Archive for the ‘mini posts’ Category
“ჩვენი ბაღი ბაღნარია”…
დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. Read the rest of this entry »
likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/
[ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] Read the rest of this entry »
ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ…
(სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს )
მე ამას შევძლებ, მე შევძლებ დავწერო ჩვეულებრივი პოსტი :D კომპიუტერიდან რომ ვდგები, მაშინვე წამოტივტივდება რა უნდა დავწერო. მოვირბენ და ვსო, გარბის ყველაფერი.
კონცენტრაციაში მიჭირს ეს დღეები და ხვალინდელ დღეს კონცენტრაციის დღედ ვაცხადებ- არავითარი მიუხედავი ბლოგი, არავითარი წაუკითხავი mail-ები, არავითარი პასუხგაუცემელი ინბოქსი, არავითარი მაღაზიაში ჩასვლის დაზარება და საერთოდაც, სააქაოს უნდა დავუბრუნდე :D
კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი:
1- უკვდავი ავატარი მაქვს!
2- ეს ის არ არის,რასაც თქვენ ფიქრობთ
1- უკვდავი ავატარი მაქვს!
2- ეს ის არ არის,რასაც თქვენ ფიქრობთ
3- ერთი შეხედვით ბეჩავი კადრი შეიძლება იმხელა ისტორიას შეიცავდეს, სიცილისგან ან ტირილისგან რომ ცრემლები წამოგივა..ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ სიცილისგან.
4- გავსუქდი..ძალიან :|
5- არ შეიძლება ღამე 4 საათზე დაძინება და დილით 9-ზე გაღვიძება. მთელი დღე თავდამძიმებული დავდიოდი და მედებინებოდა სადაც დასადებს დავინახავდი.
მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D
დღეს სწავლა იწყება :ვაშა:
მიხარია იმიტომ, რომ იძულებული ვიქნებ სახლიდან გავიდე და შესაბამისად ამ ერთთვიან სახლში დაბუდებას ბოლო მოეღება.
არ მიხარია იმიტომ, რომ ზოგიერთი ლექცია დილის 9-10 საათზე მაქვს.მაგრამ მაინც,საბოლოო ჯამში კარგია.
წინა სემესტრი სტიპენდიით არა, მაგრამ ნორმალური ქულებით დავხურე საბედნიეროდ :D
თავს ვერ ვაპატიებდი მასე რომ არ ყოფილიყო. წელს ყველაზე საპასუხისმგებლო წელი მაქვს- ის საგანი უნდა გავიარო, შარშან რომ ისეთ ლექტორთან ჩავაგდე, რომელიც ძალიან მომწონს. თან შევპირდი და პირობა რომ დამერღვეს საერთოდ გამოვალ უნივერსიტეტიდან :D
დღესაც იმდენი გეგმა მაქვს, საიდან დავიწყო არ ვიცი- ჯერ ჩემი და უნდა ვამეცადინო, მერე გავემზადო, სკოლაში წავიყვანო, იქედან მე უნივერსიტეტში წავიდე, დეკანატში გავარკვიო ორი საგნის ამბები (ხოა ნაცნობი ფრაზა თსუ-ელებისთვის :D), მერე თსუ-ს ფორუმის შეკრება გვაქვს, საღამოს კაშე (ალბათ. იმედია წინა კვირასავით თავზე არ დაგვემხობა სამყარო :D )
გაზაფხული უნდა მოგილოცოთ? მე ვერ მელოცვინება, იმიტომ, რომ ჯერ გაოგნებული ვარ რა მალე გავიდა დღეები. ვაბშე, სექტემბრიდან მოყოლებული მაგას განსაკუთრებულად ვგრძნობ o_O
განვედ..
რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :Dვაშა, მოვაღწიე ჩემს ბლოგამდე! ასეთი გადატვირთული დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მალე გადავიწვები. ჩემი აურზაური წუხელ დაიწყო- კაშეში წავედი სულ გულის კანკალით. შეშინებულ დედას და მამას ვამშვიდებდი, არაფერი არ მომივა, ისეთი ადგილები მაქვს გასავლელი, უსაფრთხოა-მეთქი.. ხოდა გაჩერებაზე გავედი თუ არა, ხის ტოტები დამხვდა ძირს გაფენილი.. არ შევიმჩნიე, წავედი მაინც. კაშეს მივუახლოვდი და ყველაფერი ჩაბნელებული იყო და ზუსტად კაშეს გვერდით სახანძრო და სამაშველო სამსახური იყო მოსული, შესეულები იყვნენ ერთ სახლს, სახურავი გადახდია. ესეც არ შევიმჩნიე და ფეხის კანკალით შევვარდი ჩაბნელებულ კაშეში. ჯერ თითქმის არავინ არ იყო მოსული და თან უშუქობაში ქარის ხმა ისე ისმოდა, ვხტებოდი ხოლმე. ნელ-ნელა მოგროვდა ხალხი, ტრივიას გამარჯვებულებიც მოვიდნენ, დოდკაც მოვიდა და ცოტა დავმშვიდდი, ქარზე აღარ ვფიქრობდი. Read the rest of this entry »
ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება.. ეს რა ჯანდაბაა:( კარადა კვირაში ერთხელ ძირფესვიანად თუ არ დავალაგე, მერე უკვე წიხლით მიწევს შეტენვა ისე ვურევ ხოლმე ყველაფერს რამეს თუ ვეძებ.. და ახლა მგონი ერთი თვის დასალაგებელი მქონდა და გადმოვყარე ყველაფერი.. მეზარება:(( ეს გორა სიმაღლეში იმხელაა, გული მისკდება:|
ამინდია
ამინდია: Read the rest of this entry »
all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა. ხოდა ეტყობა ღამე ჩამყვა ძილში, სულ თოვლი მესიზმრებოდა. დილით რომ გამაღვიძეს ჯერ კიდევ 8 საათი იყო და თოვლი გაუტკეპნავი და ლამაზი, მაგრამ საყურებლად :D .. თორემ ამდენი ბავშვი “დიდი გუნდაობიდან” დაბრუნებული რომ ამოვიდა სახლში, გუბეები დადგა და ვიდექი იატაკის ჯოხით :D
გუშინ andy-მ ლინკი დამიშეარა, across the universe-ს ერთ-ერთი საუნდტრეკი. ხოდა გამახსენდა რამდენი ხანია ეგ ფილმი არ მინახავს. იმიტომ, რომ მეღნავლება ხოლმე :D დღეს მაინც ვუყურე, შესაბამის ემოციებუთურთ..
ბოლო სცენა, ჩემი საყვარელი:
დღეს გამოვიძინებ კარგად დღისით, რომ საღამოსთვის მოვიდე აზრზე და ენერგიაზე და მინი პოსტებით არ შემოვიფარგლო :D
პ.ს. ეს ტორტი მე გამასუქებს :| საბედნიეროდ კრემზე მეტად ძირს ვეტანები.. :D
პ.პ.ს. დღესაც გადაიდო ჩემი ავატარზე წასვლა:| მაგრამ მარტამდე იქნებაო და არ ვღელავ ჯერჯერობით..
თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი (გამოკითხვის ლინკს პირდაპირ იმიტომ არ ვდებ, რომ აუცილებლად თსუ-ს სტუდენტმა უნდა შეავსოს.. ). ძალიან მარტივი გამოკითხვაა, მოკლე, გუგლის გამოკითხვაში გაკეთებული.
საქმე რაშია და :
თსუ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სტუდენტთა მომსახურების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ტარდება მოკლევადიანი კვლევა. სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში (სტუდენტის ბაზაში) არის დამატებული შეფასების კითხვარის ბმული. მოცემულ კვლევაში მონაწილეობის მიღების და კითხვარის შევსების შედეგად თქვენ მოგეცემათ საშუალება, სტუდენტურ მომსახურებასთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ მოსაზრებები ამ სისტემის გასაუმჯობესებლად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ანონიმურობა დაცულია და გულწრფელი პასუხები გასცეთ კითხვებს!
სტუდენტთა მომსახურების კვლევასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები და შენიშვნები გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: nino.revishvili@tsu.ge
ვოტ.. მე კიდევ წავალ, ცოტასაც დავიძინებ და მერე დავწერ პოსტს. რა ცუდი რამეა არდადეგები, რაც მეტი დრო გაქვს, მით ნაკლებ რამეს ასწრებ! დრო უნდა გავანაწილო სწორად :(
პ.ს. ლ’ომი.. 24 საათი თმას ვეჯაჯგურები :D

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად..
ნი კწემუ.. მამას მეგობარმა ჩემს პატარა დას მოუტანა როლიკები ცოტა ხნის წინ. დადიოდა ნინი სახლში ამ როლიკებით, ყველაფერს ეჯახებოდა, ძირს ებრეხვებოდა და ასე ბრახა-ბრუხით, თვალსა და ხელს შუა ისწავლა უმაგრესად! დილიდან საღამომდე აცვია და დადის ასე სახლში, მაგარი სასაცილოა :D გუშინ მამამ გაასეირნა და 5 წამიანი ვიდეოც გადაუღო როგორ დადის :user: http://www.youtube.com/watch?v=pAs69irHRWM
მოცემულ მომენტში თმას ვიღებავ, ჩემს შავ ფერს ვიბრუნებ.. ის ძალით გაღიავებული თმა კი კარგია, მაგრამ ჩემი შავი თმა მეზრდება და ძალიან კონტრასტშია :D აღარ მინდა ახლიდან გაღიავება.. შედეგს განახებთ..