Archive for the ‘music’ Category
Sticks + Stones
ფინალურ ოთხეულამდე მაინც მივიდა და დანარჩენებზე მეტად წარმატებული კარიერა მას აქვს, როგორც ვატყობ.
ზოგადად, ყოველთვის კრიტიკა იყო შერის ირგვლივ იმის გამო, რომ იქს ფაქტორი სხვა ფორმატია იდეაში და თავიდან ვერ შეეგუა მაყურებელი რეპსაც რომ ურევდა სიმღერას. თუმცა, მისი გამოჩენის შემდეგ, იმდენი რეპავს წლევანდელ სეზონებში, შეუძლია იამაყოს, რომ გადატრიალება მოახდინა :D
მოკლედ, რატომ მოვუარე შორიდან- ალბომი გამოუშვა ცოტა ხნის წინ. ძალიან ცოცხალი, დადებით მუხტიანი და ენერგიიანი სიმღერებია.პირატული ვერსიების გავრცელება არ არის კარგი საქციელი, მაგრამ შერი კარიერის იმ ეტაპზეა, როცა ძალიან ერთგული ფანების და იმათ გარდა, ვისაც დისკზე მაღაზიებში ხელი მიუწვდებათ, ალბათ ონლაინ იშვიათი გამოიწერს.
ხოდა იმისთვის, რომ უკვე შემდეგი ალბომისთვის ისე კარგად ჰქონდეს აწყობილი საქმე, რომ ყველა კარგად იცნობდეს და მოუნდეთ გამოწერა, ასე თავისუფალ რეჟიმში მოუსმინეთ. მოეწონებათ მათ, ვინც უსმენს R&B-ს, რეპს, პოპს…ერთი-ორი სიმღერა სხვანაირიც არის, უფრო ვოკალი ჩანს :)
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
ეს კიდევ, ძალიან cute კლიპი <3
Bera- “hip-hop ვალსი”, კლიპის პრემიერა
რამდენიმე თვის წინ, ოქტომბერში ვწერდი ერთ პოსტში “ იმდენს მაინც მივაღწიოთ, რომ ქართველ თინეიჯერებში მაინც არ ტეხავდეს ვინმე ქართველის მსმენელობა.” – მეთქი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ზოგი გაფართხალდა, რაღაცები დაიძრა, მაგრამ საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ჩვენს “შოუ ბიზნესში”. რომ გითხრათ მაგის მეტი სადარდებელი არაფერი მაქვს მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მაინც დიდი სურვილი მაქვს “პროფილში” გაცოცხლებულ არარსებულ ესტრადას და მომღერლების მაგივრად, მომღერალ ვიღაც პოპულარულ ადამიანებს აღარ ვუყურო.
ცოტა ვრცელი შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ აუცილებელი წინაპირობა იმის ასახსნელად, თუ რატომ ვარ კმაყოფილი ბერას ირგვლივ ატეხილი ბუმის გამო.ზოგადად, გადამეტებული ყველაფერი გაღიზიანებას იწვევს და ბევრს არ მოეწონა, რომ კატასტროფული სიჩქარით გაიზარდა ფეისბუქზე გვერდის ლაიქერები…
პირველად, კლიპი რომ ვნახე (favorite things), მომეწონა- ძალიან ხარისხიანი იყო და ეტყობოდა ამერიკა. მართალია სიმღერა თვითონ არც ისეთი “სუპერ ვუპერ” არის, რომ mtv-ის რეიტინგები დაეპყრო, მაგრამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა ნამდვილად. მე გამიკვირდა, რომ კლიპზე იმდენად რეაქცია არ იყო. მხოლოდ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გამოჩენის შემდეგ დაიძრა მთელი ეს აჟიოტაჟი- მას შემდეგ, რაც “პიროვნება გაიცნეს”. and he’s really cute! ამის შემდეგ დაიწყო მთავარი მოვლენები, ბუმის ტრადიციული ნიშნები- ავატარებზე მისი სურათების დაყენება, ბევრკოცნიანგულებიანი კომენტარები ფეისბუქზე, ფოტოშოპში მის გვერდით თავის ჩასმა და ა.შ.
შესაბამისად, გამოხმაურებებიც იყო. წერდნენ ჟურნალებში (ეს ფეისბუქიდან ვიცი, თორემ ბეჭდურ მედიას არ ვწყალობ) და ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაშიც (ვეცადე მოძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერაფრით) იმასაც წერდნენ, რომ “მამამისის შვილობის” გამო აიტაცა ასე ყველამ, რაც ძალიან დიდი სისულელეა. შეყვარებული თინეიჯერი, ბერას რომ უყურებს და მის სურათებს ათვალიერებს, ეჭვი მეპარება მამამისი გაახსენდეს :D
მოკლედ, თავიდანვე კარგად ვიყავი განწყობილი და სავარაუდოდ ამიტომ არ ვთქვი ამ შუა გამოცდების პერიოდში კლიპის პრემიერაზე წასვლაზე უარი. გიორგიმ მითხრა, რომ რამდენიმე ბლოგერს ეპატიჟებოდნენ. (მე პირველ რიგში ის დავაზუსტე, პოსტის დაწერა სავალდებულო ხომ არ იყო – სადღაც რომ მივდივარ, როგორც ბლოგერი, თუ ემოციები საკმარისი აღმოჩნდა, ისედაც ვწერ ხოლმე).
მივედი კინოთეატრ რუსთაველში. დაგვხვდნენ ფანები მისი მაისურებით, ხელში მოსაწვევებით და აჟიტირებულები. ცოტა ვიხალისეთ (ნუ,ცოტა…) ამ სიტუაციაზე. ბერა რომ მოვიდა დაცვით და კივილი ატყდა განსაკუთრებით მაშინ, მაგრამ რომ ვთქვა დასაცინი რამე იყო მეთქი – არა. არც ნინო ჩხეიძეა და არც ბედინა, რომ გული გაგისკდეს ვინმე მისი ფანი რომ აღმოჩნდება. გულიც კი მიჩუყდებოდა რომ ეხუტებოდნენ ცრემლმორეულები :)))
სიტუაციის უკეთ წარმოდგენისთვის სიყვარულოვნას გადაღებული ვიდეო იხილეთ:
4:42-დან კლიპიდან მონაკვეთი
ეს იყო VIP პრემიერა კლიპისა “Hip-Hop ვალსი”. (კურიერ პ.ს.-ის რეპორტაჟი გადაღებების პროცესზე) ერთ-ერთ მცირე დარბაზში. თავიდან კითხვები დაუსვეს, უმღერეს, უკივლეს და ა.შ. ძალიან დადებითი მუხტი აქვს ამ ბავშვს და მომკალით:)) გახარებული და ცოტა აღელვებულიც იყო.
