რაღაცნაირი ბლოგი » 7
1 კვირა
ორშაბათი
მძიმე დილა მქონდა. ოპერაციის მერე პირველად მივედი ექიმთან (რამდენიმე უძილო ღამის  შემდეგ ყურთან ბინტის მაგრად მოჭერის გამო). ცოტა რთული პროცედურები გავიარე, მაგრამ არ ვიტირე. პოსტპორაციულ პროცედურებზე პოსტს დავწერ, ოღონდ როცა ყველაფერი მორჩება მერე… ხოდა ჰაერი ჩავისუნთქე, ისე კარგად ვსუნთქავდი, როგორც არასდროს. უბრალოდ ცოტა ხნით- მალე ისევ დაახშო ჩემმა ექიმმა. ორშაბათსვე მივხვდი, რომ ის ჰაუსს მაგონებს. მარტო იმიტომ არა, რომ ცალ ფეხს მასავით დაათრევს, გამოთქმებითაც:))
ორშაბათი 7 მარტიდან ოფიციალურად ნიჭიერის დღედ გამოცხადდა. ჩემთვის პირველი ორშაბათი იყო, როცა ერთდროულად ბლოგიც მებარა, ფეისბუქიც, მაივიდეოც და სხვა ყველაფერიც, რაც ნიჭიერთან ონლაინ სივრცეშია დაკავშირებული. ასეთ დროს ყოველთვის ვნერვიულობ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და
სულ მგონია, რომ შეიძლება შეცდომები მომივიდეს. რამდენიმე დღით ადრე დავიწყეთ შემამზადებელი buzz. პიკი, რა თქმა უნდა, ორშაბათი იყო. განსაკუთრებული ემოციები მაშინ მოვიდა, როცა პირდაპირი ეთერის პარალელურად მე ფეისბუქის გვერდზე ერთგვარ ტრანსლირებას ვაკეთებდი. ასეთ დროს თან ფრაზა უნდა გათვალო, თან ისე უნდა ქნა, რომ მოსაბეზრებელი არ გახდეს და უნდა ჩართო ყველა ამაში. როცა დამთავრდა ყველაფერი, ერთი ღრმა ამოსუნთქვა ამოვისუნთქე-  მივხვდი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დოდკას გავუზიარე სიხარული და ვუთხარი, ეს სულ სხვა გამოცდილებაა მეთქი.  კი ვიცოდი, რომ რაღაც ახალი და უკეთესი დაიწყებოდა ჩემთვის, მაგრამ ასეთს არ ველოდი..
სამშაბათი
დილით გამახსენდა, რომ თიკას და ვანიკოს ვიდეო მქონდა გადაღებული. დავამონტაჟე და გავუშვი. მერე მარტოს მომიწია სახლში ყოფნა. თან ჩემ review პოსტს ვწერდი, თან კომპოტებს ვსვავდი კოვზით.. პოსტის წერისას რაღაც უკმაყოფილების შეგრძნება დამემართა, არ მომწონდა და ზედაპირული მეჩვენებოდა. მერე მივხვდი- იმის ბრალია, რომ ჟიური ამბობს ხოლმე რისი თქმაც მინდა და მარტო ციტირებაა საკმარისი. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო შემდეგი პოსტისთვის.  სხვა ისეთი არაფერი, სამშაბათიც ნიჭიერის დღე ყოფილა :D
კვირის მოვლენებს გადავასწრებ და ვიტყვი- მთელი კვირა იყო აქტიური ისე, რომ დოზის გადაჭარბება და ყელში ამოსვლა არ გამოიწვიო, არის დიდი რისკი. მე მგონი, საფრთხე არ  დაგვმუქრებია. ყოველ დღე აქტიური იყო ზემოთხსენებული ნიჭიერის ცხელი წერტილები, მაგრამ  overdose და ფიდბექის არ ქონის შემთხვევები არ გამოვლენილა:)))
ოთხშაბათი
შერმა თავის სურათები დააშეარა, იქს ფაქტორის ტურშია. ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ გაიზარდა ყველანაირად იქს ფაქტორის შემდეგ. მახსოვს, ადრე საიმონმა უთხრა, ყველა თინეიჯერს წარმოადგენ, ვისაც ოცნება აქვსო. i’m so happy for her. შერზე რატომღაც მარია არაგონი გამახსენდა, რომელიც lady gaga-მ აღმოაჩინა youtube-ზე და ახლა უკვე ძალიან პოპულარულია. უკვე ორი კვირაა ამ ამბის შესახებ პოსტის დაწერა მინდა ერთ კონტექსტში და ვერ მოვაბი თავი.
