Archive for the ‘Uncategorized’ Category
2011 წელი
წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა, ყველა ბლოგერისთვის ისეთივე სავალდებულო და საპასუხისმგებლოა, როგორც მოსწავლისთვის გადამწყვეტი საკონტროლო წერა – არც გაცდენა შეიძლება, არც ცუდი ნიშნის მიღება და არც ზედაპირულად მოკიდება. შესაბამისად, მეც ავდექი და გადავშალე ბლოგის გვერდებზე 2011 წელს დაწერილი პოსტები.
აქვე უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი მთელი წელი რომ ბლოგის 2 გვერდში ჩამიტევია, მაგრამ სიზარმაცეს ვერ დავაბრალებ პოსტების ნაკლებობას.
მოკლედ, ვიწყებ 2011 წლის შეჯამებას იმით, რომ ვამბობ: ეს იყო ყველაზე კარგი წელი ჩემთვის, დანარჩენი 20 წლის ფონზე. იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მეშინია, რომ სათანადოდ ან ვერ ვიტყვი, ან ვერ დავტევ პოსტში.
2010-ის ბოლოს არც ისე კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ:
იანვარი ნიჭიერით დაიწყო. რუსთავი2-ზე უკვე პრომოები გადიოდა და მართალია ძალიან მიჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ხელის ჩაქნევის პროცესი დაწყებული მქონდა და მეგონა, რომ წელს ვიქნებოდი მის გარეშე. ჩაწერების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ დაწინაურებას ჰქონდა ადგილი :D პირველ სეზონზე ვიყავი კონკურსში გამარჯვებული ბლოგერი, ახლა ყველაფერი მბარდებოდა, მეტი შემოსავლით. მოკლედ, ამ კუთხით დავწყნარდი დროებით და კარგად შევეგუე ახალ პასუხისმგებლობებს.
თებერვალში, მეთვითონაც გაოცებულმა ამ საკითხით, ცხვირის ოპერაციის დაგეგმვა დავიწყე. საერთოდ, ამით მივხვდი, რომ ერთია “მინდა გავიკეთო ცხვირის ოპერაცია” და მეორეა მოქმედებაზე გადასვლა, რაც აუცილებლად გამოიხატება პირდაპირ კონსულტაციაზე მისვლაში. საბედნიეროდ, ჩემები დამთანხმდნენ და ყველაფერი ძალიან უცებ აეწყო. ასეც მინდოდა – არ უნდა მომესწრო დაფიქრება, რომ არ შემშინებოდა რამის. რამდენიმე კონსულტაცია და 2-3 კვირაში საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი.
მარტი პირდაპირ ოპერაციით დაიწყო, 2 მარტს უკვე ახალი ცხვირი მქონდა და გაბრუებული ვიწექი მეცხრე საავადმყოფოს რომელიღაც პალატაში. ოპერაციის ამბებზე ცალკე კატეგორია შევქმენი დაინტერესებულებისთვის – http://tiny.ge/?cat=2151 . ცხვირით 100% კმაყოფილი ვარ. მართალია ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა დროთა განმავლობაში და რამდენიმე ფორმა გამოიარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დასტაბილურდა, ყველა განვლილ ფორმაზე მეტად მომწონს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა ფსიქოლოგიური კუთხითაც. ძალიან ბევრი კომპლექსი ჩამომშორდა. შეიძლება ბევრიც დამრჩა, მაგრამ ისეთი არა, რომ 24 საათი მაწუხებდეს.

აპრილი და მაისი კარგად არ მახსოვს გარდა იმისა, რომ ნიჭიერს ვუთმობდი დიდ დროს და თან ვხვდებოდი, რომ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი :D ბლოგზე თითქმის არაფერი დამიწერია ამაზე, მაგრამ დავწერ როდისმე.
წინა წლის შეჯამებაში ვწერდი “მთელი წელია მშვიდად ვარ და არც ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას”, “ცხოვრებაში პირველად არ დავდივარ ურთიერთობებით დამძიმებული” და ა.შ. “ცხოვრებაში პირველად”-ში წელიწადზე მეტი დრო იგულისხმებოდა და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ სრულიად Fresh შევხვდი ახალ ურთიერთობას, რომელიც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მინდოდა – დაგეგმვის გარეშე, თავისთავად და თავიდანვე ძალიან ძლიერი გრძნობით. ფრაზები “ურთიერთობებით დამძიმებული”, “არ ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას”, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რა ძალიან არაჯანსაღი წარმოდგენები მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით წინა გამოცდილებების ხარჯზე. ახლა არ ვიცი რას ნიშნავს დამძიმება, თუნდაც ჩხუბის დროს (ნუ ხო, ჩხუბის გარეშე ჯანსაღი ურთიერთობა არ არსებობსო ნათქვამია :D ). რომ დავიწყო ახლა, შეიძლება ჩამოვდნე და არ მოვრჩე არასდროს…ასე რომ, მოკლედ და კონკრეტულად: ძალიან შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ.