რაც შეეხება კლიპს და სიმღერას, ამის შესახებ დავასტატუსე:
ლოს ანჯელესის ცათამბჯენის სახურავზე რომ კლიპს გადაიღებ, თავისთავად, ამერიკული იქნება,მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი. მთავარია,რომ რეპი იყო ქართული და თან ამერიკული :Dქართული ტექსტები სულ ცუდად მხვდება ყურში მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურიც იგივენაირი ტექსტებია. განსაკუთრებით რეპი, მაინც ისეთი საკითხია…პირველივე მოსმენით/ნახვით იშვიათად ვიწონებ კლიპს- იმდენად აკვიატებადი თემა აქვს და რიტმიც დასამახსოვრებელი, მაშინვე ავმღერდით ყველა. არ ვიცი როდის აპირებს სინგლის გამოშვებას და კლიპის მასშტაბურ პრემიერას, მაგრამ მე ველოდები იმიტომ, რომ კიდევ მინდა ყურება :D
დიდი იმედი მაქვს კიდევ ბევრ რამეს გააკეთებს. საშუალება და რესურსი როცა არსებობს, მიზანმიმართულად ხარჯვას არაფერი ჯობია. მართალია უკონკურენტო იქნება ამ ბაზარზე ჩვენთან, მაგრამ აუცილებელია არსებობდეს. ასე რომ, ზემოთხსენებულ ზედმეტობას თუ არ ჩავთვლით, მე მგონი finally, გაჩნდა ისეთი ქართველი შოუბიზნესში მომუშავე, ვისი ფანობაც არ ტეხავს.: )
ესეც საიტები (შავ ფონს თუ შეცვლიან, მთლად უკეთესი იქნება)
Born This Way
მსოფლიოში იმდენი ნიჭიერი ადამიანია, ზოგჯერ ვითრგუნები კიდეც რომ ვხვდები ამდენს შორის რა ძნელია არ დაიკარგო. youtube ჩემი ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილია ინტერნეტ სივრცეში. ერთ სიმღერას რომ მოვუსმენ/ვუყურებ, related ვიდეოებში თუ ქავერებია, აუცილებლად ვნახულობ და ასე შევყვები, შევყვები და უამრავ კარგ მომღერალს აღმოვაჩენ ხოლმე. საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს ზოგს, მილიონობით ნახვები და ინტერნეტით შეძენილი ფანების დიდი რაოდენობაც.
ზოგიერთი მათგანის მომავლით ვინტერესდები- თუ ვფიქრობ, რომ რაღაც პერსპექტივა არსებობს, subscribe-ს ვაჭერ და ვაკვირდები მოვლენების განვითარებას.
მაგალითად, Jessie J, რომელსაც ძალიან განსხვავებული და ძლიერი ვოკალი აქვს, თვითონ წერს სიმღერებს და რომელიც ასე ქავერ-ქავერ და youtub-youtub (:D) გახდა პოპულარული ნელ-ნელა. უკვე 2 კლიპი გადაიღო “Do it like dude” და “price tag” b.o.b-თან ერთად. გამოუშვა ალბომიც და დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში მეტს და მეტს მიაღწევს ( ასევე გავიფიქრე თავის დროზე ჯასტინ ბიბერზე, ვიდრე გავიგებდი, რომ როცა მე მისი 10 წლის ასაკში ნამღერი ვნახე და ვთქვი “ეს ბავშვი ბევრს მიაღწევს”-მეთქი, აშერს უკვე ნაპოვნიც ჰყავდა და ჩემს ჭურში ვერ შემოღწეული პოპულარულობაც მოპოვებული ჰქონდა).
დაახლოებით ერთი თვის წინ, lady gaga-მ დააშეარა ვიდეო, ახალი სინგლის, born this way-ს ქავერი:
მე არ მყავდა გაგა დალაიქებული, მეგობრებმა გადმოაშეარეს. ვუყურე ამ ბავშვს- ძალიან ნიჭიერია! მაშინვე დავაჭირე subscribe-ს- ძალიან მაინტერესებდა რა ბედი ელოდა 10 წლის მარიას, რომელსაც როგორღაც მიაგნო გაგამ youtube-ზე (მერე რადიოში სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან ცუდი დღე მქონდა და მარია რომ მაჩვენებს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ძალიან ბედნიერი ვიყავიო), დალინკა თავის 30 მილიონიან ფეისბუქის გვერდზე და გადააშეარა ძალიან ბევრმა. გაგაც დავალაიქე, რომ თვალ-ყური მედევნებინა მიაქცევდა, თუ არა მომავალშიც ყურადღებას.
ამ ამბიდან მეორე-მესამე დღესვე დაიწყო- ლიმუზინით მიაკითხა რომელიღაც რადიომ სკოლაში, წაიყვანეს თავისთან, დაალაპარაკეს გაგას ტელეფონით, იქ შეპირდა, რომ თავისი ტურის ერთ-ერთ კონცერტზე დუეტს იმღერებდნენ და მერე ასეც მოხდა. სურათებიც დადო და დუეტის ვიდეო official-ზე ატვირთა.
ელენმა თავის შოუშიც მიიწვია
(სხვათაშორის ძალიან ჭკვიანია ასაკთან შედარებით)
მოკლედ რომ ვთქვათ და ვაღიაროთ- გული ამიჩუყდა ამ ყველაფერზე: ))
ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან დიდი სტიმულია დანარჩენებისთვის. შეიძლება ზოგისთვის შურის საბაბი გახდეს, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს… იღბლიანობა ქვია, თუ “ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენა”, 10 წლის მარიას გარანტირებული კარგი მომავალი აქვს და she deserves it.
ხანდახან ალბათ მარტო იმიტომ ღირს აშერობა, ლედი გაგობა და ა.შ. (აქ “კოლმეურნეობის თავმჯდომარე” და ყველა იმ სტარის საპატიო სია, ვინც ამდაგვარ სიკეთეს ჩაიდენს ან უკვე ჩაუდენია)-ობა, რომ შეგიძლია მაუსის ერთი დაწკაპუნებით ასეთი მომავალი შეუქმნა ვინმეს (თუმცა ყველა ვარსკლავი ვერ ტვინავს ამდენს).
შეიძლება ასეთი ამბები იმიტომ მიზიდავს, რომ ტალანტ შოუებში ვარ თავით შერჭმული, ან პირიქით- ტალანტ შოუები იმიტომ მიზიდავს, რომ იქაც ხდება ასე და ასეთი ისტორიები სტიმულს მაძლევს. იმის სტიმულს არა, რომ აი ეხლა მე დავაქავერებ რამეს, დავდებ youtube-ზე, მიპოვის will.i.am-ი და ავშენდები. უბრალოდ – ადამიანურად მიხარია მათი დამსახურებული წარმატება და ვფიქრობ რა კარგია ცხოვრება (ასევე ფეისბუქი და იუთუბი) ხანდახან: ))
my first recording session
ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დავაშეარე ჩემი ჩაწერილი სიმღერა, რომელიც goldWave-ს, ხმის ჩამწერი პროგრამის ექოებით გართობისას ვიღიღინე და მირიანმა შემომთავაზა, რაღაც ხასიათზე ვარ და არ გინდა სტუდიური ჩანაწერიო?