კიდევ მარკის, მისი GF-ს და ძაღლის სურათები დავათვალიერე. so cute. ოთხშაბათსვე ვფიქრობდი,რომ მართალია ფეისბუქის ცვლილებებს სულ მტკივნეულად ვეჩვევი, მაგრამ შეჩვევის მერე ვხვდები, რომ რასაც აკეთებს სწორად აკეთებს. btw, კომენტარებში tag დაამატა. ძალიან ბევრჯერ მომდომებია და გამიხარდა.
დღის ბოლოს, ჩემი ცხვირის პირველი სურათი დავაშეარე. მართალია არ ჩანდა, მაგრამ…ძილის წინ  ვიფიქრე, რომ ღამე ცუდად დამეძინებოდა მღელვარებისგან- ხუთშაბათს მე და ჩემ ცხვირს პირველი შეხვედრა გვაქვს.
ხუთშაბათი
თაბაშირის გამოცვლის და ჩემი ცხვირის ნახვის დღე. დედამ ბავშვები ვერ დატოვა და მე და მამა წავედით. მიყვარს მამასთან ერთად მგზავრობა, მუსიკას ბოლო ხმაზე ვუწევთ და ერთად ვმღერით ხოლმე. ისე კარგი სასაცილო  სანახავი ვიქნებოდი ცხვირში ნიღნიღით ძლივს ხმას რომ ვიღებ, მაინც ვცდილობ სიმღერას და თან ვცეკვავ, ოღონდ უფრთხილესად (მარტო მე რომ ვიცი, რომ ვცეკვავ) ეს ათაბაშირებული.
უნივერსიტეტს რომ მივუახლოვდით და სტუდენტები გამოშლილი დავინახე გარეთ, გულმა რეჩხი მიყო-  ჭირივით მეზარება, რომ ამ არადა იქეთა ორშაბათიდან უნდა ვიარო…
თაბაშირი ზედ კანზეა დაკრული და რომ მაძრობდნენ ასე მეგონა ცხვირი მიყვებოდა. ძალიან შიშებში ვარ დეფორმირებებთან დაკავშირებით. რომ ამაძრო, მკითხა- გინდა ნახვაო? მამას დაუძახა და მე სარკე მომცა. ოღონდ გამაფრთხილა,მარტო პროფილში- წინიდან დასიებულიაო. მე მოვასწარი შეთვალიერება, მაგრამ იმდენად შოკი მივიღე, ძალიან ცუდად მახსოვს. ის მახსოვს, რომ მომეწონა, თვალები გამიფართოვდა და ჩემ თავს არ ვგავდი კიდევ.
მამაჩემმა  მითხრა, 5 წლით პატარას გავხარო :D  ერთგან კეხის ადგილას ამობურცულივით მქონდა, ვიკითხე ეს კეხი შერჩა თუ რა ხდება მეთქი, მაგრამ ვერ მომართვეს- ეგ  სისხლის დაგროვებაა, რომელიც ხელით უნდა გასწორდეს და ეს ისეთი მტკივნეულია…ტუჩები დავიკბინე რომ მომეთმინა, ოდნავ კი წამოვიყვირე რამდენჯერმე. ბოლოს ისე მტკიოდა, გაბუჟდასავით და გამიყუჩდა. წამოვიძახე- გაყუჩდა მეთქი. სიცილი აუტყდათ :D საბოლოოდ გადამაკრეს ახალი თაბაშირი, რომლის ბინტი ყურებზე არ მიჭერდა და მას შემდეგ მძინავს ტკბილად და ბედნიერად.
