Archive for the ‘mini posts’ Category

2:37

Read the rest of this entry »

მობილიზეიშენ

ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს ან რამის დამატება/გამოკლება მომინდეს. ჯეოსტარზე არ არის. არ მქონდა ნაყურები, თუმცა გუშინ სპეციალურად ვუყურე ფინალს, რომ დასკვნები გამეკეთებინა, მაგრამ ისე მომეშალა ნერვები, კინაღამ სულ გადავიფიქრე პოსტის დაწერა.. და რა ბედნიერებაა, როცა მსოფლიოში არსებობს სხვა უკარგესი შოუ, რომლის შესახებაც იმ ჯერ არ გამოქვეყნებულ პოსტში დავწერე :bis: ეს უნდა გაგიზიაროთ, პეტში სახლების შენება დავიწყე და როგორ მიხარია ეს აღმოჩენა, რომ სხვადასხვა მასალებისგან თურმე რეების გაკეთება შეიძლება. ვამაყობ ჩემი თავით :D ახალი ოთახები ასე გამოიყურება: კიდევ ნაკომ მთხოვა რამდენიმე დღის წინ გესტ პოსტის დაწერას და მოვაბი თავი ჩემდა გასაკვირად- რა საყვარელი ვარ, როცა თავის მობილიზაციას ვახერხებ :D  აი პოსტის ლინკიც: Make Right Choices დღეს საჯარო მიხმობს, მაგრამ ეჭვი მეპარება შევძლო ამ გასიებული თავის კარში გატევა:| პ.ს. აი ეს სამი მამრი იმდენად მიყვარს, რომ top gear-ს ვუყურებ და ინტერესით ვუსმენ რომელი მანქანის ძრავი რა სიმძლავრისაა:D ამ გადაცემაზე მინდა დავწერო მერე თუ მოვახერხე <3

აღარ გიცდი

პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. 6 გამოცდა დამრჩა (რა ოპტიმისტურად ჟღერს ) 30 იანვრამდეა გადანაწილებული ეს ექვსი. საერთოდ არ ვნერვიულობ საბედნიეროდ, წლის განმავლობაში თუ რამეს აკეთებ, წლის ბოლოს მშვიდად ხარ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც დაძაბული ვარ დროის გამო. არადა არსად არ მეჩქარება, მაგრამ სულ არ მცალია o_O არ ვიცი დროის განაწილება. უკვე რამდენი დღე “ნიჭიერი”-ს ბლოგისთვის საკონკურსო პოსტის დაწერა მინდა და ვერ ვახერხებ. ცოტა უნდა შევუტიო ჩემს თავს. მგონი უფრო დათრგუნულობის გამო ვერ ვაკეთებ ვერაფერს. გუშინ მაღაზიაში ჩამგზავნეს და კარი შევაღე თუ არა, შემრჩა აი იმ გამყიდველის განაწყენებული თვალები, პოსტი რომ მეწერა:( თურმე უნახავს პოსტი. აი მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნახავდა. მითხრა, რომ მე ცუდად არ მითქვამსო და რატომ გაბრაზდიო და დავიგრუზე ძაან. მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი . ამას + ისეთი საოცარი პირადი ცხოვრება მაქვს ვერ ვახერხებ ფიქრს რა ხდება საერთოდ და აღარც მაინტერესებს :lol: მოკლედ, მე მგონი ბევრი საქმე მაქვს და თავი უნდა მოვთოკო და განრიგი შევიდგინო:D ა კიდევ, ეს რომ არ გითხრათ გული ვერ მომითმენს აი ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ რა მომენტში და რატომ გამახსენდა სოსო თოლორაიას უძველესი სიმღერა :D თან ჯერ ტექსტი გამახსენდა, მერე მივხვდი რა სიმღერა იყო, ვინ მღეროდა და მერე მოვძებნე სასწრაფოდ, ძაან ვიცინე :D პ.ს.ვინმემ მაიძულეთ თავის მობილიზაცია :user:

სულთანი აჰმედი

ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D გართობა რა, ფსიქოლოგიურად იმაზე ხარ გადართული და სხვას ვერაფერს ვერ ახერხებ. ჩემს სოც. აქტივობაზეც მაშინვე აისახება ხოლმე :D სახლში ვდევარ სულ.. ლურჯ მეჩეთზე მქონდა პერეზენტაცია გასაკეთებელი და დილით ვათარგმნინე მამას რაღაცეები. არადა ბევრი ინფორმაცია იყო და ძნელი იყო ამორჩევა, რაც მე მჭირდებოდა. ბოლოს უკვე, თავის შთაბეჭდილებებს მიყვებოდა. იხსენებდა სად რა იყო, რა მოეწონა და ვიდექი და ხელოვნებათმცოდნური ტერმინებით მე ვალამაზებდი :D ხვალ გამოცდა მაქვს, საგანში- ისლამური აღმოსავლეთის ხელოვნება და საქართველო და დღეს ვუზივარ მთელ ქსეროქსებს :( სხვა.. : )) პიკო და შოთა დაქორწინდნენ და მე იასნა თვალებში გულები გამომესახა :D <3 წავედი განვაგრძე ტვინთა ღრჭენა :user: p.s. მამას ჯექსონის სიმღერები აქვს ჩართული და რაფერ უხდება ისლამურ ხელოვნებას ნეტა იცოდეთ :lol: პ.პ.ს. სათაური ასეთი იმიტომ ქვია, რომ ლურჯ მეჩეთს სულთან აჰმედის მეჩეთი ქვია :D

პაშტეტ

Read the rest of this entry »

push me, push me

ლევანი და ქეთი  წავიდნენ ყვარელში და სახლში შვილების სახით მარტო მე და ნინი  ვართ:D  Read the rest of this entry »

1

23:33- დიდი ასაფეთქებლის ბუთქუნის ხმა გაისმა. თევზი პანიკაში ჩავარდა, მე უარეს პანიკაში მის დანახვაზე 23:50- თევზი მოკვდა 23:55 – ბიძი რეკავს და ახალ წელს გვილოცავს. ხმის გაგონებაზე გული მიჩუყდება და წარმოვიდგენ როგორ ხვდება ახალ წელს ოქსფორდის უწყნარეს ქუჩაზე და ისე მომინდა მასთან, იმ წამს ისე მომენატრა, რომ ცრემლები წამომცვივდა:)) 00:00- ქათმის სალათის ღეჭვით შევხვდი ახალ წელს კომპიუტერთან. თევზის სიკვდილით ტრავმირებული, საშინელი მომენტი იყო მართლა, 15 წუთი რასაც ქვია დავიტანჯე იმის ყურებით. 00: რომელიღაც- ძაალიან მევასა ვერიკო ტურაშვილის, თამთა ჭელიძის, ნინო ძოწენიძის და ბიგ თიკოს ჩაცმულობა :D 01:40- მძინავს 10:30- home alone იმედზე, წარწერით- მარტო სახლში დარჩენილი o_O მთელი დანარჩენი დღე- ვიდეო პოსტის ჩაწერის სურვილი, რომელსაც ალბათ ხვალ მოვიყვან სისრულეში. დღის დადებითი: მეორე დადებითი- ვანო ჯავახიშვილის შოუში ვანო მერაბიშვილი. გენიალნო! რაღაც ჭია მყავს შეჩენილი, მოთხოვნილება მაქვს, რომ ყოველ დღე დავპოსტო და ხომ არ წუხდებით? :user:  ხო? კაი :user:

ხვალ ხვალ

დღეს ვისაც მოუვიდა მსგავსი შინაარსის e-mail-ი ხვალ მივდივართ კინოთეატრ რუსთაველში მაშასადამე :D(ფაილ არ არის,ჰკლიკეთ-გაიხსნება) მახსოვს, პირველად ბლოგერის სტატუსით ზუსტად ამ ფილმის საუნტრეკების პრემიერაზე ვიყავი. მაშინ პირველად ვნახე ცოცხალი ბლოგერები :lol: ნუ ბევრს ვიცნობდი, მაგრამ ბევრიც პირველად ვნახე, თან ასეთ კრებით ფორმაში..:D მერე, თვითონ ფილმზე რომ ვიყავით (პოსტი ამის შესახებ იხილეთ), მაგ დღეს მაგარი დაბნეული ვიყავი- მეთქი ააა, ბევრი ბლოგერი იქნება. ჯერ დამწყები ვიყავი იმ დროისთვის და კომპლექსები მჭირდა :D წელს ყველაფერი სხვანაირადაა ჩემთვის, რაღა თქმა უნდა.. ძალიან ბევრი ახალი ბლოგერია ალბათ ხვალ ისინი ინერვიულებენ – რა ჩავიცვა, როგორ გამოვიყურები, ნეტა მიცნობენ?- და ა.შ. : )) რა ჩავიცვა და როგორ გამოვიყურები-ზე მეც ვფიქრობ, დღეს ვერ მოვასწარი გამზადება და არ ვიცი დილით რომელ საათზე უნდა გავიღვიძო :D  თუ თმა ძალიან ამაღელვებლად მქონდეს, არ შეიმჩნიოთ. პ.ს.ძალიან გამიხარდა, რომ ყველა ერთ კინოთეატრში მივდივართ და არ გაგვყვეს შარშანდელივით. პ.პ.ს.(ჩემთვის)- ციფრულის დატენვა არ დამავიწყდეს დილით!