ნუ, რაღა დაგიმალოთ და იმდენჯერ მინატრია საკუთარი სტუდიური ჩანაწერი…ეს რომ ვუთხარი ძლივს დავაჯერე :D სერიოზულად გეუბნებიო და ორი საათი ვუხსნიდი, რომ მეც სერიოზულად ბავშვობიდან ჟინი მჭირს სტუდიის.
მოკლედ, შევთანხმდით, რომ მოვიფიქრებდი რა უნდა მემღერა და მივიდოდი და ჩავწერდი.
იმდენად აჟიტირება და აღელვება დამეწყო, ჯერ ხომ იმ ღამეს საერთოდ არ მეძინა, ახლა მეორე დღეს მთელი დღე ვმღეროდი, რომ მივხმვდარიყავი რომელი სიმღერა მინდოდა და ხმა ჩამიწყდა. კვირას უნდა მივსულიყავი და მთელი 2 დღე თაფლიანი ჩაი ვსვი და წამლები ვყლაპე, მინიმუმ 6-8 ჭიქა ჩაის ვსვამდი დღეში, რეკორდია ჩემთვის.
სიმღერის არჩევა ძალიან რთული იყო.ზოგი ისეთი ავარჩიე, რასაც ქვია გუშინდელი გამოსული და ორიგინალი ინსტრუმენტალი არ იშოვებოდა. მერე კიდევ გავცხრილე , ბოლოს lady gaga- paparazzi, cheryl cole- promise this/fight this love, rihanna- fading, stupid in love დარჩნენ. ბოლოს stupid in love შევარჩიე, არადა იქამდე მოსმენილიც არ მქონდა და ორ დღეში უნდა ამეთვისებინა.
ახლა რატომ:
rihanna კარგი გოგოა :D
stupid in love -ს ლამაზი მელოდია აქვს და კარგი რიტმი.
მაგრამ ამაზე საიმონი ნამდვილად მეტყოდა, რომ იყო wrong song choice! :D მეგონა, რომ ადვილი სამღერიც იქნებოდა იმიტომ, რომ სახლში აშკარად ყოველგვარი სირთულის გარეშე ვმღეროდი, მაგრამ კაი მატყუარა კი ყოფილა:)))
ამ ჩემი ზედმეტი აჟიტირების და სიტუაციის გასერიოზულების გამო დამემართა ის, რასაც ველოდი! მირიანი გავაფრთხილე წინასწარ, ხმა თუ არ ამოვუშვი, შეგიძლია თავში ჩამარტყა მეთქი და ჩაწერის სადღაც შუაში მოუწია ახალთახალი კლავიატურის გამზადება თავში სათავაზებლად.
სანამ გაიშალა მიკროფონი და სიმღერის დრო მოვიდა, სკამზე ჯდომის დროს ჩვეულებრივ ამომდიოდა ხმა და როგორც კი მიკროფონთან მივედი იქ დაიწყო ტანჯვა!
იმდენად მეშინოდა შეცდომების, რომ ხმა მიკანკალებდა. შიშით ვერ ვმღეროდი ხმამაღლა :D და ასე ხო უფრო შეცდომები იყო? მოკლედ, ნელ-ნელა ნელ-ნელა შედარებით მოვედი აზრზე.
ამასობაში მირიანს უწევდა მთელი ახსნა-განმარტებითი ლექციების ჩატარება, რომ ნებისმიერი მომღერალი სტუდიაში ერთსა და იმავე ფრაზას წერს რაამდენჯერმე, მერე არჩვენ საუკეთესო ვარიანტს და ამუშავებენ. პრინციპში რაც MTV-ის დაჯილდოების ცერემონიალზე katy perry-ს ნამღერს ვუყურე, იმის მერე კი მჯერა მაგისი :D
და ასე მოკლედ, გავიწურე ნერვიულობით. არადა რომ არ მენერვიულა უკეთესი გამოვიდოდა. სახლში რაც მოვედი იმის მერე ვიცოფები, რამ გამადებილა მეთქი. ამ ეტაპზე ჯერ 25 წამიანი მონაკვეთი მაჩვენა ჯერ მარტო ცოტა რომ დავმმშვიდებულიყავი, დანარჩენი დასალაგებელია:)))
არადა მიუხედავად ამ სტრესისა, ისეთი სასიამოვნო პროცესი იყო! მაზოხისტი არ ვარ, მაგრამ მართლა რა, ჩემი სტიქიაა :/ და კიდევ დიდხანს დამწყდება გული, რომ ბავშვობიდან არ მივხედე ხმას და გავიფუჭე. ალბათ სახლში რომ მედგას წესიერი მიკროფონი და ვიცოდე ტრეკის გაკეთება, მეტს არაფერს აღარ ვიზამდი. უბრალოდ ძნელია იმასთან შეგუება, რომ დაუმუშავებელი ხმა მაქვს, პროფესიონალის ხელი ყოველთვის ჭირდება, სულ მინიმუმ სუნთქვის რეგულირებისთვის.
არ შეგეშინდეთ ახლა, მომღერლობას არ ვაპირებ :D აი უბრალოდ ოდესმე თუ გადაუარა მირიანს სტრესმა და კიდევ მოინდომა ჩემთან თანამშრომლობა სტუდიამ “ როცა მე მინდა, რაც მინდა და რაფერაც მინდა ისე ჩავწერ”, დროდადრო ვჰქნამ ხოლმე, რა მოხდა:))
ერთი იმას მივხვდი, რომ კონკურსებზე ცხოვრებაში ვერ გავალ. ისეთი შეგრძნება მქონდა, გეგონება საიმონი მიზის წინო და დავიფერფლე ნერვიულობით. მერე კი შედარებით შევეგუე ჩემი სუპერ ვუპერ ხმის რეჟისორის კეთილ რჩევებს და ნელ-ნელა მოვშინაურდი :D
კიდევ დავადგინე, რომ მინიმუმ 5 წელი დასჭირდება ჩემს გამოწრთობას ისეთად, როგორიც მინდა რომ ვიყო. თუმცა სტუდიაში სიმღერის ჩაწერის მეორე მცდელობა ვიცი ასეთი საშინელება არ იქნება. პატარა გამოცდილება ხო მაინც მაქვს და…
თუ ოდესმე მოგიწიათ, გაითვალისწინეთ:
- ნერვიულობა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ამ დროს ჩაიდინოთ
- არ მოგერიდოთ ხმის გამოშვება (თუმცა მე საკუთარ სახლში მერიდება ხოლმე და.. :/ )
- აარჩიეთ სიმღერა, რომელიც ბოლომდე გაქვთ გათავისებული
მოკლედ ასე, ვნახოთ რა გამოვა. თუ ძალიან არ შემრცხვა დავდებ აუცილებლად:)) არ ვიცი როგორი გამოვა, რამხელა დამუშავება დაჭირდება (თუ შევამჩნიე, რომ ბევრი, ალბათ ფანჯრიდან გადავხტები :D ), მაგრამ თავს ვიმხნევებ-
არანაირი გამოცდილებით, პირველი მცდელობა, უაზროდ ნერვიულობა. ველოდები შედეგეს და can’t wait ^_^
junior eurovision 2010
სიმართლე გითხრათ დღეს სულ სხვა რამეზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ სანამ გამოვაქვეყნებდი, რამდენიმე წუთით ადრე მარიამ კახელიშვილის საევროვიზიო კლიპი დამილინკა ნიკამ და მითხრა, ძალიან გაბრაზებული ვარ რომ ლანძღავენ ყველგანო.