ასევე ხუთშაბათს პროფილის ყურებისას მეათიათასეჯერ დამწყდა გული იმაზე, რომ მცირე ტერიტორიაზე განთავსებული  მცირეციცხვოვანი ერი ვართ და ძალიან კი გვინდა, მაგრამ შოუ ბიზნესი ჩანასახშივე კვდება. შესაბამისად სასაცილოდ ჟღერს პოპულარულობით შეწუხებული ქართველების ინტერვიუები, რომლებიც ჭორებში იხრჩობიან თურმე. ასეთ ჭორებში ნებისმიერი რიგითი ქართველი იხრჩობა, იმიტომ, რომ მეზობლების, მეზობლების ნათესავების, ნათესავების მეზობლების და იმ მეზობლების ნათესავების წრე საკმაოდ დიდია
პარასკევი
პარასკევს იაპონიის ამბები დაიწყო. მსოფლიო კატასტროფების დროს, ან ინდეფერენტული უნდა იყო, ან ძალიან უნდა ჩაერთო, ან ყველას ჩართულობა ყელში ამოგივიდეს და გამოხატო ხმამაღლა (და ამით შენც ჩაერთო უნებურად), ან დეპრესია დაგემართოს და იდარდო.
გუშინ ეკატერინეს note წავიკითხე, იაპონიაში მყოფი ქართველი წერდა, ძალიან იმედიანად არიან აქაურებიო. მე ვერ ვიტყვი, რომ ყოველი მეორე სტატუსი და შეარი იქაურობაზე იყო, მაგრამ გულზე კი მომხვდა. აქაც დავდე გოგა ხაჩიძის  tribute ვიდეო, ძალიან ემოციურად მომხვდა გულზე.   უბრალოდ ვუყურებ კადრებს და ვფიქრობ რა ცუდი შეგრძნებაა, როცა ასეთი მოვლენები გაჯანჯღარებს და გეუბნება, რომ სამყაროს ცენტრი არ ხარ. იმას ვგულისხმობ, რომ როცა ვუყურებ როგორ მიცურავს სახლი, რომელიც ვიღაცამ ააშენა და იქ ერთი პიროვნების ცხოვრება დუღდა, რომელსაც ჰქონდა საყვარელი კუთხე სახლში, საყვარელი ნივთები, რომლებსაც დიდი ხანია აგროვებს და სათითაოდ ყველა ძვირფასია, დღიურები, რომლებსაც ბავშვობაში წერდა, ფოტოები, რომლებიც პოლაროიდის დროიდან დაწყებული ციფრულ ფორმატამდე დაწყებული ყველა ფორმატს მოიცავს, ფეხსაცმელი, რომელიც პირველი ხელფასით იყიდა…ძალიან უბრალოვდება ყველაფრის აზრი ასეთ დროს.
შაბათი
პარასკევს გამოსული მაიკლის ახალი კლიპი  და მის ირგვლივ ამბები შაბათს დამიტრიალდა თავში. აქ ალბათ არ უნდა ვწერდე ჩემივე დადგენილი წესების მიხედვით, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მეტყობა აშკარად:E ყოველთვის ასე მომდის, როცა რაღაც ახალი ხდება. კლიპი ისეთია, inspiration-ზე და ყველაფერ იმაზე, რაზეც არაერთხელ მიფიქრია და მიოცნებია. აი მაგალითად, ათიათასჯერ მაინც მექნება წარმოდგენილი ამერიკაში ჩასვლისთანავე როგორ გავვარდები და როგორ ჩავეხუტები ვარსკლვავს. სონის ჟღერადობა შეუცვლია სიმღერის,ჯერ ვერ მივხვდი კარგი იყო თუ ცუდი. და რეაქციები არაერთგვაროვანია,  ფანები ამბობენ, რომ  მაიკლის გარდაცვალების შემდეგ გამოსული ყველაფერი სონის მიერ გაფუჭებულია და ა.შ. მე ამაზე ვბრაზდები და ვჩხუბობ. არც ყრუ ვარ და არც დებილი განსხვავება რომ ვერ ვიგრძნო, მაგრამ ასეთ დროს, ან არაფერი ახალი არ უნდა გამოვიდეს და რჩება ოხრად წლების ნამუშევარი, ან უნდა დაეტიო და  არანჟირება ყველაზე ნაკლებად გაინტერესებდეს. მე  მარტო ის რომ ვიცოდე, რომ ტექსტია მისი და  ისიც საკმარისია იმისთვის, რომ ჩემად მივიღო. ბოლოს დროს  “p.s. i love you” მახსენდება და ყველა ტექსტი ამ ემოციით მესმენინება.