ივნისში უნივერსიტეტი “დავამთავრე”. http://tiny.ge/after-4-years/ . ძალიან რთული გადასალახი იყო ივნისი – ივლისი იმიტომ, რომ გამოცდების პერიოდი ნიჭიერის პრეკასტინგების დაწყებას დაემთხვა. გზაში ვსწავლობდი ხოლმე და რა თქმა უნდა, ვერ მამახსოვრდებოდა წესიერად…შედეგად, ამ სემესტრში მაქვს კიდევ სასიარულო უნივერსიტეტში.
რაც შეეხება პრეკასტინგებს, დავფრინავდი რომ გავიგე მივდიოდი. ერთი თვით ჩემოდნებზე შეჯდომა არ იყო ადვილი, ძალიანაც დავიღალე, მაგრამ ახლა, თვეები რომ გავიდა უკვე მზად ვერ მეორე წრეზე წავიდე :D გიორგიმ მითხრა, პრეკასტინგების მერე გახდი ჩვენიანიო :))
ზაფხულის ქრონიკები – http://tiny.ge/precastings2011/
კასტინგების ბოლოსკენ, უკვე ვფიქრობდი რა მექნა ნიჭიერის მომდევნო სეზონამდე, რა სამსახური მეპოვა და ა.შ. ისე, ძნელია რამეზე ფიქრი, როცა ძალიან გიყვარს ეს და არ გინდა სხვა. დაბრუნებიდან მეორე დღეს, საბოლოოდ ვალაგებდით ანკეტებს და გიორგიმ მიხმო და ძალიან კარგი ახალი ამბავი დამახვედრა – ამჯერად ჯეოსტარი ჩამბარდა :))
მთელი აგვისტო, ნულიდან დასაწყებ საქმეს დავუთმე შესაბამისად. დაწვრილებით ერთ პოსტში მიწერია – http://tiny.ge/geostar/
სექტემბერში დაბადების დღე მქონდა, რომელიც პრინციპში პირველად ჩავატარე ძალიან მშვიდობიანად და როგორც მჩვევია, ისე ღრენა და ცუდ ხასიათზე ყოფნა არ დამიწყია. შეიძლება იმიტომ, რომ დილა მირიანით, ანტრეს ჩიზქექით და ძალიან cute საჩუქრით დაიწყო :D + ძალიან ბევრი მოლოცვა Fb-ზე
ოქტომბერი არაფერი ისეთი. დაღლას ვგრძნობდი უბრალოდ და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. დიდი ხანია არ დამისვენია, არსად წავსულვარ სიმშვიდეში და როგორც ვატყობ, ახლაც ვერ მოვახერხებ მინიმუმ ზაფხულამდე. დროდადრო ეს გადაღლა ძალიან თავს იჩენს და მაწუხებს ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდები.
ნოემბერში კიდე ისეთი ახალი ამბავი დამახვდა სამსახურში <3 ამჯერად, საქმე ისევ დაწინაურებას ეხებოდა. ამჯერად მარკეტინგის განყოფილებაში გადავედი და მთეელი რუსთავი2-ის ინტერნეტ მარკეტინგი ჩამბარდა. საკმაოდ საწვალებელი იყო თავიდან დალაგება ყველაფრის. ჯერ ის შედეგი არ არის, რაც მინდა იმიტომ, რომ საახალწლოდ არასდროს არავის არ სცალია, წინასწარი მზადება იყო და სეზონის ბოლო, რამაც ბევრი რამე გაართულა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. რომ ჩაივლის ეს საგიჟეთი, მერე ყველაფერს უკეთესად მივხედავ. ძალიან საყვარელ ოთახში, ძალიან საყვარელ თანამშრომლებთან ერთად ვარ :))

ჩემი ძალიან სამსახურეობრივი დაფა :D
დეკემბერს რაც შეეხება, ქეთის დაბადების დღეზე ლეკვი ვუყიდე და ახლა მთელი ოჯახის გასართობი ის არის :D ძალიან საყვარელია. დანარჩენი რა - მგონი დღემდე საახალწლო განწყობა მერყევად მქონდა – ხან კი, ხან არა. დღეს საახალწლო საყიდლებზე წავედით მე და მირიანი და ახლა კარგად შემომიტია წინასაახალწლო შეგრძნებებმა :) ხვალ, 31-ში, საღამოს ჯეოსტარის ფინალი გვაქვს. მერე კი, ცხოვრებაში პირველად დამოუკიდებლად გავაკეთებ საცივს და ოჯახს გარეთ შევხვდები ახალ წელს.