სანამ კლიპს დავლინკავ ცოტა შორიდან მოვუვლი და გეტყვით- მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერის ყველა მონაწილე შვილივით მიყვარს (არა,გატყუებთ :D ), მაინც ზოგი ნაკლებად მომწონს ან რადგან პიროვნულადაც ასე თუ ისე შეხება მქონდა, ნაკლებად ვცემ პატივს. ხოდა მარიამ კახელიშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო ზუსტად ნიჭიერის პერიოდში. რაღაც თავისებური ბავშვია, ვერ შეატყობ როდის სწყინს ან როდის უხარია. ნუ წყენას კიდე შეატყობ, მაგრამ მაგის კმაყოფილი სახე მე არ მინახავს არასდროს. სულ წუწუნებდა, ბუზღუნებდა და ა.შ. ერთი პერიოდი იმასაც ვამბობდი, რომ ყვირილი ეხერხება და დაბალ ნოტებს დახვეწილად ვერ იმღერებს მეთქი, მაგრამ მერე ვა ბანკში რომ ვნახე ანი ხანჩალიანთან დუეტისას, კარგად გამოუვიდა. (აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, რა ბედნიერი ვიქნებოდი ანი რომ წასულიყო ევროვიზიაზე). მართალია ბოლოს ბრავოში ძალიან არ მომეწონა, რომ ვითომდა იმპროვიზაციის ხარჯზე ძალიან ბევრი რთული ბგერა გააპარა, ის მაინც აღსანიშნავია, რომ ნიჭი ნამდვილად აქვს. ძლიერი ხმა და შესრულების თავისებური მანერა, რომელიც როგორც აღმოვაჩინე დაუხვეწავს ნიჭიერის მერე. იქ რაღაც ხელოვნური მეჩვენებოდა ხოლმე.
საბავშვო ევროვიზიაზე მარიამმა რომ გაიმარჯვა ეგ ვიცოდი. სიმღერაც ვნახე სადღაც ოღონდ სცენაზე იყო გადაღებული, ცოტა ცუდი ხარისხით და არ მომეწონა , მაგრამ საკითხს არ ჩავღრმავებივარ , ნამდვილად არ მაინტერესებდა.
დღეს ნანახმა კლიპმა კიდევ მოლოდინს (რომელიც არც თუ ისე კარგი იყო) ნამდვილად გადააჭარბა. დიდი ხანია ქართული კლიპი ასეთი კარგი არ მინახავს. მოდი, შარს რომ გასაქანი არ მივცე, დაწვრილებით დავასაბუთებ რატომ არის კარგი და ვინც არ მეთანხმება, შეუძლია შემეკამათოს და მითხრას, იქნება მე მეშლება.
1. ჭკვიანმა (არანაირი ირონიულობა) იმიჯმეიკერებმა როგორც ჩანს გადაწყვიტეს მარიამის წონისთვის მიეხედათ. ვერ ვიტყვი, რომ მსუქანი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პუტკუნა- კი. რაც ხელს შეუშლიდა კარგად მოძრაობაში და ის იმიჯიც არ მოერგებოდა რაც ახლა აქვს.
3. ყველაზე სამსჯელო საკითხი- სიმღერა, გულახდილად რომ ვთქვა არ მომწონს, მაგრამ ცოტა პროფესიული თვალსაზრისით რომ დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, რომ ძალიან რთულად სამღერია. თან ფონოგრამით იქ არავინ მიგიშვებს. კომპოზიციაზე და ტექსტზე არაფერს არ ვიტყვი. ცოტა განმეორება კი იყო წინა წლის ბზიკებისა, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გადაწყვიტეს.
4. კლიპი- არ მახსენდება რაღაცა ასეთი კარგი ქართული კლიპი სხვა. ძალიან კარგი ხარისხი, ქორეოგრაფიაც კარგი კლიპში გამოყენებული, იდეაც კარგი. ყველაზე დიდი კრიტიკა პლაგიატობამ გამოიწვია. მე თუ მკითხავთ,თუ პლაგიატობა იყო lady gaga-ს bad romance-თი არავინ დაიწყებდა და პლაკატს კლიპის ბოლოში არავინ დაურთავდა. იდეაც მაგაში იყო, რომ უნდა ყოფილიყო ჩართული ეგ ელემენტები.
მასე თუა lady gaga-ს bad romance-ს დასაწყისის ქორეოგრაფია მაიკლის thriller-იდან რომ არის გადმოკოპირებული? რა,არა? :D (აუ ამის თქმა სულ მინდოდა, ვიცი რომ შუაში არ არის ახლა, მაგრამ…ძლივს არ მომეცა საშუალება? :D )მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ასეთ მომენტებში, უბრალოდ უნდა დაუჭიროთ მხარი საქართველოს წარმომადგენელს და არა აგინოთ რაც ძალი და ღონე გაქვთ. ხანდახან კრიტიკა მეტისმეტია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფრის და ყველას კრიტიკა არ შეიძლება, შალვა ნათელაშვილები ხო არ ვართ კაცო :D როცა ასეთ კონკურსზეა ლაპარაკი, უნდა დაივიწყოთ პირადი დამოკიდებულება კონკურსანტისადმი, ისიც დაივიწყოთ, რომ “უიმეეე ამ ქართველებს არაფერი არ გამოგვდის რააა”, ისიც, რომ “ვაიმე საკუთარს ვერაფერს ვერ ვქმნიით” (ასეთ დროს მინდება ვუთხრა, რომ დადექი და შექმენი, დაგიშალა ვინმემ? :D ) და უბრალოდ იმდენი მაინც ვქნათ, რომ ვიღაცა უცხოელი რომ შედის youtube-ზე, ან ბლოგებზე, ან ფორუმებზე, “საკუთარის” გინება არ დახვდეს და არ თქვას, თავისას თვითონ აგინებენ და მეც რომ ვაგინო რა მოხდაო:))
იმედია სწორად გაიგებთ რასაც ვგულისხმობ. ბევრს ნიშნავს ინტერნეტში გავრცელებული აზრი.