ძალიან რთულია იმის განცდა, რომ ვიღაც სხვის ხელში ხარ. იცი, რომ სტუდიაში თვითონ არ ზის და არ უკირკიტებს სათითაო ნოტს, არც გადასაღებ მოედანზეა და  კლიპებში ყოველთვის ძველი კადრების სახით ჩნდება. მოკლედ, ამ მითქმა-მოთქმების დროს ერთადერთი ემოცია გაბრაზება, მერე გამწარება და ასე ეტაპობრივად განვითარებადი სხვა ჯანდაბებია…ჯანდაბა!
<object width="500" height="306">
<param name="movie" value="http://www.youtube.com/v/zjGtTUfPcI4?version=3"></param>
<param name="allowFullScreen" value="true"></param>
<param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/zjGtTUfPcI4?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="500" height="306" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>
კვირა
ჩემები დილიდან გავიდნენ. ნინის 3 დღეა ყოველ დილას სხვადასხვანაირ ვარცხნილობებს ვუკეთებ და ძალიან უხარია. ამით იმას ვინაზღაურებ, რომ ღამე ჩემთან ვეღარ იძინებს. ყოველ დილა-საღამოს ახსენდება და ამბობს- ოო, როდის დავიძინებ ისევ შენთან რააა…
მერე მარტო დავრჩი, მუსიკა ჩავირთე და მართალია ძველებურად ცეკვა-ცეკვით არა, მაგრამ ნელ-ნელა უკვე სახლის დალაგება შემიძლია. მთავარია მძიმე ნივთები არ ავწიო. დაგვისას ძალიან სასაცილო ვარ, თავი აწეული მაქვს და მაინც გულმოდგინედ ვგვი.
ახლა ხვალისთვის ვემზადები, ოღონდ ემოციურად. ხვალ ნელ-ნელა დოზებს გამომიწერს ექიმი  რამდენი ხნით შემიძლია მოვიხსნა და პირველად ვნახავ სრულფასოვნად და ფეხზე მდგომარე ცხვირს. მერე დოდკასთან უნდა გავიდე, იქედან ნიჭიერში გავალთ ერთად  და ახალი კვირაც იწყება…
ურჩხული ბანკომატები და ერთადერთი სიყვარული
ბლოგის უჩვეულო რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს დავიძაბე..დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს!
რამდენიმე  რაღაც, რასაც ვერ ვეჩვევი/არ მიყვარს/დისკომფორტს მიქმნის..
სიაში ღირსეულ, პირველ ადგილს იკავებს
ტელეფონზე ლაპარაკი!
ვერ ვიტან სახლში რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და ტელეფონი რეკავს, იძულებული ვარ, რომ ვუპასუხო. ყველანაირდ თავს ვარიდებ ხოლმე. რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან.
იგივეა მობილურ ტელეფონზეც – უფრო მწვავედ თან.
კონცენტრაცია მეკარგება, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ სულ დაბნეული ვლაპარაკობ ხოლმე. იცით რა ძნელია? რომ გინდა, რომ უპასუხო და თან იცი, ტვინს იმხელა ძალა უნდა დაადგეს და გეზარება :D არასდროს არ ვრეკავ საქმეზე ისე,თუ განსაკუთრებულად არ მოვემზადე სიმყუდროვეში არ დავჯექი და ტვინი არ გადავრთე “ტელეფონზე ლაპარაკის რეჟიმში”. როგორ მოვახერხო, რომ ტელეფონზე ლაპარაკი ასე არ მთრგუნავდეს, არ ვიცი, არადა საჭიროა აშკარად..
მეორე- ბანკომატები!