მოკლედ, ასეთი იყო 2011, ბევრი დეტალების გამოტოვებით იმიტომ, რომ ერთ პოსტში ყველაფერი არ ეტევა. თუმცა, მთავარი რამეები ვთქვი და წინ 2012 წელია, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, ბლოგზე ორ გვერდზე გაცილებით მეტი დაეთმობა.
გილოცავთ წინასწარ <3
ჩვენი სახლის ახალი ბინადარი
ციტატას მოვიყვან: “მაშინ (როცა მოკვდა) პირობა დავდე, რომ როდისმე ზუსტად ასეთი თაფლისფერი პუდელი მეყოლებოდა! მაგრამ რაღაცა სულ მაკავებს, ალბათ ის, რომ ისე ვიცი შეყვარება, მერე ძალიან მიჭირს ხოლმე გადატანა რამის..”
ამ კვირას, 11 დეკემბერს, ქეთი 11 წლის ხდება. ძალიან დიდი ხანია ქეთიც და ნინიც, ლამის ტირილით იხვეწებოდნენ ლეკვი გვიყიდეთო. საბოლოოდ, რადგან ყველაზე დიდი სურვილი ეს იყო და დაბადების დღეზე სხვა არაფერი გაუხარდებოდა, გადავწყვიტეთ ბოლოსდაბოლოს ყველა იმ სირთულისთვის გადაგვებიჯებინა, რაც სახლში მსგავსი ბინადარის გაჩენას მოსდევს.გადაწყვეტა ერთია და შესრულება მეორე – თაფლისფერი პუდელი, ჯუჯა ჯიშის, არც ისე ადვილი საშოვნელია. ყოველ დღე სხვადასხვა საიტების რეფრეშირების შედეგად, ბოლოს mymarket.ge-ზე მივაგენი. აუცილებლად მალევე უნდა წამოგვეყვანა და დაბადების დღეზე, საჩუქრად და სიურპრიზად შემოტანა არ გამოვიდა – ერთი კვირით ადრე დაიდო ბინა ლეკვმა სახლში :))
წამოსაყვანად დიღმის ცხოველების ბაზრობაზე მივედით. ისეთი ხმაური იყო, ნინის და ქეთის კივილი ცას სწვდებოდა :)) რომ ამოიყვანეს ყუთიდან, აცახცახდა ემოციებისგან. ჩავიხუტე და ასე მყავდა აკრული სახლში მოსვლამდე. სხვათაშორის, არ ჰქონდა უცხოობები და დარდები, იმ საღამოსვე დაიწყო თამაში. ძალიან საყვარელი და მხიარულია.

იმ იასამნისფერ ჩანთაში ზის და გველოდება :)

ღამით იდეაში ყუთში სძინავს, მაგრამ რამდენჯერმე იღვიძებს, თამაში უნდა, მერე მოითენთება და ისევ იძინებს ოღონდ ამჯერად საწოლში, ჩემთან :D არ გვინდა ძალიან გავრყვნათ, რომ მერე მარტომ აღარ დაიძინოს, მაგრამ ისეთი საყვარელია, ვერ ვიშორებ თავიდან ასე ადვილად.
ჯერ გარეთ ვერ გაგვყავს, ერთი თვე მიწაზე სიარული და ფეხსაცმელებით ნასიარულებ იატაკზე დასმაც კი არ შეიძლება, რომ რამე არ შეხვდეს. სამაგიეროდ, შესაძლებლობების ფარგლებში დახტის, დარბის და გვეთამაშება <3 ძილი თუ უნდა, ჩემთან გამოცხადდება და ჩაიკუჭება ხოლმე კალთაში.
ორი პრობლემა გვაქვს:
1. zooplaza.ge-ზე ვნახე ძაღლისთვის კარგი რამეები. საწოლი მაგალითად. წავედით პეკინზე მდებარეში და ჯერ ერთი ძალიან მცირე არჩევანი იყო. რაც იყო, ამის ზომა არ იყო და ისიც ზედმეტად ძვირი ღირდა. დავადგინე, რომ ამ შემთხვევაში ამაზონიდან გამოწერა გაცილებით იაფი დაჯდება.