ახლა კი შეეცადეთ გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და ისე უყუროთ კლიპს:
X Factor live show week 3
მესამე კვირა ლაივ შოუებისა იქს ფაქტორში. თვალსა და ხელს შუა იხვეწებიან ფინალისტები. ამ კვირაში განსაკუთრებით დალაგდა ყველა თავ-თავის ადგილას. თანაც ისეთი აჟიტირებულები იყვნენ- შოპინგზე გავიდნენ და იმდენი ფანები დახვდნენ, იმდენი ეხუტებოდა და სურათებს იღებდა მათთან, ავტოგრაფებს ართმევდნენ და დაცვის გარეშე ვერ გადიოდნენ ისე იყო ხალხი შემოხვეული. ყველა მათგანისთვის ძალიან უცხო იყო ეს ყველაფერი და გახარებულები იყვნენ:))
ასევე ლუის ცოტა არ იყოს “მოხვდა” დანარჩენი ჟიურებისგან. მოკლედ, დანარჩენი განხილვაში. სრული გადაცემის სანახავად აი ტორენტის ლინკი
1.პეიჯი
სიმღერის პირველ წამებზე ცოტა დაბნეული მომეჩვენა, მაგრამ მალევე გამიარა ამ შეგრძნებამ. ვთვლი, რომ დენიმ სწორად შეურჩია სიმღერა. მოუხდა პეიჯის ტემბრს. ჟიურის შეფასებები დადებითი იყო -ლუიმ თქვა, რომ უკეთესობისკენ მიდიოდა ყოველი შესრულების დროს. შერილმაც დადებითად შეაფასა. საიმონმა ჩაცმულობა გაუკრიტიკა, აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია. თუმცა უთხრა, რომ ვოკალი და შესრულება აბსოლუტურად გამართული იყო მიუხედავად იმისა, რომ ის არ იქცევა სცენაზე, როგორც ვარსკვლავი.
მე ვიცი რას გულისხმობდა საიმონი და ვეთანხმები, თუმცა თუ გადავხედავთ პეიჯის დანარჩენ ჩაცმულობებს, რითაც ის გამოსულა სცენაზე, მგონი ყველაზე კარგი იყო. დენიმ აღნიშნა, რომ სიმღერის დასაწყისიდან ბოლომდე არაჩვეულებრივი შესრულება იყო- „that’s was magic!“ – ეს არის დენის შეფასება.
პეიჯმა განაცხადა, რომ ეს მე ვარ და ასეთი ჩაცმულობა მაქვსო. ასე რომ როგორც ჩანს დიდად გულზე არ მოხვდა საიმონის პატარა კრიტიკა :))
ვიდეო:
2.ჯონი
ჯონის ეს გამოსვლა, მისი დანარჩენი ემოციური და სევდიანი გამოსვლებისგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეურჩია ლუიმ ეს სიმღერა. ვთვლი, რომ სტილი ცოტა ხელოვნური იყო ჯონისთვის. ალბათ იმიტომ, რომ მე შევეჩვიე მის ემოციურ მხარეს. თუმცა ისეთი ვოკალური მონაცემები გამოავლინა და ისეთ მაღალ რეგისტრში ამღერდა, რომ ღირდა ამ სიმღერის გამოტანა. თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ ის საცეკვაო ნომერი გვენახა, რომელიც თან ახლდა გამოსვლას :D ეს ცეკვა საიმონმა ძაღლების განაყოფიერების სცენას შეადარა, რაზეც დარბაზში სიცილი ატყდა :D
მოკლედ, ჯონს არაფერი და ლუის კი ბევრი „მოხვდა“ დანარჩენებისგან. საიმონმა უთხრა- ვცდილობდი კონცენტრაცია მომეხდინა ჯონის სიმღერაზეო, როცა ასეთი ცეკვა აფორმებდაო. ლუიმ კი პასუხი ასე უბრალოდ გასცა დანარჩენებს – ჯონ, მე მინდა უბრალოდ შევაფასო შენი ვოკალი, შენი ახალი იმიჯი- თმის ახალი ვარცხნილობა და ჩაცმულობა. შენ გამოიყურები როგორც პოპსტარიო.
ვეთანხმები, მოუხდა ეს სტილი. უბრალოდ რაც არ უნდა იცინოს ხოლმე, თვალებში რაღაცა სულ მოწყენილობას აღვიქვამ.
ვიდეო:
3. რებეკა
მე 100%-იანი დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს იყო რებეკას საუკეთესო გამოსვლა. პირველ რიგში შერილს მოვუწონებდი სიმღერის არჩევანს. თანაც რეპეტიციებზე ჩანს, აშკარად ბევრი იმუშავა მენტორმა, რომ ასეთ იდეალურობამდე მიეყვანა შესრულების მანერა, თორემ რებეკას ხმას იდეალურობა არ აკლია ნამდვილად.
ლუიმ თქვა,რომ როცა გიყურებთ სცენის მიღმა, შენ ერთი მორცხვი გოგონა ხარ და როგორც კი სცენაზე გამოდიხარ, ყველაფერი იცვლებაო და დაამატა, რომ უნიკალური ხმა აქვს.
საიმონი: Read the rest of this entry »
ჩვენც გვჭირდება POP STAR-ები
ბოლო დროს რაღაც განსაკუთრებით მაღელვებს ქართული შოუ ბიზნესის მდგომარეობა. გული მწყდება ხოლმე- ვაღიაროთ ხომ გვჭირდება პოპ სამყარო? მარტო მომღერლებზე არ მაქვს საუბარი (თუმცა პოსტში მარტო ამ საკითხზე მექნება ლაპარაკი), ერთი ჰოლივუდი ჩვენ არ გვინდა? :))
ჭორები, რომელიც მარტო ” აი იმ მომღერლის დეიდაშვილმა მოუყვა ჩემი მეზობლის მაზლს“-ით არ შემოიფარგლება. კიდევ როგორც ვიცი არსებობს რაღაც ჟურნალები, რომლებიც არ წამიკითხავს და ამიტომ თავს შევიკავებ რამის დაწერისგან. (ერთადერთი ის ვიცი, რომ პრაიმ ტაიმი არ მევასება :D ფეისბუქზე რომ დიდხანს ტრიალებდა- ნანუკა ხაზარაძის და მისი ქმრის ამბავი,დაჟინებული ჟურნალისტი რომ ეძიება, დაახლოებით მივხვდი რა საოცრებაა).