ნუ ბოლო დროს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ისეთი შიშები მქონდა ხოლმე.. აი რაღაცნაირად მაშინებს საერთოდ საბანკო ოპერაციები,ამდენი რიცხვები. ჯერ ერთი ალბათ იმიტომ, რომ მე და მათემატიკა ერთად ვერ ვთავსდებით :D სულ სულ თავიდან რომ ჩემი პირველი პლასტიკური ბალათი მეპყრა ხელთ და მარტოს უნდა გამომეტანა თანხა ანგარიშიდან, ერთი-ორი წუთი ღრმად ვსუნთქავდი და ისე მივედი ბანკომატთან- შენელებული კადრით და ნელი ნაბიჯით :D
ამ პუნქტის შესავალი- საერთოდ, ვიზუალური მეხსიერება მაქვს განვითარებული.  ყველაფერს ჯერ ვიზუალურად ვიმახსოვრებ, მერე სხვა დანარჩენით.. აი, მაგალითად, აბიტურიენტობის დროს, ერთი და იგივე უნარების ტესტი ვწერეთ ორჯერ და მეორედ რომ გვაწერინა, პასუხების ფურცელზე X-ების განლაგება მახსოვდა თვალით :D
ხოდა, ამის გამო ხშირად მიჭირს ხოლმე სიახლეებთან შეგუება, ნუ ძირითადად კომპიუტერულ საკითხებში.
ტოპ შეუგუებლობა:
ვერ ვიტან ახალ სკაიპს! არ შემიძლია.. რომ ვხედავ მაჟრიალებს :D არ ვიცი არ მომწონს, თუ არ მინდა გავერკვე როგორია- იქნებ ჯობია ძველს, მაგრამ არა, არც მიფიქრია. დავათრევ ფლეშკით, კომპიუტერით, გულის ჯიბით (:D) ძველი სკაიპის საინსტალაციოს, რომ  შემთხვევით საიდანმე ის არ გადმომეწერინოს.. ერთხელ იყო, თავისით დამიაპდეითა და კინაღამ შევყარე ქვეყანა..
და კიდევ ერთი- ოპერის გარდა სხვა ბრაუზერს ვერ ვიტან :| ერთადერთი სიყვარულია, მზე და მთვარე ამომდის მასზე :D  არადა, იდეაში ყველანაირი კომფორტულობისგან დაცლილია ოპერა. ნუ მთლად მასე არაა სინამდვილეში (love), მაგრამ ისე შეიცხადებენ ხოლმე ოპერა მაქვს მეთქი  რომ ვიტყვი, ვკომპლექსდები :D  მართალია, ბევრი რაღაც ისეთი არ აქვს, როგორც ფაირფოქსს, მაგრამ ამას განსაკუთრებულად ვერ ვიტან. ახლა, windows-ი გადავაყენე (დიაღ, დიდი ხნის ნანატრი windows 7 მაქვს და თან ჩემით დავაყენე მარტომ )და ქრომი დავაინსტალირე. ყველანაირად ვატანდი თავს ძალას, რომ ოპერისკენ არ გამქცეოდა ხელი, მაგრამ პოსტის წერისას რაღაცამ გამიჭედა ქრომში და მეეთქი ეგრე არ გინდა! ეგრევე გადმოვწერე ოპერა :/ მაგრამ სპეციალურად არ ვაყენებ speed dial-ზე რაღაცეებს, რომ არ გადავიდე ისევ იქ. ქრომში გავმართე ბუქმარქები და ყველაფერი უკვე.. თან ისეთი კარგი რამეები მაქვს ცოტნეს წყალობით  ფეისბუქისთვის, რომ მენანება ქრომის გადაგდება.