2. მეორე და მთავარი პრობლემა – სახელი ჯერ ვერ მოვუფიქრეთ. მამრობითი სქესის ბრძანდება :)) გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. თქვენც გკითხავთ და თუ აქ ჩამოთვლილებიდან არც ერთი, თქვენი ვარიანტი მომწერეთ, თორემ დაგვრჩა უსახელოდ ეს ლაწირაკი არსება:
http://worldsbestdognames.com/ - აქედან ამოვარჩიე რამდენიმე. ვერც ერთი ვერ მოვახდინე რაღაცნაირად და ვეღარ გავიგე რა ვქნა…
ბოლოს, ამონარიდი თავში ნახსენები ძველი პოსტიდან:
წარმოიდგინეთ, რა ნეტარებაა საღამოს, დაღლილი რომ მოვალ, რომ მომეხუტება, კალთაში ჩამიჯდება და ერთად დავწერთ ხოლმე პოსტებს :sun:
აი, ასე სძინავს ახლა მკლავზე და მე ვცდილობ, რაც შეიძლება ფრთხილად ვწერო, რომ ხელის მოძრაობაზე არ გაიღვიძოს:)

Sticks + Stones
ფინალურ ოთხეულამდე მაინც მივიდა და დანარჩენებზე მეტად წარმატებული კარიერა მას აქვს, როგორც ვატყობ.
ზოგადად, ყოველთვის კრიტიკა იყო შერის ირგვლივ იმის გამო, რომ იქს ფაქტორი სხვა ფორმატია იდეაში და თავიდან ვერ შეეგუა მაყურებელი რეპსაც რომ ურევდა სიმღერას. თუმცა, მისი გამოჩენის შემდეგ, იმდენი რეპავს წლევანდელ სეზონებში, შეუძლია იამაყოს, რომ გადატრიალება მოახდინა :D
მოკლედ, რატომ მოვუარე შორიდან- ალბომი გამოუშვა ცოტა ხნის წინ. ძალიან ცოცხალი, დადებით მუხტიანი და ენერგიიანი სიმღერებია.პირატული ვერსიების გავრცელება არ არის კარგი საქციელი, მაგრამ შერი კარიერის იმ ეტაპზეა, როცა ძალიან ერთგული ფანების და იმათ გარდა, ვისაც დისკზე მაღაზიებში ხელი მიუწვდებათ, ალბათ ონლაინ იშვიათი გამოიწერს.
ხოდა იმისთვის, რომ უკვე შემდეგი ალბომისთვის ისე კარგად ჰქონდეს აწყობილი საქმე, რომ ყველა კარგად იცნობდეს და მოუნდეთ გამოწერა, ასე თავისუფალ რეჟიმში მოუსმინეთ. მოეწონებათ მათ, ვინც უსმენს R&B-ს, რეპს, პოპს…ერთი-ორი სიმღერა სხვანაირიც არის, უფრო ვოკალი ჩანს :)
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
ეს კიდევ, ძალიან cute კლიპი <3
სიახლე(ები)
ერთ მშვენიერ, რაღა დღესა და პრინციპში ღამეს, ჯეოსტარის დიადი ნათელი კონცერტების დამთავრების შემდეგ, ისეთი ამბავი გავიგე, იმ ღამეს საერთოდ არ დამეძინა ფორიაქისგან. გიორგიმ რომ მითხრა კარგი საქმე მაქვს შენთანო, კი დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი მართლა კარგს ნიშნავს, მაგრამ მთლა ამდენს ვერ წარმოვიდგენდი : ))
მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, რუსთავი2-ზე არსებული ყვეელა გადაცემის ფეისბუქიზირება დამევალა.
არა მარტო ფეისბუქი, მთელი ინტერნეტის ათვისებას ვაპირებთ, ოღონდ ეტაპობრივად. ბოლო კვირანახევარში უკვე იმდენი რამე მოვასწარით, პრინციპში ისიც მალე იქნება. ფეისბუქს რომ მოვაგვარებთ, მერე ტვიტერს და ბლოგს მივხედავთ. მართალია ტვიტერს მეც იშვიათად მოვიხმარ, მაგრამ ძალიან მინდა გამოყენებადი გახდეს საქართველოში.
ჯერ პირველ ეტაპზე მოვყვები, თორემ მერე იმდენი დაგროვდება, ამერევა თავი და გზაი.
რუსთავი2-ს მართლა ისეთი სახასიათო გადაცემები აქვს, რომ ყველამ იცის, ყველა უყურებს და ა.შ. ფეისბუქთან დაკავშირებითაც, დიდი გამოცდილება გვაქვს და გადაწყდა, რომ თითქმის ყველა გადაცემას უნდა ჰქონოდა თავისი გვერდი. ამ ეტაპზე, ბოლო ერთ კვირაში გაკეთებული და გაშვებული ფეიჯები:
http://www.facebook.com/dasaqmdidadaasaqme
ახალი ბიზნეს პროექტი, რომელიც ბიზნესის გარეთაცაა საინტერესო იმიტომ, რომ არაა მარტო მშრალი ბიზნეს იდეები, არიან გიგი უგულავა და თიბისის, ლიბერთის და საქ.ბანკის გენერალური დირექტორები, რომლებიც “არაჰალსტუხიან” ვითარებებშიც აკეთებენ შეფასებებს.