მოკლედ, აქედანვე შევთანხმდეთ, რომ არც ერთი ინტერნეტ, სატელევიზიო თუ ბეჭდური მედია საშუალება არ არსებობს შოუ ბიზნესზე რომ მუშაობდეს, მაგრამ დამსახურებულად შეუძლიათ შემომედავონ- არ არსებობს ეს ბომონდი და შოუ ბიზნესი და რა გავაშუქოთ, რა დავწეროთო :D
პირველი პრობლემა- საქართველო არის ძალიან პატარა. ორი გამოსავალია აქედან- ან დაკარგული ტერიტორიები უნდა შემოვიერთოთ, ოღონდ აფხაზეთზე და ოსეთზე არ მაქვს საუბარი, ალბათ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე დაგვჭირდება ყველაფრის აღდგენა მინიმუმ :D
ან…
სინამდვილეში, საქართველოში მართლა არსებობს იმის რესურსები, რომ რაღაც შოუ ბიზნესის მაგვარი შევთხზათ. შეიძლება მარტო მე მაწუხებს ეს ენერგიები და მძაფრი სურვილი და იმიტომ მგონია ასე, მაგრამ თითქოს დარწმუნებული ვარ, რომ ეზარებათ პროდიუსერებს, კომპოზიტორებს, თვითონ მომღერლებს, რეჟისორებს…
გახსოვთ ვინმე ისეთი მომღერალი, რომელიც ერთხელ გაფართხალების მერე ისევ გამოჩენილა? თქვენი აზრით არც ერთს არ ქონდა შანსი სცენაზე დარჩენილიყო? გინახავთ პროდიუსერი, რომელსაც იმის მაგივრად, რომ სადმე საზღვარგარეთ გაეხიზნა თავისი “ტავარი” რამე სხვაზე უფიქრია? გავიხსენოთ ხუჯაძე-თოფურიას ამბავი. დიდი არაფერი დაგვალკდა, მაგრამ ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ? კი, გასაგებია, რომ იქ მეტი პერსპექტივაა, მეტი შემოსავალი და მეტი პოპულარობა და ყველას უფლებაა, რომ უკეთესობისკენ წავიდეს. გინახავთ რეჟისორი, რომელიც მართლა დაინტერესებულა კლიპის ხარისხით? ალბათ 2-3 კლიპი თუ იქნება საერთაშორისო სტანდარტების და ისინიც არ მახსენდება, რომ ჩამოვთვალო.
ხოდა უკვე მეათასედ ატრიალებენ: „მერაბ სეფაშვილის გარდერობი“, ქეთა თოფურიამ მკერდი დაიბერა“, ქეთა თოფურიამ კიდევ დაიბერა მკერდი“, „ქეთა თოფურიამ დაიბერა…“ „რას ჭამენ ჯგუფ “კენზოს” დამფუძნებლები“ :D (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კენზო რომ კომედი შოუს ნაწარმი არ იყოს და სასაცილო ტექსტები არ ქონდეთ (რომლებიც მე პირადად “წვიმა, სევდა-სინანულ და მონატრებებს” მირჩევნია) მელოდიები მართლა კარგი აქვთ. არ დაკვირვებიხართ? o_O ).
თინეიჯერებმა მუზიკ ბოქსის ყურება დაიწყეს, სატელიტები MTV-ის აჩვენებენ, ინტერნეტი უკვე ძალიან ხელმისაწვდომია და თავისთავად, უცხოურ შოუ ბიზნესს უფრო ადევნებენ თვალ-ყურს. უფრო ხარისხიანია, უფრო მიმზიდველია, უფრო გემოვნებიანია და ა.შ.
wtf, haters?!
ცოტა შორიდან დავიწყებ: ძალიან ცუდად ვერკვევი შოუ ბიზნესში. უფრო სწორად, მუსიკალური არხები, მოგეხსენებათ საქართველოში არ გვაბადია წესიერი. აბა, პირველ სტერეოზე გადართავ და ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული ქართული კლიპები დაგხვდება, music box-ზე კიდევ ყველანაირი მუსიკაა (ოღონდ პირველ სტერეოს არ ვადარებ, გაცილებით უკეთესია) და ამიტომ მხოლოდ მაშინ ვრთავ, როცა მაგალითად სამეცადინო მაქვს და ჩემი ჩვევის გამო, რომ რაღაც აუცილებლად უნდა ხმაურობდეს- ხმაურობს კიდეც და ისეთი მუსიკაცაა, რომ არ ვუსმენ და მეცადინეობაში ხელი არ მეშლება.
როცა არ ვუსმენ ყურადღებასაც არ ვაქცევ ვინ არიან და რა უნდათ. თან დიდად არ გამოვირჩევი შოუ ბიზნესური სიახლეების ინტერესით. ბოლო დროს დავინტერესდი, რომ მივხვდი რომ ვაკუუმში ვიყავი მოქცეული იმდენი სიახლეა.
რამდენიმე თვის წინ youtube-ზე justin timberlake-ს რომელიღაც სიმღერის ძებნისას შემომეყარა ერთი ბავშვის ვიდეო, რომელიც რაღაც ძალიან ჩვეულებრივი სახლის ჩვეულებრივ დივანზე იჯდა გიტარით ხელში და მღეროდა ტიმბერლეიკის სიმღერის ქავერს. ისე მომეწონა ბლოგზეც დავდე ვიდეო და ფეისბუქზეც დავლინკე.
აი ახლა, დაივიწყეთ რომ ეს “ის” ჯასთინ ბიბერია და უყურეთ ჩვეულებრივ youtube-ზე ნაპოვნი ვიღაც ბავშვის ვიდეოსავით:
ხო იტყვით, რომ საყვარელი ნიჭიერი ბავშვია? ისეთი მელოდიაა, რომ ძალიან ძნელია საინტერესოდ იმღერო თან მარტო გიტარით. ტიმბერლეიკიც ვერ იმღერებდა ასე:D
რომ დავლინკე მერე მითხრეს, რომ ეს ბავშვი ამ ვიდეოს მერე კარგადაც გაიზარდა და ვარსკვლავიც გამხდარა.
მერე, თუ არ ვცდები, დოდკამ მომიყვა, რომ თურმე ეს ბავშვი დებდა თავის ვიდეოებს youtube-ზე, იპოვა usher-მა, მოეწონა, ჩაწერა დუეტი და ასე ნელ-ნელა გააSTAR. უფრო სწორად, გასტარდა, თორემ რაც არ უნდა დიდმა ვარსკვლავმა გარეკლამოს, თუ ნიჭი არ გაქვს ვინ აიტაცებს?
ამ სიტუაციის გარკვევის შემდეგ უკვე მხვდებოდა თვალში FB-ზე (უეჭველი იქამდეც იყო და მე, რა თქმა უნდა, ყურადღების მიქცევა არც მიფიქრია). საქართველოშიც ძალიან ბევრი ფანი ყოლია და იმდენივე HATER-ი.