სწავლინგ..

დადგა ჟამი მინი პოსტების სეზონისა, როგორც კი დროში შეზღუდულობას ვგრძნობ, ეგრევე მიქრება ყველანაირი მუზა, მაშინ მელევა თემატიკები და სულ რომ დრაფტში მქონდეს შენახული თითქმის გამზადებული პოსტი, ვერ ვაპაბლიშებ. მთელი დღე არა, მაგრამ ვმეცადინეობდი. 1-დან 5-მდე მოვწყდი კომპიუტერს. ისე გამოდის, რომ მთელი წლის სემინარები უნდა ვისწავლო. რაც გამორჩენილი მაქვს, ჩავაბარებ. რაც ჩაბარებული მაქვს- გამოცდისთვის გამომადგება. საბედნიეროდ, არც ერთი გამოცდა არ მაქვს მაღლივში, წარმოიდგინეთ, 7 საგნიდან :bis: რაღაც ცენტრს რომ მიანდეს ბოლო დროს გამოცდები, მაგის გამო მთელი უნივერსიტეტი შიშებშია, ერთიან ეროვნულ გამოცდებს გავს ხოლმე იმათი ჩატარებული გგგ ჩემი სპეციალობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, დიდად გულზე არ მეხატება. ამიტომ სხვადასხვა ხერხებს ვიგონებ ხოლმე, რომ სწავლა გავიხალისო. თან ამჯერად დამატებითი სტიმული მაქვს, რომელიც იქამდე მქონდა, მაგრამ რაღაცა არ ვიმჩნევდი თითქოს.. ერთი უსაყვარლესი ლექტორი გვყავს, რომელიც სულ მეჩხუბება რატომ არ იყენებ ტვინსო :D და ამ ხუთშაბათს, გასწორებული კოლოქვიუმები რომ მოგვიტანა, მომიტრიალდა და გამომტლაპა- ასეთი კარგი ნაწერი იყო, შენი აზრებიც ქონდა დართული, ძალიან კარგად წერ და აზროვნებო და ამ დროს საგნის აზრზე არ ხარო! და მართალია, ვიყენებ ჩემი წერის ნიჭს და კოლოქვიუმის წერის (გადაწერის) დროს, პირველად ნანახი ქსეროქსიდან ისე ვწერ ხოლმე, გეგონებათ ის საკითხი ათჯერ მაინც მაქვს განხილულიო :D ამ დროს, შარს ხომ ვერ მომიდებს ნაწერში ვერავინ, ნაწერი ფაქტია და ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი კარგად ვიცი, სინამდვილეში ლექტორმა ხომ იცის, რომ ძირფესვიანად არაფერიც არ ვიცი. ეს ლექტორი ალბათ ერთადერთია, ვინც სამი წლის მანძილზე ღირსეულად იტანს ჩემს სიზარმაცეს და წარა-მარა მახსენებს, რომ უნდა გამოვიყენო შესაძლებლობები. თან ჩემს მდგომარეობაშიც შედის, იცის, რომ არ არის ჩემი სფერო.. მაგრამ ხათრი ამიმოქმედდა და დღეს გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დიიდი სიყვარულით წამეკითხა ყველაფერი. განწყობის ამბავია- როგორც განეწყობი საკითხის მიმართ, ისე განვითარდება მოვლენებიც. ცოტა ხნით წარმოვიდგინე, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ვგიჟდები რომ განვიხილავ რომელიმე ტაძრის გეგმას, ან ვეცნობი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებს და მიხარია :D აი გეფიცებით, ისე ინტერესით ვკითხულობდი, ჩემი თავის მიკვირდა! თან აქ ფანტაზიაც უნდა ჩართო, თორემ ისე მოგწყინდება- უნდა წარმოიდგინო უძველეს ნამოსახლარებს როგორ აშენებდნენ, როგორ ცხოვრობდნენ. რაც წერია, უნდა გააცოცხლო და მორჩა- ცოდნა შენია :D მოკლედ, იმ კვირაში ჩემს ლექტორს სამაგიერო უნდა გადავუხადო სამწლიანი მოთმინებისთვის.. სამუშაო “მაგიდა” :lol:

ბრბ

ხომ არის დღეები, როცა არაფერი არ გამოგდის? რომ გეჩქარება და ყველაფერს პირი შენს წინააღმდეგ აქვს შეკრული და გეჩვენება (უფრო სწორად, მე თითქმის დარწმუნებული ვარ :D ), რომ დრო მაგრად ერთობა  და იმისთვის, რომ დაგაგვიანდეს, ჩქარა გადის :D კოლოქვიუმზე მაგვიანდებოდა, ძლივს ავედი მეტრომდე (ავტობუსი დროზე არ მოვიდა და..), შევვარდი, საფულე გავხსენი და მთლიანად ცარიელი იყო :| წამოვედი ისევ სახლისკენ.. მერე თავიდან წავედი. თან გამახსენდა, რომ არც ბარათზე მქონდა სამგზავრო, ამიტომ კოლმეურნეობამდე მარშუტკას გავყევი, იმ იმედით, რომ ხურდას ხურდებით დამიბრუნებდა და 5, 10 ან 20 თეთრიანებს მომცემდა. იასნა არ გამიმართლა. დავიწყე კოლმეურნეობაზე “რამის” ძებნა, რომ დამეხურდავებინა და აი მართლა ვერაფერი ვერ ვნახე. ბოლოს ასაფეთქებლები ვიყიდე :| ორი ცალი თან, ერთის ხურდა არ მაქვსო o_O მეთქი ოღონდ ეხლა არავინ დამინახოს ამას რომ ვყიდულობ, სიმწრისგან აღარ ვიცოდი რა მექნა :D უკვე რუსთაველზე ვიყავი, რომ თამომ მომწერა, მე დაგიწერე კოლოქვიუმიო. ტესტები იყო და შემოსახაზი პროსტა..კინაღამ ვიტირე სიმწრისგან.
ეს გუშინ გადავიღე. პატარას ვგავარ აშკარად, ვპატარავდები :D
ფრჩხილების ფორმა დავამრგვალე და ჯერ ვერ მივხვდი ოთხკუთხედი მირჩევნია თუ ასეთი :D ოთხკუთხედი ასე გამოიყურებოდა: მრგვალი ასეთია:
ახლა ჩამომივიდა, ზაალიან მომწონს ^_^
ბრბ- არაფერ შუაშია. სათაურს ვერ ვარქმევდი და რაც პირველი მომივიდა თავში.. o_O

merry christmas

პ.ს. საშობაო რეკომენდაცია :ყველა დროის საუკეთესო 25 საშობაო ფილმი

დღესაც კვირაა..

წუხელ იმის გადაწყვეტის პროცესში- უნდა წავსულიყავი, თუ არა ლექციებზე, ჩამეძინა. დილით მაღვიძარამ 8 საათზე გამაღვიძა და იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ კვირა იყო, გავბრაზდი რას რეკავდა მეთქი :| შუადღემდე კვირა მეგონა :D pet society გავძარცვე ძაან მწარედ. ლეველებიან-ფულიანად :D იხილეთ: მთელი დღე ამას მივახარჯე მერე :( აი მართლა მთელი დღე.. ორი ეზო და 9 ოთახი მოვაწყე. იასნა არ მომწონს, პროსტა ნერვები აღარ მეყო, რომ ყველაფერი კარგად გამეაზრებინა :D ორი დღეა მასტერ კლასებს ვატარებ ამათ გაკოტრებაში :D წავედი დავიძინე.. ხვალ ორშაბათია :lol:

Sunday Morning

კვირა დილის ასოციაციები:

საწოლი, რომლიდანაც ადგომა ყველაზე მეტად მეზარება კვირაობით. ძალიან მძინავს ხოლმე :D
ტანსაცმელი, რომელსაც ჯერ კიდევ თვალდახუჭული ვიცმევ , რომ მაცივართან მივბობღდე
თევზი, რომლის აკვარიუმთან საჯდომადაც დილით ვპოულობ დროს და ნერვებს ვიწყნარებ:
ქსეროქსები,  რომელიც უნდა გადავღეჭო და ჭიქა, რომლითაც მთელი დღე ჩაის ვსვამ:
პლეილისტი, რომლის ფონზეც სახლს ვალაგებ მოცემულ მომენტში :D

