ჯერ ვერ დავადგინე, ალბათ თვალები მქონდა დახუჭული ან რაღაც მასეთი..

გუდვილ გუდვილ


ლოლ:)) გირშელი- ვანოს შოუს ბენდის ხელმძღვანელი რომ არის. ვგიჟდები ისე მომწონს, ვუყურებ ხოლმე და ვდნები. ეს სურათი ფბ-ზე აღმოვაჩინე და მეთქი არიქა, კომპში მქონდესთქო :D ძაალიან ლამაზია :love:


აი ეს რატომ დავასკრინშოტე?! მანიაკი ვარ სკრინშოტების.. ეს მგონი რომელიღაც მორიგი განუხორციელებელი პოსტისთვის მჭირდებოდა :D


დარწმუნებული ვიყავი, რომ დაშორებისას ყველაფერი გავანადგურე, მაგრამ ლოლ, დღეს აღმოვაჩინე, რომ ფლეშკაზე რომელიღაც ფოლდერში ჩატენილი (ანუ კიდევ ბევრ ფოლდერში შეფუთული) მქონდა ეს სურათი. მე და ყვავა მოკლედ, თუ ციფრულის თარიღი არეული არ იყო, მაგ დროს  რაც ზედ აწერია :D


ვაიმე რამდენი ვიცინე ამაზე :D ვიდეო პოსტის ჩაწერის დროს ვმაიმუნობდი, ჩემი ძმა ასწორებდა კამერას და დავეჯღანე :D



კირა: )) ნატალიას ქონდა თავის პოსტში ეს სურათი გამოყენებული და ეგრევე ჩავიწერე კომპში. რამდენჯერაც შემომხვდება, ეგრევე კარგ ხასიათზე ვდგები.



ამით უნდა დავამთავრო! ეს კი ნამდვილად მახსოვდა, დღეს დავაკსრინშოტე hey you-ს სკაიპ სტატუსი, ძაალიან ბევრი ვიცინე :D :D :D

29 Responses to “yahoo@chucknorris.com”

  • დაგლიჯა, მაგრად მევასება ჩაკ ნორისს რო ეკაიფებიან :)))

  • პირველ სურათს რომ შევხედე მომშივდა :შ

    :@

  • რა კარგია წარსულის მოგონებებს რომ გადააწყდები სადმე : )))

    რომ იცი, რომ ის რაღაცა შენია, მარა საიდან ან როგორ მოვიდა შენთან, ან რატომ დარჩამ ამდენი ხანი, ვერ იხსენებ :D

    პროსტა იცი, რომ შენია :)

    რა ჩავაფრქვიეეე :D

  • Tiny:

    @Clown^^
    მაპატიე :user: :D

    @sunwaiting

    ხო,ძაან მაგარია :P ხანდახან რამის სპეციალურად დავივიწყო ხოლმე რაღაცეები, რომ მერე მაგ შეგრძნებით დავტკბე :მეუარესადჩავაფრქვიე:

    :D

  • კაი რა , მთლად მასეც არ მინდა :( ზოგჯერ დეპრესიების შემოტევების დროს, ისეთ ადგილებს რომ ჩავუვლი, რაც რამეს მახსენებს მერე .. ნუ არ მინდა რა :)

    და რა ცუდია, რომ ასეთ დროს ნებისმიერი ქუჩა თუ ადგილი, უკვე მართლა ყველა :D რაღაცებს მახსენებს :(

    ისე, მემგონი მოგონებებით ცხოვრება ცუდია ხო?

    • Tiny:

      მასე ძაანაც კი არ ვარ კაცო:)))ვიხუმრე :D
      ხოდა დეპრესიის შემოტევების დროს საშინელებაა მოგონებები:| აი კარგ ხასიათზე რომ ხარ რაღაც კარგად გახსენდება ყველაფერი და დეპრესიის დროს რაც არ უნდა კარგი რამე იყოს, შეიძლება მუქ ფერებში გაგახსენდეს :))
      მოგონებებით ცხოვრება მაშინ არის ცუდი, თუ მოგონებების არქივს ყოველ დღე ახალ-ახალი არ ემატება, თორემ ისე რა უჭირს..