ჰეთერების ნაკლებობას არც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჩივის.
მართლა ძალიან დამაინტერესა რატომ სძულდათ ასე ძალიან და ილიას ვკითხე, ხომ არ იცი მეთქი? ილიამ თქვა მგონი იმიტომ, რომ ყველგან ატენიანო :D კარგი, დავკმაყოფილდი პასუხით, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავწვდი მაინც. მერე შევიხედე სხვადასხვა ჰეით პეიჯებზე და რას ვხედავ:
[P.S. some people from foreign (and also from georgia o_O) thinked, that i'm also hater :D no, that's not right...and if you can't reading georgian languague, that's P.S. is for you :D i just said, i also don't like bieber and miley, but that Haters sucks, really :P ]
ამ ბოლოზე გული მომიკვდა მართლა :(
ხოდა სერიოზულად დავფიქრდი რატომ სძულთ ასე. რა თქმა უნდა, იმავდროულად საფიქრალია რატომ ყავს ფანები :D მაგრამ მართლა არ არის ისეთი, რომ გძულდეს. JB დაირქვა და gayB-ს ეძახიან, აკეთებენ აი ასეთ საშინელ სურათებს (მეტი საქმე რატომ არ აქვთ), აგინებენ ლექსიკონის ამოწურვამდე, მიდიან კონცერტზე იმისთვის, რომ თავში შუშის ბოთლი ესროლონ o_O
მიზეზი: ყველაფერი ვერ აქვთ დალაგებული თავში :D რას უშავებთ, დგას და მღერის. აბა თუ შნო აქვთ, თვითონ დადონ youtube-ზე სიმღერები და ისე კარგად იმღერონ, რომ ვინმე ვარსკვლავმა იპოვოს და “ხელი მოჰკიდოს”.
მეორე, რაღა ამომავალი და უკვე ამოსული ვარსკვლავი სულ ახლახანს გავიგე- miley cyrus და ის ის იყო მეგონა ბაზარში ყველა რვეულზე და სასკოლო ჩანთებზე გამოსახული hanna montana-ც კიდევ ერთი ახალი იყო, FB-ზე ამიხსნეს, რომ ეს ორი ერთი და იგივეა :D
შემოქმედებაზე ვერაფერს ვიტყვი, ერთი სიმღერა მაქვს მარტო მოსმენილი. ჩვეულებრივი პაპსაა ნუ… მაგრამ ამასაც ბევრი ფანი და ბევრიც მოძულე ყავს.
hate-რების ტენდენცია შევამჩნიე- ბიბერი ბიჭებს სძულთ, ეს გოგო გოგოებს.
ნამდვილად არ მომწონს ეს ახლად გამომცხვარი ვარსკვლავები (კიდევ რამდენიმეს სახელი გავიგე ბოლო დროს და რამდენიმე დღის წინ მუზიკ ბოქსს დაკვირვებით ვუყურე, რომ ცოტა გამეგო რა ხდება) და უეჭველი კიდევ იქნებიან ვიღაცეები, ვინც არ ვიცი, მაგრამ მაინც პატივს ვცემ რომ ამდენს აღწევენ.
რატომ უნდა მძულდნენ აბა. რამდენჯერ მიოცნებია (yes,ახლაც ვაგრძელებ) საკუთარ სტუდიაზე, კლიპზე, სოლო კონცერტზე და პოპულარობაზე და აბა სად არის? :D ისე, რომ იყოს, ერთი რამე ვიცი- ფსიქოლოგთან სიარული მომიწევდა ისე დავითრგუნებოდი ამდენი მოძულე რომ მყოლოდა. შეიძლება ეს მე ვარ სუსტი და იმიტომ იმოქმედა ერთი ცინგლიანი შეყვარებული გოგოს გახსნილმა გრუფმა i hate tinatin osefashvili თავის დროზე, სადაც მერე კი მაგრად გავერთეთ მთელი ჩემი სამეგობრო, მაგრამ ხო ფაქტია ვიღაცას იმ მომენტში ისე ვძულდი მუქარის წერილებიდან დაწყებული გვერდის გახსნიანად ყველაფერი ქნა ოღონდ ბოღმა ამოენთხია :D
ხოდა ავიწყდებათ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან, ინტერნეტთან დაახლოებულებიც (ჯასტინი განსაკუთრებით) და ხედავენ ამ ყველაფერს. რომ არაფერი ვთქვათ საკუთარ კონცერტებზე დაშენილ მძიმე საგნებზე. არ უარვყოფ, მეც მაღიზიანებენ ვიღაცეები ზოგჯერ ისე, რომ მზად ვარ ყურებიდან ბოლი გამოვუშვა, მაგრამ ცოტა არ იყოს მანიაკიზმია თუნდაც ასეთი სურათების გაკეთება. ასკროლეთ, კარგად დააკვირდით სურათებს და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ესენი გააკეთა როგორი არსება უნდა იყოს…
ისე კიდევ, თინეიჯერებო, ალბათ ოდესღაც გადაგივლით (თუ არ გადაგივლით არც ეგაა ტრაგედია) ამათი ფანობა და რომ გადაგივლით, მერე გირჩევთ X factor-ის ყურება დაიწყოთ, იქ იპოვით ნამდვილ ნიჭიერებს და ნამდვილ მომღერლებს, რომლებიც უფრო იმსახურებენ პოპულარობას. აბა უყურეთ მაგალითად ამას, ხომ არის დაბადებული ვარსკვლავად :)) (ამის გარდა კიდევ ძაალიან ძალიან ბევრია, უბრალოდ ეს ბოლო დროის ფავორიტია ჩემი, გაჭედილი მაქვს დღეში 9-ჯერ ვუყურებ :D )
sue son
ბოლო დროს მივხვდი უდროობის ყველაზე მძაფრ სინონიმად თავის მოფხანვისათვის განკუთვნილი დროის არ ქონას რატომ იყენებენ ხოლმე :D (როგორ ჩავხლართე)
როგორც კი ბლოგს ყურადღებას ვაკლებ, მაშინვე ბორგვას ვიწყებ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ მახსოვს, რომ პოსტის დაწერა მინდა. მაგრამ როცა სხვა რაღაცას დიდ ენერგიას ახმარ, მერე აღარ გყოფნის ძალა, რომ ახალი პოსტის ფანჯარა გახსნა. ენერგიებს სიტყვის მასალად არ ვამბობ, ხანდახან ისე მძიმედ ვმოქმედებ ხოლმე, რომ “dashboard”-ზეც ვერ შევდივარ შიშისგან.
