Archive for the ‘internet’ Category

Alcatel OT-808

ერთი თვის და ცოტა მეტი ხნის წინ, დაბადების დღეზე საჩუქრად (aww <3) ბილაინის, უფრო სწორად, ალკატელის ეს ტელეფონი მივიღე:
თავიდან რომ დაარეკლამეს, გულში კი ჩამივარდა და  რამდენჯერმე დავაპირე ყიდვა, მაგრამ მე სანამ რამეს გადაწყვეტ, ცხოვრება გადის ხოლმე.

ძალიან ბევრი მეკითხება კარგი ტელეფონია, თუ არა. სხვათაშორის, ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანები – ერთხელ, ავტობუსში დიდი მოწიწებით მოვიდა ერთი ბიჭი და გამომკითხა როგორ მუშაობდა. საჩუქრად უნდოდა იმასაც: )) დიზაინის გამო, ბევრს პუდრი, სარკე, ან რამე მსგავსი არსება ჰგონია.მაშ ასე, როგორია Alcatel ot –  808 , ე.წ. უნიქალური, რაც ჯობია ჩემი თანდასწრებით არ უწოდოთ :D

 

♦ პუნქტი პირველი – დიზაინი

არსებობს ორ ფერიანი – ვარდისფერი და ნაცრისფერი. ვინაიდან, მე და ვარდისფერი ერთად ვერ ვთავსდებით  და საუკუნეში ერთხელ მახსენდება, რომ რამდენიმე მაისური მაქვს ამ ფერი და ნაცრისფერი კიდევ პირიქით, ამოჩემებულივით მაქვს ყავისფერთან ერთად, ჩემი ტელეფონი ნაცრისფერია.  ამბობენ, ვარდისფერი უფრო ლამაზი და ეფექტურიაო, ასე რომ ვისაც არაპრეტენზიულობა გახასიათებთ ფერთა შეხამებასთან დაკავშირებით, ვარფისფერიც მშვენიერია :))

კლავიატურას თავიდან ჩემი თაჩსქრინიანი სამსუნგის მერე ვერ მივეჩვიე. ასე ერთ კვირაში უკვე ისე დავნარნარებდი, ახლა საერთოდ აღარ მიჭირს. მითუმეტეს, qwerty-ა:

♦ პუნქტი მეორე, ბილაინი, როგორც ასეთი:

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გვინდოდა ბილაინი, არის ინტერნეტის ძალიან კარგი ტარიფი – ულიმიტო ინტერნეტი 7 ლარად, ერთთვიანი აქტივაციით.  გარდა ამისა, 0 თეთრიანი (ზარის ღირებულება 5 თეთრი, მერე უფასო) სალაპარაკო ტარიფი. ეს ტელეფონი ინტერნეტზე კარგად არის გათვლილი, აპლიკაციებიც აქვს ბევრი (ერთი პრობლემა: ქართულს ვერ ფლობს მაინცდამაინც კარგად). ჩემი ამოჩემებული app-ი, ამინდის პროგნოზია- აჩვენებს გრადუსს, გრადუსის real feel-ს და მოსალოდნელ მინიმუმ-მაქსიმუმ ტემპერატურას.

პრობლემა ისაა, რომ ბილაინის დაფარვის ზონა ფრიად ჭედავს. თუ გინდა, რომ ცოცხალი დარჩე, აუცილებლად უნდა ატარო სხვა ოპერატორის ტელეფონიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რომ სასწრაფოში დარეკო, შეიძლება გითხრას აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებითო.  მესიჯებიც ძნელად მიდის/ მოდის.  თუ არ გააუმჯობესებენ, თანაც დაუყოვნებლივ, ცუდი იქნება – ნერვებზე მოქმედებს ფრიად.

♦ პუნქტი მესამე, შესაძლებლობები:

რომ გითხრათ, ფოტოების ხარისხი ძალიან კარგია, ან კარგია მეთქი, მოგატყუებთ. აი მაგალითად:

 

თუმცა ძალიან ცუდიც არ ეთქმის.

დანარჩენი, ინტერნეტზე მორგებას, საყვარელ დიზაინს და ა.შ. სიკეთეებს თუ გავითვალისწინებთ, კარგია. რაც მთავარია, თუ რამეა და ბილაინის ტყვეობიდან დაღწევა მოგინდათ, ბლოკის მოხსნა შეიძლება.

LoveGivesMeHope

Stories That Make You Go “Aww!”


დღეს ერთ სიმღერას ვუსმენდი (ვუყურებდი) და “aww” რომ “აღმომხდა”, უცებ გავიქეცი ფეისბუქზე და დავსერჩე “aww”. ფეისბუქის ყველაზე კარგი თვისება კი ის არის, რომ ყოველთვის გხვდება ის, რასაც ეძებ, ან იმაზე უკეთესი…
ხოდა ამჯერად იმაზე უკეთესი შემომხვდა და აღმოვაჩინე page, სახელად:

LoveGivesMeHope – Stories That Make You Go “AWWW!”