1. სმაილები ჩატში
2. ნებისმიერ სურათთან მაუსს რომ მიიტან, გვერდით გიდიდებს და აღარაა საჭირო სათითაოდ შესვლა (მეორე სურათს რომ დააკლიკავთ გადიდდება)
შემდეგი შეუგუებლობა- ფილმების კომპიუტერში ყურება
ათასჯერ მირჩევნია ვიწვალო, ფლეშკაზე გადავიტანო და dvd-ში, ტელევიზორის ეკრანზე ვუყურო ფილმებს. ფილმებს კიდე არაუშავს, მაგრამ ცოცხალი  თავით TV SHOW-ების ყურება არ შემიძლია კომპიუტერში. gossip girl დავიწყე და რამდენიმე სერიის მერე დავნებდი, აღარ შემეძლო :D
ის, რაც  განსაკუთრებით არ მიყვარს
ტელეკომი
ვაიმე, მომკალი და ტელეკომს ნუ გამაგონებ. ეს აგრესია იმის მერე გამიჩნდა, რაც კავკაზუსის კაბელები გადაჭრეს. მართალია მე არ შემხებია ეგ პრობლემა, მაგრამ იმდენად გავმწარდი მათ საქციელზე, სამუდამოდ ამოვირეცხე გულიდან. ეგ კიარა, 100-100-ის ტელეფონს რომ ყიდულობდნენ ჩემები, ვარწმუნებდი არ იყიდოთ მეთქი და ბოლოს დავნებდი :D
კიდევ ერთი- ბლოგსპოტი.
ვორდპრესელების სენია, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ როგორც კი ვინმე ბლოგსპოტელს ხელში ჩავიგდებ, ეგრევე ვარწმუნებ, რომ სასწრაფოდ ვორდპრესით შეცვალონ.
კიდევ იქნება ისეთი რამეები, რაც ახლა გამომრჩა, მაგრამ იმედია მნიშვნელოვანი არაფერი დამვიწყებია..
პ.ს.
მომწონს windows7, პაინტი აქვს უმაგრესი და მე ხო ბედნიერებისთვის სხვა არაფერი მჭირდება :D
17.10-25.10
როგორც იქნა ვცდილობ დავწერო კვირის ყველაზე მძიმედ დასაწერი პოსტი- 7 დღოვანი, 7 სურათიანი. ძნელი დასაწერია, კიდევ კარგი ტელეფონის დრაფტებში ყველა დღის ასოციაცია მქონდა ჩანიშნული. რასაც ვიწერ ის აღარ მავიწყდება საერთოდ..
მაშ ასე, ორშაბათი:
დღის ასოციაცია- ტანსაცმელი, რომელიც არ ვიცი რატომ იკავებს ადგილს ჩემს კარადაში! რამდენი რამეა ასეთი რა.. ნაცრისფერ ფერს საერთოდ ვერ ვიხდენ. რატომ მაქვს ნაცრისფერი ტანსაცმელები? თან ყველა დიდი მოწადინებით ვიყიდე. ის თეთრი ზედა კიდე.. პოსტიც კი დავწერე მახსოვს მაგაზე, ისე მომეწონა და ერთხელაც არ ჩამიცვამს! დარწმუნებული ვარ, ყველა თგვენგანს მოსვლია ასე. დაუდევრად ვიცი რაღაცის ყიდვა : ( ამიტომ ორშაბათს გადავწყვიტე “ასჯერ გავზომო, ერთხელ გავჭრა” :D ისე, ჯიბრით ერთხელ მაინც უნდა ჩავიცვა ეგ თეთრი ზედა და თუ მაგით შეგხვდით და არც ისე ბედნიერი სახე მქონდა, არ იფიქროთ, რომ თქვენი ნახვა არ გამიხარდა :D
სამშაბათი :
მამუკას გამოფენაზე ვიყავი. ამაზე ცალკე პოსტს დავწერ აუცილებლად. ძალიან  მაგარი იყო მართლა!