ხან განსაკუთრებით სასოწარკვეთას რომ ვარ მიცემული, ვფიქრობ ხოლმე- მორჩა, თავი ამოვწურე ბლოგინგში და მსგავსი რაღაცეები, მაგრამ ადრე უფრო მჭირდა ასე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ არაფერი მომსვლია. უბრალოდ, ყველა ბლოგერს აქვს “ოქროს ხანა” და “ქვის ხანა” :D ხან გონება აღარ მოგდევს, ხან სხვა რამე გაქვს საფიქრალი, ხან მუზა არ გაქვს და ასე დგება ქვის ხანა. ამ შემთხვევაში, მე ალბათ გონების სხვა რამეზე გადართვა უფრო მჭირს, ვიდრე დანარჩენები. მაგრამ არ ვწუწუნებ- ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა მოვიშალო ეს წუწუნი :D
თანაც, აბა სხვა რისთვის შეიქმნა კატეგორია “რასა ვიქმ”, თუ არა ქვის ხანის ეპოქისთვის..
ახალი წლის wishlist-დან ერთ-ერთი ასრულდა ფაქტიურად. წესიერი ipod-ი მინდოდა და მამამ ჩამომიტანა, მართალია ipod-ი არა, მაგრამ samsung-ის digital media player yp-ro. ძალიან მომწონს. ბეევრი ფუნქციები და კარგი ხმა-გამოსახულება აქვს.
იმედია ამის ყურსასმენები მაინც შემრჩება ცოტა დიდხანს დაუზიანებელი. აი აბსოლიტურად ყველა ყურსსმენზე მარტო ცალი ყური მიმუშავებს ხოლმე ყიდვიდან სულ რამდენიმე დღეში o_O
___________________________________________
ხანდახან საკუთარი თავი მაოცებს, როცა უკიდურესად დროში გაჭედილი მაინც ვახერხებ ამას:
Rammstein
მუზა: ბარბებით თამაშის დროს ჩემი პატარა დის ღიღინი..”ვი აალ ლივინგ ინ ამეელიკაა”
რამმშტაინი ჩემი ბავშვობის ჯგუფია. რომ ვუსმენ ხოლმე პასტით გადახვეული კასეტები მახსენდება. ერთი ამოჩემებული კასეტა მქონდა, ახლაც მაქვს
let’s go girls
girls და არა მარტო..
დალაგება იმ ჭირთაგანია, რომელსაც ვერავინ ვერ იტანს [იმჰო]. ყოველდღიური, მოსაწყენი პროცესია, რომელიც ხანდახან ისე გვეზარება, რომ მზად ვართ, სანამ მტვრების გორგლებს არ წავაწყდებით ავეჯის ზედაპირზე და იატაკზე- არ დავალაგოთ :D დასასვენებლად რომ ვარ ხოლმე, მაგალითად მასე ვაკეთებ, იმიტომ რომ როცა დასასვნებელად ვარ, მე ვ ი ს ვ ე ნ ე ბ! :D
მაგრამ სახლში, რა თქმა უნდა, ვერ დავისვენებ.. ოჯახის ყველა წევრი, ვგონებ გენეტიკურად, მიდრეკილია სახლის აწეწვისკენ და თან ძალიან ბევრი ნივთი რომ არის სახლში, ხელის ერთი მოსმით იწეწება..ასე რომ, ყოველ დილას საფუძვლიანი დალაგებაა საჭირო.
რომელ დღეებშიც დილიდან არ მიწევს გასვლა, დილა დალაგებით იწყება. ჩემთვის ნამდვილი სტრესია ყოველ დღე ერთი და იგივე არასასიამოვნო პროცედურის ჩატარება: საწოლები დაალაგე, სათამაშოები აფხიკე ყველა კუთხე-კუნჭულიდან, იატაკები დაწმინდე.. Read the rest of this entry »
While Your Lips Are Still Red
Never There
ავარია
ამ ზაფხულს, ყვარელში რომ მივდიოდი ავარიაში მოვყევი. ჩვენმა მძღოლმა შეუხვია რაღაც ვიწრო გადასასვლელისკენ და იქედან მოდიოდა მანქანა, რომლის მძღოლიც რაღაც ფურცელს იყო ჩაშტერებული და არც შეუმჩნევია როგორ მივდიოდით. ამან მართალია მალე მოტვინა და ძაალიან დაატორმუზა და მიმართულება შეუცვალა, რომ იქნება როგორმე პიდაპირი შეჯახება აეცილებინა, მაგრამ ავარია ისედაც გარდაუვალი იყო. იმ მძღოლმა ბოლო წამებში ამოიხედა, სიგნალზე, მაგრამ უბრალოდ შანსი აღარ იყო აცილების.. მგონი მგზავრებიდან მარტო მე ვხედავდი ამ ყველაფერს :D სკამს მოვეჭიდესავით და დედას და ნინის გავხედე და ვერ მოვასწარი თქმა რა, მოკლედ წამის მეასედში ხდებოდა ეს დანახვაც, მოჭიდებაც და ჩემი ფიქრიც: “ნეტა რას ფიქრობენ ადამიანები ასეთ დროს”- მართლა მაგაზე ვფიქრობდი. ეს ავარია ხომ ან კარგად დამთავრდებოდა, ან ცუდად Read the rest of this entry »
ლელა
ახლა ქერსტინისთვის გასაგზავნად ქართული ესტრადის პოპულარული მომღერლების პოპულარულ სიმღერებს ვარჩევდი. მთელი ქართული მუსიკის საბადოები გადავთხარე, ალბათ იცით, რა რთული მისიაა ქართული ესტრადაში პოზიტივი დაინახო :D
ხოდა მოკლედ, ის ნაკლებადაა საინტერესო მერამდენე საათია ვიტანჯები, რომ მაქსიმალურად ვეცადო ჩვენი ესტრადის ნაკლის დაფარვას, მაგრამ ნუ მთლად ისეთი მდგომარეობა არ არის.. ერთი-ორი კარგი მომღერალი ჩვენც გვყავს :user:
რას მოვაყოლე ახლა ეს პოსტი, ბავშვობაში წურწუმია მიყვარდა ძალიან:D რა ვიცი, ახლა სხვანაირი გემოვნება მაქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ცუდი სიმღერები არ აქვს:user: და ამ სიმღერას რომ მივადექი, ქვემოთ რომ ხედავთ, აი მართლა ცრემლი მომადგა:| ძალიან ვტიროდი ხოლმე რომ ვუსმენდი და გამახსენდა ეტყობა:S ერთ-ერთი კარგი სიმღერაა ლელასი. უკეთესი ვერ ვიპოვნე youtube-ზე და ამას მოუსმინეთ :user: იმ იშვიათთაგანია, როცა არც ტექსტი და არც მუსიკა არ არის ბანალური. Read the rest of this entry »










