მაშინვე არ დავაlike, რომ მივხვდი რაღაც საიტის page იყო. გადავედი ლინკზე და დამხვდა საიტი:

http://www.lovegivesmehope.com/

აღმოჩნდა, რომ აქ  წერენ ამბებს, რომლებიც make you go “aww” :D  ისტორიებია happy end-იანები სულ და ფრიად იმედის მომცემი რაღაცეები:)) თავის ამბის მოყოლა ყველას შეუძლია. ზოგი (უმეტესობა ) ისეთია, ცრემლებს რომ მოგგვრის მართლა… ხოდა ვისაც ჩემსავით უყვარს რომანტიული, გულისამაჩუყებელი და ” aww” ისტორიები, მიბრძანდით და აჩუყდით :))

საიტის და მისი შემქნელების შესახებ: http://www.lovegivesmehope.com/aboutus

ტოპ LGMH-ები: http://www.lovegivesmehope.com/top

მეც მინდოდა რამე მსგავსის მოყოლა პოსტში თემატურად, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიხსენე უცებ და მომინდა აქაც ყოფილიყო რამე ქართული საიტი, მსგავსი, სადაც მაშინვე დაწერდი ამ შენს LGMH-ებს, როცა კი გადაგხდებოდა (და არა როცა უკვე გასულია ემოციები და ვეღარც კი იხსენებ უცებ, კარგად დაფიქრების გარეშე. ან შეიძლება არც გადამხდენია

-_-   )

ბლოგერის აღჭურვილობა

ყველა პროფესიას ხომ აქვს თავისი აღჭურვილობა აქვს და ბლოგერები რითი ვართ გამონაკლისები? საბედნიეროდ (მადლობა დედა, მადლობა მამა :D ) თითქმის ყველა ატრიბუტი მაქვს, რაც საჭიროა:

ლეპტოპი

რომელიც 23 საათს ატარებს ჩემთან ერთად…ჩემი საბადო, რომელსაც ხანდახან პატრონი ძალიან ჩაგრავს აი ასე:

და კიდევ ასე:

არადა ჯერ ერთი წელი ახლა ხდება მაისში, რაც ვიყიდე და უკვე რას დავამსგავსე… ნუ კლავიატურას არაუჭირს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ერთი ცალი ბისერის ბურთულაა ჩავარდნილი და ხან რომელ კლავიშში ეჩხირება, ხან რომელში. მერე კომპიუტერს ვაყირავებ და გორდება ხოლმე :D  ამჯერად J-შია ჩასახლებული… ხელების განსათავსებელ ადგილს რაც შეეხება, დროზე არ მომაფიქრდა რამე გადასაკრავის ყიდვა  და გახდა ასეთი :| მამა მეუბნებოდა ფრთხილად იყავი, შნურებამდე არ ჩახვიდეო :D კიდევ რა არ დავმართე- ბათუმში wi-fiს ჩართვის მცდელობისას მთლიანად დავბლოკე, windows-ის საკუთარი ძალებით გადაყენება მოვინდომე და ორი ცალი ერთად ჩავწერე და ვინ მოსთვლის კიდევ… მაგრამ ერთგულად მემსახურება. პირველად ლეპტოპის ჰაერივით საჭიროება ბარკემპზე ვიგრძენი. ვკვდებოდი ისე მინდოდა ნორმალურად დამეწერა ყველაფერი რაც იქ ხდებოდა… მოკლედ, მართლა აუცილებელი ატრიბუტია… Read the rest of this entry »

David Garrett

დღეს რამდენჯერმე შემხვდა facebook-ზე alexa-ს ლინკი სასიამოვნო ცნობებითურთ:

აქვე აღვნიშნავ, რომ ფეისბუქის დანიშნულება ცოტა აღრეული აქვთ მათ, ვისაც უთხრეს რომ ადნაკლასნიკი ტეხავს უკვე  და ფეისბუქი მაგარია, მაგრამ სადაც იმას მივაღწიეთ, რომ პირველ ადგილზე ის ავადსახსენებელი არაა გამოჭიმული, იქნება დროთა განმავლობაში ესეც მოგვარდეს :D
ხოდა რას მოვაყოლე…ეს სამი საიტია ზუსტად,  რომლებსაც ყველაზე აქტიურად ვიყენებ. ფეისბუქში ვცხოვრობ, გუგლში ვსწავლობ და youtube-ში ვატარებ თავისუფალ დროს :D
ხანდახან კი ყელში ამომდის ხოლმე ამდენი რეფრეში ფეისბუქზე, ან ამდენი ვიდეოს ყურებისგან თვალების გათანგვა, მაგრამ რეალურად რომ დაფიქრდე, ალბათ შეუძლებელიც არის ჩემთვის ამ სამი რამის გარეშე არსებობა. ეს არ არის მაინცდამაინც დამოკიდებულება  ალბათ, მაგრამ აი მარტივ მაგალითს გეტყვით…
დღეს შევბანცალდი youtube-ში, გაურკვეველი მიზნებით და Recommended for You-ში შემომხვდა  (ამას შეგიძლიათ არ უყუროთ, გრძელია)
ადრე არასდროს და არსად არ შემხვედრია ამ ადამიანის შესახებ არაფერი. ვიდეოს არ ვუყურე იმიტომ, რომ რაღაცა გაიწელა მე კიდევ სასწრაფოდ მჭირდებოდა რამე ნიშანდობლივი :D david garrett მოვძებნე იქვე და პირველივე ამომიგდო  (ამას უნდა უყუროთ!):
მოკლედ ამ წუთებიდან  ავიჩემე და აღარ გავჩერდი… დიდი ხანია ასე არაფრით არ აღვფრთოვანებულვარ…მსოფლიოში ყვეელაზე სწრაფად შეუძლია დაკვრა ვიოლინოზე და თან რა ისეთია… o_O რაღაცნაირად საყვარელი!
ხოდა   ასე რომ აღფრთოვანდები რამით რა უნდა ქნა? რა თქმა უნდა, მაშინვე ფეისბუქზე  დააშეარო და გაუზიარო მეგობრებს. თორემ ხომ გული გამისკდებოდა რომ არ მეთქვა რა მაგარია! თან მაშინვე მოძებნი ფან პეიჯს, აქ რა არ დაგხვდება? . ეს ჩვევაა ერთგვარი, ცოტა ხნის წინ საიდან მომაფიქრდა არ ვიცი და asta la vista baby მოვძებნე და იმის ფანკლუბიც კი იყო…ill be back-ზე რომ აღარაფერი ვთქვათ :D
მერე საქმეში  ერთვება google…ეძებ სურათებს, ეძებ პირადი ცხოვრების დეტალებს (ეს უკანასკნელი რა მოსატანია იყო, მაგრამ დიდისამბით დავინტერესდი ცოლიანი იყო თუ არა და ხომ უნდა გავცნობოდი სიტუაციას :D),ყველაფრის გადაქექვის შემდეგ უბრუნდები ვიდეოებს  და ასე ცხოვრობ ბედნიერად…

ის დღე ყველაფერის მიუხედავად ბედნიერია ხოლმე, როცა მსგავს აღმოჩენებს ვაკეთებ <3

ურჩხული ბანკომატები და ერთადერთი სიყვარული

ბლოგის უჩვეულო რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს დავიძაბე..დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს!
რამდენიმე  რაღაც, რასაც ვერ ვეჩვევი/არ მიყვარს/დისკომფორტს მიქმნის..
სიაში ღირსეულ, პირველ ადგილს იკავებს

ტელეფონზე ლაპარაკი!

ვერ ვიტან სახლში რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და ტელეფონი რეკავს, იძულებული ვარ, რომ ვუპასუხო. ყველანაირდ თავს ვარიდებ ხოლმე. რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან.
იგივეა მობილურ ტელეფონზეც – უფრო მწვავედ თან.
კონცენტრაცია მეკარგება, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ სულ დაბნეული ვლაპარაკობ ხოლმე. იცით რა ძნელია? რომ გინდა, რომ უპასუხო და თან იცი, ტვინს იმხელა ძალა უნდა დაადგეს და გეზარება :D არასდროს არ ვრეკავ საქმეზე ისე,თუ განსაკუთრებულად არ მოვემზადე სიმყუდროვეში არ დავჯექი და ტვინი არ გადავრთე “ტელეფონზე ლაპარაკის რეჟიმში”. როგორ მოვახერხო, რომ ტელეფონზე ლაპარაკი ასე არ მთრგუნავდეს, არ ვიცი, არადა საჭიროა აშკარად..

მეორე- ბანკომატები!


ნუ ბოლო დროს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ისეთი შიშები მქონდა ხოლმე.. აი რაღაცნაირად მაშინებს საერთოდ საბანკო ოპერაციები,ამდენი რიცხვები. ჯერ ერთი ალბათ იმიტომ, რომ მე და მათემატიკა ერთად ვერ ვთავსდებით :D სულ სულ თავიდან რომ ჩემი პირველი პლასტიკური ბალათი მეპყრა ხელთ და მარტოს უნდა გამომეტანა თანხა ანგარიშიდან, ერთი-ორი წუთი ღრმად ვსუნთქავდი და ისე მივედი ბანკომატთან- შენელებული კადრით და ნელი ნაბიჯით :D

MSN

დიდი ხანია ამ მესენჯერის სიყვარულით ვიწვი, მაგრამ დღეს საერთოდ  პიკი დამემართა!

არც ისე ბევრი მომხმარებელი ყავს საქართველოში რატომღაც. მე მაგალითად, სულ 14 კონტაქტი მყავს, მაგრამ ისინიც იშვიათად შემოდიან ხოლმე, ძირითადად სინთან საჭორაოდ ვიყენებ.

არადა იმდენი ძალიან კარგი ფუნქცია აქვს ვინც არ იცის..

  • სმაილების დამატება შეგიძლია შენთვითონ, რასაც მოისურვებ

ჩემი სმაილები მსნ-ში

Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)