ოთხშაბათი:
ჩეემი თევზი : ) მაისის მერე გყვავს. ამის გარდა სამი გყვავდა და ამან მოკლა ყველა :| ერთი დაკბინჩა, მეორე აკვარიუმიდან ამოაგდო და საწყალი, წამებით მოკვდა ალბათ. მაგრამ ეს მაინც მევასება :D ძაან საყვარელია, აკვარიუმთან მიახლოებულს თუ დამინახავს, ცხვირით ეკრობა მინას და ფართხალებს. რომ ვყიდულობდით გვითხრეს, ეს თევზი პატრონს ცნობსო. ხოდა სულ მე რომ ვაჭმევ ხოლმე მცნობს. იმდღეს ისე მომინდა ჩახუტება, ფეისბუკზეც დავპოსტე :D _______________________________________________________
ხუთშაბათი:
ჩემი სუსტი წერტილი- ვერცხლი :D საბედნიეროდ არ იშურებენ ხოლმე ჩემები მამარაგებენ ხოლმე საყვარელი ბეჭდებით. იაფია ძალიან ვერცხლი და არასოდეს არ მესმის რატომაა ოქროზე იაფი, ვერცხლი უფრო ლამაზია! დღის ასოციაცია კი ეს “განძთსაცავი”-ა . ჩემი ყველა სამკაულისმაგვარი აქ მაქვს ჩაყრილი და ჩემი დებისთვის სახლის ტერიტორიაზე ყველაზე საინტერესო ადგილია :D იმდღეს მთხოვეს, შეიძლება აღებაო? არადა დიდი საფრთხის ქვეშ იდგა, თუ ნებას დავრთავდი, მაგრამ რომ გამახსენდა მე რა ძალიან მიზიდავდა უფროსების ბრჭყვიალა ნივთები, ამიტომ მართალია ხელის კანკალით, მაგრამ მაინც მივეცი  :D
პარასკევი:
აწ უკვე ხსენებული ხელნაწერთა საცავი. ამ დღეს როგორც იქნა მივხვდი, რომ შევეჩვიე ე.წ.ჯგუფელებს. ე.წ. იმიტომ, რომ რეალურად ჯგუფი არ არსებობს, უბრალოდ დიდი ხელოვნებათმცოდნეები დაგვიძახეთ :D პრინციპში, კარგი შეგრძნება იყო, რომ მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოვახერხეთ ჯგუფად გარდაქმნა : )
შაბათი:
აქსენ ფორტე და ჟაანდაბა :D თუმცა რა ჯანდაბა, რამდენიმე დღეა მისით ვცხოვრობ. კბილი მტკივა. ვერ ვიტან საერთოდ ექიმთან წასვლას და მითუმეტეს სტომატოლოგთან :| მაგრამ ამჯერად უკვე ერთი სული მქონდა გავქცეულიყავი და ჰოი- თბილისობა, ვიკენდი და ა.შ. მოკლედ, დღეში 3-ჯერ მიწევს ამის დალევა და გაბრუებული ვარ უკვე  _____________________________________________________________
კვირა:
საკრალური ნივთი ოჯახში :D ვინაიდან სახლში 12 ფეხი მოძრაობს, იატაკი ძალიან ხშირად არის ცუდ მდგომარეობაში და მთელი დღე გვიწევს ამ რაღაცით სირბილი. დილა მეზარება ჭირივით უკვე, რომ ვიცი, რომ ამით უნდა დავიარო მთელი ოთახები. კვირას განსაკუთრებით- რადგან სახლში ვარ, ორ-ორჯერ მიწევს ხოლმე ერთი და იმავე რაღაცის დაწმენდა :D
ეუF..გავედი ბოლოში. ძაან ძნელია ასეთი პოსტის წერა :|
:17:
7 [31.08-6.09]
აი ესე არს კატეგორიაი ახალი, შვიდ დღედ წოდებული :D კატეგორიის იდეა ნატოშასთან ნანახმა ერთმა კატეგორიამ მომაწოდა, ეს არის 365, სადაც დებდა ხოლმე დღის ასოციაციის სურათებს. მე კიდევ გადავწყვიტე, რომ კვირაობით, 7 დღის ასოციაცია-სურათი დავდო თავისთავად კომენტარებითურთ : ) მაშ ასე:
ორშაბათი