      :P

  • იქ რამდენიმე ფოტო არ ჩანს :D სვითის და მაგის ზედა

  • dembo:

    ლიდსი ლოჰანი როგორ ვერ იცანი? :D

  • dembo:

    ნ ჩაამატე რა ისა და დ-ს შორის დსმა :D

  • FB-ზე რამდენიმე თვეა უკვე რაც facebook@davidbirman.com მაქვს იმეილად მითითებული და… კაი ჩაკნორისობა ჩამიტარებია მეც ისე ჩანს… :D

  • ფლეშკაზე კი არა შენ ჯობია გუგლში მოძებნო შენი თავი, იმდენს იპოვნი რომ : ))

  • Tiny:

    David

    ლოოლ რამდენი ვიცინე :D მაგარია :D

    Landish

    ვეცდები ამ დღეებში :D

  • http://tiny.ge/wp-content/uploads/2010/01/SGPhoto_2010_01_08-20_02_29.png

    ეს მე დამისკრინე, ცვეტში მახსოვს :D ჩემი სტატუსია ეგა :D

  • ძაან ბევრი ვიცინე ამ პოსტზე. უუუფ როგორ ვერ ვიტან ეგეთ ძველ “ფაქტებს”. ჰო ეგ ლინდსი ლოჰანია, საშინლად მიყვარდა ოდესღაც, გვერდზე რომ ჰყავს ეტყობა ეგ გოგო მისი ნაშაა.:)
    საოცარი სურათები იყო.
    სარკოზი როგორ უყურებს ერთ ადგილზე იმ ქალს:):):):)

  • დღეს ტოპ.გე-ზე ვნახე რომ ბლოგზე გადმოსულები იყვნენ ლინკიდან http://tiny.ge/chucknorris/ და მეთქი თინის რა უწერია ასეთი ჩაკ ნორისზე, მეც რომ დამაკავშირა-თქო :D :D

    პირველ ფოტოში რა მადიანად ჭამ, მომშივდა :უსერ:

  • Tiny:

    დათო

    არა ეგ სხვა სკრინშოტია :D ჩემი სტატუსიც არის :D

    შორე

    სარკოზი მეც ძაან დავამუღამე :D

    ნატალია

    : ))) ჩაკ ნორისი და ნატალია :D :D

  • მეც დასალაგებელი მაქვს კომპი… იმდღეს დავიწყე, ზედმეტ პროგებს ანინსტალი გავუკეთე და სურათებში რამდენი რამეა წაშაშლელი, ვინ იცის… :O თან რაც განსაკუთრებით მეძვირფასება, მაილზე უნდა გავიგზავნო, თორემ ერთხელ რაღაც ჯანდაბა ვირუსი შემომიჩნდა და მთელი კომპი დამიფორმატეს… :შ მოკლედ ვიზამ ამ დღეებში და მეც თუ გამიჩნდა სურვილი, ჩემს ბლოგზეც დავდებ ასეთ “განსაკუთრებულ” ფოტოებს… :$

  • კაი ხო :D არადა ცვეტში მახსოვს :D

    • Tiny:

      მეც მახსოვს, რომ შენ დაგისკრინე ზუსტად ასეთი და ისიც მახსოვს რატომაც :D მაგრამ ეს სკრინი ნამდვილად პოსტისთვის მჭირდებოდა, პროსტა მერე გადავიფიქრე იმის დაწერა :D

  • ლინდი ლოჰანი და მისი გოგჩო
    თუ პირიქით ლინდი შეყვარებული და მისი გოგჩო :D

  • ფუ ს-ს რა დაემართა

    ლინდსი ლოჰანი ლინდსი ლოჰანი ლინდსი ლოჰანი…

  • Kate:

    მოიცა ლინდსი ლოჰანის გვერდით გოგოა?????????
    ვაიმე დედა!!!

    შენი და ყვავას სურათი კარგი, მაგრამ ოქტომბერთი ნუთუ ასე ცხელოდა???ვახ!

    სარკოზისა და ბერლუსკონის რა სახეები აქვთ :D

    კიდევ რაღაც უნდა მეთქვა.

  • ლოლ
    ჩაკ ნორისმა გაასწორა…

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)