ვანოს შოუ
http://www.facebook.com/thevanosshow
ვანოს შოუს პროფილი ჰქონდა და გადავაკეთე ფეიჯად. ძალიან კარგი ფორმატია იმიტომ, რომ საშუალებას გაძლევს პირდაპირი ეთერის დროს დაასტატუსო ხუმრობები, დადო სკრინშოტები და ა.შ. ამას ვგრძნობდი პრინციპში იმიტომ, რომ ერთხელ, ნიჭიერის მეორე სეზონის დროს სტუმრად რომ იყვნენ ვანოსთან ნიჭიერები, შევყევი და გამომივიდა ტრანსლიაცია :D
პროფილი
http://www.facebook.com/talkshowprofili
პროფილს ყველაზე რთულ სამუშაოდ აღვიქვამ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ნაკლები მასალა მექნება დასადებად სხვებთან შედარებით. ნუ რთული რატომ არის კი იცით, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელზეც ძალიან მინდა ყველა დაჰფიქრდეს:
“ბებია უყურებს და მეც მესმის”, “ტელევიზორი ჩართული იყო და შევყევი”, “დაასტატუსეს და დამაინტერესა” უკვე is too mainstream :D come on, რაც არ უნდა იყოს, არის ისეთი “ცხელი” თემები, რომელსაც მართლა ყველა უყურებს.
იღბლიანი ბორბალი
http://www.facebook.com/igblianiborbali
ამასთან ყველაზე ნაკლებად მქონია შეხება. სახალისო საყურებელია, დუტაა ბოლოსდაბოლოს. + ისაა კარგი, რომ სიტყვების გამოცნობაში შენც ერთვები შენდაუნებურად და it’s fun. რეიტინგიც კარგი აქვს.
ჩემი ცოლის დაქალები
http://www.facebook.com/chemicolisdaqalebi
ეს ახალი ქართული სერიალია, რომლის მხოლოდ ანონსები მაქვს ნანახი. დაინტრიგებული ვარ :D უახლოეს დღეებში მეცოდინება დაწვრილებით ყველაფერი და დავდებ მაშინვე! : ))
ნელ-ნელა კიდევ დავპოსტავ რასაც გავხსნით და შევუდგებით. აურაცხელი საქმე მაქვს, 12-1 საათიდან 8-მდე მაინც ვერ ვაღწევ ოფისიდან. თან ამ ყველაფერს დამატებული ჯეოსტარი, რომელსაც ფეისბუქის გარდა ბლოგი აქვს, რომელზეც ყოველ დღე ვპოსტავ და არ დავუშვებ ყურადღება მოაკლდეს :D ამის მიუხედავად, სადაც ამდენი, იქაც ჩემმა ბლოგმა რა დამიშავა და მინდა ენერგიები ამისთვისაც მოვიკრიბო. ყოველ დღე ზეფილოსოფიურ პოსტებს ვერ გადმოვაფრქვევ, მაგრამ ვეცდები ყოველ შემთხვევაში ხშირად პოსტვას.
მოკლედ, შემოუერთდით ფეიჯებს, ყველა ხელთ რომ მექნება ცალკე გვერდს გავუკეთებ აქ და ადვილი იქნება ორიენტირება სადა ვარ და რას ვჩადი…
Alcatel OT-808
თავიდან რომ დაარეკლამეს, გულში კი ჩამივარდა და რამდენჯერმე დავაპირე ყიდვა, მაგრამ მე სანამ რამეს გადაწყვეტ, ცხოვრება გადის ხოლმე.
♦ პუნქტი პირველი – დიზაინი
არსებობს ორ ფერიანი – ვარდისფერი და ნაცრისფერი. ვინაიდან, მე და ვარდისფერი ერთად ვერ ვთავსდებით და საუკუნეში ერთხელ მახსენდება, რომ რამდენიმე მაისური მაქვს ამ ფერი და ნაცრისფერი კიდევ პირიქით, ამოჩემებულივით მაქვს ყავისფერთან ერთად, ჩემი ტელეფონი ნაცრისფერია. ამბობენ, ვარდისფერი უფრო ლამაზი და ეფექტურიაო, ასე რომ ვისაც არაპრეტენზიულობა გახასიათებთ ფერთა შეხამებასთან დაკავშირებით, ვარფისფერიც მშვენიერია :))
კლავიატურას თავიდან ჩემი თაჩსქრინიანი სამსუნგის მერე ვერ მივეჩვიე. ასე ერთ კვირაში უკვე ისე დავნარნარებდი, ახლა საერთოდ აღარ მიჭირს. მითუმეტეს, qwerty-ა:
♦ პუნქტი მეორე, ბილაინი, როგორც ასეთი:
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გვინდოდა ბილაინი, არის ინტერნეტის ძალიან კარგი ტარიფი – ულიმიტო ინტერნეტი 7 ლარად, ერთთვიანი აქტივაციით. გარდა ამისა, 0 თეთრიანი (ზარის ღირებულება 5 თეთრი, მერე უფასო) სალაპარაკო ტარიფი. ეს ტელეფონი ინტერნეტზე კარგად არის გათვლილი, აპლიკაციებიც აქვს ბევრი (ერთი პრობლემა: ქართულს ვერ ფლობს მაინცდამაინც კარგად). ჩემი ამოჩემებული app-ი, ამინდის პროგნოზია- აჩვენებს გრადუსს, გრადუსის real feel-ს და მოსალოდნელ მინიმუმ-მაქსიმუმ ტემპერატურას.