ექიმები- ჩემი სუსტი წერტილი. არრ შემიძლია, ეგრევე ყველანაირი ტკივილი გადამივლის ხოლმე ექიმს რომ მიხსენებენ :D ხოდა ორშაბათს უცებ რამის ოთხად მოვიკეცე ისე ამტკივდა კუჭი და სიცხე ამივარდა 39-მდე. ჩვენს ექიმს ვკითხეთ და ქირურგთან მიდითო.. აქ გამისკდა გული, მეეთქი ჩემს ერთადერთ და განუმეურებელ კუჭს საფრთხე ხომ არ დაემუქრა. დედაჩემმა ბრმა ნაწლავი ჩართო საქმეში და სულ გადავირიე- ჩემს დედისერთა აპენდიქსს რამე არ დაუშავონთქო და ფეხები ავაბაკუნე არ წამოგყვებით მეთქი. ხოდა მამამ ეგრე არ გინდაო და მოუხმო სასწრაფოს.. მართლა ეგრევე მთელმა ტკივილმა გამიარა..  ნუ მაინც მატკინეს ისე მაჭერდნენ ხელებს მუცელზე გასინჯვისას oO მაგრამ მშვიდობიანად ჩაიარა და მითხრეს, რომ ნაღველი მქონდა გაღიზიანებული..  შემსვეს გაზგასული ბორჯომის და უცხიმო და შეუწველი საჭმელების დიეტაზე, რომელიც უკვე აღარ არს ძალაში :D
სამშაბათი
სარეცხი! ბეევრი სარეცხი! ყვარლიდან რომ ჩამოვედი ყველაფერი გავრეცხე აბსოლიტურად, რამის მობილურიანად :D წიკი მაქვს- დასვენების შემდეგ რომ ვბრუნდები, თუ ყველაფერი არ დავრეცხე, სრულფასოვნად ცხოვრებას ვერ ვაგრძელებ :D ხოდა სურათზე უკვე დარეცხილ სარეცხს ხედავთ, ოღონდ ვგონებ მხოლოდ მეოთხედს.. იმიტომ, რომ მთელი გარდერობი წაღებული მქონდა :D
აქამდეც კი ვიცოდი, მაგრამ მაგ დღეს საერთოდ აღვფრთოვანდი სარეცხი მანქანის რაობით :D და რომ არაფერი მქონდა საწუწუნო, იმაზე ვწუწუნებდი ამდენს რა გაფენს, ჩამოხსნის და დააბინავებს მეთქი :user: :ზარმაცინგ: .. :ვეერი ზარმაცინგ:
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
ოჰ- დიიდი დღე :  ) ვილის ძიძა ვიყავი რამდენიმე საათით :love: რომ ვნახე ჯერ გამიცინა, მერე უუცებ დამეგრუზა. ავიყვანე, ვატარე, ვუმღერე  და მიელულა თვალები.. დოდკამ დამაკვალიანა როდის უნდა საჭმელი მეჭმია, როდის რა მიზეზით იტირებდა და წავიდა. დავრჩით სახლში მარტო და  სანამ ეძინა ფორუმზე პოსტვებიც მოვასწარი, ბლოგების თვალიერებაც.. გაიღვიძა და საჭმლისთვის წყალი უკვე გაცხელებული მქონდა და თურმე ნამეტანი გამიცხელებია :D სანამ ის გავაციე მთელი კონცერტის ჩატარება მომიწია- ვილის ვუცეკვე და ვუმღერე “მომღერალი თახვების” საუნდტრეკის ფონზე , რომ დაეცდია ჩემთვის გაციება-გათქვეფის პროცედურები :D ესეც ხითხითებდა, დაიღალა მგონი :user: აი სურათზე, ჭამის დროს უკვე მიბნედილი აქვს თვალები.. მერე დავაძინე და დოდკამ მითხრა სამი საათი ეძინა, რა უქენი ბავშვსო :D  რა ვუქენი და ტკბილად ვუმღერე და ისე დავაძინე- ბიოდენებიანი ხმა მაქვს :lol:
პარასკევი
შაბათი:
დღევანდელის ასოციაცია კიდევ:
:აქ ერთი ძაალიან საყვარელი პმ-ის სკრინი უნდა იდოს,რომლის გამოც ახლა ფრიად უცნაურად და თან კარგად ვგრძნობ თავს: [სამწუხაროდ პმ ბოქსი გამევსო და არც დავაკვირდი ისე მომინიშნავს სხვებთან ერთად :user: ]  და თუ ყველაფერი აასე უცნაურად განვითარდა, ალბათ ხვალინდელი დღის ასოციაციადაც ამ პმ-ის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის შედეგად გადაღებული სურათი აღმოჩნდება მომავალ კვირას :  )