MAKE ART YOUR LIFE

აუ..:user:აფექტი დაგმართიათ? ზედმეტი ფიქრისგან რომ თავი გისკდება, ათასი დილემა რომ გაქვს და რომ ვერ გადაგიწყვეტია რა ქნა. ასეთ დროს ნიშნებს ვუჯერებ ხოლმე. შეიძლება სასაცილოა, მაგრამ როცა სხვანაირად ვერ წყვეტ, ნიშნებს უნდა დაუჯერო. ნიშნად იმეებს ვთვლი, რაზეც ყურადღება გამიმახვილდება. აი მაგალითისთვის- სიმღერას ვუსმენ და ტექსტის რაღაც მონაკვეთი მომხვდეს ყურში, რაღაც ნივთს წავაწყდე, რაღაც მომესმას..  როცა ეს ნიშნები არ არის, მაგრად მიჭირს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება და იძულებული ვხდები თვითონ შევიქმნა რაღაცა წინაპირობები გადაწყვეტილების მისაღებად. ნერვები რომ აღარ მყოფნის ხოლმე, ისეთ სისულელემდე მივდივარ, კარგა ხანს რომ მეყოფა სანანებლად. რთული პერიოდი მაქვს ვგონებ და დავიღალე :user: თვის ოცნება: მარტო წავიდე სადმე, საერთოდ უცხო გარემოში, საინტერესო წიგნებით..სადმე დიდ თოვლიან ადგილას. ისეთ თოვლში, კარები რომ ვერ გამოვხსნა გარეთ გასასვლელად და მთელი დღე ბუხართან ჯდომას და ცეცხლის ტკაცუნის სმენაში გავატარო. ვიოლინოც იქ მქონდეს და ისეთი სიმღერებიც, არაფერს რომ არ მახსენებს.   რა რომანტიულ ხასიათზე  ვარ ოღჩ :D პოსტს რომ ვამთავრებდი, wordboner.com-იდან ჩემი საყვარელი სურათები უნდა დამედო,რაც კომპში მაქვს. ისე, ამ ბლოგზე მაგარი ეგოისტურად ვარ, არ მინდა რომ სხვებმა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ, იმდენად მიყვარს :Dხოდა   რამდენიმე დღე არ ვიყავი შესული და ახლა შევედი. ისეთი რამეები დამხვდა, შეუძლებელია ნიშნად არ ჩათვალო :D tumblr_kuslwbnB9o1qzw0uno1_500 tumblr_kurqoxjxmX1qzw0uno1_500

გამოპეტებული

ჯანდაბა, გადავიღალე..ამ ორშაბათიდან კოლოქვიუმების ცვენა მეწყება და საჯაროში ჯდომა მომიხდა გუშინ მთელი დღე. მარჯვენა ხელის თითები გაღუნული  მაქვს წერისგან. სახლიდან რომ გავდივარ, მერე ვეღარაფერს ვერ ვასწრებ. სახლში გადაღლილი რომ მოვალ ხოლმე კომპთან წყნარად ჯდომის მეტი არაფერი არ მინდა. თან მთავარია ტვინი არ გადამეღალოს :D მეორე დღეა უკვე ტასოს ბლოგზე დაწყებული ტეგ თამაშივით რამის დაწერას ვცდილობ, ბლოგროლზე მომწერა მესიჯი, ველოდები შენს წერილსო და ძაან მრცხვენია ამდენი ხანი რომ დავუგვიანე : ( პეტში შემძვრალებისთვის: http://www.petsocietynews.com/ – აქაურობას ეწვიეთ ხოლმე სიახლეების გასაგებად. ჩეთერობასაც კი აქვს ადგილი, მაგრამ მე ვერც ერთს ვერ მივუსწარი და უფრო სიახლეებისთვის შევდივარ ხოლმე. დღეს დაამატებენ მაგარ რაღაცეებს პეტში:love: ვინც არ თამაშობთ გამოასწორეთ: http://apps.facebook.com/petsociety/?pf_ref=p688128368 მეორეც არსებობს, ბლოგი pet society-ზედ.. http://blog.petsociety.com/ ძაან მომწონს გამოცხობები რომ დაემატა. კიდევ სიახლე, 29-ე ტურზე ერთი ოთახი დამემატა და თავიდან ვერ ვფიქრობდი  რა მექნა, მერე აღმოსავლური ოთახი გადავწყვიტე. ჯერჯერობით ასე გამოიყურება, კი ბევრი რამე აკლია, მარა.. 15343_213909828368_688128368_3011644_3505367_n ბუხარი მინდა დავდგა, ცოტა დავათბო :D და მეორე მაგიდა მივუმატო.. კიდე ლამპარი და ნუ რაღაც პატარ-პატარა რამეები. დღესაც უნდა წავემსერო მგონი საჯაროში. აუ თან რეების სწავლა მიწევს:( მაგალითად ნიკორწმინდის აღმოსავლეთ აფსიდზე როგორი რელიეფია გამოსახული:D გგგ წავედი
photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)