პრობლემა ისაა, რომ ბილაინის დაფარვის ზონა ფრიად ჭედავს. თუ გინდა, რომ ცოცხალი დარჩე, აუცილებლად უნდა ატარო სხვა ოპერატორის ტელეფონიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რომ სასწრაფოში დარეკო, შეიძლება გითხრას აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებითო. მესიჯებიც ძნელად მიდის/ მოდის. თუ არ გააუმჯობესებენ, თანაც დაუყოვნებლივ, ცუდი იქნება – ნერვებზე მოქმედებს ფრიად.
♦ პუნქტი მესამე, შესაძლებლობები:
რომ გითხრათ, ფოტოების ხარისხი ძალიან კარგია, ან კარგია მეთქი, მოგატყუებთ. აი მაგალითად:
თუმცა ძალიან ცუდიც არ ეთქმის.
დანარჩენი, ინტერნეტზე მორგებას, საყვარელ დიზაინს და ა.შ. სიკეთეებს თუ გავითვალისწინებთ, კარგია. რაც მთავარია, თუ რამეა და ბილაინის ტყვეობიდან დაღწევა მოგინდათ, ბლოკის მოხსნა შეიძლება.
New
ჩემი განბლოგების ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი (აწ უკვე ყოფილი) კომპიუტერიც იყო. რამდენიმე თვის წინ, სერიოზულ კრიზისში ჩავარდა- A კლავიში მწყობრიდან გამოვიდა ორ წლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ. გარდა ამისა, ისე ცხელდებოდა, რომ მაგიდაზე რომ მედო, მაგიდის ზედაპირი + მის ქვეშ მდებარე უჯრაში არსებული წიგნები და რვეულები აალების საფრთხის წინაშე იდგნენ. ელემენტი ხან მუშაობდა, ხან არა. ხმის მოსმენაც, ყურსასმენების გარეშე, ასეც კი შეუძლებელი იყო:

მოკლედ, კარგი არაფერი სჭირდა ჩემს hp550-ს. ბევრჯერ ვცადეთ გაკეთება, მაგრამ ბოლო მცდელობა განგრენით დასრულდა და A-მ Q, 1, 2, 1 და სხვა კლავიშები ჩაიყოლა. ა-ს კიდევ ჯანდაბას, დაწერ ctrl+v-თი და ეს უკანასკნელი ისე გადამივიდა ჩვევაში, რომ ძლივს გადავეჩვიე…მაგრამ ამდენი უკვე მეტისმეტი იყო! თან ორი წელი და ცოტა მომბეზრდა კიდეც, თორემ განახლება შეიძლებოდა პრინციპში…
რამდენიმე თვის წინაც მქონდა მცდელობა ლეპტოპის ყიდვისა, მაგრამ ერთდღიანი ძებნის შემდეგ გადავიფიქრე. ახლა კიდევ გადადებასაც აღარ ექვემდებარებოდა ეს ამბავი და ტადაამ:
ჩემი წინასწარი სურვილები იყო:
კლავიატურის მაქსიმალური დაცულობა მტვრისგან ✓
არა პრიალა იმიტომ, რომ მართალია კარგად გამოიყურება, მაგრამ ნათითურები ადვილად ეტყობა -
არავითარი რუსული ასოები დატანებული კლავიატურაზე -
ტევადობა ✓
კარგი გამოყურებადობა ✓
სიმსუბუქე ✓
დიიდხანს ვეძებეთ რამდენიმე მაღაზიაში. რამდენიმე “კინაღამ ვიყიდე” შემთხვევაც იყო, მაგრამ ბოლოს
“თბილისი ცენტრალი”-ს სავაჭრო ცენტრში მდებარე go electronics-ში მივაგენი (საკმაოდ ნორმალურ ფასად). მე არც დიად პროგრამებს ვიყენებ და არც გეიმერი ვარ. ჩემს მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს იმის მიუხედავად, რომ პრიალებს…სამაგიეროდ ყავისფერ ტონშია და ლამაზია :D
მოკლედ, თავო ჩემო, შენ იცი და შენმა ლეპტოპმა…
“ნიჭიერი”–ს ზაფხული
დაახლოებით ერთი თვეა “ჩემოდნებზე ვზივარ” და “ნიჭიერი”-ს პრექასთინგებზე დავდივარ მთელ საქართველოში. ბევრი შთაბეჭდილება მაქვს, ბეევრი ახალი გამოცდილებებიც და რომ არა უდროობა, ძალიან ვრცელ პოსტებს დავწერდი, მაგრამ ახლაც ჩემოდანთან ერთად ვზივარ და ერთად ველოდებით როდის წაგვიყვანენ ქუთაისში . აღმოსავლეთ საქართველოს მოვლის შემდეგ დასავლეთში ვინაცვლებთ და ყველაზე ვრცელი, 2 კვირიანი გადაბმული მივლინება იქნება ეს…
როგორც კი დროს ვიხელთებ, ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ დავწერ მთელი ამ მოგზაურობის ამბებს <3
#yesididit
vso,i did it. dilit movedi operaciaze,shishit rom gadaideboda,mara ha..amovyavi tavi jer mosamzadebel palatashi,mere etlit amiyvanes saoperacioshi.imaze cudi shegrdznebebi iyo,vidre warmomedina,kinagam gamoviqeci.. anesteziologma damawvina saoperacio magidaze,sheushva wamali da uceb rom damiaraa…mere sadgac gamegviza,sag gonebaze.erti gogo ijda da vkitxe rogor chaiara metqi da lamazi cxviri gaqvso:D palatashi chamomiyvanes,eqimic movida damxeda..yvelaferi normashia,ubralod motentili var,sustad vgrznob tavs da amagam aq mtoveben.wavedi exla,meyvinteba ukidursad:Ddawvrilebit yvelafers mere movyvebi,bevri masalaa nametani:))
i can’t
სიმაღლის შიში მაქვს. არა მარტო ატრაქციონების, გადმოხედვის და ა.შ. სურათიც რომ დავინახო იქაც თავბრუ მეხვევა. ამიტომ ვერასდროს ვერ დავჯდები ექსტრამალურ ატრაქციონებზე, ვერასდროს ვერ გადმოვხტები სიმაღლიდან გართობის მიზნით (მაგალითად მაღლივის ხიდიდან :D) და ვერასდროს ვერ დავეშვები კლდიდან, რაც არ უნდა 100% დაცულობაში ვიყო დარწმუნებული (მცდელობა მქონდა ერთხელ ბავშვობაში). მიუხედავად ამისა, თვითმფრინავის შიში ჯერ არ გამჩენია და კომფორტულად ვგრძნობდი თავს იქ. დიდი იმედი მაქვს არც გამიჩნდება.
ვერასდროს დავიჭერ ხელში და ვერასდროს გავიკარებ რომელიმე მწერს ახლო-მახლო. განსაკუთრებით ობობებს. ყველაფერი, რასაც ბევრი ფეხი, წვრილი საცეცები, ბუსუსები და მსგავსი რამეები აქვს პანიკაში მაგდებს. ერთადერთი ობობა, რომლისაც არ მეშინია, სპაიდერმენია :D

მეშინია, რომ ვერასდროს დავჯდები მანქანის საჭესთან. ავარიის შიში მაქვს აკვიატებული. ახლა კიდე რა უჭირს, გადამიარა, თორემ ერთი პერიოდი ავტობუსში ასვლისასაც კი ავარია მელანდებოდა და საჭესთან დაჯდომაზე ზედმეტია ლაპარაკი. დიდი იმედი მაქვს ოდესმე დავძლევ ამ შიშს, თორემ მძღოლის აყვანა გეგმებში არ შედის :D
ვერასდროს ვერ გავხდები ვერაფრის ექიმი და ალბათ აფექტის უმაღლესი დონე უნდა დამემართოს, რომ თუნდაც პირველადი დახმარება აღმოვუჩინო ვინმეს. მაჟრიალებს ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის გაგონებაზე. ერთი სიცხის და წნევის გაზომვაა მშვიდობიანი პროცესი ჩემთვის. ტელევიზორში სულ უბრალო, მარტივ ჭრილობას რომ ვხედავ, ისეთი ცუდი შეგრძნება მაქვს, გეგონება მე ვარ დაჭრილიო :/
ვერასდროს ვერ გამოვიყენებ ე.წ. “შპარგალკას”, რაც არ უნდა სამკვდრო-სასიცოცხლო გამოცდას ვაბარებდე :D ნუ, სკოლაში და ისეთ საგნებზე, სადაც ნებადართული შპარგალკირება ხორციელდება კი ბატონო, გადამიწერია, მაგრამ აი ისეთ გამოცდებზე, სადაც სასტიკად აკრძალულია და მაინც ახერხებენ ხან ყურსასმენებით, ხან სხვადასხვა აგენტური საშუალებებით (ასეთები უშიშროებაში უნდა გაუშვა, წარმოდგენა არ მაქვს როგორ ახერხებენ და როგორ უძლებთ ნერვები), გამორიცხულია. ისეთი შიში მაქვს, რომ ალბათ დამკვირვებელი თუ მომიახლოვდება და შპარგალკა მექნება სადმე, ჩემით მოვრთავ ყვირილს და გავიქცევი შემთხვევის ადგილიდან, სულ რომ ვერ შეამჩნიონ :D
ეს კინაღამ გამომრჩა- ძალიანაც კი მინდა, მაგრამ ცურვას ვერ ვისწავლი ალბათ ცხოვრებაში. მეშინია და მცდელობების მიუხედავად, ფიზიკურად ვერა რა…ისეთი “მოხერხებული” ვარ, შემიძლია გუბეშიც კი დავიხრჩო :D
მგონი ტოპ ვერშეძლებადები ჩამოვთვალე. კიდევ იქნება რამეები, შეიძლება ცოტა, შეიძლება ბევრი, მაგრამ რადგან არ გამახსენდა, ესე იგი არც ისე მნიშვნელოვანია:)) რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილებს, მანქანის ტარების შიშის გარდა დანარჩენი სამი ზუსტად ვიცი, რომ არ ექვემდებარება გამოსწორებას.
Stupid In Love-first recording session result
დაა აი ისიც…ჩემი მანერვიულებელი პირველი სტუდიური ჩანაწერი. 10 დღეში განამზადა მირიანმა და პირველად, როგორც თვითონ დაარქვა “ბოლოს წინა” ვერსია, გუშინწინ მოვისმინე. სკაიპით ხომ გამომიგზავნა და 5 წუთი მოვუნდი გადაწყვეტილების მიღებას, რომ გამეხსნა და მომესმინა, ისე ვნერვიულობდი :/
სიმართლე გითხრათ, არაერთგვაროვანი რეაქციები მქონდა – ჯერ მომეწონა. თან ისე კარგადაა გაკეთებული ყველაფერი ფონოგრამაც ახალი გამიკეთა, დასასრული ხომ საერთოდ…
მოვუსმინე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე დავიწყე წუწუნი- რა ტემბრი მაქვს, საშინელი ვოკალი, რანაირად გამოვთქვამ სიტყვებს (ენა მებმებოდა ჩაწერისას, ცხოვრებაში არ მომსვლია ეგრე :D). ზოგიერთ მონაკვეთზე მოსმენისას, საერთოდ ყურებზე ხელს ვიფარებდი :D მაგრამ ეს მგონი ბუნებრივია და მოსალოდნელიც იყო – 0 გამოცდილებით უკეთესს ვერც მოვახერხებდი შუაზე რომ გავხეულიყავი. აი ნაკლები რომ მენერვიულა, კიდე შეიძლება რამის იმედი მქონოდა, მაგრამ.. :D
ყოველ შემთხვევაში, პირობებს, ჩაწერის ხანგრძლივობას (უცებ მივაფუჩეჩეთ), სიმღერის არასწორ არჩევანს, დაუმუშავებელ ვოკალს, ნერვიულობას და ა.შ. მსგავს რამეებს თუ გავითვალისწინებთ, ჯერ მგონი ადრეა ფანჯრიდან გადახტომა :D თან იმ მხრივ კარგია, რომ გამოცდილება მივიღე, ვიცი ჩემი შეცდომები- რა უნდა გამოვასწორო.
საბოლოო ვერსია დღეს გადმომეცა საზეიმო ვითარებაში! :D არ მეგონა ეს ჩემთვის მისტიური მოვლენა “მასტერინგი” ამდენს თუ ნიშნავდა, წინა ვერსიაზე გაცილებით უკეთესი იყო. ჩემი “ხმის ჩამწერი სტუდიით” აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, სერიოზულად… რამდენიმე წელია აღარ უმუშავია მირიანს ამ საქმეზე და მაინც რა კარგი გამოუვიდა. მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, თორემ იმდენს ვიწუწუნებ გული გაგიხდებათ ცუდად, ასე რომ, უბრალოდ მაპატიეთ რიანას ფანებო, რიანა შენც მაპატიე, კარგი გოგო ხარ, არ მინდოდა შენი წყენინება :D და ესეც თვით stupid in love:
“ჩვენი ბაღი ბაღნარია”…
დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
















